გოგოებო აი სია, რომელშიც ყველაფერია
მე ამდენი რამე არ მქონდა ნაყიდი.
ძველი სია ამოვაკოპირე და იმედია ავტორი არ მიწყენს
საწოლ-თეთრეული
1. საწოლ-მანეჟი (ჩიპოლინო, ჰაუკი) მე ვიყიდე ჰაუკში და ძალიან კარგად ვიყენებ
2. ქოქოსის მატრასი (ჩიკო) 6 თვიდან. ეს უნდა ვიყიდო ეხლა. აქამდე ლეიბზე იწვა
3. ბავშვის თეთრეული
4. ფანელის და ბამბაზიის პილიონკები,თხელი კოტონის (კარტერსი, ბავშვთა სამყარო, ან ვიყიდო მეტრობით და გამოვჭრა) თავიდან ფლანელით ვამშრალებდი ისეთი რბილი და კარგია.
5. ორმხრივი წყალგაუმტარი დასაფენები გამოსაცვლელად. ესენი აფთიაქში იყიდება და ძალიან გამომადგა თავიდან. სანამ ისწავლიდა, გავხსნიდი თუ არა მომაფსავდა ხოლმე, ხოდა წყალგაუმტარია და არ დაგისველებს არაფერს
6. პლედი თხელი/სქელი. ეს შენ როგორც გჭირდება.
7. პირსახოცი
ტანსაცმელი
სამშობიაროში ჩასაცმელად newborn ბოდეები და სხვა, სულ რამდენიმე დღე ჰყოფნის. ჯობია ვიყიდო 0-3 თვის და 3-6 თვის
1. მაისურები გრძელი მკლავით - 3 ც. (თითო)
2. შარვლები (სხვადასხვა ნაჭრის, უფეხო) - 3 ც.
3. ფეხებიანი შარვალი - 5(6) ც.ესენი გამომადგა ძალიან კარგად
4. კომბინიზონი (პოლზუნკა) -2 (3) ც.
5. მოსაცმელი შედარებით თბილი და თხელიც -2(3) ც.
6. ნასკები - 5 ც.
7. ქუდები - 2 ც.
8. წინსაფრები - 2 ც.
9. პირის მოსაწმენდი - 6 ც.
10. ბოდეები (ნახევარმკლავზე, მთლიანები, გრძელმკლავზე) – 5 ცალი გრძელმკლავზე, 5 ცალი მოკლე მკლავზე)
ჰიგიენა
1. ბიოლაინის დასაბანი გელი, თავისა და ტანის,თავიდან რაც ვიყიდე დღემდე ეს მაქვს. გელით მხოლოდ კვირაში ერთი-ორჯერ უნდა. დანარჩენი ჩერედა-გვირილა ან სუფთა წყალი
2. ტოპიკრემის ტანის დამატენიანებელი რძე (ეს ისეთი კარგია მეც ვხმარობ)
3. ტოპიკრემის სახის დამატენიანებელი (თუ მშრალი კანი ექნება, ისე არ ჭირდება. ჩემსას სიცივეში უშრებოდა და ვუყიდე)
4. სველი სალფეტკი ბიოლაინი (სახეზეც შეიძლება) და ჰაგისი (ცოტა სქელია), ჯონსონი
5. აბაზანა (იყიდება აფთიაქებში, ჩიკოში, პსპ-ში თავისი დასადგამით)
6. ჩამჩა (რბილი თავით იყიდება ფაზერქეაში)
7. ტამი-ტაბი (საუკეთესოა გაზებითვის და თავიდან ბანაობისთვის)
8. ბიოლაინის ან მუსტელას ტალკი (თუმცა პამპერსის შიგნით არაფრის წასმა არ უნდა)
9. გამოწვისთვის: სუდოკრემი
10. ბავშვის ტანსაცმლის სარეცხი საშუალება: ბიოლაინი, ბაგი, ტეობებე, ушастый няня, პსპ-ში დიდი არჩევანია
11. ყურის ჩხირები ჩვეულებრივიც და სპეციალურად ბავშვისთვის
12. დასაყენებელი ჩერედა და გვირილა
სხვადასხვა ნივთები
1. ბოთლი (შუშის უნდა იყოს. კარგია: ავენტი, ჩიკო, დოქტორ ბრაუნი) მე ჩიკო მაქვს და ვიყენებ გადასარევად
2. ბოთლის სოსკა
3. მაკრატელი
4. სავარცხელი ჩოთქი და მეორენაირი
5. თერმომტრი წყლის, ოთახის (ერთია და ორი ფუნქცია აქვს)
6. სიცხის საზომი
7. სოსკა-მატყუარა
საწყალი დედის საყიდლები
1. მკერდის თავების კრემი: მუსტელა ან ბიოლაინი (ეს აუცილებლად!)
2. მკერდის საფენები: ნუბის, ჯონსონის
3. ძუძუს თავების დამცავი სილიკონი, კალპაკები-კანპოლის ფირმის. ეს ტყუილად ვიყიდე, ვერ გამოვიყენე
4. ხალათი სამშობიაროსთვის
5. მეძუძურის პერანგი
6. დაბალწელიანი ტრუსები
7. ოლვეისის დიდი საფენები
8. ფეხის ჩუსტები სამშობიაროსთვის
9. მეძუძურის ლიფი 2 ცალი მაინც. თუ ძუძუ უნდა აჭამო ლიფი სულ უნდა გეცვას რომ რძე კარგად მოგროვდეს მკერდში
10. ჰიგიენის ნივთები: შამპუნი, საპონი, კბილის პასტა და ასე შემდეგ.
11. შლოპანცები
12. დიდი პირსახოცი
13. პატარა პირსახოცი
14. გამოსაწველი, ეს თავიდან არ მიყიდია. სახლში როგორც კი გამოგვწერეს მაშინვე დამჭირდა და ჩიკოს საწველი ვიყიდე.
სამედიცინო ნივთები
1. წყალბადის ზეჟანგი და 70%-იანი სპირტი ჭიპის დასამუშავებლად. ბრილიანტის მწვანე არ წაუსვა. თუ ინფექცია ან რაიმე იქნა ამის წასმის შემთხვევაში ვერ შეამჩნევ. მე ვასხავდი ზეჟანგს და მერე ვუმშრალებდი სპირტით. ერთი-ორჯერ გამონადენივით ჰქონდა, შემეშინდა და ბეტადინით მოვუწმინდე. მეტი არაფერი სჭირდება.
2. პანადოლი, ეს მაინც თავიდანვე გამზადებული მქონდა, ყოველი შემთხვევისთვის
3. ბამბის ტამპონები
4. გაზების წვეთები თუ აწუხებს პატარას
5. შპრიცები, წამლის ამოსაღებად, ან ფიზიოლოგიურის ჩასაწვეთებლად სულ დაგჭირდება
6. ფიზიოლოგიური ხსნარი. მე ვყიდულობ დიდი ბოთლით, გადასხმაზე რასაც უყუენებენ ხოლმე, აი იმას. არ ვხსი, რომ არ გაფუჭდეს. რბილი სახურავი აქვს და ნემსი მაქვს შერჭობილი, როცა დამჭირდება შპრიცს ვუერთებ ნემსს და ამომაქვს რამდენი ხსნარიც მინდა. ფიზიოლოგიური სულ გჭირდება, თვალების გაწმენდა, ცხვირის გასუფთავება, ის პატარა ტუბიკებში რაც იყიდება ერთ დღეში მითავდება ხოლმე.
7. მინი ოყნა. ეს არ გამომიყენებია, მიუხედავად იმისა რომ გაზები აწუხებდა. აი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენე ბავშვი სხვანაირად თუ ვერ გადის გაზებზე
სამშობიაროში წასაღები ნივთების სია:
ჩემთვის
15. მკერდის თავების კრემი:
16. მკერდის საფენები: ნუბის
17. ძუძუს თავების დამცავი სილიკონი
18. ხალათი სამშობიაროსთვის
19. მეძუძურის პერანგი
20. ტრუსები
21. ოლვეისის დიდი საფენები
22. ფეხის ჩუსტები სამშობიაროსთვის
23. მეძუძურის ლიფი
24. ჰიგიენის ნივთები: შამპუნი, საპონი, კბილის პასტა , ჯაგრისი, დეოდორანტი, სავარცხელი, თმის სამაგრები, რაიმე მოსაწესრიგებელი კოსმეტიკა
25. ტელეფონის სატენი
26. შლოპანცები
27. დიდი პირსახოცი
28. პირადობა: ჩემი და ქმრის, ქორწინების მოწმობა
29. რაიმე სპორტული ზედა-ქვედა. (ხალათის მეტი არაფერი ჩამიცვამს, სპორტულების თავი არ მქონდა
))
30. თხელი ნასკები
31. რაიმე თხელი მოსაცმელი
ბავშვისთვის
ტანსაცმელი სამშობიაროში ჰქონდათ და ყოველდღიური გამოსაცვლელი არ წამიღია, გამოსაყვანად რაც დამჭირდებოდა ის წავიღე
1. მატყუარა
2. ბოთლი
3. გრძელმკლავიანი ბოდე
4. ქუდი
5. ნასკი
6. თხელი პლედი
7. გამოსაყვანი ტანსაცმელი
8. პუდრი
9. სუდოკრემი
10. პილიონკები
11. პირის საწმენდები
This post has been edited by italiashka on 28 Jun 2018, 10:43