მეტა: თამაშის Core ვერსია გახდა უფასორა თქმა უნდა free ექაუნთებზე არის პატარ-პატარა შეზღუდვები (ჩატში - World-ში ვერ წერ
და ზოგიერთი რამ გარკვეულ ლეველზე გეხსნება მხოლოდ - ფასიანი ექაუნთებისგან განსხვავებით)
ესეც ინფო:
Guild Wars 2Massively multiplayer online role-playing gameმახასიათებლები:------------------------------------
ინდივიდუალური სთორი-ლაინითქვენი სთორი ლაინი იწყება პერსონაჟის შექმნის პროცესში, როდესაც თქვენ ირჩევთ პერსონაჟის როგორც ვიზუალურ მახასიათებლებს,
ასევე თქვენვე ქმნით მის ბიოგრაფიას და აქედან დაწყებული, ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ თამაშში მიიღებთ,
განსაზღვრავს თუ როგორ განვითარდება თქვენი სთორი-ლაინი და როგორ გამოცდილებას მიიღებთ თქვენ თამაშიდან.
დინამიური ივენთებიგანსხვავებით სხვა თამაშებისა, სადაც გიწევთ ე.წ. სტატიკური ივენთების (ქვესთების) გავლა და შესრულება,
Guild Wars 2-ში დინამიური ივენთები მუდმივად იცვლება თქვენი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით,
რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მაქსიმალურად ინდივიდუალური გამოცდილება თამაშიდან.
Action-Oriented კომბატიშეუტიეთ მოძრაობისას, აიცილეთ მოწინააღმდეგის დარტყმა, გაწევრიანდით ჯფუფში სხვა მოთამაშეებთან,
გამოიყენეთ გარემოსთვის სპეციფიური იარაღები და მიიღეთ მაქსიმალური გამოცდილება Guild Wars 2-ის
მოქნილ და დინამიურ კომბატში.
საკონკურსო თამაში ყველასთვისPVP მატჩები - ბრძოლა მიდის პატარ-პატარა ჯგუფებს შორის
World vs. World - ბრძოლა მიდის ასობით მოთამაშისგან შემდგარ არმიებს შორის
რასები:------------------------------------
CharrCharr - აგრესიული კატისებრი რასა - რომელმაც სრულყო ბრძოლის ხელოვნება.
რანდენადაც დაუნდობლები არიან ისინი მტრის მიმართ, იმდენად მამაცი და ერთგული
მოკავშირეები არიან ერთმანეთისთვის. სისუსტეს არ აქვს ადგილი მათ შორის.
მოწოდება დომინირებისკენ - ეს არის მათი მამოძრავებელი ძალა.
SylvarySylvary გამოცანაა. შესახედაობით ისინი ადამიანებს გვანან, ბუნებით მცენარეებს, ისინი არც თუ დიდი ხნის წინ
გამოჩნდნენ ტირიაში და 25 წელიწადში მთელ მსოფლიოში გამრავლდნენ.
მათი საწყისია - ძლევამოსილი "Pale Tree" - ასევე ცნობილი როგორც "Mother Tree" - რომელიც დომინირებს
"Tarnished Coast"-ზე. ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან საერთო წარმოშობით და საერთო სიზმრით.
არავინ იცის რატომ გამოჩნდენ ისინი ტირიაში, ყველაზე ცოტა კი თავად Sylvary-ს წარმომადგენლებმა
იციან თავიანთ თავზე. ამიტომ მათ ამოძრავებთ ერთი რამ - იპოვონ თავიანთი დანიშნულება და ადგილი ქვეყანაზე.
NornNorn - უზარმაზარი ბარბაროსული მამაცი რასა. მტკიცე, მგზნებარე და გაბედული ნორნი
არასდროს შეჰფიცებს ერთგულებას არც ერთ სულიერს. ველური ბუნების სულების მფარველობის
ქვეშ (Spirits of the Wild) - რომლებიც განასახიერებენ ყველაზე ძლევამოსილ ცხოველებს - ნორნები
ხედავენ ცხოვრებას როგორც გრანდიოზულ თავგადასავალს.
ისინი ყოველ დღეს ცხოვრობენ ისე, თითქოს ეს მათი უკანასკნელი დღე იყოს.
მათი ისტორია სავსეა გმირებით და წარმოუდგენელი ფაქტებით.
AsuraAsura - მინიატურული რასა - ყველაზე ჭკვიანი არსებები არიან მთელს ტირიაში.
წარმოუდგენლად ინტელექტუალური არსებები, იყენებენ თავიანთ ცოდნასა და
ჯადოსნურ თუ გამომგონებლურ უნარებს რათა მოიპოვონ დომინირება.
სხვა რასებს წამთ რომ თვითონ უნდა მართონ ტირია საკუთარი ვირტუოზული
ძალისა და სიმტკიცის წყალობით, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ...
ყველა ასურას მოემსახურება - თავის დროზე...
HumanHuman - ტირიის ხალხი - ეს არის მებრძოლი რასა - რომელმაც დაკარგა საკუთარი ტეროტორიის უმეტესი ნაწილი და ძველი დიდება.
ძველი მტრები და ახალი რასები ემუქრებიან ტირიის ხალხს ყველა მხრიდან, მაგრამ მათი სული მაინც ურყევი რჩება.
ისინი - კრიტას მამაცი დამცველები - აგრძელებენ ბრძოლას სისხლის ბოლო წვეთამდე დარჩენილი მიწების დასაცავად.
--------------------------------------------------------------------------------------------------
ჟანრი: MMO RPG
პლატფორმა: Windows, Mac OSX
Windows მინიმალური მოთხოვნილებები:- Windows® XP Service Pack 2 ან უკეთესი
- Intel® Core 2 Duo 2.0 GHz, Core i3 ან AMD Athlon 64 X2 ან უკეთესი
- 2 GB ოპერატიული მეხსიერება (RAM)
- NVIDIA® GeForce® 7800, ATI X1800, Intel HD 3000 ან უკეთესი (256 MB ვიდეო კარტის მეხსიერება და shader model 3.0 ან უკეთესი)
- თავისუფალი 25 GB მყარ დისკზე (HDD)
- Broadband Internet კავშირი
- კლავიატურა და მაუსი
Mac OSX მინიმალური მოთხოვნილებები:- Mac OS®X 10.7.X ან უკეთესი
- Intel® Core™ i5 ან უკეთესი
- 4 GB ოპერატიული მეხსიერება (RAM) ან უკეთესი
- NVIDIA® GeForce® 320M, ATI Radeon™ HD 6630M, Intel HD 3000 ან უკეთესი
- თავისუფალი 25 GB მყარ დისკზე (HDD)
- Broadband Internet კავშირი
- კლავიატურა და მაუსი
ოფიციალური საიტი:
www.guildwars2.comთამაშის wiki:
wiki.guildwars2.comდეტალური ინფორმაცია თამაშის შესახებ (ინგლისურად):
https://www.guildwars2.com/en/the-game/დეტალური ინფორმაცია თამაშის შესახებ (რუსულად):
http://guildwars-2.ru/ob-igre/წინა თემა:
Guild Wars 2 This post has been edited by გოგრა on 9 Sep 2015, 02:55