Daukvirdiარაფრის
ცოტა უფრო დეტალურად:
ბატარეას გააჩნია კონკრეტული დატენვა-განმუხტვის ციკლი, ვთქვათ 1000, ასე რომ რაც უფრო ხშირად დატენი/დასვამ ლეპტოპს მით მალე ამოეწურება მის ბატარეას რესურსი. რათქმაუნდა შეიძლება ბატარეის შეცვლაც, და ეს პირობითად 1000 ციკლიც რამდენიმე წლის ამბავია, მაგრამ უბრალოდ როდესაც დენის წყაროსთან ახლოს ხარ და თუკი შეერთებული დამტენის კაბელი ხელს არ შეგიშლის - ამუშავე დენიდან.
თანაც ამ შემთხვევაში როგორც წესი უკეთესი სიმძლავრე აქვს ლეპტოპს (დენზე ავტომატურად High performance რეჟიმი აქვს ვინდოუსს და ბატარეაზე Power saving - თუმცა რათქმაუნდა ხელით შეგიძლია შეცვლა).
რაც შეეხება ბოლომდე დატენილი ლეპტოპის დენის წყაროდან არ გათიშვას - არ არის აქ არანაირი საფრთხე: ყველა ბატარეას აქვს ინტეგრირებული მიკროჩიპი რომელიც დატენვას ავტომატურად აჩერებს რომ ბატარეა არ დაზიანდეს (ე.წ. overcharging protection)
მოკლედ:
ამუშავე ბატარეაზე როდესაც დაგჭირდება,
ამუშავე დენზე როდესაც ამის შესაძლებელობა გექნება
იყოს ღია რას ერჩი, ანდაც მოდერატორი თავად მიხედავს
This post has been edited by nick_el_son on 28 May 2022, 15:25