Lasha.გორდაკვეჟო დაბრიდეს მოსკოვში . ლენინის გამზირი 82 -ში , სახლის პირველ სართულზე , დილის 8 საათზე .... სანამ მოვიდოდა მძღოლი გურამჩიკა , რომ სკოლაში წაეყვანა .... მანამდე ერთ კვირით ადრე ქუთაისში , მანქანა დაეჯახა ( დიდი ალბათობით სპეციალურად , კვეჟოს ახლო ნათესავ ქალს , რომელიც მათ ოჯახში ცხოვრობდა ) .... ამის გამო მოსკოვიდან წამოვიდა კვეჟოს დედა , ეთერი . მამალი გურული ქალი , რომელიც დღესაც ვერ პატიობს თავს მოსკოვიდან წამოსვლას ... საქმე იმაშია , რომ ეთერი სერიოზული ეჭვიანი ქალი იყო ... არავის შეუშვებდა სახლში ისე , რომ კვეჟო არ ჩაეყენებია საქმის ყურში . იმ დღეს ეთერი სახლში , რომ ყოფილიყო , სანამ კარებს გააღებდა აუცილებლად გააღვიძებდა კვეჟოს . კვეჟო ფეხზე ამდგარი , რომ დახვედროდა იმ ტიპებს , დღესაც ცოცხალი იქნებოდა .
სახლი გააღებია , ერთმა ქუთაისელმა კომერსანტმა , ზასტაველმა , კვეჟოს ბავშვობის მეგობარმა ( ამავე დროს ის კომერსი ბაიკოს და ბიხტიას მეგობარიც იყო , ვინაიდან ყველა ზასტაველები იყვნენ ) . ხო და ამ კომერს გაუღო კარები , კვეჟოს ცოლმა მარინამ , საოცრად თბილმა და სათნო ქალმა ( დღევანდელი ქურდების ცოლებს კი არ გავს ) . რამდენჯერ მარინას გაკეთებული საჭმელი აქვს იმ კომერს ნაჭამი ....
მარინა იქვე , სამზარეულოში მოკლეს ... ჯერ ავტომატის ჯერი ესროლეს , სამი ტყვია მოხვდა , ხოლო გამოსვლისას ტტ-თი კანტროლკა გაუკეთეს ( იმ კომერსმა იყვირა , გონია არაა მკვდარი და მიცნობსო ) --- ეს გაიგონა გურამჩიკამ და ხმაზე იცნო , ამით გაიხსნა საქმე
კვეჟო ლოგინში იყო საძინებელში , სადაც დილით მამას გურამჩიკა მიუწვა ..... ორივეს ლოგინში ესროლეს გადაატარეს ავტომატის ჯერი .... ბავშვი ტყვიის მოხვედრის შემდეგ ლოგინის მეორე მხარეს გადავარდა , ხოლო კვეჟოს 5 ტყვია მოხვდა და შემდეგ ტტ-თი კანტროლკა გაუკეთეს
ციოდა მოსკოვში და ცენტრალური გათბობა იყო ჩართული ... ავტომატის ტყვიებმა დააზიანეს გათბობის სექცია და ოთახში მდუღარე წყალი დაისხა და ორთლმა ხილვადობა შეამცირა , ამან გადაარჩინა გურამჩიკა და არა ზღაპრებმა მომკვდარუნების თაობაზე .... ბავშვი მხარში დაიჭრა და ტკივილიდან გრძნობა დაკარგა .... გათბობის ორთქლმა შეუშალა ხელი მკვლელებს კანტროლკა გაეკეთებიათ ...
მეორეც მკვლელები ჩქარობდნენ .... საქმე რაშია ...
კვეჟოს დაბრედვამდე ერთი კვირით ადრე , კვეჟოს მეზობელთან ქუთაისში დარეკა ვიღაც ტიპმა და უთხრა , ხომ ჩავაძაღლეთ თქვენი კვეჟოო .... ატყდა ერთი ამბავი , ვასიამ მისმა ძმამ მოსკოვში დარეკა , მარინამ არ იცოდა სად იყო კვეჟო , მაგრამ მანქანაში ტელეფონი ქონდა ( სად იყო მაშინ მობილურები , რაღაც ტელეფონები იყო მანქანაში იდგმებოდა ) , ხო და მარინამ ელაპარაკა კვეჟოს და ცოცხალი არისო უთხრა მის ძმას ქუთაისში .... იმ დღეს კვანტრიშვილი დაუბრედიათ , როგორც დილით გავიგეთ
ხო და რუსებმა , ოპგ-ს ხალხმა კვეჟოს უთხრეს , რომ არ მოწონთ ამ ხმის გაგდების და შეთავაზეს , რომ დაცვას დაუყენებდნენ ... გადარეულა კვეჟო , რა დაცვაო , ქურდს რათ უნდა დაცვაო .... გაუგიჟებია თავი ... მაგრამ რუსებმა ჩუმად , მისი ბინის მეორე სადარბაზოში , იმავე სართულზე ბინა იქირავეს და ოთხი რუსი მუტრუკი დღე და ღამე იყვნენ იმ ბაითში . მარინას უთხრეს რუსებმა , კვეჟოს ნუ ეტყვიო .... საწყალი მარინა იმ ოთხ რუს საჭმელს უკეთებდა , ცოდვები არიანო .... ეს იცოდა იმ კომერსმა , ვინც კარები გაარებია , მარინადან იცოდა
ამიტომ მკვლელებს ბევრი დრო არ ქონდათ , იცოდნენ მალე რუსები გაჩნდებოდნენ ... ამ ყველაფერმა გადაარჩინა გურამჩიკა ... პირველი ადგილზე მივიდნენ , ის რუსები , რომლებმაც გურამჩიკა მოტეხეს ბაითიდან და გადამალეს .... როდესაც მკვლელობის ამბავი გახმაურდა , ყველას ეგონა გურამჩიკა მოიპარეს მკვლელებმაო , მაგრამ მერე თვითონ რუსებმა ჩამოიყვანეს ქუთაისში
გურამიდან ეგრევე გაიგეს რუსებმა ვინ იყო მკვლელები .... დიდი გამოთვლაც არ უნდოდა ... ხო და იქ შეკრებილმა ვორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაებრიდათ მკვლელები .... დაავალეს ეს საქმე ლიოშა-სალდატს , რომელმაც ჰოლანდიაში დაბრიდა ბათუ უგლავა , ქუთაისელი ქურდი ( მას ავტომატი ქონდა ) .... დაბრიდეს ( ეს სხვამ ) დათო ფოთელის ( მელქაძის ) ბიძაშვილი , მასაც ავტომატი ქონდა .... ხოლო თვითონ მელქაძეს ( მას ტტ-ე ქონდა ), ლიოშა სალდატმა 8 ტყვია მოარტყა , მაგრამ გადარჩა ნაბომბარი
ამის მერე --- გურამჩიკაც წამოიზარდა და ქურდათ , რომ მონათლეს ყველა ვორს თხოვა მელქაძე არ დაებრიდათ -- პირადათ მინდა დავბრიდოო ....
რაც შეეხება კარების გამღებს კომერს --- ის პირადათ ბაიკომ დაბრიდა .... პერედოზი გაუკეთა ჰეროინის
რატომ დაბრიდეს კვეჟო --- ეს ძალიან დიდი თემაა და აქ მიწერია წინა გვერდებზე სადღაც
datuარ დაგეთანხმები მიქელაძის სერიოზულ ავტორიტეტზე მოსკოვში ...
01.10.2012.