Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ქართული წიგნები კვანტური ფიზიკის შესახებ


Posted by: fortunehunter 31 Mar 2013, 22:56
შეგიძლიათ მიმასწავლოთ თუ სად იყიდება წიგნები კვანტური ფიზიკის შესახებ?(სასურველია ქართული, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ინგლისური და რუსულიც წავა)

Posted by: xornabujeli1000 6 Apr 2013, 16:02
გააჩნია როგორი გინდა, სამოყვარულო თუ პროფესიონალური. სამოყვარულო ბევრია ინგლისურად, ინტერნეტში მრავლად იპოვი. პროფესიონალური თეორიული ფიზიკის სახელმძღვანელო მეც მაქვს რუსულად ლანდაუს ავტორობით (ელექტრონული). ათივე ტომი მაქ მათგან რამდენიმეა კვანტურ ფიზიკაზე: III ტომი - კვანტური მექანიკა და IV ტომი - კვანტური ელეკტროდინამიკა; ოღონდ თითოეული 30 MB-ზე მეტია და აქედან ვერ გამოგიგზავნი. ისე იცოდე რომ ლანდაუ ძაან ღრმა კალკულუსით წერს და მაგის გაგება ძნელია.

Posted by: Irakli 6 Apr 2013, 23:07
fortunehunter
ქართული მე მარტო ეს ვიცი, მამასახლისოვი, ვაშაკიძე, ჭილაშვილის "კვანტური მექანიკა", სქელი, ფართო ფორმატის ლურჯყდიანი წიგნია. ჩემი პირადი აზრით ოდნავ მოძველებულია, 1959 წელსაა გამოცემული... მას ალბათ მარტო ნახმარ წიგნებში ანდა ბიბლიოთეკებში თუ აღმოაჩენთ აწი. თქვენ პირადად რა დანიშნულებით გნებავთ იქნებ მითხრათ და სხვა უცხოენოვან ალტერნატივებსაც გეტყვით.

Posted by: არწივი9 6 Apr 2013, 23:49
Irakli
QUOTE
1959 წელსაა გამოცემული

კი მაგრამ ამის მერე არაფერი დაუწერიათ ან უთარგმნიათ ქართულად? spy.gif

Posted by: Irakli 7 Apr 2013, 01:01
არწივი9
კვანტური ფიზიკის სახელმძღვანელოს დაწერა ასეთი ადვილი გგონია?
უამრავი მშვენიერი უცხოური წიგნი არსებობს და ქართულად გამოცემისთვის არ ყოფილა საჭიროება.

Posted by: Paul Adrian Maurice 7 Apr 2013, 06:17
დირაკმა 1930 წელს დაწერა "Principles of quantum mechanics" და მის მერე ყველა ნორმალური წიგნი დირაკს მიყვება. ქართულად ჭილაშვილია მაგრამ სისულელეა მაგის წაკითხვა. დრო რომ მექნება, ასე 5-10 წელიწადში, კვანტური მექანიკის სახელმძღვანელოს დავწერ ქართულად. თუ არ გეჩქარება დაიცადე და მერე ჩემი წიგნი წაიკითხე.

Posted by: არწივი9 7 Apr 2013, 14:05
Irakli
QUOTE
უამრავი მშვენიერი უცხოური წიგნი არსებობს და ქართულად გამოცემისთვის არ ყოფილა საჭიროება.

კი მაგრამ იქნებ ეთარგმნათ მაინც? საერთოდ თსუ-ში კვანტურ მექანიკას რა ენაზე ასწავლიდნენ? rolleyes.gif

Paul Adrian Maurice
QUOTE
დირაკმა 1930 წელს დაწერა "Principles of quantum mechanics" და მის მერე ყველა ნორმალური წიგნი დირაკს მიყვება

დირაკმა ყველაზე კარგად იცოდა კვანტური მექანიკა თუ უბრალოდ გადმოცემის უნარი ჰქონდა კარგი?


Posted by: xornabujeli1000 7 Apr 2013, 17:37
არწივი9
კვანტური მექანიკის ქართულენოვანი წიგნის გამოცემა მაინცდამაინც საჭირო არც არის, რადგან სახელმწძღვანელოებში 90% მაინც კალკულუსს უკავია. მათემატიკა ყველა ენაზე ერთია, ხოლო ვერბალურ ახსნის მეთოდებს ნაკლებად იყენებენ პროფესიონალურ სახელმძღვანელოში. ქართულად რომც გამოვიდეს თანამედროვე სახელმძღვანელო, არასპეციალისტები მაინც ვერაფერს გაიგებენ, სანამ საჭირო დონემდე არ დაამუშავებენ კალკულუსს. ამიტომაც ჩვენნაირი ხალხისთვის კაი გამოსავალია პოპულარულ ენაზე დაწერილი წინგნები. მართალია მათემატიკის გარეშე ზუსტ წარმოდგენას ვერ შეიქმნი, მაგრამ რაღაც დონეზე საკმარისია.

Posted by: fortunehunter 7 Apr 2013, 18:36
მათემატიკას რას გულისხმობ მაინც, მე მინდა ისეთი წიგნი სადაც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი და არა უბრალოდ ზედაპირულად. მათემატიკის რა ცოდნაა საჭირო რომ კვანტური მექანიკის აზრზს ჩავწვდე? და ბარემ წიგნიც დაწერეთ ისეთი რომელიც ყველაფერს დეტალურად აღწერს კვანტური მექანიკის შესახებ. მადლობთ

Posted by: Paul Adrian Maurice 8 Apr 2013, 07:30
fortunehunter
დირაკი გითხარი, კიდე მესია ნახე. თავიდან დირაკით დაიწყე რომ გაიგო რა კვანტურ მექანიკასა და მათემატიკას შორის კავშირი. მერე მესიაზე გადადი მათემატიკურ დეტალებში უკეთ რომ გაერკვე და პრაქტიკული ამოცანები ამოხსნა, პირდაპირ ჰილბერტის სივრცით დაიწყე.

http://www.amazon.com/Principles-Quantum-Mechanics-International-Monographs/dp/0198520115/ref=sr_1_1?s=books&ie=UTF8&qid=1365391008&sr=1-1&keywords=dirac+principles+of+quantum+mechanics

http://www.amazon.com/Quantum-Mechanics-volumes-Albert-Messiah/dp/B000M0HXP8/ref=tmm_pap_title_0?ie=UTF8&qid=1365391065&sr=1-3

არწივი9
QUOTE
დირაკმა ყველაზე კარგად იცოდა კვანტური მექანიკა თუ უბრალოდ გადმოცემის უნარი ჰქონდა კარგი?



დირაკმა ჩამოაყალიბა კვანტური მექანიკა იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს ვიცით. მანამდე იყო მატრიცული მექანიკა რომელიც ჰაიზენბერგმა, ბორნმა და იორდანმა შექმნეს. ამის პარალელურად დირაკმა შექმნა კვანტური მექანიკა ოპერატორების მეშვეობით, რომელიც ბევრად უფრო ზოგადია ვიდრე ჰაიზენბერგის მატრიცული მექანიკა. ასევე იყო შრედინგერის ტალღური მექანიკა. დირაკმა ეს აბდაუბდა დაალაგა და დაწერა წიგნი, რომელიც დღესაც საუკეთესოა.

Posted by: shvedi227 8 Apr 2013, 16:30
თანამედროვე წიგნი სად შევიძინო ასტრონომიაზე ???????? ნორმალული ავტორის

Posted by: oscillator 9 Apr 2013, 16:53



ეს კაცი ძალიან "მაგარია"

Posted by: lepori 25 May 2023, 13:38
Paul Adrian Maurice
QUOTE
დრო რომ მექნება, ასე 5-10 წელიწადში, კვანტური მექანიკის სახელმძღვანელოს დავწერ ქართულად.

QUOTE
7 Apr 2013, 06:17

დადგა ჟამი წიგნის დაწერისა
აბა სად არი?

Posted by: gonebadaxshuli 30 May 2023, 13:29
carreteros wignia dirakze, idealuri shemkvani biggrin.gif

p.s. mediatekashi ar aqvt fizikaze, tundac sagani ann houkingi ar targmnes?


* * *
Warning:
გაფრთხილება: წერეთ ქართულად ან გამოიყენეთ ღილაკი "abg->აბგ" პოსტის გამოქვეყნებამდე.

Posted by: არწივი9 15 Jun 2023, 23:53
QUOTE (lepori @ 25 May 2023, 12:38 )
Paul Adrian Maurice
QUOTE
დრო რომ მექნება, ასე 5-10 წელიწადში, კვანტური მექანიკის სახელმძღვანელოს დავწერ ქართულად.

QUOTE
7 Apr 2013, 06:17

დადგა ჟამი წიგნის დაწერისა
აბა სად არი?

Dirac
ხო, სადაა მართლა? old.gif

Posted by: Komponent 16 Jun 2023, 14:34
xornabujeli1000
ამ უსერზე რაღაც უნდა მეკითხა, ხომარ იცით ვინმემ სადაა?

Posted by: Irakli 16 Jun 2023, 15:25
Komponent
PM-ის მიწერა სცადე? ასევე შეგიძლია მეილზე მიწერო ფორუმის ფორმით: https://forum.ge/?act=Mail&CODE=00&MID=163730

Posted by: Komponent 16 Jun 2023, 18:27
Irakli
მადლობა, კი ეგენი ვცადე.
თუ გამოჩნდა ხომ კარგი, თუარადა არაუშავს. ამ განყოფილების საკითხი არ არის თორემ გკითხავდით თქვენც.

Posted by: Dirac 19 Jun 2023, 13:58
QUOTE (lepori @ 25 May 2023, 13:38 )
Paul Adrian Maurice
QUOTE
დრო რომ მექნება, ასე 5-10 წელიწადში, კვანტური მექანიკის სახელმძღვანელოს დავწერ ქართულად.

QUOTE
7 Apr 2013, 06:17

დადგა ჟამი წიგნის დაწერისა
აბა სად არი?

ეეჰ, უკვე ფიზიკოსი კი არა ნაფიზიკოსარი ვარ.

Posted by: არწივი9 20 Jun 2023, 20:39
QUOTE (Dirac @ 19 Jun 2023, 12:58 )
QUOTE (lepori @ 25 May 2023, 13:38 )
Paul Adrian Maurice
QUOTE
დრო რომ მექნება, ასე 5-10 წელიწადში, კვანტური მექანიკის სახელმძღვანელოს დავწერ ქართულად.

QUOTE
7 Apr 2013, 06:17

დადგა ჟამი წიგნის დაწერისა
აბა სად არი?

ეეჰ, უკვე ფიზიკოსი კი არა ნაფიზიკოსარი ვარ.

შეეშვი ფიზიკას? spy.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)