Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > უცნაური პრობლემა მერსედესზე


Posted by: Nemiroff 13 Jul 2018, 17:53
W203 ც კლასია. მიმავალზე ESP ინთება და აღარ მიდის მანქანა. უნდა ჩააქრო და ახლიდან დაქოქო რო წავიდეს.
დღეს 20 წუთის განმავლობაში 4 ჯერ გააკეთა.

დიაგნოსტიკაზეც ვერ მიმყავს სხვაგანაა მოკლედ მანქანა და რისი ბრალი იქნება? ქოპნიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა?
* * *
user posted image

,.........

Posted by: არიგო 13 Jul 2018, 18:06
http://www.mercedesmedic.com/esp-light-reset/

Posted by: gagva 14 Jul 2018, 10:42
Nemiroff
სუ რო გამოურთო და ეგრე რო ცადო სიარული ?
ჰიდენ მენიუ აქვს საიდანაც ითიშება ეგ იესპი პროსტა ფრთხილად იარედ ციგაა მაგარი

ცლკ ზე და ე კლასზე გამითიშია და ც კლასი კი მყავდა მარა არ მიჩალიჩია მაშინ არც ვერკვეოდი მაგ დონეზე.

Posted by: e36m3 14 Jul 2018, 20:31
Nemiroff
აბეესის პონტი მგონია. იმიტო აღარ მიდის რო დაიცვას მძღოლი ავარიული სიტუაციებისგან. რო აჩქარდე და ვეღარ დაამუხრუჭოს ეფექტურად ხო შარში ხარ.

ჩემი აზრით სამუხრუჭე სისტემაა შესამოწმებელი. შეიძლება რომელიღაცა დაჩიკია მწყობრიდან გამოსული ან აბეესის ბლოკი.


აბეესის პრედი ამოიღე და ეგრე გაიარე აბა რას იზავს. ოღონდ მუხრუჭებთან ფრთხილად. პედალი ცოტა გამაგრდება და ჟიგულივით ტორმუზი ექნება.

Posted by: letodiniusi 14 Jul 2018, 21:01
Nemiroff

ჩემს ც კლასს ცამოყვანის დღიდან ეგ აწერია მგონია, ხანდახან აბეესი ეწერება ხოლმე და დიაგნოსტიკაზე მიტხრეს დაიკიდე ეს იესპიო, დაჩიკია გამოსულიო, მაგრამ ეგ დიდი არაფერიო და მეც დავიკიდე რავიცი. ოღონდ მანქანა ჩვეულებრივ დადის ამ წარწერის მიუხედავად.

Posted by: e36m3 14 Jul 2018, 21:17
letodiniusi
მეც მინთებს მერსოზე იესპის, წინა სავარძლის წონის სენსორი მგონია გაფუჭებული. არანაირ შეხებაში არ მოდის ძრავისა და კოლოფის მუშაობასთან ჩემ შემთხვევაში.


W210-ზე იცის ხოლმე მარა ამ კაცის შემთხვევაში უფრო სერიოზული მგონია.


Posted by: letodiniusi 14 Jul 2018, 21:25
e36m3
ხო რადგან მოძრაობაშიც უშლის ხელს, ალბათ სერიოზულია :/

Posted by: Nemiroff 14 Jul 2018, 22:50
ღილაკით ითიშება ჩვეულებრივ მარა მოსახვევში ანთებს და ჯორდება მანქანა. დიაგნოატიკაზე არაფერს წერს. დროსელი გაწმინდეო მაგას მიწერს მარა ეგ არაა კავშირში.

ეხლა დავაკვირდი და ხელით რო ვაქანავებ მანქანას კაკუნობს რაღაც შეიძლება ხიდს აქვს პრობლემა და ავარიულში აგდებს უსაფრთხოებისთვის.

ხუივო ზნაეტ რა უნდა

Posted by: e36m3 14 Jul 2018, 23:29
Nemiroff
დროსელს ალბათ იმიტომ გიწერს რო ელექტრო პედალი აქ და პირდაპირი შეხება არ გაქ დროსელის გაღება-დახურვასთან. თვითონ გადადის ავარიულ რეჟიმში და ნაკლებად აღებს დროსელს შენ რომც ბოლომდე ადგავდე პედალს.

1-პრობლემამ შეიძლება დიაგნოსტიკაზე 2-3 მიაყოლოს. გამოცდილება უნდა რო ის მთავარი იცოდე.

აწიე პადიომნიკზე და პირველ რიგში აბეესის დაჩიკები ნახე თუა ადგილზე, ან თუა მთელი. შტეკერებში შეამოწმე გაყვლეფილი ან აკისლენია ხო არ აქ.

კალოდკების ზომა შეამოწმე, ჟიდკოსტის დონე. კალოდკის ცვეთის სენსორებიც ნახე თუ აქ რა მდგომარეობაშია.

მეტი რა გირჩიო არ ვიცი.

ისე მე დროსელსაც არ გამოვრიცხავდი. შეიძლება ჭუჭყიანია და რაღაც პოზიციაში ჭედავს. ან არათანაბრად მუშაობს.

იესპის პრობლემა მარტო მუხრუჭებში და დროსელშიც არაა. შეიძლება საჭის პოზიციის სენსორი დაიბრიდოს და მაგანაც შეძღუდოს ძრავი და კოლოფი.

Posted by: Nemiroff 14 Jul 2018, 23:43
e36m3
აბს დაჩიკი რო იყოს წესით უნდა ამინთოს აბს. რავიცი დავუყვები ვნახავ ყველაფერს ერთუ ეგაა დრო არა მაქვს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)