#60412393 · 29 May 2023, 21:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკაცრავად გაოფებისთვის, მაგრამ უნდა დავწერო. ჩვენი პრობლემა არის არაპროფესიონალიზმი: რაც სხვა სფეროებში ხდება ის ხდება ჯარშიც. გულიანი და ვაჟკაცი ბიჭები არ გვაკლია, გვაკლია ის ხალხი რომელიც დიდ დროს დაუთმობს სწავლას. თანამედროვე ომს უაღრესად პროფესიონალი კადრები სჭირდება, (თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები ურთულესი ასათვისებელია) უაღრეს პროფესიონალზმს კი სრულფასოვანი შესწავლა, თავდაუზოგავად. ურთულესი სისტემებია, ის ძველი ბუკი და ოსაც კი, "რადარზე გამოჩნდა და ესროლე" არაა. მახსოვს ჩვენი ფორუმელი წერდა როგორ სცადა უკრაინაში ერთი შეხედვით მარტივი სისტემის - სტინგერის ათვისება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენთან ძალიან, ძალიან ცოტა მეგულება ვინც გიჟური ენთუზიაზმით ან მკაცრი პროფესიონალური ამბიციით შეისწავლის რთულ სისტემებს სამხედრო სფეროში. ორი ფაქტორია - 1. ცოტანი ვართ, რაც ამცირებს ისეთი ადამიანების არსებობის შანსებს, რომლებსაც გულით უყვართ სამხედრო საქმე და ის კონკრეტული სამუშაო აინტერესებთ (მაგ. საჰაერო თავდაცვა) 2. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კადრების ისეთი პირობებით დაკმაყოფილებას, რაც მათ მოტივაციას გაუჩენდა/გაუზრდიდა. მესამეცაა... არასასიამოვნო და არა-დათვალდი - ეროვნული სიზარმაცე და გულგრილობა. უკრაინელებზე ყოველთვის მესმოდა რომ ძალიან გამრჯე ხალხია, ჩემი გამოცდილებიდანაც ვნახე თავის დროზე. შედეგიც სახეზეა (რასაც მათი რაოდენობაც უწყობს ხელს). არ მგონია რასაც ზემოთ თანაფორუმელები წერდნენ ჩვენი ჯარის დაკნინებისკენ იყოს მიმართული. უბრალოდ "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" მენტალიტეტიდან უნდა გამოვიდეთ და რეალისტურად, რაციონალურად შევაფასოთ ყველაფერი. მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღიარების შემდეგაა შესაძლებელი მათი აღმოფხვრა. (საჰაერო თავდაცვის მაგალითი ყველა სამხედრო სფეროზე შეგიძლიათ განაზოგადოთ, არცერთია იოლი, მათ შორის იარაღის კარგად ცოდნა და კარგად სროლა). აქვე დავამატებ იმას, რომ მინიმუმ ერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც საკმაოდ კარგი პროფესიონალია და თავდაცვაში მსახურობს ჰსთ-ს განხრით, თუმცა სამწუხაროდ გამონაკლისია.
--------------------
მამულისათვის! მამულისათვის! ძმებო სიკვდილი ან გამარჯვება.
|