Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > საქართველოში მინიმალური ხელფასი 57 დოლარია


Posted by: Vizier 6 Jan 2019, 16:06
ქობულია და საქსტატი კი ამტკიცებს რომ საშუალო ხელფასი 1000 ლარია, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით რომ უმეტესად დამკვეთი დამსაქმებელს სთავაზობს 300-500 ლარს, ბანკებიც კი არ იძლევიან 1000 ლარს (რეგიონში ბანკის ოპერატორს აქვს 250 ლარი). მენეჯმენტს კი უთანასწოროდ დიდი ხელფასები აქვთ.

კომპანიები წარმატებულად იყენებენ კანონმდებლობას სადაც არ არსებობს მინიმალური ხელფასის ტერმინი. თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო თავად განსაზღვრავს მინიმალურ ხელფასს, საქართველოს პარლამეტში უმრავლესობა ბიზნესმენია, თავად განსაზღვრეთ თუ აწყობთ ამ კანონის მიღება.

მაგალითად
ამერიკაში 8$ - საათში
საფრანგეთში აქციების შედეგად მაკრონმა მინ. ხელფასი 100 ევროთი მოუმატა და შეადგინა €1498 თვეში
პოლონეთში $553 - თვეში
ესტონეთში €500 - თვეში
საბერძნეთი - €683
სერბეთი -$223 - თვეში

ვინაიდან საქართველოში კანონით არ არის განსაზღვრული მინიმალურ ხელფასი, მასს ბაზარი ადგენს, ჩევნმა არაკეთილსინდისიერმა დამსაქმებლებმა განსაზღვრეს 57$ რომელიც არის ყველაზე დაბალი არა მარტო ევროპაში.

https://en.wikipedia.org/wiki/List_of_minimum_wages_by_country

user posted image

Posted by: B l a c k J a c k 6 Jan 2019, 16:20
QUOTE
ამერიკაში 8$ - საათში

დღეში-56$. რასაც აქ თვეში შოულობს ქართველი-ამერიკელი იმას აკეთებს დღეში.
კაპიტალიზმი კლავს, ხო კაპიტალიზმი.

Posted by: OtherWorld 6 Jan 2019, 16:22
თემას უცებ ჩაძირავენ.
ჯონის ლეილამ შეუსწრო თემებით.


არადა როგორ აი როგორ სასწრაფოდაა კანონი დასარეგულირებელი ამ მხრივ! კერძო სექტორი რომ მოსაჭიმია ხო მზესავით ნათელია ისე ანაწილებენ ხელფასებს: გლეხი = 1 გელა, ბატონი = 1000 გელა, ამათი საშუალო გამომყვანი საქსტატი კიდე მიაკვდეს ჩემი მათემატიკის მასწავლებელს...

პ.ს მერე გამოვა დოღრიელა პარლამენტარი და იტყვის ესწავლა უკეთ და უკეთესად დასაქმდებოდაო! თამარმეფეს მოუკითხავ იქით კიდევ მე სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის ლაშა-გიორგის.

Posted by: Avitron 6 Jan 2019, 16:35
152 ლარად როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა. სამსახურში ხოუნდა წახვიდე ტრანსპორტში 2 ლარი მაინც გჭირდება მინიმუმ ეგ 60 ლარი თვეში სამსახურში ჭამაზე არმაქვს საუბარი. 152 - 60= რჩება 92 ლარი . დღეში 1 პური რომ იანგარიშო 30 ლარი გამოდის თვეზე 92-30 ლარი = დარჩა 62 ლარი და რა გამოდის 62 ლარი უნდა იმყოფინო გადასახადებში საჭმელში ჯანდაცვაზეც და ყველაფერზე. ვინც პარლამენტშია ფულს წოვს, ღორივით სკდება და ხალხი არაინტერესებს ყველას ძაღლივით ჩაძაღლებას ვუსურვებ , ისე უნდა დაიხოცნონ ეგენი რომ მიწა არც მიაყარო ზეზეულა შიმშილში ჩალპენ და გაფშიკონ ფეხები სულ ახალგაზრდები ხოვერ იქნებიან მაგათან მოეკითხებათ . 152 ლარი უნდა მისცე და თან სახრე ურტყა . ძალიან მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე პატრიოტობა არა ჩემი ### ძაან არ დამიფასდეს თავი რომც გავწირო ამ ქყვეყნისთვის. გადართეთ ნებისმიერ არხზე ყველგან პოლიტიკაზე მიდის ლაპარაკი პროსტა დამღლელია უკვე ეს ყველაფერი არცერთ ქვეყანაში ასე არხდება ალბათ..


Warning:
ვორნი

Posted by: GEORGEXIII 6 Jan 2019, 16:42
მარტო ციფრები...


გაიხედეთ გარეთ.

Posted by: bs-max 6 Jan 2019, 16:42
რომ დავწერო ბიძინა/სააკაშვილო მოგიხანით დედებიო აქით მე დამადებენ ბანს, ისინი რომ ქვეყანას ხნავდნენ და ახლა ხნავენ ეგ არაფერია. გაგებით ვეკიდებით.

Posted by: xemaru 6 Jan 2019, 16:48
QUOTE (bs-max @ 6 Jan 2019, 16:42 )
რომ დავწერო ბიძინა/სააკაშვილო მოგიხანით დედებიო აქით მე დამადებენ ბანს, ისინი რომ ქვეყანას ხნავდნენ და ახლა ხნავენ ეგ არაფერია. გაგებით ვეკიდებით.


მანამდე, ბიძინამდე ტაშს უკრავდნენ

რომ გაგეკრიტიკებინა ეგრევე რუსეთუმე-ბნელი-აგენტის დაგიძახებდნენ, ცალკე მოდირები დაგბლოკავდნენ...

თანაც სხვადასხვა ნიკებით შემოდიოდნენ gigi.gif

ე, უკარით ტაში თქვე ცალტვინებო


Warning:
ვორნი

Posted by: sandrobandro 6 Jan 2019, 16:54
გამორთეთ რ2 თქვე არასწორებო და გაიზრდება ეგ ანხა 200 მწვანემდე lol.gif

Posted by: decembre 6 Jan 2019, 16:57
QUOTE
ვინაიდან საქართველოში კანონით არ არის განსაზღვრული მინიმალურ ხელფასი


კანონით 20 ₾არია განსაზღვრული drug.gif https://matsne.gov.ge/ka/document/view/112786?publication=0

Posted by: არისტოტელე999 6 Jan 2019, 16:58
როგორ მეზიზღEბა რუსული წყაროები და სტატისტიკები
mad.gif

საათში 0.05 ცენტია ჩვენთან მინიმალური ხელფასი

მშვენიერია კაცო
რა უჭირს

user posted image

Posted by: LORD VOLDEMOR 6 Jan 2019, 17:00
57$-ზე საქართველოში არავინ არ მუშაობს
QUOTE
ქობულია და საქსტატი კი ამტკიცებს რომ საშუალო ხელფასი 1000 ლარია, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით რომ უმეტესად დამკვეთი დამსაქმებელს სთავაზობს 300-500 ლარს

საშუალო მაგას არ ნიშნავს

Posted by: Avitron 6 Jan 2019, 17:02
არისტოტელე999

biggrin.gif

2 აგურიც არ მოგივა რომ თავში ირტყა ადამიანმა biggrin.gif

Posted by: kobebryant 6 Jan 2019, 17:13
LORD VOLDEMOR
QUOTE
57$-ზე საქართველოში არავინ არ მუშაობს

საიდან მოიტანე?
ჩვენთან დამლაგებელს 150 ლარი აქვს ხელფასი yes.gif

Posted by: decembre 6 Jan 2019, 17:16
"მინიმალური" და "საშუალო" გესმით რას ნიშნავს? biggrin.gif

Posted by: ingfari 6 Jan 2019, 17:16
მინიმალური ხელფასი ჩვენთან დაწესებული არაა და საიდან მოიტანეს ეს ციფრი? biggrin.gif
მინიმალურ ხელფასს "ბაზარი" და "ბიზნესი" ვერანაერად ვერ დააწესებს, მაგას სახელმწიფო აწესებს ხოლმე.
სრული იდიოტიზმია, "მინიმალური ხელფასი" და ძალიან კარგია, აქ რომ არაა ეგ.

ისე რათქმაუნდა ხელფასები საქართველოში დაბალია, თანაც ბევრად დაბალი ვიდრე ევროპაში, რთული გამოსათვლელია რამდენია საშუალო ხელფასი, თბილისი ცალკე დგას, კიდევ რამდენიმე ქალაქი ცალკე (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი), დანარჩენი ქალაქები და სოფლები კიდევ ცალკე.

Posted by: LORD VOLDEMOR 6 Jan 2019, 17:17
kobebryant
ე.ი კვირაში 40 საათიანი გრაფიკისგან შორსაა
არამგონია ვინმე არსებობდეს, ვისაც სტანდარტული სამუშაო გრაფიკი აქვს და 150 ლარზე მუშაობს

Posted by: decembre 6 Jan 2019, 17:20
QUOTE (ingfari @ 6 Jan 2019, 17:16 )
მინიმალური ხელფასი ჩვენთან დაწესებული არაა და საიდან მოიტანეს ეს ციფრი? biggrin.gif

აბა ეს რა ჯანდაბაა კი მაგრამ facepalm.gif gigi.gif

Posted by: dega 6 Jan 2019, 17:23
იტყვი რამეს და იიი ევროპა არ გინდაო
facepalm.gif
ლარად რომ ამუშაო ქართველი 48 საათი
მერე გამოვა და ჩვენი გზა ევროპააო მაინც იტყვის
და ტაშს დაუკრავს
yes.gif
მომენტ
ეს ქვეყანა ღირსია ასეთი ყოფის კიდევ 100 წელს,,
შემდეგი ტაობები ხმას ამოიღებს და ქართველ "მედასავლეთეებს" გადაუვლიან,
მერე იქნება რამე

Posted by: levani169 6 Jan 2019, 17:23
QUOTE
საქართველოში მინიმალური ხელფასია 57$

ვფიქრობ რომ საქართველო ის ქვეყანაა სადაც ხელფასი კომპეტენციის უკუპროპორციულია.
სხვებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი,ალბათ არ ისწავლეს და იმიტომ აქვთ 57 $ ექვივალენტი ხელფასი,მე კი პირადად 14 000 ლარს ვიღებ ხელზე ბონუსების გარეშე სწორედ იმიტომ რომ ჩვენ აქ შევქმენით გასაოცარი დემოკრატია!

Posted by: johnoliver 6 Jan 2019, 17:26
QUOTE (Vizier @ 6 Jan 2019, 16:06 )
ქობულია და საქსტატი კი ამტკიცებს რომ საშუალო ხელფასი 1000 ლარია, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით რომ უმეტესად დამკვეთი დამსაქმებელს სთავაზობს 300-500 ლარს, ბანკებიც კი არ იძლევიან 1000 ლარს (რეგიონში ბანკის ოპერატორს აქვს 250 ლარი). მენეჯმენტს კი უთანასწოროდ დიდი ხელფასები აქვთ.

კომპანიები წარმატებულად იყენებენ კანონმდებლობას სადაც არ არსებობს მინიმალური ხელფასის ტერმინი. თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო თავად განსაზღვრავს მინიმალურ ხელფასს, საქართველოს პარლამეტში უმრავლესობა ბიზნესმენია, თავად განვსაზღვრეთ თუ აწყობთ ამ კანონის მიღება?

მაგალითად
ამერიკაში 8$ - საათში
საფრანგეთში აქციების შედეგად მაკრონმა მინ. ხელფასი 100 ევროთი მოუმატა და შეადგინა €1498 თვეში
პოლონეთში $553 - თვეში
ესტონეთში €500  - თვეში
საბერძნეთი - €683
სერბეთი -$223 - თვეში

ვინაიდან საქართველოში კანონით არ არის განსაზღვრული მინიმალურ ხელფასი, მასს ბაზარი ადგენს, ჩევნმა არაკეთილსინდისიერმა დამსაქმებლებმა განსაზღვრეს 57$ რომელიც არის ყველაზე დაბალი არა მარტო ევროპაში. 

https://en.wikipedia.org/wiki/List_of_minimum_wages_by_country

user posted image

იიიშ, უზბეკეთი და ყირგიზეთი გადავილეწეთ მუხლზე.. მართლა მაგარი ხალხი ვართ.. რჩეული popcorn.gif

...............

57$ ნამეტანია ისე.. საშუალოდ 300-350 ლარი იქნება.. ვიცი ბევრს 200-ც აქვს რეგიონებში და ზოგს 500-600.. აი მაგის ზემოთ ძალიან იშვიათად..

Posted by: SerIouS 6 Jan 2019, 17:28
https://en.wikipedia.org/wiki/Democracy_Index
https://en.wikipedia.org/wiki/World_Happiness_Report
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_average_wage
ყველაფერია ნათქვამი smile.gif
ერთი-ერთში ემთხვევა დემოკრატიის მაღალი ხარისხის ქვეყნები - ადამიანის საშუალო შემოსავალთან ქვეყნებში
და ზოგადად ბედნიერების ხარისხთან
ყველაფერი ეს კი დამოკიდებულია:
https://en.wikipedia.org/wiki/Human_Development_Index
ადამიანის აზროვნების განვითარებაზე
რაშიც 500 წლით ჩამოვრჩებით ალბათ (ცივილიზებულ/განვითარებულ) ქვეყნებს/ადამიანებს smile.gif
ასე რომ ჯერ საჭიროა
საზოგადოების განვითარება
ანუ 200-300 წელი
მერე საჭიროა დემოკრატია
და მივიღებთ სამართლიანობას
სოციალურ სამართლიანობას
და მივიღებთ ფულს
ჯერ სად გეჩქარებათ war.gif

Posted by: kobebryant 6 Jan 2019, 17:29
LORD VOLDEMOR
QUOTE
ე.ი კვირაში 40 საათიანი გრაფიკისგან შორსაა

ნუ, არ ექნება მაგდენი საათი თავისთავად, მაგრამ ხელფასი ხომ აქვს 150 smile.gif...

Posted by: vaska_06 6 Jan 2019, 17:32
QUOTE
ლარად რომ ამუშაო ქართველი 48 საათი
მერე გამოვა და ჩვენი გზა ევროპააო მაინც იტყვის
და ტაშს დაუკრავს

რა შუაშია ევროპა იმასთან, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ვერაფრით ვერ ამოვიდა ამ სიღარიბიდან? ერთ-ერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში-დანიაში დახმარება უმუშევრებისთვის დაახლოებით 1200$-ია(ზუსტად-7000 დანიური კრონი), მინიმალური ხელფასი კი უფრო მეტი. ქვეყნის განვითარებაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ევროპული ქვეყნებს დონემდე ავიდეთ(და არ ვიხსენოთ ხშირად სსრკ, სადაც მინიმალური ხელფასი ასევე ძალიან დაბალი იყო), ოღონდ ამას ეკონომიკის 2-3%იანი ზრდით ნამდვილად ვერ მოვახერხებთ.

Posted by: dega 6 Jan 2019, 17:44
vaska_06
QUOTE
რა შუაშია ევროპა იმასთან, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ვერაფრით ვერ ამოვიდა ამ სიღარიბიდან?

შუაში კიარა თავშია
yes.gif
საკუთარი თავის და ქვეყნის პატივისცემას რომ ისწავლის ბევრი
და განსაკუთრებით ევროქართველები და პოლიტიკოსები
და არ იქნებიან ევროპელების კახპები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით
და მოსთხოვენ დასავლეთს იმას, რაც გვეკუთვნის
მერე აღარ ვიქნებით ღარიბი ქვეყანა
yes.gif
ევროპისკენ სწრაფვით და ასოცირების ხელშეკრულების სახელით
კიდევ და კიდევ გაღატაკდება ხალხი
ეს ჯერ დასაწყისია
5 ლარზე რომ ავა დოლარი და პური გახდება 10 ლარი
მერე იგრძნობს ბევრი

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 6 Jan 2019, 18:09
ესაა პირდაპირი შედეგი მოვლენების რომლებიც 1921 წელს დაიწყო smile.gif)
მასე ხდება როცა სახელმწიფო ელიტის ჩანასახებს ბარბაროსულად გაწმენდენ და მათ ადგილას ნაბიჭვარ, კომუნისტ ჩეკისტებს ჩაასახლებენ.
ეშმაკნიო იმ ჭკვიანმა რუსმა როგორც უწოდა.
მერე ეს ჩეკისტები სახეს იცვლიან და ცეხავიკებად ყალიბდებიან, რომლებიც საკუთარ ერში ისევ მონებს ხედავენ.
წითელი ჭირი მოქმედებაში)))
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩანასახების მოსპობით დაიწყო ეს უბედურებები და დღემდე გრძელდება...

Posted by: LORD VOLDEMOR 6 Jan 2019, 18:11
kobebryant
ძალიან უაზრო არგუმენტია
ვიღაცა შეიძლება თვეში 50 ლარზე მუშაობს მაგრამ 1 საათიანი სამუშაო აქვს, არ ნიშნავს რომ მისი მაგალითი უნდა გაითვალისწინო

Posted by: არისტოტელე999 6 Jan 2019, 18:13
QUOTE
2 აგურიც არ მოგივა რომ თავში ირტყა ადამიანმა


lol.gif

ეგაა მუღამი
არ უნდა მოკვდე
მკვდარი მონა არავის უნდა biggrin.gif

Posted by: dega 6 Jan 2019, 18:14
c.h.I.g.u.r.h.
და კომუნისტების დროს ასეთი განსხვავება იყო ფენებს შორის?
აღარ უნდა შეეშვათ ზღაპრებს?smile.gif
ისე აბრალებთ თითქოს კომუნისტებამდე ერთად ძოვდნენ ბალახს გლეხები და თავადები,,,,
არ იყო კომუნისტები
მაგრამ ქართველი დიდგვაროვნები და თავადები ბავშვებს იპარავდნენ და ყიდდნენ ბაზრობებზე.....


Posted by: laxxa 6 Jan 2019, 18:17
ვისა აქვს 57 დოლარი და 57 დოლარი საშვალო ნიშნავს რომ უფრო ნაკლებზე მუშაობს ხალხი ამას სიცრუეც აღარ ქვია დამლაგებელი სადაა რომ 30 ლარად დაალაგებინო სახლი 2 3 საატის სამუშაო ვერ ნახავ ან დამხმარე მუშა 25 ლარად იცით ვინმემ ზღაპრები.ისეთი რამ დაწერეთ რომ სიმარტლესტან ა

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 6 Jan 2019, 18:19
dega
QUOTE
და კომუნისტების დროს ასეთი განსხვავება იყო ფენებს შორის?

QUOTE
მაგრამ ქართველი დიდგვაროვნები და თავადები ბავშვებს იპარავდნენ და ყიდდნენ ბაზრობებზე.....


ანალიტიკური აზროვნების მაგალითი ))))
მოდი ბიძაჩემო ვინმე სხვას ეკამათე, ნაღდად არ მაქ ისტორიის გაკვეთილების ჩატარების თავი.
ჰო ელიტარულ ჩანასახებში თავადები არ მიგულისხმია, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარე მოვლენებს გადახედე.
თუ შეგიძლოა რა თქმა უნდა ))

Posted by: kobebryant 6 Jan 2019, 18:20
LORD VOLDEMOR
QUOTE
ძალიან უაზრო არგუმენტია

კაცო, მაგალითის მოყვანა, თემაში მოყვანილი კვლევის ციფრებია უაზრო და შენ რომ ჰარზე იძახი, საქართველოში 150 ლარეზე არავინ მუშაობსო, ისაა აზრიანი? gigi.gif

მე ერთი დაგისახელე, თორემ, რომ მივინდომო, სხვებსაც ბევრს გიპოვი 150 ლარზე მომუშავეს...

QUOTE
ვიღაცა შეიძლება თვეში 50 ლარზე მუშაობს მაგრამ 1 საათიანი სამუშაო აქვს

ეგ სხვა თემაა საერთოდ...

Posted by: dega 6 Jan 2019, 18:29
c.h.I.g.u.r.h.
შენ ხო რას ამბობ რა smile.gif)
აბრალებ ამას კომუნისტებს
პლახომუ ტანციორუმო ხომ გაგიგია
იმის ვარიანტია
yes.gif
სიმართლის დანახვა არ გინდათ და ეგრევე კომუნისტები
სამასი წელი გავა და კიდევ მათ დააბრალებთ

Posted by: LORD VOLDEMOR 6 Jan 2019, 18:38
kobebryant
მგონი ძალიან მარტივად გასაგებად აგიხსენი, მაგრამ მოდი ისევ ვცდი:
150 ლარზე არავინ მუშაობს, სტანდარტული სამუშაო გრაფიკით (მინ 40 საათი კვირაში)
შენი მაგალითი იყო შეუსაბამო.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 6 Jan 2019, 18:42
dega
QUOTE
აბრალებ ამას კომუნისტებს


არა იმაზე მეტს არაფერს ვამბობ რაც არ გაუკეთებიათ.
ძლივს ზემოთ შენივე ხსენებული "კნიაზური" სისტმიდან დავიწყეთ გამოსვლა და კლიბის წევრად გახდომის შანსები გაჩნდა, გაჩნდა სამხედრო და პოლიტიკური ელიტების ჩანასახები და უცებ რა მოხდა? smile.gif
ეს ელიტა ვაგონებში შეყარეს და ჩახოცეს smile.gif
მაგალითად იგივე ლიტვაში, შეძლეს და შეინარჩუნეს გარკვეული ელიტის ჩანასახები smile.gif
ჩვენთან არა, ბოლო კაცამდე ამოძირკვეს და მაგათ ადგილას ჩეკისტები და წითელი ჭირის შვილები ჩამოიყვანეს smile.gif
მერე დრო შეიცვალა და შეიცვალა სახეც ამ ჩეკისტების .
მარა სახის შეცვლით არსი არ იცვლება.
დღეს ცეხავიკები არიან ეგ ხალხი, გაიცანი smile.gif
ისტორიაა ეს მეტი კი არაფერი გადაამოწმე ეჭვი თუ შეგეპარება.
QUOTE
სამასი წელი გავა და კიდევ მათ დააბრალებთ

არა სამასი წელი არ უნდა ჩემი აზრით ახალი ელიტის ფორმირებას smile.gif
უფრო ადრეც შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ჯერ შესაბამისო გეოპოლიტიკური კომბინაცია უნდა დაჯდეს smile.gif
ეს უკვე სხვა თემაა

Posted by: dega 6 Jan 2019, 18:44
LORD VOLDEMOR
QUOTE
150 ლარზე არავინ მუშაობს,

ელიტ ელექტრონკსში
150 ლარზე ამუშავებენ ბანკის წარმომადგენლებს დილიდან ღამემდე კვირის გარდა...
სამი თვის მერე ეუბნებიან ვერ მოგიმატებთ და თუ არ გინდა წადი,,,,,
იცის რომ წავა და ახალი ისევ მოვა
და ეს ზღაპარი არაა
ეს სინამდვილეა რაც დავწერე

Posted by: B l a c k J a c k 6 Jan 2019, 18:47
LORD VOLDEMOR
QUOTE
57$-ზე საქართველოში არავინ არ მუშაობს

კარგით რა ლორდ: მთელი სლიზერინი თქვენზე მუშაობდა უფასოდ თან biggrin.gif

მათ საყურადღებოდ ვინც თვლის რომ მონები ვართ. ჩვენ მონები არ ვართ და რატომ: რომში მონას თავისი ფასი ქონდა. მასე არ იყო აგიდგებოდა და გებრახუნა თავში biggrin.gif
ხელფასი ქონდა, კვება ქონდა, პატრონი იცავდა, უვლიდა და ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. იმდენად კარგი პირობები იყო, რომ მონებად ბარდებოდნენ. გლადიატორებიც მონები იყვნენ და ის რასც ფილმებში ვხედავთ ახლოსაც არ არის რეალობასთან. იშვიათად გლადიატორი მომკვდარიყო: მძიმე ჭრილობა და ბრძოლა წყდებოდა. არავის სურდა ქონების დაკარგვა. თან გაითვალისწინეთ: მონები მოქალაქეები არ იყვნენ-მათ ხმის უფლება არ ქონდათ.

შესაბამისად ჩვენ მონები არ ვართ-ჩვენ მონებზე უარესები ვართ.

Posted by: kobebryant 6 Jan 2019, 18:55
LORD VOLDEMOR
QUOTE
შენი მაგალითი იყო შეუსაბამო.

სწორედაც, რომ შესაბამისი იყო!
რაზეცაა თემა გახსნილი, იქ სადმე წერია, რომ ეგ მინიმალური ხელფასი საათების რაოდენობით ითვლება? მაჩვენე, თუ წერია და გავჩუმდები, თუ არა და, შენ ნუღა მეკამათები...
რომელი დამლაგებელი მუშაობს საათებზე, თავისი საქმე აქვს, შეიძლემა 5 საათში მორჩეს და შეიძლება ერთში. თუ რადგან დამლაგებელია, არ ითვლება სტატისტიკაში?
QUOTE
მგონი ძალიან მარტივად გასაგებად აგიხსენი, მაგრამ მოდი ისევ ვცდი:
150 ლარზე არავინ მუშაობს, სტანდარტული სამუშაო გრაფიკით (მინ 40 საათი კვირაში)

რა ახსნა-განმარტებები მაგას უნდა, გასაგებია, რასაც იძახი, მაგრამ ჰაერზეა ეგ ნათქვამი და არ შეესაბამება სინამდვილეს.
საიდან მოგაქვს, რომ არავინ მუშაობს მაგ თანხაზე, ყველა მომუშავეს დაუარე? smile.gif
დეიდაჩემი მუშაობდა შარშან (ახლა უკვე შარშანწინ smile.gif), ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ბაღის მასწავლებლად, დაახლოებით მაგ თანხაზე. არც ეს მაგალითი გაკმაყოფილებს?

Posted by: Faulkner 6 Jan 2019, 19:00
მთავარია ბანკის მენეჯერს წლიური 2 ლიმონი ქონდეს. სხვა დანარჩენისთვის "ბაზარი დაარეგულირებს" არსებობს. ის კერძო სექტორია ზმაუ, რამდენსაც უნდა იმდენს გადაუხდის - კაპიტალისტური მემარჯვენე პასკუდის პასუხი.

Posted by: Vizier 6 Jan 2019, 20:40
რაც დაზუსტებით ვიცი 200 ლარზე ამუშავებენ სამკერვალოს თანამშრომლებს ერთერთ რეგიონში, ეგეთი 2 საწამოა და მუშაობენ სრულ განაკვეთზე, დასაქმებულთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია. საწარმო ეკუთვნის თურქებს.

პრობლემა არც ნაცებშია და არც ქოცებში, მითუმეტეს არც კომუნისტებში, პრობლემა არის ხალხში, პროტესტს არ გამოთქვამენ, რომ კითხო რატო არ ითხოვ მეტს, გეტყვიან თავისია და რასაც უნდა იმას გადაიხდისო. არცერთი ხელისუფლება არ იზრუნებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როცა იცის რომ 30 ლარად იყიდის ეგეთ ცხვრებს.

Posted by: keen 6 Jan 2019, 21:15
QUOTE (kobebryant @ 6 Jan 2019, 17:13 )
LORD VOLDEMOR
QUOTE
57$-ზე საქართველოში არავინ არ მუშაობს

საიდან მოიტანე?
ჩვენთან დამლაგებელს 150 ლარი აქვს ხელფასი yes.gif

რამდენი სამუშაო საათი გამოსდის თვეში?

Posted by: gtsrikisvilis 6 Jan 2019, 21:49
Eg aris chveni tavis fasi. mets ar vitxovt da tviton biznesmen-deputatma rato unda miigos kanoni misi jibis sawinaagmdegod?

Posted by: kobebryant 6 Jan 2019, 22:20
keen
QUOTE
რამდენი სამუშაო საათი გამოსდის თვეში?

გააჩნია, რამდენად დავანაგვიანებთ biggrin.gif

ამ პასუხსაც გადახედე, შენც თუ გგონია, რომ 150 ლარზე არავინ მუშაობს, ან სტატისტიკაში დამლაგებლების ხელფასს არ თვლიან smile.gif
QUOTE
დეიდაჩემი მუშაობდა შარშან (ახლა უკვე შარშანწინ smile.gif), ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ბაღის მასწავლებლად, დაახლოებით მაგ თანხაზე. არც ეს მაგალითი გაკმაყოფილებს?


Posted by: keen 6 Jan 2019, 22:27
QUOTE (kobebryant @ 6 Jan 2019, 22:20 )
keen
QUOTE
რამდენი სამუშაო საათი გამოსდის თვეში?

გააჩნია, რამდენად დავანაგვიანებთ biggrin.gif

ამ პასუხსაც გადახედე, შენც თუ გგონია, რომ 150 ლარზე არავინ მუშაობს, ან სტატისტიკაში დამლაგებლების ხელფასს არ თვლიან smile.gif
QUOTE
დეიდაჩემი მუშაობდა შარშან (ახლა უკვე შარშანწინ smile.gif), ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ბაღის მასწავლებლად, დაახლოებით მაგ თანხაზე. არც ეს მაგალითი გაკმაყოფილებს?

შეიძლება მუშაობს კიდეც ვიღაც, მაგრამ უფრო გამონაკლისი მგონია.

Posted by: kobebryant 6 Jan 2019, 22:29
keen
QUOTE
შეიძლება მუშაობს კიდეც ვიღაც, მაგრამ უფრო გამონაკლისი მგონია.

ნუ, ბევრი რომ არ იქნება, ეგ თავისთავად, მაგაზე არც არავინ დავობს smile.gif...

Posted by: sevastopol 6 Jan 2019, 22:33
dega
დამსაქმებელი საქმის ღირებულებაზე მეტს არასდროს არ გადაგიხდის.

150 ლარზე რომ მუშაობს ესეიგი მასზე მეტ ღირებულებას ის დასაქმებული დამსაქმებელს ვერ სთავაზობს.

თვითონ რომ წავა და სხვა ეგრევე მოვა, ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ძალიან მარტივ საქმეს აკეთებდა.

ვისაც 1000 ლარი გაქვთ ხელფასი - კითხეთ საკუთარ თავს თუ რამდენ ღირებულებას ქმნით სამსახურში?

მოლარეს იმიტომ აქვს ასეთი დაბალი ხელფასი რომ მის საქმეს ყველა მარტივად აითვისებს.

---

ვიღაცამ ისიც დაწერა დამლაგებელი იყო და 150 ლარი ჰქონდა ხელფასიო - რამდენ ადამიანს შეუძლია დალაგება? თითქმის ყველას. დღეში რამდენ საათს მუშაობდა? დავიჯერო დღეში 8 საათი მუშაობდა და თვეში 24 დღე ალაგებდა?

თუ არ მოსწონდა 150 ლარი და დალაგებაზე მეტი ცოდნა/გამოცდილება ჰქონდა ემუშავა სხვაგან და შეექმნა უფრო ღირებული.

Posted by: kish 6 Jan 2019, 22:49
თუ საქართველოში მინიმალური ხელფასი 300 , მაშინ 300 ლარი გავყოთ 2.71(დოლარის კურსი) გამოდის 110. 70 დოლარი . ამიხსენით სად ვცდები.

Posted by: keen 6 Jan 2019, 22:50
Vizier
QUOTE
წყარო

მაგ ბმულზე სხვა ინფო და რიცხვებია. სქრინი კი რუსულია...

kobebryant
QUOTE
ნუ, ბევრი რომ არ იქნება, ეგ თავისთავად, მაგაზე არც არავინ დავობს smile.gif...

მიუხედავად იმისა, რომ თავზე არ გადაგვდის, მაინც მიმაჩნია, რომ რუსული წყაროს მიერ დადგენილი 57 $ არ ასახავს ჩვენს რეალობას...

QUOTE
თუ არ მოსწონდა 150 ლარი და დალაგებაზე მეტი ცოდნა/გამოცდილება ჰქონდა ემუშავა სხვაგან და შეექმნა უფრო ღირებული

წესით, ეგეთ მიზერულ თანხას მთელი დღე მუშაობაში არ უხდიან... ზოგი დამლაგებელი კვირაში 2-3 ჯერ მიდის ხოლმე 1-2 საათით, ალაგებს და მერე თავისუფალია, ზოგი კვირის განმავლობაში დილიდან საღამომდე იქაა...

Posted by: gtsrikisvilis 6 Jan 2019, 22:51
sevastopol

QUOTE
თუ არ მოსწონდა 150 ლარი და დალაგებაზე მეტი ცოდნა/გამოცდილება ჰქონდა ემუშავა სხვაგან და შეექმნა უფრო ღირებული


Rato? Vinc meti girebulebis mushaobs da 500 lars an 1000 lars igebs kofnis? an moswons?
Da vin adgens romeli samsaxuria meti girebulebis?
Girebuleba ra shuashia? sakhemwifo tu arsebobs da am sakhemwifoshi adamianebi cxovroben mashin shromis kodeqsic unda arsebobdes da minimaluri xelfasi imdeni ikos ro akmayofilebdes elementarul arsebiti motxovnilebebs. Eg 150 lari mgzavrobashi da sachmelshi ar ekofa. Problema sxa rameshia..

Posted by: konformist 6 Jan 2019, 22:57
QUOTE (ingfari)
მინიმალური ხელფასი ჩვენთან დაწესებული არაა და საიდან მოიტანეს ეს ციფრი? biggrin.gif
მინიმალურ ხელფასს "ბაზარი" და "ბიზნესი" ვერანაერად ვერ დააწესებს, მაგას სახელმწიფო აწესებს ხოლმე.
სრული იდიოტიზმია, "მინიმალური ხელფასი" და ძალიან კარგია, აქ რომ არაა ეგ.

"საშუალო ხელფასი" გასაგებია
მარა მინიმლური ხელფასი როგორ უნდა დადგინდეს, ან რა შინაარსი აქვს ასეთ "დადგენას"
ნამეტანი გაუგებარია

Posted by: ingfari 6 Jan 2019, 23:10
konformist
ჩვენთან არცაა დადგენილი, გაუგებარია ეს 57$-იც საიდან მოიტანეს.

Posted by: gtsrikisvilis 6 Jan 2019, 23:17
konformist

მინიმალური ხელფასის განაკვეთები უნდა განისაზღვროს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სიღარიბის ზღვარი, შრომითი ძალების კვლევისა (თუ არსებობს საქართველოში) და სოციო-ეკონომიკური მაჩვენებლების (მაგალითად, ინფლაცია, დასაქმების მაჩვენებლები, მთლიანი რეგიონალური შიდა პროდუქტი და სხვა).

Posted by: OtherWorld 6 Jan 2019, 23:31
ისეთ ცუდ რაღაცას წერთ ზოგიერთი რო დაკომენტარებაზე შვიდჯერ ვიკავებ თავს.

ვინც 1500+ იღებთ ხელფასს და ფიქრობთ რომ უფრო დიდ პროდუქტს ქმნით ვიდრე დამლაგებელი ადამიანი რომელიც იგივე დროს მუშაობს 250 ლარზე. აი ასეთ ხალხს ძალიან მარტივად სტალინის სიტყვებით "რასტრელიატ" და გაჩვენებდით თუ როგორი პროდუქტიული ერი ვართ რეალირად და რამდენ პარაზიტა ვინახავთ.

ძალიან გვაფერხებთ ზოგიერთი აი ძალოან! თორე ამ ქვეყანაში ბევრი მშრომელი ადამიანკ ცხოვრობს ვინც გულით აკეთებს საქმეს. ყველამ საკუთარ გულს ჩახედოს და გადაავლოს თუნდაც დღევანდელ დღეა ვინ რა შეჰქმენით და რა კეთილი მოუტანეთ ქვეყანას

პ.ს საზოგადოების იმ ნაწილის წინაშე ქედს ვიხრი ვისაც გხედავთ ყოველდღიურად სადგურის მოედანზე მეტროში პიკის საათში დილა საღამოს რო გადაადგილდებით. თქვენ ქმნით ამ ქვეყანაში დოვლათს რეალურად!

Posted by: არისტოტელე999 6 Jan 2019, 23:36
QUOTE
150 ლარზე რომ მუშაობს ესეიგი მასზე მეტ ღირებულებას ის დასაქმებული დამსაქმებელს ვერ სთავაზობს.


lol.gif

sevastopol

რასაა რომ ლაპარაკობ ბრატ?
გერმანიაში გინახავს ხალხი როგორ წმენდს მატარებლის სადგურებს?
იმენა ჰკიდიათ ფეხზე, ნელა და მშვიდად აკეთებენ თავიანთ საქმეს, რაშიც უხდიან მინიმუმ 1500 ევროს, რაც 4500 ლარია დაახლოებით smile.gif
აქ კიდე აწვალებენ ხალხს, ტანჯავენ და 300 ლარს უხდიან

ეტყობა დამსაქმებელი ხარ და მონები გჭირდება

ეგაა თქვენი პრობლემა, გგონიათ რომ არ იმსახურებთ
არადა ყველა ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს, რაც არ უნდამ არტივი სამსახური იყოს მინიმუმ 1000 ლარი უნდა ჰქონდეს ხელზე

ფუი

Posted by: OtherWorld 6 Jan 2019, 23:40
ბიზნესის კეთება მარტივია საქართველოშიო გვიმეორებენ ხშირად ტელევიზიები და სტატისტიკები მოჰყავთ.


რათ მკნდა სტატისტიკა ხალხია სახეზე 10 გიორგიზე ერთი სამუშაო ადგილი რომ არია შექმნილი 10 გიორგიდან ერთი ყოველთვის იმუშავებს მონურ ხელფასზე სულ რო თაობები ცვალო ამ ათი გიორგიდან რომელიღაც სხვადასხვა დროს იგივე ხელფასზე მაინც იმუშავებს და ხალხის ცხვრობას აბრალებთ ამას კიდე.

პ.ს გავმეორდები რასტრელიაწ და განახებდით თუ არ წავიდოდა წინ



Posted by: dega 6 Jan 2019, 23:42
QUOTE
ვინც 1500+ იღებთ ხელფასს და ფიქრობთ რომ უფრო დიდ პროდუქტს ქმნით ვიდრე დამლაგებელი ადამიანი რომელიც იგივე დროს მუშაობს 250 ლარზე. აი ასეთ ხალხს ძალიან მარტივად სტალინის სიტყვებით "რასტრელიატ" და გაჩვენებდით თუ როგორი პროდუქტიული ერი ვართ რეალირად და რამდენ პარაზიტა ვინახავთ.

ძალიან გვაფერხებთ ზოგიერთი აი ძალოან! თორე ამ ქვეყანაში ბევრი მშრომელი ადამიანკ ცხოვრობს ვინც გულით აკეთებს საქმეს. ყველამ საკუთარ გულს ჩახედოს და გადაავლოს თუნდაც დღევანდელ დღეა ვინ რა შეჰქმენით და რა კეთილი მოუტანეთ ქვეყანას

პ.ს საზოგადოების იმ ნაწილის წინაშე ქედს ვიხრი ვისაც გხედავთ ყოველდღიურად სადგურის მოედანზე მეტროში პიკის საათში დილა საღამოს რო გადაადგილდებით. თქვენ ქმნით ამ ქვეყანაში დოვლათს რეალურად!

love.gif
+100000000000

Posted by: konformist 6 Jan 2019, 23:47
QUOTE (gtsrikisvilis)
მინიმალური ხელფასის განაკვეთები უნდა განისაზღვროს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სიღარიბის ზღვარი, შრომითი ძალების კვლევისა (თუ არსებობს საქართველოში) და სოციო-ეკონომიკური მაჩვენებლების (მაგალითად, ინფლაცია, დასაქმების მაჩვენებლები, მთლიანი რეგიონალური შიდა პროდუქტი და სხვა).

არა, ეგ გასაგებია
მარა თუ განსაზღვრული არაა, არაა დადგენილი ხელფასის დასაშვები ქვედა ზღვარი, მაშინ რას ნიშნავს, რა შინაარსი აქვს ცნებას "მინიმალური ხელფასი".

Posted by: FRIDRIX 6 Jan 2019, 23:48
QUOTE
საქართველოში მინიმალური ხელფასი 57 დოლარია

ბოდიში მოიხადეთ

საქართელოში მინიმალური ხელფასი მონის ხელფასი არის დღეში 25 ლარი

რომელ ხელფასზეც ათეულობით ათასი ადამიანი თანახმაა და იძლებულია იმუშავოს

ამას ყველაფერს აკეთებს ივანიშილის ხელისუფლება და ხალხს ამყოფებენ მონომაში

სამწუხაროდ ხალხი არ იღებს ხმას


Posted by: devcom 7 Jan 2019, 00:00
მართლა რატომ ფიქრობთ რომ დამლაგებელი უტვინოა და დალაგებას ნებისმიერი შეძლებს?


მე ვიცი მართლა ორდიპლომიანი დამლაგებელები ორი უცხო ენის ცოდნის და შესაბამისი ანაზრაურებით. იდახ, ბევრი არ ვიცი, მაგრამ ვიცი

ქარტულში არის არაჩვეულებრივი სიტყვა

თანამშრომელი

ადამიანი, რომელიც თანამშრომლობს

მაგრამ დღევანდელი ნაკომუნისტარი მენეჯერები ყვირილით მართავენ წარმოებას და ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაიხადონ.

ჩემი რჩევა იქნება, მოუმატეთ ხელფასი და ნახავ შედდეგს
თანამშრომლობის შედეგს

Posted by: Vizier 7 Jan 2019, 00:02
keen
QUOTE

QUOTE
წყარო

მაგ ბმულზე სხვა ინფო და რიცხვებია. სქრინი კი რუსულია...


ბმულზე მოცემულია ქვეყნების ჩამონთავალი მინიმალური ხელფასის მიხედვით. სხვა როგორ არის?

სკრინი არის რადიო თავისუფლების, რომელიც არის რუსულად ნათარგმნი.




Posted by: keen 7 Jan 2019, 00:11
QUOTE (Vizier @ 7 Jan 2019, 00:02 )
keen
QUOTE

QUOTE
წყარო

მაგ ბმულზე სხვა ინფო და რიცხვებია. სქრინი კი რუსულია...


ბმულზე მოცემულია ქვეყნების ჩამონთავალი მინიმალური ხელფასის მიხედვით. სხვა როგორ არის?

სკრინი არის რადიო თავისუფლების, რომელიც არის რუსულად ნათარგმნი.

აბა დადე მაგ ბმულიდან სქრინი, სად წერია, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი 57$-ია...

Posted by: iosebovich 7 Jan 2019, 01:32
ქუჩის მეორე მხარეს არ გადავალ 200 ლარზე არათუ ვიმუშაო. არადა ბაღის მასწავლებლების ხელფასი 280 ლარია. ყველას დდშ ვისაც ეგ საკითხი აბარია და არ წყვეტს მოუმატოს ამ ხალხს. კონსულტანტები 200-300 ლარი. აქ ვინც კვალიფიკაციებზე და განვითარებებზე წერს უნდა დასვა დამლაგებლად და რას დაალაგებს ვნახავ, ტუალეტების ჩათვლით. და უხადო 150 ლარი. და რო იყოს კაი დამლაგებელი და 800 ლარი უხადო არაა? მონაა თუ ვინაა 150 ლარს რო უხდი. დედას მო...დი ნებისმიერს ვინც მაკადრებდა 150 ლარ ხელფასის შემოთავაზებას. ეგეთი დამსაქმებლები ყველა კედელთან ი რასსტრელიაწ კჩორტოვოი მაწერი.

Posted by: Dark_Angell 7 Jan 2019, 03:24
ვინ მუშაობს 57$ თვეში და რატომ?

Posted by: FROM GEORGIA 7 Jan 2019, 10:33
user posted image

biggrin.gif

Posted by: Dibergg 7 Jan 2019, 10:53
Исполняющий обязанности премьер-министра Армении Никол Пашинян в рождественском обращении принёс извинения пенсионерам страны из-за невыполнения обещания о минимальной пенсии в размере 600 евро.

По словам политика, ближайшие полгода минимальная сумма соцвыплаты ограничится 550 евро из-за сложной геополитической ситуации и неудачными переговорами с МВФ. https://panorama.pub/12411-pashinyan-izvinilsya.html

Posted by: ku123 7 Jan 2019, 14:04
Ki ramdenia vinc dgeshi 5 laradac rom ar gamosdit namushevari. Qveynis vici egeti

Posted by: LorenZ 8 Jan 2019, 04:24
sevastopol
QUOTE
150 ლარზე რომ მუშაობს ესეიგი მასზე მეტ ღირებულებას ის დასაქმებული დამსაქმებელს ვერ სთავაზობს.

თვითონ რომ წავა და სხვა ეგრევე მოვა, ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ძალიან მარტივ საქმეს აკეთებდა.


თუ ადამიანს დალაგების გარდა სხვა არაფერი უკეთესის კეთების საშუალება და ნიჭი არ აქვს თვიდან თვემდე მაკარონზე უნდა იჯდეს და ხორცის გემო არ უნდა იცოდეს როგორია ხო ? smile.gif ანუ მეორე ნაირად რომ ვთქვათ იმათ ვისაც მაგარი სამსახურები არ აქვთ მეტ ნაკლებად ნორმალურად ცხოვრების უფლება და საშუალება არ უნდა ქონდეთ ? თუ ყველას "მაგარი" ტიპობა მოვთხოვოთ ? smile.gif

QUOTE

დამსაქმებელი საქმის ღირებულებაზე მეტს არასდროს არ გადაგიხდის.
150 ლარზე რომ მუშაობს ესეიგი მასზე მეტ ღირებულებას ის დასაქმებული დამსაქმებელს ვერ სთავაზობს.
თვითონ რომ წავა და სხვა ეგრევე მოვა, ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ძალიან მარტივ საქმეს აკეთებდა.


ბევრი მთხოვნელი იმიტოა მაგ 150-200 ლარზე რომ ხალხის უმეტესი ნაწილი უკიდურესად გაჭირვებული და გასაცოდავებულია თორე მიდი აბა გამოაცხადე დამლაგების ვაკანსია ნორვეგიაში სრულ განაკვეთზე 4 ჯერ 200 ლარად ანუ 800 ლარად და ვნახოთ ვინ და რამდენი მივა სამუშაოდ smile.gif სასაცილოდაც კი არ ეყოფათ ეგ კი არა შეიძლება გიჩივლონ კიდეც ადამიანის უფლებების შელახვისთვის და შეურაცხყოფისთვის. სირცხვილია ესეთ ელემენტარულ რაღაცეებს რომ ვერ ხედავთ, მაძღარს სხვაც მაძღარი ეგონაო ეგ ვარიანტია როგორც ჩანს.

პ.ს რაც შეეხება პირველ პოსტს, გარკვევით წერია მინიმალური ხელფასიო და არა საშუალო რაც რატომღაც რამოდენიმეს აერია ამ თემაში. რაც შეეხება კონკრეტულად 57$-ს ანუ დღევანდელი მონაცემებით 150 ლარს, ძალიან ახლოს არის რეალურთან და დიდი ალბათობით ეგრეც იქნება +- იქ სადაც ჩემთან თბილისის არა გარე უბანში 250 ლარებად მუშაობს ხალხი აქა იქ დავიჯერო თბილის გარეთ ხალხი 150 ლარად არ იმუშავებს ?! იმუშავებს და თან არაერთი იმუშავებს 2X2 ია ეგ ამბავი ასე რომ 57$ ზე ესეთი აღშფოთებაც ძალიან უსაფუძვლოა ჩემი აზრით ზოგიერთის მხრიდან.

Posted by: Hobart 8 Jan 2019, 11:01
მინიმალური ხელფასი იდეაში უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი ან მეტი (175.4)

ამ მომენტში გვაქვს ედიკას დროინდელი ბრძანებულება კერძო სექტორზე - მინიმუმ 20 ლარი თვეში. დღემდე არ შეცვლილა.(ცოტა მოემატა საჯაროს) და ამით აპელირებენ რომ სასწრაფოდ შესაცვლელია მინიმალური ხელფასი შრომის კოდექსში და აუცილებელია გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს, რომ რაღაც ლოგიკაში ჩაჯდესო..

ეს შეიძლება რაიმე მიღწევად ჩათვალოს მავანნმა. სინამდვილეში არაფერიც არ შეიცვლება. მინიმუმი თვეში 20 იქნება,30 თუ 150 მაინც ცოტაა და არაფერს არ შეცვლის ხალხისთვის.

ეხლა შორიდან ჩანს რომ რეგიონში ყველაზე იაფი მუშა-ხელი გვყავს, ინვენსტორების ბაითი (ვითომ)

ამიტომ დაე დარჩეს ეს სიმბოლური 20 ლარი როგორც არის.საარსებოზე მეტს ვერ გაზრდიან თვიურს. და საათობრივი სხვა საკითხია, საათობრივ ანაზღაურებას ყველაფრის შეცვლა შეუძლია მათ შორის ეკონომიკის ჩამონგრევაც

Posted by: BVviper 8 Jan 2019, 12:59
კანონით განსაზღვრულია კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი და თვეში 20 ლარია smile.gif ეს რო გექნება ჩანაწერი მანდ ჩანს რა დამოკიდებულება აქვს შენ მთავრობას(ებს) თავიანთი მოქალაქეების მიმართ.

Posted by: moen29 10 Oct 2019, 13:51
ქოცფუჯურების სადღნავი თემა..
მინიმალური ხელფასი საშუალოს 30% უნდა იყოს.. მინიმალური დაწესებული აქვთ რაღაც იაპონელის ჩუჩურის ხელა და საშუალო ხელფასი 1000 რაღაცა არისო დანაწყლაობენ ამაყად..



http://ajaratv.ge/article/49794?fbclid=IwAR20bc2ZzFmRhisrf4BXPiPjvmld43J1a6cLVSfdIW-L_opqbNJVa8RzdcY


საქართველოში 63 000 ადამიანს ხელფასი 200 ლარზე ნაკლები აქვს - პროფკავშირები
08 ოქტომბერი 2019, 13:02 1387 ნახვა
Play

00:00
05:32
Enter fullscreen
Play
საქართველოში 23 000 ადამიანს 100 ლარიანი ხელფასი აქვს, 63 000 ადამიანს კი, 200 ლარზე ნაკლები - მონაცემები პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საზოგადოებას დღეს გააცნო. ირაკლი პეტრიაშვილმა თქვა, რომ ბოლო წლებში მინიმალური ხელფასის ზრდა არ მომხდარა და ის ძალიან დაბალია. მისი განმარტებით, საშუალო ხელფასი 1200 ლარამდეა. მინიმალური კი, დაახლოებით, 327 ლარი უნდა იყოს.

''სიცოცხლის უზრუნველყოფა გახლავთ სახელმწიფოს ფუნქცია. 130 000 ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, ანუ რაც ადამიანს სჭირდება თვიდან თვემდე რომ იცოცხლოს, ამაზე ნაკლები ხელფასი. დათვლის მეთოდი არასწორია. მინიმალური ხელფასი საშუალო ანაზღაურების 30 პროცენტს უნდა შეადგენდეს, თუ ასე არ ითვლიან. მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში 111 ადგილზეა, ევროპაში კი ბოლოზე'' - ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარე.

შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ არეგულირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ხარვეზი გამოსასწორებელია.

''შრომის კოდექსში ცვლილებაზე მიდის მუშაობა, რომლის მიზანი თანაბარი ანაზღაურებაა - თანაბარი შრომისათვის ქალებსა და მამაკაცებზე. ორგანული კანონი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ არეგულირებს. არის საჭიროება, რომ ეს საკითხი ცალკე დარეგულირდეს - ამბობს თამარ ბარკალაია.

პროფკავშირებს არ ეთანხმება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. შალვა ცხაკაიას თქმით, მინიმალური ხელფასის დაწესება პრობლემას ვერ გადაჭრის, პირიქით პრობლემას შეუქმნის თვითმმართველობებში დასაქმებულებს. მერიას ან თანხების მოძიება მოუწევს, ან თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება.

''საჯაროს სექტორში დასაქმებულებს დღეს იმაზე ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე კონფერენციაზე გახმოვანებული ციფრებია. ამიტომ ვფიქრობ მინიმალური ზღვარის დაწესების შემთხვევაში ეს პრობლემა ისევ საჯარო სექტორს დააწვება. ბიუჯეტს გამოუწევს ხარჯის გაზრდა იმისთვის, რომ მინიმალური ზღვარი დააკმაყოფილოს. წარმოიდგინეთ თვითმმართველობის შემთხვევაში, სადაც საკრებულოს წევრებსაც არ აქვს ხელფასი. თუ კი დადგინდება მინიმალური ხელფასი თვითმმართველობებს ამ ზღვარის შესავსებად ან ან თანხების მოძიება ან თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება მოუწევთ. შესაბამისად, ეს შეიძლება დასაქმებულების პრობლემაც გახდეს'' - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.

საქართველოში მინიმალური ხელფასი ბოლოს 1999 წელს დაითვალეს და ის თვეში 20 ლარი იყო

Posted by: аnderson 11 Oct 2019, 01:18
ორი სამსახური მაქვს და თვეში 236 დოლარი მაქვს ხელფასი, 700 ლარი ანუ. რა მდიდარი ვყოფილვარ :|

Posted by: maktraxer 13 Oct 2019, 12:12
მეგობრებო.. ერთ ჩემს ახლობელს ჭირდება გაიგოს როგორ შეიძლება გახდეს თირკმლის ან ღვიძლის დონორი.. ძალიან ცუდ დღეშია, არაადამიანურად დიდი ვალი აქვს, რომლის გადახდა მუშაობით და ასე შემდეგ შეუძლებელია, 4 ოჯახის სახლი იპოთეკაშია და სხვა ვალები ხო ცალკე.. ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები ყავს.. არაფერი არ გამოდის, ეს ერთი ხავს ჩაჭიდებული იდეა დარჩა, ან თავისმოკვლა, მაგრამ მაინც გაუბედურდება ყველა მისი ახლობელი..ვინმემ რამე მცირედიინფორმაციაც თუ გაქვთ თირკმლის-ღვიძლია გაყიდვა დონორობასთან დაკავშირებით, მომწერეთ..

Posted by: Jonathangoodlock 13 Oct 2019, 18:13
საქართველოში ვინმე სადმე საქმდება საერთოდ? მერე უკვირთ ამდენი დაჭრა და მკვლელობები,

ვაკანსიები არის პრომო-აგენტი, მოლარე-ოპერატორი
ეხლა ამ ბოლო დროს დაიწყეს ფარმასი, კოსმეტიკის გაყიდვა smile.gif smile.gif
და სუროგაცია smile.gif

ერთი წელია გასაუბრებებზე დავდივარ . უკვე მიტყდება ჩემი არსებობის რა smile.gif

Posted by: procesora 8 Nov 2019, 00:02
QUOTE
ამერიკაში 8$ - საათში

ესეიგი დღეში საშუალოდ 72$?.... დიდი არაფერია ეგ ფული აშშ-ში.... ერთი ნაცნობი ბიძა კაცს 100$-ს უხდიან დღეში იქ .... მაინდამაინც დიდი არაფერიაო, ეს მაქედან ჩანს რომ დიდი ფულია, დიდი არაფერი ფინანსიაო აქ ამერიკაში ეს დღიური შემოსავალიო. თუმცა ნორმალურად იცხოვრებო
ეს ნაცნობი 65 წლის კაცია, ჯანზეც არის და მუშაობაც არ ეზარება, რომ ვიყო უფრო ახალგაზრდავო 100$-ს კი არა და 150...200$-საც კი გამოვალ დღიურადო....




კარგი მშრომელი დაუზარებელი და არაზარმაცი თუ ხარ და მიტუმეტეს იცი რამე ხელობა.... ამერიკაში თავდაყირა რომ ჩაგაგდონ ფულს კარგად იშოვი პატიოსანი მუშაობით....

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)