Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > როუტერის არჩევაში მჭირდება დახმარება


Posted by: Alameda 28 May 2020, 19:49
კითხვა-პასუხი Unix სისტემებზეა და სხვა თემა ვერ ვნახე ამ კითხვისთვის, იმედია არ ვარღვევ წესებს.

https://www.arubanetworks.com/assets/ds/DS_AP207Series.pdf
https://www.linksys.com/us/p/P-VLP0101/

ამ ორი მოდელიდან უნდა ვიყიდო ერთ-ერთი. მინდა სახლისთვის.
ვიზუალურად არუბა მომწონს, ეს მოდელი კონტროლერის გარეშეც მუშაობს. ერთი ის ვერ გავარკვიე ლიცენზია ან რამე ჭირდება თუ არა.
დიდად ვერ ვერკვევი და დიდი თავის ტკივილი იქნება? ხო არ ჯობია Velop ვიყიდო?

სათაურში შემეშალა, IAP-207 უნდა იყოს.

Posted by: nutria-113 28 May 2020, 23:36
Alameda
Access Point თუ გაწყობს unifi შეგიძლია აიღო, ხშირად იაფად ვარდება სულ ახლები.
LR ან AC LR, ამ ბოლოს 5GHz აქ, მარა პირველს დაფარვა აქ უკეთესი. წინ ნებისმიერ უბრალო როუტერს დაუდგამ. ლიცენზია არ უნდა, არც აქტიური კონტროლერი
თემა კი
https://forum.ge/?f=32&showtopic=34277290

Posted by: Alameda 29 May 2020, 13:08
nutria-113
ცოტა მოვგუგლე და ამ ეტაპზე ველოპზე შევჩერდები, AP ჯერ არ მჭირდება.
მადლობა პასუხისთვის, გავითვალისწინებ მაგასაც.

QUOTE
Routers, Switches, Hubs and Bridges

არც მიფიქრია პროგრამებში თუ იქნებოდა biggrin.gif


მოდერ დახურე რა, უსაფუძვლოდ მოცემული ვორნი მიშლის ხელს sad.gif

Posted by: Distortion 29 May 2020, 16:04
Alameda
სალამი.
გააჩნია რა მოვალეობა ექნება როუტერს. სახლში უბრალოდ ინტერნეტის განაწილება ყველაფერს შეუძლია. მე პირადად 100$-ის ბიუჯეტში მიკროტიკს ავიღებდი ან მეორად ცისკოს იბეიდან, რადგან სხვადასხვა ქსელური სერვისებით არიან დახუნძლული.

Posted by: Alameda 29 May 2020, 17:03
Distortion
გამარჯობა,
შეზღუდული ბიუჯეტის გამო WiFi 5 როუტერს ვეძებ, MU-MIMO ტექნოლოგიით.
Guest Access და Parental Control არის აუცილებელი და უნდა იყოს ე.წ. Mesh როუტერი რომ საჭიროების შემთხვევაში დავამატო მეორეც.
სტანდარტული ანტენებიანი ტიპები არ მომწონს.
Linksys Velop AC1200 VLP0101B ვნახე ახალი, ქარხნული შეფუთვით, $42-ად და მაგას ავიღებ. Linksys Cisco-ს არ არის?

Posted by: Distortion 29 May 2020, 17:07
Alameda
MIMO კარგი ვარიანტია თუ WiFi-ზე გეიმინგს აპირებ ან რეალურად ძალიან ბევრი მომხმარებელი ეყოლება smile.gif
42$-ში თუ ნახე, მაშინ კი ღირს რომ აიღო.

Posted by: gia564 1 Jun 2020, 16:08
მეგობრებო, მჭირდება wifi როუტერი სახლისთვის. ჩართული შეიძლება იყოს 6-8 დევაისი. ძირითადად მჭირდება ვიდეოკონფერენციებისთვის ზუმით და სკაიპით. პრიორიტეტია ხარისხი და სტაბილურობა, თანამედროვე ფუნქციები. ოღონდ უაზროდ ძვირიც არ მინდა.
რომელ როუტერს მირჩევთ და რომელ მაღაზიას?

Posted by: Distortion 1 Jun 2020, 19:13
gia564
ძვირი და იაფი ფარდობითი ცნებაა.
ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა UniFi AP. სტაბილური, ხარისხიანი სიგნალი, ესთეტიურად მინიმალისტური:
http://intellcom.ge/ka/product/00701/UniFi-AP-AC-LITE/

თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას ვერ იძლევა, მაშინ TP-Link-ებს არაუშავთ სიგნალის სიმძლავრეში.

Posted by: giorgi4212 2 Jun 2020, 10:53
Alameda
Grandstream GWN7600 ეს მოდელი აიღე... wave2 ჩიპზეა,ჩაშენებული კონტროლერი აქვს თუ გენდომება შეგიძლია რამდენიმე ცალი დადგა უკეთეში დაჭერისთვის smile.gif

Posted by: gia564 2 Jun 2020, 17:40
Distortion
მადლობა!
ამ მოდელზე რას მეტყოდი?
https://www.amazon.com/dp/B07ZSDR49S/ref=dp_cerb_2

Posted by: nutria-113 3 Jun 2020, 11:37
gia564
რიცხვები ყველას კარგი უწერია და პრაქტიკაშიც იმ მოთხოვნებს სრულიად დააკმაყოფილებს, რაც დაპოსტილი გაქვს, თუმცა ტპ-ლინკში 200+ გადახდა ცოტა გაუმართლებელია.
როცა პრიორიტეტი ხარისხი და სტაბილურობაა, მე რაც გამიტესტავს იმათგან, unifi ყველაზე კარგი ტიპია.
LR-ს, ძალიან სტაბილურ მუშაობასთან ერთად დაფარვაც სასწაული აქვს, მაგრამ უკვე შეწყვიტეს გამოშვება. პერიოდულად მაინც ვარდება შემორჩენილი უხმარები.
გამგრძელებელია AC-LR. უფრო ბიუჯეტურის ლინკი კი ზედა პოსტშია.
პ.ს. აქსეს პოინტია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)