forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე, ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22000
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 15:57  #51372451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა
15:15 21-09-2017
სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ამის შესახებ სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

”1992 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გვანცა ყუფარაძე თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის 2006 წელს, 14 წლის ასაკში დააკავეს. მისი ადვოკატები პატიმრობის პირობებსა და სისხლის სამართლის პროცედურების სამართლიანობას ასაჩივრებდნენ. ყუფარაძე ამტიცებდა, რომ მის თანაკლასელს დანით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს. თვითონ დაშავებული კი ხელს გვანცა ყუფარაძეს ადებდა.

2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ გვანცა ყუფარაძე დამნაშავედ ცნო, გაითვალისწინა რა მსხვერპლის ჩვენებები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები (გვანცა ყუფარაძის ქურთუკზე მსხვერპლის ქურთუკის ნაწილაკები აღმოჩნდა). ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან 5 წელი - პირობითი მსჯავრის სახით. გასაჩივრების დროს მან ორი ალტერნატიული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლებშიც წერია, რომ თავდასხმის დროს გამოიყენებოდა არა ერთი, როგორც ამას მსხვერპლი ამტკიცებდა, არამედ ორი დანა. 2007 წლის დეკემბერში სააპელაციო სასამართლომ ამ ალტერნატიული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღო და საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. 2008 წელს მისი აპელაცია უზენაესმა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა.

გვანცა ყუფარაძემ პირველი რამდენიმე თვე ზრდასრულ ქალ პატიმრებთან ერთ საკანში გაატარა, მერე კი ის არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ციხის ახალ განყოფილებაში გადაიყვანეს. ყუფარაძე ითხოვდა, რომ სასჯელის მოხდა არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი განყოფილების აშენებამდე გადაედბულიყო, მაგრამ 2009 წლის სექტემბერში მას უარი ეთქვა, ისევე როგორც პატიმრობის პირობებთან დაკავშირებულ საჩივარზე.

გვანცა ყუფარაძის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს ეყრდნობოდა (არადაამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოწმეების დაკითხვის უფლება). თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერც ერთი ზემოჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დააფიქსირა”, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...r-daadgina.html
gogia4
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5275
წევრი No.: 122648
რეგისტრ.: 18-October 10

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:05  #51372494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვიცი რაზეც დაიჭირეს ეგ ყუფარაძე. სკოლაში, შესვენებაზე, დაბალი ხმით უთქვამს კლასელისთვის:
,,მგონი სააკაშვილი არც ისე ძაან მაგარიაო". ვიღაც დანპალს მანდატურთან ჩაუშვია და მაგიტო მოუწყვეს
პალიცეისკი პრავაკაცია. თან ისე კარქათ შეკერეს საქმე გნაცებმა, რო სტრასბურგიც ვეღარა შველის.


--------------------
სომეხი ვარ, ტანტრე მქვია,
დავკარგე და ვეძებ ბურზოს.


გზაზე მოდის სამი დევი,
უნდა მოატყუონ ჯიმი ლევი.
niktagva
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24623
წევრი No.: 93747
რეგისტრ.: 16-June 09

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:25  #51372609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერ გევიგე სტრასბურგი. facepalm.gif facepalm.gif


ყუფარაძეზე მართლა ბევრი დარღვევა იყო.




--------------------
ნუ ჩხუბობთ ხალხო, ყველა მოვკვდებით როდესღაც . LUCKYMAN-ფიქრების მბრძანებელი
fermina
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9758
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:30  #51372638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ამბავს თავიდანვე თვალყურს ვადევნებდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ უდანაშაულო იყო. რამდენჯერმე კამათიც მომივიდა ახლობლებთან, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ეჭვი ეპარებათ მის უდანაშაულობაში. მერე ხელისუფლება რომ შეიცვალა, რამდენჯერმე მკითხეს კიდეც, აბა რა გაირკვა, თუ ადევნებ ისევ თვალყურს ამ ამბავს, თუ აქტიურობს ის უდანაშაულოდ დაჭერილი გოგო, რას ამბობს და რას აპირებსო. მე როგორც გავაკვიე მასთან ფბ-ზე კომუნიკაციის მეშვეობით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ანუ ეს არის საბოლოო დასკვნა? ვერ ვერკვევი იურუდიულ პროცედურებში.


--------------------
убийца с ангельским лицом
A10
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24597
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:35  #51372679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ვერ გევიგე, დაჭრა მართლა?


თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო


--------------------
უზრდელებთან, გრაფომანებთან, მეგრელოფობებთან არ ვკამათობ

http://forum.ge/?f=29&showtopic=33862575&st=0
http://forum.ge/?f=29&showtopic=33829618&st=0
ქართული ოცნება... ნაციონალურ მოძრაობა... Same shit

ურტყი წითლებს გალურჯებამდე, ურტყი ლურჯებს დაწითლებამდე
levanius7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3940
წევრი No.: 38921
რეგისტრ.: 26-July 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:40  #51372713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მერე რა? ყველამ ვიცდთ, უბრალოდ პირსისხლანცის მოშორებას სჭირდებოდა შავი პიარი. მიზანი ამართლებს საშუალებას.

niktagva
QUOTE
ყუფარაძეზე მართლა ბევრი დარღვევა იყო.

სტრასბურგმა როგორც ჩანს შენსავით ყურადღებით ვერ შეისწავლა საქმე
barcabarcabarca
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1415
წევრი No.: 145791
რეგისტრ.: 31-March 12

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:42  #51372727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
A10
როგორც ჩანს გააპროტესტეს არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ მისდამი მოპყრობა და პირობები.


--------------------
"ახლა მთავარია, რომ დარჩენილი თამაშები მომდევნო შესარჩევისთვის გამოვიყენოთ"
kvangel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3869
წევრი No.: 50511
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:43  #51372734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fermina

სტრასბურგი არ იხილავს საკითხს მართლა დაჭრა თუ არა, ეს მის კომპეტენცია სცდება
სტრასბურგი აფასებს რამდენად სამართლიანად ჩატარდა ბრალდებულის მიმართ პროცედურები - ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს პროცედურების სამართლიანობის დაცვას. (მაგ: ხომ არ დაურღვიეს უდანასაულობის პრეზუმფცია, მისცეს თუ არა საშუალება მოწმეები დაეკითხა ბრალდების მხარესთან თანაბრად, განუმარტეს თუ არა დუმილის უფლება და ა.შ.)
ასევე, ამ სემთხვევაში სტრასბურგმა იმსჯელა და შეაფასა ხომ არ ჰქონი აადგილი გვანცას მიმართ წამებას ანა არაადამიანურ მოპყრობას ციხეში
fermina
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9758
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:44  #51372742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
barcabarcabarca
QUOTE
როგორც ჩანს გააპროტესტეს არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ მისდამი მოპყრობა და პირობები.


ჰო აი ეს მომენტი მაინტერესებს. ანუ თვითონ გამამტყუნებელ განაჩენზე არაფერი ისმის, რამდენად სამართლიანი იყო?
ტერა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 218867
რეგისტრ.: 23-May 16

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:55  #51372803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gogia4
QUOTE
ვიცი რაზეც დაიჭირეს ეგ ყუფარაძე. სკოლაში, შესვენებაზე, დაბალი ხმით უთქვამს კლასელისთვის:
,,მგონი სააკაშვილი არც ისე ძაან მაგარიაო".


ვახ.
რას გადაურჩა ჩემი მეზობელი.
საკმაოდ ხმამაღლად ისეთებს ხევდა ხოლმე ბატონ მიშაზე, რომ ერთი 10 ჯერ ნაწილ ნაწილ უნდა აეფეთქებინათ.
მათ შორის 9 ჯერ პასმერტნად.

niktagva
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24623
წევრი No.: 93747
რეგისტრ.: 16-June 09

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:57  #51372821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
levanius7
QUOTE
სტრასბურგმა როგორც ჩანს შენსავით ყურადღებით ვერ შეისწავლა საქმე

შენობით შენს ტოლებს ელაპარაკე.
ქალი ვარ და კაცურად ვერ გეტყვი რისი ღირსიც ხარ. facepalm.gif
levanius7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3940
წევრი No.: 38921
რეგისტრ.: 26-July 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 16:59  #51372831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
niktagva
QUOTE
შენობით შენს ტოლებს ელაპარაკე.
ქალი ვარ და კაცურად ვერ გეტყვი რისი ღირსიც ხარ.

უკაცრავად, ვიცი რომ ბევრის ღირსი ვარ რადგან თავი გაგიყადრეთ
Saturn
Admin


********
ჯგუფი: Members
წერილები: 34528
წევრი No.: 21369
რეგისტრ.: 5-July 06

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 17:01  #51372847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
QUOTE
სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე, ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა

მიშამ დაურეკა გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს mad.gif


--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე
baggins
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5810
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 17:02  #51372864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე-3 (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) და მე-6 მუხლის (სასამართლოს უფლება) დარღვევაზე ჰქონდა შეტანილი.
ორივე მუხლზე ჩვენმა მთავრობამ refrained from commenting on the admissibility and merits of the complaint.-ო. ანუ დასაშვებობასა და არსებით მხარეზე ჩვენს მთავრობას მოსაზრებები არ წარუდგენია.



--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
© Game of Thrones
niktagva
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24623
წევრი No.: 93747
რეგისტრ.: 16-June 09

გამოგზავნილია: 21 Sep 2017, 17:05  #51372881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Saturn
QUOTE
მიშამ დაურეკა გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს



წულუკიანმა არ შეადგინა სათანადოდ საჩივარი.
შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეგ საკითხავია.

წულუკიანმა ბევრი გააბრიყვა. ბევრს გამოატანინა სტრასბურგში გაგზავნილი საჩივარი იმ მოტივით,

საქართველო გამოიძიებს საქმესო და ყველა მოატყუა.

მათ შორის მეც.

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0178 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]