#54686017 · 20 May 2019, 13:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
atmismuraba
QUOTE | თუ შენ თვლი რომ ღვთაებრივი არსების დროებით დედამიწაზე გამოშვება, ჯვარცმა, სიკვდილი და აღდგომა ყველაზე დიდი ტანჯვაა რაც კი არსებამ შეიძლება შეიგრძნოს და გამოიაროს და ეს ჯამში უფრო დიდი ტანჯვაა ვიდრე ის რაც კაცობრიობამ გამოიარა, მაშინ შენი ტანჯვის განმარტება ძალიან განსხვავდება იმისგან რასაც ზოგადაგ კაცობრიობა ტანჯვას უწოდებს. |
ტანჯვის სიმძიმე-სიმსუბუქე რა შუაშია საერთოდ იმ თემასთან რაზედაც ვსაუბრობთ. 1. ის არ იმსახურებდა სიკვდილს 2. სხვა დანარჩენები კიი. მორჩა, რა შუაშია ნაკლებად იტანჯა ვინმეზე თუ ვინმეზე მეტად? არ იმსახურებდა ის სიკვდილს, უცოდველი იყო, 1 ცოდვაც კი არ ქონდა ჩადენილი.
QUOTE | რა მნიშვნელობა აქვს მხოლოდშობილი იყო თუ ხუთიდან ერთერთი? |
ის მნიშვნელობა აქვს, რომ ღვთისთვის უფრო ძვირფასი არის მისივე ბუნების მქონე ძე ვიდრე ანგელოზი ან ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი და როდესაც ეს ძვირფასი, ფაქტიურად იდენტური საკუთარი არსისა გაწირა, მეათასეხარისხოვანი ქმნილებების გამო, ამით ცხადდება მისი სიყვარული ადამიანების მიმართ.
QUOTE | მე ვიმსახურებ რაიმეს რასაც შენ არ იმსახურებ? |
არა, სიკვდილს ვიმსახურებთ ორივენი და არამხოლოდ, მაგრამ მე ეს ვიცი, ვნანობ საკუთარ ცოდვებს, მიტევებას ვითხოვ, მისი მოწყალების იმედი მაქვს, შენ კიდევ მეამბოხე ხარ, მადლობის მაგივრად რომ სიცოცხლის შანსს გაძლევს განიკითხავ უცოდველმა უფალმა ნაკლებად იტანჯა თუ მეტად ვინმე სხვაზე, იმ სხვას ეკუთვნის, ამას არა და ვერა უცოდველი იყო და არის. ნებისმიერი ადამიანი რომელიც სიცოცხლეში შემოდის სიკვდილის თანამდებია, ბუნება აქვს ესეთი არასრულყოფილი. რა დააშავა ვთქვათ მკვდრადშობილმა ან ახალშობილმა? არაფერი განსაკუთრებული წინაპრის ცოდვით დაზიანებული ბუნების გამო ისჯება ისიც, მაგრამ უფალი ხომ მოწყალეა? არ მოეპყრობა ასეთს უსამართლოდ და აცხონებს, ეს შეუძლია მას. * * * atmismuraba
QUOTE | ვირუსებით გამოსწორებული და განწმენდილი მე არ მინახავს ჯერ არავინ |
მე მინახავს, მაგალითად მე. ჩემთვის რომ ტკივილი და ტანჯვა, განსაცდელები არ მოეყენებინა უფალს დღესაც სამორინეში ვიჯდებოდი კახპებით გარშემორტყმული მთვრალი ან წამლის კაიფში და ღრეობა ქეიფში ისე გადავალაჯებდი მათხოვარს ზემოდან როგორც უნმიშვნელო მატლს, ყველაფერი წამართვა, გამომასწორა, შემდეგ ისევ დამიბრუნა, ეხლა ვიცი უკვე პრიორიტეტები განვსაზღვრე, ვის შევეწიო, ვის არა, ვის როგორ მოვექცე, რა ვუთხრა და რა არა.
ესეა ნამდვილად ღმერთი გარემოებებით ესაუბრება ადამიანს, ჯერ ტკბილად სასულიერო პირთა ქადაგებებისა და შეგონებების სახით, შემდეგ მსუბუქი საყოფაცხოვრებო პრობლემებით, რომ გაჯიუტდება ადამიანი და ამბოხს სინანულით არ ცვლის, მიატოვებს ხოლმე და მარტო მყოფს კიდევ სატანა მიწასთან ასწორებს.
ნებისმიერი განსაცდელი, იქნება ეს ავადმყოფობა, ციხე, სოც გაჭირვება თუ სხვა რა, ადამიანის გამოსწორებას ემსახურება, თვით ჯოჯოხეთიც კი.
|