Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი > დამეხმარეთ! mkvtoolnix-ით ვიდეო ედითინგი


Posted by: RS-FELIX 25 Nov 2023, 13:41
სალამი ფორუმელებს, დამეხმარეთ ასეთ საკითხში:

როდესაც mkvtoolnix-ის მეშვეობით ერთი ფილმის აუდიო ბილიკი გინდა გადაიტანო მეორე ფილმზე, არის შემთხვევები, როდესაც ეს უკანასკნელი თაიმკოდით განსხვავდება პირველისგან, რამდენიმე წამზეა საუბარი, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას დესინქრონი ვიდეო ბილიკსა და აუდიოს შორის.

როგორ დავადგინო ერთი და იგივე კადრის ტაიმკოდი ორივე ვიდეო ბილიკში, რათა დავინახო რამდენი მილიწამია მათ შორის განსხვავება, რათა ეს სხვაობა მივუთითო აუდიო ბილიკის პარამეტრებში, დავაკავო ან გავზარდო დრო და ამით სინქრონში მოვიყვანო სასურველი აუდიო და ვიდეო ბილიკი ერთმანეთთან.

Posted by: ElGeorgia 10 Jun 2024, 12:04
FPS უნდა ჰქონდეს ორივეს ერთი და იგივე და მაგ შემთხვევაში ასინქრონი აღარ ექნება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)