http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...Xd7jus6hKrpLWA4ხალდი - ურარტუს მთავარი ღმერთი
ხალდი, ჰალდი ურარტუს პანთეონის მთავარი ღმერთი იყო, ქალღმერთ ბაგბარტის ან არუბანის ქმარი. სამლოცველოები ჰქონდა ურარტუს მრავალ ქალაქში, უფრო ცნობილია მუსასირის ტაძარი, რომლის რელიეფზეც მდიდრული გამოსახულებებია. ქალაქი გაძარცვა სარგონ II-ის ურდომ (ძვ.წ. 721-705). გამოსახავდნენ ლომზე მდგარ ან ლომისთავიან, წვერულვაშიან, მრისხანე ზარდამცემი გარეგნობის მამაკაცად, ნახევრად ურჩხულის სახით. ხურიტების მონათესავე ურარტუს მოდგმა ძვ.წ. დაახ. 1500 წ. ცხოვრობდა ფართო მიწა-წყალზე, რომელიც გადაჭიმული იყო კავკასიიდან ასირიამდე. ასირიულ წყაროებში ძვ.წ. 1300-იან წლებში (ურარტრი, ნაირის ქვეყანა, დედაქალაქი ტუშპა). ეს ძლიერი ქვეყანა იყო. მერე ცალკეულ სამეფოებად დაიყო. ეომებოდნენ ასირიელები, მედიელები, სკვითები, მრავალ საკულტო წარწერაში ცოცხლობს მრავალღმერთიანი პანთეონი ურარტუელი ხალხისა.