Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > შეიძლება ვარვარების ნათურები


Posted by: dega 16 Jan 2016, 14:16
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვარვარა ნათურის სპირალის სპეციალური კრისტალური სტრუქტურით დაფარვას შეუძლია მეტად ეფექტური გახადოს ვარვარა ნათურები, რადგანაც მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა იმ ენერგიის გამოყენება, რომელიც სხვა შემთხვევაში სითბოს გამოყოფისას იკარგებოდა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აკრძალა ტრადიციული ვარვარა ნათურების გამოყენება, არ წყდება შინამეურნეობათა ჩივილი ენერგოეფექტური ნათურების უარყოფითი მხარეების შესახებ. ადამიანების ნაწილი წუხს იმის თაობაზე, რომ ახალ #დიოდურ ნათურებს ე.წ. „კლინიკის“ ნათება აქვს და მათ ენატრებათ ძველი, თბილი განათება.

თუმცა ამერიკელი მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი აღმოჩენა კვლავ დააბრუნებს ვარვარა ნათურებს. მათ ე.წ. „სინათლის ხელახლა გამომუშავების“ ტექნიკას მიმართეს, რაც ენერგიის კვლავ სპირალისკენ მიმართვას გულისხმობს.

ტრადიციული ვარვარა ნათურების ეფექტურობის კოეფიციენტი აქამდე 5% იყო, ენერგიის დაახლოებით 95% კი ატმოსფეროში იკარგებოდა. დიოდური და ფლორესცენტული ნათურების ეფექტურობა 14%-მდე აღწევს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ აღმოჩენის წყალობით #ვარვარა #ნათურების ეფექტურობის კოეფიციენტს 40%-მდე გაზრდიან და მისი ნათება და ფერები მეტად ბუნებრივი იქნება.

კვლევის წამყვანმა მეცნიერმა ივან ჩელანოვიჩმა განაცხადა, რომ მათ მიერ მიღებული შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციაა და მას უფრო დიდი შედეგების მოტანა შეუძლია. მათ მიერ შექმნილმა მოდელმა უკვე აჩვენა იდეალურთან მიახლოებული ფერების გამოსახულების ინდექსი.

ვარვარა ნათურების მუშაობის პრინციპი შემდეგია: ნათურაში არსებული თხელი ვოლფრამის მავთული 2 700 გრადუსამდე თბება, რის შედეგადაც ვიღებთ ე.წ. შავი სხეულის გამოსხივებას, რომელიც უზრუნველყოფს „თბილ“ განათებასა და ფერების გამოსახულების იდეალურ ინდექსს, თუმცა ენერგიის მეტი წილი ნათურის გათბობას ეწირება, რის გამოც ბევრმა ქვეყანამ ამოიღო ის მოხმარებიდან. მაგალითად, 2007 წელს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2011 წლიდან ის ამოიღებდა ვარვარა ნათურებს, თუმცა ძალიან ბევრი მწარმოებელი კვლავ ყიდის ამ ნათურას შესაბამისი ეტიკეტით, რომელსაც აწერია, რომ ისინი ინდუსტრიული საწარმოების შენობებისთვის არის განკუთვნილი.
მივესალმები თუ ეს მოხდა პირადად smile.gif

Posted by: მილანისტა 16 Jan 2016, 14:18
ჩემს ყლ3ს up.gif

Posted by: zuken 16 Jan 2016, 14:50
ძალიან კარგი. ისე, დიოდურებშიც დიდი სხვაობაა. აქ ვყიდულობდი და არ მომწონდა, არც ფერი არც, განათება და არც გამძლეობა. ეხლა მაქვს ფრანგულები და ისეთი ეფექტი აქვს როგორიც ნამდვილ ვოლფრამს, თან ხუთ წლიანი გარანტია.

Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Jan 2016, 14:53
ვარვარა ნათურებს უკეთესი განათება აქვთ.
მივესალმები, თუ მის ეფექტიანობას გაზრდიან.
zuken
QUOTE
ძალიან კარგი. ისე, დიოდურებშიც დიდი სხვაობაა. აქ ვყიდულობდი და არ მომწონდა, არც ფერი არც, განათება და არც გამძლეობა. ეხლა მაქვს ფრანგულები და ისეთი ეფექტი აქვს როგორიც ნამდვილ ვოლფრამს, თან ხუთ წლიანი გარანტია.

რა ღირდა და სად იყიდე?

Posted by: UMTS 16 Jan 2016, 14:54
QUOTE
წყდება შინამეურნეობათა ჩივილი ენერგოეფექტური ნათურების უარყოფითი მხარეების შესახებ. ადამიანების ნაწილი წუხს იმის თაობაზე, რომ ახალ #დიოდურ ნათურებს ე.წ. „კლინიკის“ ნათება აქვს და მათ ენატრებათ ძველი, თბილი განათება.

მერე თბილი ლედი იყიდონ რა პრობლემაა? biggrin.gif

Posted by: zuken 16 Jan 2016, 14:55
ეკონომიას რა ვუთხარი,თორე მაგაზე ბაზარი არაა.

Posted by: axalirevolucia 16 Jan 2016, 14:59
dega
ილიჩის ჯობია მაგას, რაის მასსაჩუსეტი.




..............................................................................................................................................

Posted by: The13thFloor 16 Jan 2016, 15:04
რა ჯობია ძველებურ ნავთის ლამფას.....

Posted by: tortora 16 Jan 2016, 15:05
.......................................................

Posted by: zuken 16 Jan 2016, 15:06
ბეჟანბეჟანი
ძმამ ჩამომიტანა და ფასიც არ მითხრა.

Posted by: edna mamida 16 Jan 2016, 15:12
ედისონის რეტრო ნათურები მომწონს ძალიან
ლამაზია, ორიგინალური
Eს თანამედროვე ვერცხლისფერი ნათების მქონე ნათურები კი არა, თვალებს მტკენს მათი მჭახე შუქი

Posted by: tortora 16 Jan 2016, 15:14
..............................................

Posted by: dega 16 Jan 2016, 15:14
არადა ძალიან ბევრი სიაფანდი ლეგენდებია ამ ახალ დიოდურ ნათურებზე
განსაკუთრებით ის
რომ 5 ჯერ ნაკლები მოხმარება აქვს და ნათებით იგივეს ანათებსო smile.gif
აწერია 20 ვატი და გეუბნება აქვს 100 ვატის ნათებაო
არ უნდა დააფშვნა თავზე ეგრევე?smile.gif))))

Posted by: sulo 16 Jan 2016, 15:15
კარგი ამბავია. მადლობთ დეგა თარგმნისთვის.

Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Jan 2016, 15:20
zuken
QUOTE
ძმამ ჩამომიტანა და ფასიც არ მითხრა.

ანუ აქ ნაყიდი არ არის.
რაც მე ჯერ ეკონომნათურებში და ახლა დიოდურებში ფული მაქვს გადაყრილი...
ჭერში ჩასამოტაჟებელი დიოდურებით კმაყოფილი ვარ. ჩასახრახნი დიოდურებით - არა.

Posted by: dega 16 Jan 2016, 15:28
sulo
მე არ მითარგმნია smile.gif
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
აგერ ნათურა ლაივში
რომელიც ანათებს უკვე 110 წელია და არ დამწვარა
http://www.centennialbulb.org/cam.htm

Posted by: UMTS 16 Jan 2016, 15:31
http://www.radikal.ru

Posted by: dega 16 Jan 2016, 15:37
UMTS
ტყუილია ეგ
მამალი ტყუილი smile.gif
25 ვატიანი ლედი 150 ვატისას ვერ გაანათებსsmile.gif

Posted by: tb-seli 16 Jan 2016, 15:55
5% მეტი არაა ეფექტურობის კოეფიციენტი? drug.gif

აბა 90% ეფექტურობას რო მიაგნონ მთლად მუქთად განათდება ყველაფერი boli.gif

Posted by: zuken 16 Jan 2016, 16:14
ბეჟანბეჟანი
კი, აქ არ არის ნაყიდი. ჩინურია, მაგრამ " იმათთვის". ჩემი პენსიონერი თვალებისთვის თუ მისაღებია, ახალგაზრდებისთვის უფრო უკეთესი იქნება.
* * *
dega
რატოა ტყუილი? შენ ჩვენს დროინდელი მქკ-თი ხომ არ ანგარიშობ?

Posted by: dega 16 Jan 2016, 16:26
zuken
რა შუაშია რითი ვანგარიშობ?smile.gif
აიღე ლუქსომეტრი და და ნახე ერთ კვადრატულ მეტრზე რამდენი ლუმენია...

მომენტ ლუქსომეტრიც არ არის საჭირო
თვალით ვერ ხვდებით? smile.gif


Posted by: tb-seli 16 Jan 2016, 16:39
dega
არ არის ტყუილი, მე მაქვს 12 ვატიანი ლედ ნათურები ნაყიდი ჩინური. საკმაოდ კარგად ანათებს, 3 - 4ცალი ნაღდად არის 100 ვატიანი ილიჩის ტოლფასი yes.gif

პრიბორით არ გამისინჯია თვალით დანახულს გეუბნები.

პ.ს. ეკონომიური ნაღდაა,4-ჯერ და 5-ჯერ არამგონია, მაგრამ მინიმუმ 2-ჯერ 3-ჯერ არის yes.gif

Posted by: dega 16 Jan 2016, 16:55
tb-seli
QUOTE
არ არის ტყუილი,

როგორ არ არის როცა თავად წერ
რომ
4 ცალი 12 ვატიანი 100 მდე ქაჩავსო smile.gif
QUOTE
,4-ჯერ და 5-ჯერ არამგონია

აბა მე სხვა რამე დავწერე?

Posted by: tb-seli 16 Jan 2016, 17:07
dega
გაბუქებული რო აქვთ მაგაში გეთანხმები smile.gif

თან მე ჩინური მაქვს და უფრო ხარისხიანი შეიძლება უკეთესიც იყოს rolleyes.gif

Posted by: zuken 16 Jan 2016, 17:23
აბა როგორ გინდათ სხვანაირად? წინა მანქანა 3.2 მყავდა ეხლა 2.0 მყავს, რამე რო იყოს მე გავასწრებ, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, იმიტომ რომ შედარებით ეკონომიურია.

Posted by: ZAZAi 16 Jan 2016, 17:46
ეგ მეთოდი უკვე დიდი ხანია გამოიყენებოდა გაზის სანათებში. ალბად გახსოვთ ბნელ 90 იანებში რომ იყიდებოდა გაზის ბალონებზე სანათები, რაღაც ბადეები რომ ქონდა წამოცმული ცეცხლს. გახურების შედეგად ის ბადე იწყებდა ნათებას. რაღაცის მარილებია ეგ, სახელი დამავიწყდა. მიკვირს ვარვარების ნათურებში აქამდე როგორ არ გამოიყენეს ალბად თვითღირებულების მატების და საიმედოობის კლების გამო,(მარილი მყიფეა და ჩამოიფშვნება ძლიერი ვიბრაციისას) მაგრამ თანამედროვე ეკონომ და ლედ ნათურები იმდენად არასაიმედოა და იმდენად ძვირი, რომ მათთან შედარებით ალბად ეს ახალი ტექნოლოგია უკეთესი იქნება

Posted by: zuken 16 Jan 2016, 18:58
tb-seli
მარტო ჩინელები აკეთებენ. ხარისხი კი ქვეყნების მიხედვით,

Posted by: gia1970 16 Jan 2016, 20:06
დიოდურები არ მევასება...............................

Posted by: Hermosa 16 Jan 2016, 20:09
თემაა ისეთი პოლიტიკური ქვას ხეთქავს :-))))
რად გვინდა ნათურები გაზზე გადავიყვანოთ ამბობენ გზპრომის გაზზე მაგრად ანათებენო ეგ ნათურები

Posted by: zuken 16 Jan 2016, 20:33
კუჭზე რომელიც გადის, ყველა პოლიტიკურია, ეს კიდო კუჭის ზემოდანაც გადის და ქვემოდანაც. რითი ვერ გაიგეთ ენერგო მაფიოზია ეგ.ხო ხედავთ არც დაბანეს. მაგია ზუსტად ვორნებს და ბანებს რო გირიგებთ და თქვენ კიდევ შაშვებივით ყლაპავთ.

Posted by: narikuda 16 Jan 2016, 20:34
QUOTE (dega @ 16 Jan 2016, 15:14 )
არადა ძალიან ბევრი სიაფანდი ლეგენდებია ამ ახალ დიოდურ ნათურებზე
განსაკუთრებით ის
რომ 5 ჯერ ნაკლები მოხმარება აქვს და ნათებით იგივეს ანათებსო smile.gif
აწერია 20 ვატი და გეუბნება აქვს 100 ვატის ნათებაო
არ უნდა დააფშვნა თავზე ეგრევე?smile.gif))))

ეგრეა. მისაღებ ოთახში მიყენია 9 ცალი 9 ვატიანი დიოდის ნათურა. მწარმოებლის მიხედვით ამან უნდა მომცეს 300 ვატიანი ვარვარის ნათურის ნათება მინიმუმ. იმდენი მაგათი დედა ვატირე რაც 100 ვატიან ვარვარის ნათურაზე მეტს არ იძლეოდესfacepalm.gif

Posted by: maverick25552 16 Jan 2016, 21:06
QUOTE
არადა ძალიან ბევრი სიაფანდი ლეგენდებია ამ ახალ დიოდურ ნათურებზე
განსაკუთრებით ის
რომ 5 ჯერ ნაკლები მოხმარება აქვს და ნათებით იგივეს ანათებსო
აწერია 20 ვატი და გეუბნება აქვს 100 ვატის ნათებაო
არ უნდა დააფშვნა თავზე ეგრევე?


მდაა facepalm.gif

Posted by: gia1970 16 Jan 2016, 21:16
თვალებს მტკენს ეგ დიოდია თუ ტრიოდი
ისევ ძველი ნათურები მირჩევნია

Posted by: donpako007 16 Jan 2016, 23:53
დიოდურ მათურებში არის პლატა და რა დრაივერი აყენია მაგას გააჩნია ზოგს უყენოა

კონდესატორი და ციმციმებს შესაბამისად თვალს ღლის და იაფიც ღირს, უცვლიან კონხესატორ უფრო მაღალ მიკროფარადიანს უყენებენ და ციმციმი ქრება

არის ძვირად ღირებული დიოდური ნათურები რომლესაც ხარისხიანი ტრანსფორმატორი უყენია და ციმციმი საერთოდ არ აქვს, თბილი ნათებითაც არის და ღირს 5 ჯერ ძვირი ვიდრე კონდესატორიანი

ვოტ ტაკ

კარგი ყოველთვის ძვირია

Posted by: ilelagi 24 Jan 2016, 14:45
რა ხდება დღეს ამ ნათურების ბაზარზე?
შემცირდა ფასები?
გაიზარდა ხარისხი?
რომელი ფირმებია სანდო?

იქნებ ვინმემ დაწვრილებით მიმოიხილოს?

Posted by: psyxo 24 Jan 2016, 14:52
dega
QUOTE
ნათურების ეფექტურობის კოეფიციენტი აქამდე 5% იყო, ენერგიის დაახლოებით 95% კი ატმოსფეროში იკარგებოდა. დიოდური და ფლორესცენტული ნათურების ეფექტურობა 14%-მდე აღწევს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ აღმოჩენის წყალობით #ვარვარა #ნათურების ეფექტურობის კოეფიციენტს 40%-მდე გაზრდიან და მისი ნათება და ფერები მეტად ბუნებრივი იქნება.

კვლევის წამყვანმა მეცნიერმა ივან ჩელანოვიჩმა განაცხადა,

ივან ჩელანოვიჩია მანდ მთავარი wink.gif ... კაპანაძის გენერატორსაც მივუერთებთ და აშენდება ლენინის ნანატრი
კომუნიზმი=სოციალიზმს + ქვეყნის ელქტროფიკაცია bis.gif

QUOTE
ადამიანების ნაწილი წუხს იმის თაობაზე, რომ ახალ #დიოდურ ნათურებს ე.წ. „კლინიკის“ ნათება აქვს და მათ ენატრებათ ძველი, თბილი განათება.

წავა ეხლა ამბები....
"ლამპოვი უსილიტელის" მითები რო დადიოდა ერთი ხანობა და სასტავებმა რუსეთში მაგარი მაყუთი აკეთეს(ერთი მათგანი თბილისური სომხური სასტავიც იყო) მოოქროვილი კაბელებით და ათასი თვალში ნაცრის შეყრით "ნოვიე რუსსკიებზე" , რომელთაც ბავშვობაში პრაიგრივატელი "მელოდიაც" რო ენატრებოდათ...

Posted by: chveniani 24 Jan 2016, 14:58
ნუ, ეს ე.წ. 5-ჯერ "უფრო მაგრად ანათებს" - ასე ვთქვათ კონტროლირებად გარემოში.
რელურად "ნათება" შედარებით ნაკლებია ბევრი მიზეზის გამო.

და მეორე.
მანდ "ციმციმის" პრობლემა არ არის. "პრობლემა" LED-ის გამოსხივების სპექტრია - უფრო ვიწრო სპექტრი აქვს, ვიდრე სპირალიან, ჩვეულებრივ ნათურებს.
შესაბამისად, თვალიც სხვანაირად აღიქვამს.

კარგი ხარისხის LED-ბი მართლა კარგად ანათებს.

Posted by: gia1970 24 Jan 2016, 14:59
სასწაულები მოხდება მალე
ჩვენი შვილები მოესწრებიან

Posted by: maxo127 24 Jan 2016, 15:12
არაა სიაფანდი
მე მიყენია ლოჯში 20-ვატიანი, 100-იანივით ანათებს ნამდვილად
მე თვითონ ავაწყე - ვიყიდე კრისტალი, დრაივერი, დავამაგრე დიდ რადიატორზე და მივამაგრე ბრას.
მაგარი ბრუტალი გამოვიდა. ცოლი მეუბნება - სახლია თუ ხადავშიკიო (ხადავშიკი მისთვის რაღაც საწარმოო საამქროს მსგავსია)))

ეფექტურობა ჩემი შეფასებით 30%-ზე ნაკლები არა აქვს, ანუ რასაც ანათებს ორი იმდენს თბება დაახლოებით.
დრაივერზე ბევრია დამოკიდებული. ნათურებში ჩაყენებული პაწია დრაივერები ვერ იქნება კარგი. ან ძალიან ძვირი იქნება. სითბოს გაცემის პრობლემაცაა.
კიდევ ე. წ. ნათების ტემპერატურაზეა - არსებობს თბილი და ცივი ნათების.

Posted by: dega 24 Jan 2016, 15:21
psyxo
QUOTE
წავა ეხლა ამბები....
"ლამპოვი უსილიტელის" მითები რო დადიოდა

ეჭვი გეპარება რომ უკეთესია? smile.gif
maxo127
QUOTE
არაა სიაფანდი
მე მიყენია ლოჯში 20-ვატიანი, 100-იანივით ანათებს ნამდვილად

დარწმუნებული ხართ ? smile.gif
ლუქსმეტრით ნახეთ განსხვავება

Posted by: SUPERTV 24 Jan 2016, 15:41
psyxo
QUOTE
წავა ეხლა ამბები....
"ლამპოვი უსილიტელის" მითები რო დადიოდა ერთი ხანობა

თუ ხმის გამაძლიერებელს გულისხმობ
ლამპაზე გაცილებით უკეთესია, ხარისხიანი,

იგივე ითქმის მიკროფონებზე, ლამპაზე მიკროფონი გაცილებით ხარისხიანია,
უბრალოდ გაცილებით ძვირია ლამპებზე თანამედროვე უსილიწელები და მიკროფონები.

http://www.ebay.com/itm/Neumann-U67-Tube-Microphone-/201506735296?hash=item2eeabcc4c0:g:amkAAOSwa-dWnX9C

Posted by: maxo127 24 Jan 2016, 15:46
dega
ლუქსმეტრი არ მაქვს, ფოტოელემენტით და მიკროამპერმეტრით (ძველი მაგნიტოფონის ჩაწერის ინდიკატორი) გავაკეთე პატარა "ხელსაწყო" და იმით ვზომავდი, მარა რთულია განათების განაწილების გათვალისწინება.

სამაგიეროდ გვერდზე დავუმაგრე 100-ვატიანი ნათურა და ვანთებდი მორიგეობით, ვუყურებდით ლოჯში მაგიდას, აქეთა ოთახიდან ლოჯში განათებას, და ეზოდან ფანჯრის საერთო განათებულობას. 5-6 კაციდან არცერთს არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი განსხვავება.

ერთი კია, რომ განათებულობის აღქმა ლოგარითმულია, უბრალოდ ჩვენი სუბიექტური შეფასებით, ჩვენი აღქმის სიზუსტით, ერთნაირად ანათებდნენ.

მარა ისევ კონსტრუქციაზე: მე 5-ვატიანი ჭაღის ნათურებიც მაქვს, და 4 ეგეთი ნამდვილად არ ანათებს ისე, როგორც 1 ეგ 20-ვატიანი.

SUPERTV
მართალია, ვერცერთი საშუალებით, თანამედროვე მძლავრი პალევიკების ჩათვლით, მაინც ვერ ხერხდება ლამპის ხარისხის მიღება.

აგე ჩინელები რეებს ჩალიჩობენ smile.gif



Posted by: chveniani 24 Jan 2016, 15:53
SUPERTV
QUOTE
http://www.ebay.com/itm/Neumann-U67-Tube-M...mkAAOSwa-dWnX9C


8 კუსოკი უნდა იუზგარს და უფასო შიპინგიც არა აქვს... biggrin.gif

Posted by: SUPERTV 24 Jan 2016, 15:55
chveniani
QUOTE
8 კუსოკი უნდა იუზგარს და უფასო შიპინგიც არა აქვს...

და თან Item condition:Used

Posted by: Ahmed 24 Jan 2016, 15:55
კი მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს დიოდებს .. მაგრამ ყველა დიოდი განა დიოდია ? biggrin.gif biggrin.gif
ჩვენი ბაზარი სავსეა იაფფასიანი ( უხარისხო ) დიოდებით და მათი კვების ბლოკებით .. იმიტომაც იწვება მალე და სიხშირეს ვერიჭერს .
სახლისთვის პირდაპირ შუქისწყაროთ მაინც ( OLED ) დიოდებს გირჩევთ რათქმაუნდა ესენიც დაბალხარისხიანია ანუ იაფი მაგრამ ოლედის დიოდებზე დასხმულია ლუმნესცენტი მასალა რომელიც ასევე ფილტრის მოვალეობას ასრულებს ანუ შედარებით თანაბარ და რბილ შუქს იძლევა . სახლში არიხმაროთ 5600K და ზევით ინტენსიურობის ნათურები ! .. თვალებს დაიღლით პლუს ფერებს აფუჭებს აღქმისთვის რადგან თეთრი სპექტრში მაქსიმუმ 40% ი აქვს დანარჩენი მწვანეა და ლურჯი .. იხმარეთ 3200 და ქვევით OLED პანელები ესეთ ნათურების სპექტრში ცოტაა მწვანე და ლურჯი . პლუს რადგან უხარისხოა თვითონ დიოდები აუცილებლად დააკელით კვების ბლოკზე ვოლტაჟი 12.2 ის ნაცვლად 11 V ი ჯობია მისცეთ უფრო დაბალი ინტენსიურობა ექნება და ექსპლუატაციის ვადაც გაუგრძელდება wink.gif
ვიზუალურად OLED პანელები ესე გამოიყურება ლუმინესცენტი მასალა ასხია ზედ

Posted by: genadi 24 Jan 2016, 15:56
ლუმერი გაყეთ ვატზე და ის არის მისი ეფექტურობის კოეფიციენტი - რაც მაღალი უფრო უკეთესი. 350 მიუღწეველი იდეალური

Posted by: psyxo 24 Jan 2016, 22:34
SUPERTV
QUOTE
http://www.ebay.com/itm/Neumann-U67-Tube-M...mkAAOSwa-dWnX9C

ეგ ვინტაჯია?
67 თუ რაღაც ეგრე გამოშვებული ალბათ სახელურზე ეტყობა
ძალაინ მაგონებს ნოკია, მაცივარ ზილ თუ 32 კგ გირების ამბავს...
ამ შემთხვევაში საგნობრივობა მეტია გამოყენებით ამბავში, ასე თუ ისე მოქმედი, საკმაოდ მაღალი ხარისხის მიკროფონია....

ლამფებიან გამაძლიერებელზეც გაზვიადებულია...
და ჩინელები კი იმიტომ უშვებენ და ძვირად ჰყიდიან რომ არის მოთხოვნა, გაზვიადებული მითების გამო

ვარვარნათურას მეტი ციმციმი აქვს ამ დროს, თუ გამართული ძაბვით არ კვებე

Posted by: nc-tekh 25 Jan 2016, 00:11
QUOTE
წერია 20 ვატი და გეუბნება აქვს 100 ვატის ნათებაო
არ უნდა დააფშვნა თავზე ეგრევე?))))

რატომ? რა შუაშია ვატი ნათებასთან?
ნათება იზომება არა ვატებით არამედ კანდელებით(სანთლებით)
ან ლუქსით
შუქის ნაკადი ლუმენებში----- ეს პარამეტრი არის განათების ძირითადი კომპონენტი იგივე მარგი ქმედების კოეფიციენტი
შუქის ტემპერატურა იზომება კელვინებში
ეხლა განვმარტოთ რა არის ეკონომ ნათურა
თუ 20 ვტ ეს არის ძალიან ისეთი პარამეტრი გაუგებარი ევრო სტანდარტით ნათურა უნდა იყვეს 21 ვტ (იგულისხმება შესაბამისობა )
თორე შეიძლება იყვეს 11 ვტ , 13,ვტ და ასე შემდეგ (ისევ ვიმეორებ სტანდარტით )
თორე 20 ვატიანსაც ამზადებენ ის მიღებულია ნაკლებ განვითარებულ ან რავიცი რაც გინდათ ის ვუწოდოთ მოკლედ (ჩინური პადპოლნი)
ევრო სტანდარტი მწარმოებლებს უწესებს ზღვარს 115% არ უნდა აჭარბებდეს მითითებულ სიმძლავრეს!!!

ეხლა თავად ნათურას მასზე აუცილებლად წერია ლუმინებში გამოსახული ციფრები

VAრვარიანი ნათურა (ვოლფრამიანი ნათურა) ----------- თუ მართლაც შიგ არის ვოლფრამი ეს ნათურა თითქმის ეკონომ ნათურას გაუსწორდება ფასით
და შეიძლება გაასწროს კიდეც, Dრეს ნათურებში გამოიყენებენ პლატინატს (პლატინაში არ აგერიოთ) ვერცხლის მაგივრად მოლიბდენს
ესეთ ნათურებს არ აქვს 2700-3300 К (შუქის ტემპერატურა) 2700-3300 К--ეს პარამეტრი არის ეგრეთ წოდებული თბილი შუქი (ჩვეულებრივი ნათურა)
დღის შუქია 4000-4200 და 5000 არის ცივი შუქი. დამატებით წარმოდგენისთვის ნათელი ლურჯი ცა ეს არის 3000 კელვინი


ეს არის ფილიპსის ნათურა 100 ვატი
General Information
Cap-Base
E27 [ E27]
Operating Position
UNIVERSAL [ Any or Universal (U)]
Nominal Lifetime (Nom)
1000 h
Light Technical
Luminous Flux (Nom)
1340 lm
Color Rendering Index (Nom)
100
Operating and Electrical
Power (Rated) (Nom)
100 W
Voltage (Nom)
230 V
Controls and Dimming
Dimmable
Yes
Mechanical and Housing
Bulb Finish
Clear
Approval and Application
Energy Efficiency Label (EEL)
E
http://www.lighting.philips.com/main/prof/lamps/incandescent-lamps/standard-t-a-e-shape/standard-a-shape-clear/920056544253_EU/product

ეს კიდევ ფილიპსის ეკონომ ნათურა
order code Lamp
Current
(Nom)
Input Frequency Voltage
(Nom)
Wattage
Equivalent
Power
(Rated)
(Nom)
Starting Time
(Nom)
Warm Up
Time To 60%
Light (Max)
Warm Up
Time To 60%
Light (Min)
929689154101 170 50/60 220-240
110 23.0
110 ვატი-------- ეკონომ ნათურას შეესაბამება 23 ვატი
http://download.p4c.philips.com/lfb/c/comf-1403/comf-1403_pss_en_aa_001.pdf
929689154101 1570 1570

ესეიგი ჩვეულებრივ ნათურას აქვს 1340 ლუმინალი 100 ვატზე
ეკონომ ნათურას 1570 ლუმინალი

დანარჩენი თქვენ თვითონ დაითვალეთ

დიოდის ნათურებში უფრო უკეთესი მდგომარეობაა
* * *
QUOTE
ივან ჩელანოვიჩია მანდ მთავარი  ... კაპანაძის გენერატორსაც მივუერთებთ და აშენდება ლენინის ნანატრი
კომუნიზმი=სოციალიზმს + ქვეყნის ელქტროფიკაცია 

გეთანხმები მაგ სირი ღრუსია მთAვარი lol.gif

Posted by: maverick25552 25 Jan 2016, 00:29
QUOTE
VAრვარიანი ნათურა (ვოლფრამიანი ნათურა) ----------- თუ მართლაც შიგ არის ვოლფრამი ეს ნათურა თითქმის ეკონომ ნათურას გაუსწორდება ფასით
და შეიძლება გაასწროს კიდეც, Dრეს ნათურებში გამოიყენებენ პლატინატს (პლატინაში არ აგერიოთ) ვერცხლის მაგივრად მოლიბდენს
ესეთ ნათურებს არ აქვს 2700-3300 К (შუქის ტემპერატურა) 2700-3300 К--ეს პარამეტრი არის ეგრეთ წოდებული თბილი შუქი (ჩვეულებრივი ნათურა)
დღის შუქია 4000-4200 და 5000 არის ცივი შუქი. დამატებით წარმოდგენისთვის ნათელი ლურჯი ცა ეს არის 3000 კელვინი

ეს აბზაცი შესასწორებელია
3000 კელვინი არის ვარავარების ნათურა
4000 კელვინი ფლუირესცენტიული ნათურების ნათება
6000 კელვინი დღის შუქი
ხოლო 6000-სს ზემოთ უკვე თეთრი დღის შუქი გადადის ლურჯ ნათებაში
ისე კინოინდუსტრიაში გამოიყებბა სწორედ :

Color Temperature : 6000 Kelvin

Posted by: dega 25 Jan 2016, 00:48
nc-tekh
QUOTE
ნათება იზომება არა ვატებით არამედ კანდელებით(სანთლებით)
ან ლუქსით

მართლა???
ეს რა გავიგე

Posted by: nc-tekh 25 Jan 2016, 00:55
კარგია თუ გაიგე აბზაცის შესწორებაში ვერ დაგეთანხმები რადგანაც რაც მიჭერია იმას მეთანხმები და რა შევასწორო? არ მინდა შენთAნ სპორი სილკები დავდე თუ სურვილი გაქვთ წაიკითხე თუარადა შენი საქმისა შენ იცი

Posted by: dega 25 Jan 2016, 01:00
nc-tekh
სხვა რამეს ნიშნავ და სხვა რამეს პასუხობ
დონეობას თუ ამტკიცებ ეგ სხვა თემაა
რაც დავწერე ის სიმართლეა და შნ რაც დაწერე ის არანაირ კავშირში არაა

Posted by: maverick25552 25 Jan 2016, 01:02
QUOTE
კარგია თუ გაიგე აბზაცის შესწორებაში ვერ დაგეთანხმები რადგანაც რაც მიჭერია იმას მეთანხმები და რა შევასწორო?


QUOTE
დამატებით წარმოდგენისთვის ნათელი ლურჯი ცა ეს არის 3000 კელვინი


Posted by: nc-tekh 25 Jan 2016, 01:06
სხვას რას ? შენ გაინტერესებდა ეს :
QUOTE
წერია 20 ვატი და გეუბნება აქვს 100 ვატის ნათებაო
არ უნდა დააფშვნა თავზე ეგრევე?))))

მე კიდე გაგეცი პასუხი რომ თუ ნორმალურ ნათურას იყიდი სავსებით მართალია 20 ვატიას ხარჯზე მიიღებ იგივეს რასაც 100 ვატის ხარჯზე
არა მგონია ის შენი რუსი მეცნიერი ევროპაზე გათვითცნობიერებული იყვეს რომ ხმარებიდან ამოიღეს ვარვარიანი ნათურები რაც შეეხება გამოგონებას ეს ჯერ იდეა ექსპერიმენტია და მოხმარებაში როგორ იქნება არავინ იცის
რა დონეობას ვამტკიცებ?
მე ის მაგალითი მოვიყვანე რა არის ამ წუთAს და არა ის რა იქნება აი რომ იქნება მერე დავილაპარაკებ იმაზე თუ რა არის

Posted by: dega 25 Jan 2016, 01:10
ახლა მომისმინე პროფესორ
QUOTE
რატომ? რა შუაშია ვატი ნათებასთან?
ნათება იზომება არა ვატებით არამედ კანდელებით(სანთლებით)
ან ლუქსით

ეს რა საჭირო იყო
სად დავწერე
QUOTE
მე კიდე გაგეცი პასუხი რომ თუ ნორმალურ ნათურას იყიდი სავსებით მართალია 20 ვატიას ხარჯზე მიიღებ იგივეს რასაც 100 ვატის ხარჯზე

მაგაზე დავწერე და დაგენიძლავები ახლავე ამ წუთს
ხვალვე ვიყიდოთ და შევადაროთ ლუქსმეტრით
შენ იყიდე 20 ვატიანი
ოღონდ სანაძლეო

მე კიდევ 100 ვატის
მოსულა???

Posted by: nc-tekh 25 Jan 2016, 01:14
smile.gif))))))))))) არ ავრ საქართველოში მე ფილიპსის ოფიციალური ტექნიკური მაჩვენებლები დავდე (ოფიციალური ესეიგი დინ სტანდარტით მინიჭებული და ევრო ტექნიკური კომისიით დაგენილი
რაც შეეხება კანდელებს და ლუხსებს ეს შენ არა მე დავწერე და იმის ასახსნელად რომ ვატი არ არის კავშირში სინათლის ნათებასთან

Posted by: dega 25 Jan 2016, 01:18




QUOTE
არ ავრ საქართველოში

აუფ
ასეც ვიცოდი
QUOTE
რაც შეეხება კანდელებს და ლუხსებს ეს შენ არა მე დავწერე და იმის ასახსნელად რომ ვატი არ არის კავშირში სინათლის ნათებასთან

რაც მელაპარაკები
ფილიპსში ხომ არ მუშაობ??

Posted by: nc-tekh 25 Jan 2016, 01:20
QUOTE
ახლა მომისმინე პროფესორ

რაც შეეხება ამას რადგან პმ გაგიტარე თავს ნუ აძლევ ზედმეტს აკი გითხარი სპორი არ მინდა მეთქი თAვი გამანებე ამას შენს გარდა სხვაც კითხულობს და რამეში გამოადგება
არა ფილიპსში არ ვმუშაობ, ჰონიველში

Posted by: აშკარა 25 Jan 2016, 01:22
dega
QUOTE
ხვალვე ვიყიდოთ და შევადაროთ ლუქსმეტრით
შენ იყიდე 20 ვატიანი
ოღონდ სანაძლეო


ყველაფერი ობიექტურად რომ ჩატარდეს....

ლუქსმეტრი ჩემი,

კალიბრირებული მაქვს yes.gif

Posted by: dega 25 Jan 2016, 01:23
nc-tekh
პმ უარესს მიიღებ როცა
QUOTE
ის შენი რუსი მეცნიერი

ასეთებს დაწერ უცხოეთში მცხოვრებო მოძღვარო yes.gif
..\
აშკარა
არ შეგიდარებია არასდროს?smile.gif
20 სადღაც 60 -ს უტოლდება
100-ს ვერა
აქ კიდევ მაღაზიებში გამრავლებული 7 ზე უწერიათ და აბოლობენ მყიდველს
მაგაზე მქონდა საუბარი დააფშვნა უნდა თავზე ტყუილისთვის მეთქი

Posted by: nc-tekh 25 Jan 2016, 01:29
ეს კიდევ ცხრილი შესადარებლად ისევ ვამბობ თუ საქართველოში უხარისხო ნათურაა ეს ბევრს არ ნიშნავს

Posted by: აშკარა 25 Jan 2016, 01:34
dega
QUOTE
არ შეგიდარებია არასდროს?
20 სადღაც 60 -ს უტოლდება
100-ს ვერა


რა გითხრა დეგა,

მართალი ხარ თავისებურად,

მეც ეგრე ცხრილებით და მონაცემებით დავგეგმე სახლში განათებები.

და ბევრი იაღლიში მომივიდა ზოგიერთ ოთახში.

მერე კიდევ კაი გვარიანი ხარჯი მომიწია, სასურველი განათებები რომ მიმეღო.

Posted by: aivenho 25 Jan 2016, 01:40
ოხ ვერ ელევა ეგი ილიჩს biggrin.gif
.

Posted by: nc-tekh 25 Jan 2016, 01:43
არა ძამა თუ სურვილი გაქვს გამოგიგზავნი ნათურას და ნახე 1430 ლუმინალი ექნება მაქ ბევრი ფაქტორი მუშაობს უბედურება ისსაა რომ საქართველოში სპეციალისტები აღარ დარჩნენ ვინც ამას აგიხსნის მეც ეს ზოგადად ვიცი იმიტომ რომ განათება ძირითადი ჩემი სპეციალობა არ არის უბრალოდ შეხება მაქვს
და ეს ნათურა გაანათებს

ეხლა აგიხსნი თუ როგორი უნდა იყვეს კარგი ნათურა როგორც კი ჩართავ უნდა აინთოს 60% ით და რამდენიმე წუთის შემდეგ 100% ხვალ დავუკავშირდები სპეციალურად ფილიპსის გაყიდვების მენეჯერს იქნებ დავადგინო საქართველოში რას აგზავნიან და საიდან ცნობისთვის მაგალითად მაქსუსის ნათურა საბითუმო ფასია 2,50 $ აქედან ივარაუდეთ ეს ყველაზე დაბალ ხარისხიანი ნათურაა თუმც საქართველოს ბაზარზე 1 წლის უკანდელი ვერცერთი ნათურა ვერ მიედრებოდა.

Posted by: dega 25 Jan 2016, 01:54
QUOTE
საქართველოში უხარისხო ნათურაა ეს ბევრს არ ნიშნავს

საბჭოეთის დამზადებულებია ალბათ და ამიტომ არ ვარგა
facepalm.gif
თბილისის ფორუმზე ვართ და რაც საქართველოშია იმაზე გვაქვს საუბარი
თორემ დიდი პროფესორობა არ უნდა და არც განათების სპეციალისტობა მაგას.....
უხარისხობის და ტყუილების ბუმია აქ
და მაქ რაც ხდება როგორია და ასე შემდეგ ეგ სულ არ გვაინტერესებს
აქ ნათურას მყიდველს ნუ სთხოვთ ნათურის ყიდვის დროს ამპერმეტრით სირბილს


Posted by: mamukap 25 Jan 2016, 01:56
ვერ გავიგე, დღევანდელ დღეს ვინმეს ტყუილი კიდევ უკვირს?
სიმართლის მთქმელი მაკვირვებს,თორემ ტეევიზიით თუ მობილურში შეომსული სმს-ებით სავსეა ტყუილებით, სიმართლე არსაიდან არ ისმის!!!

Posted by: ქართლოსი 30 Jan 2016, 10:57
zuken
QUOTE
ეხლა მაქვს ფრანგულები და ისეთი ეფექტი აქვს როგორიც ნამდვილ ვოლფრამს, თან ხუთ წლიანი გარანტია.



სად იყიდება ეგ ნათურები?

Posted by: ЧАЭС 9 Oct 2019, 22:38
ამ ერთი კვირის უკან მთელ სახლში დავაყენე LED ნათურები და პრინციპში ძალიან კმაყოფილი ვარ. თითო ნათურაში 5, 50 ლარი გადავიხადე.

Camelion-ის ფირმის 11 ვატიანი ნათურა, რომელსაც შედარებისთვის აწერია რომ ანათებს როგორც 80 ვატიანი ვარვარა ნათურა, რაც ნამდვილად შეესაბამება. ნუ თვალით რასაც ვხედავ იმას ვამბობ თორე რაიმე ხელსაწყოთი კი არ გამიზომია სინათლის სიძლიერე. ნათურას არ აღენიშნება ციმციმი და პულსაციები რაც მეტ-ნაკლებათ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტელეფონის კამერის საშუალებით. ხოლო რაც შეეხება მწარმოებლის მეირ დაწერილ 11 ვატს, სინამდვილეში მოიხმარს დაახლოებით 7 ვატამდე! ანუ გადავამოწმე ამპერმეტრის საშუალებით და ეგრეა. გარანტია მოყვა 2 წლიანი! გარდა მაგისა, LED ნათურები ექვემდებარება რემონტს განსხვავებით ვარვარა ნათურებისგან, რომლებიც კი ღირს 10 ჯერ უფრო იაფი, მაგრამ 10 ჯერვე უფრო მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს და 10 ჯერ უფრო ნაკლებად საიმედოა!


მოკლედ, მე ერთმნიშვნელოვნად რეკომენდაციას ვუწევ LED ნათურებს up.gif

Posted by: UMTS 13 Oct 2019, 00:52
QUOTE
თითო ნათურაში 5, 50 ლარი გადავიხადე.

რა ამბავია
3 ლარი ღირს ხოლმე

Posted by: ЧАЭС 13 Oct 2019, 03:09
UMTS
QUOTE
3 ლარი ღირს ხოლმე



3 ლარიანებიც შეიძლება ირის LED ნათურები დაბალვატიანები, მაგრამ ზუსტად მაგნაირი როგორიც ფოტოზეა სად ნახე 3 ლარად? spy.gif

Posted by: UMTS 13 Oct 2019, 14:51
ЧАЭС
შენ არ თქვი ეგეც დაბალვატიანიაო? smile.gif
დომინოში იყო 3 ად

Posted by: ЧАЭС 13 Oct 2019, 17:01
UMTS
QUOTE
შენ არ თქვი ეგეც დაბალვატიანიაო?


მე ის ვთქვი რომ მწარმოებელი რასაც აწერს ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სინამდვილეს. არის ზოგიერთი ისეთი ბრენდის რომელიც არ იტყუება , მარა იმათი ფასიც გაცილებიც მეტია...


QUOTE
დომინოში იყო 3 ად


ზუსტად მაგნაირითქო? 2 წლიანი გარანტიით და რამე? დომინოს საიტს გადავხედე და ვერსად ვერ ვნახე 3 ლარად ამნაირი ნათურა.


მასე ალიექსპრესიდანაც გამოწერ 1 დოლარად ჩინურ ნაგავს, რომელსაც ბუნებრივია არანაირი გარანტია არ მოყვება და სამი თვეც თუ გაძლო ეგეც კარგია

Posted by: UMTS 13 Oct 2019, 22:28
ЧАЭС
შეიძლება აქცია იყო მაშინ

Posted by: ElGeorgia 13 Oct 2019, 23:36
QUOTE
რომ ვარვარა ნათურის სპირალის სპეციალური კრისტალური სტრუქტურით დაფარვა

user posted image
ეს ყვითელი კრისტალის მსგავსი ნივთიერება რომ აქვს შემოკული სპირალს, ამაზეა საუბარი ნეტავ? გატეხილ ნათურაში გავსინჯე და ძალიან ადვილად ტყდება ეგ მასალა.

Posted by: ЧАЭС 14 Oct 2019, 00:07
ElGeorgia

ეგეც შუქდიოდებია, ოღონ ეგეთი ფორმის. ედისონის ნათურას ეძახიან თუ არ ვცდები.


Posted by: machaxela 15 Oct 2019, 22:03
QUOTE
მე არ მითარგმნია
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
აგერ ნათურა ლაივში
რომელიც ანათებს უკვე 110 წელია და არ დამწვარა
http://www.centennialbulb.org/cam.htm

რამდენჯერ გაითიშა ამ 110 წლის განმავლობაში იცის ვინმემ? და თუ არასოდეს გათიშულა კიდევ იმუშავებს 100 წლიწადს.

Posted by: procesora 15 Oct 2019, 23:10
QUOTE
შეიძლება ვარვარების ნათურები, დიოდურზე ეფექტური გახდეს

რაც შეეხება თემის სათაურს... ვარვარების ნათურა ბევრად ეფექტურია თუმცა დენსაც წვავს... wink.gif

ხოლო რაც შეეხება დიოდურ ნათებას, ნუ ახდენთ შედარებას აქ ქართულ ბაზარზე შემოყრილ უვარგის დიოდურ ნათურებთან, თუმცა ხარისხიანებიც იყიდება შესაბამის ფასად და უფრო ძვირი ღირს ვიდრე თუნდაც 2...3 ლარიანი დიოდური ნათურები.... არც 4...8 ლარიანი დიოდური ნათურები ვარგა რამედ... (ჩვეულებრივ სტანდარტული რეზბიან დიოდურ ნათურებზე მაქვს საუბარი სტანდარტურ რეზბიან ვარვარების ნათურებს რომ გავს ფორმით...) კარგი ხარისხიანები რაც მინახია ფილიპსებია და ძვირი ღირს... 10..15 ვატიანების ფასი მერყეობს 12...15 ლარის ფარგლებში... შეიზლება ეხლა გააძვირეს კიდეც არ ვიცი ...
ეხლა ვიღაცამ რაღაც უბრალო ფირმის იყიდა 4 ლარად და ასეთებზე ნუ აკეთებთ შედარებებს...
პირადად მე თბილ ნათებას ვიყენებ ამ ცივ ნათებაზე თვალებს მტკენს ხოლმე...




QUOTE
აგერ ნათურა ლაივში
რომელიც ანათებს უკვე 110 წელია და არ დამწვარა
http://www.centennialbulb.org/cam.htm

ვარვარების ნათურა შექმნა ედისონმა და არანაირი ილიჩი და სტალინი კიდე... biggrin.gif . ედისონი იყო ბიზმესმენი და უშვებდა ამ ნატურებს, ბიზნესი ჰქონდა კაცს აწყობილი, ნათურებსაც ისე უშვებდა და ყიდდა რომ მაქსიმუმ 2-3 კვირაში იწვოდა და ესეც ასაღებდა და ასაღებდა.... biggrin.gif სანამ არ გამოჩდა ტესლა და ჩაუგდო ბიზნესი. ტესლამ გაუმჯობესა ეს ედისონის ნათურა და გააკეთა ისე რომ არ იწვოდა ვარვარების ძაფი ამ მინის კოლბაში.....და ამის გამო გადაეკიდა ედისონი ამ ტესლას რადგან ფაქტიურად მის ბიზნესს ერხეოდა, ხალხი რატომ იყიდდა კიდე ნატურებს თუ არ გადაიწვებოდა?... biggrin.gif ასე რომ საერთო ჯამში ტესლამ ბევრი რამ გაუმჯობესა თუმცა ვინ გაითვალისწინა მისი ნაშრომები, ეგ ნათურაც ტესლას პრინციპით არის გაკეთებული და დღესაც ანთია.... თუმცა ედისონის ნათურები დღესაც ძველი პრინციპებით კეთდება თუმცა ცოტა გაუმჯობესებული მეთოდით... 2-3 კვირაში არა მაგრამ 2-3 თვეში მაინც იწვება ზოგი ამდენხანსაც ვერ ქაჩავს.... wink.gif

Posted by: kanian_U 15 Oct 2019, 23:28
თემას გადავხედე და რამდენს ეშლება ლედი და cfl
2 წელი და 5 თვეა რაც სახლი მთლიანად გავალედე ფილიფსის და ოპლეს ნათურებით, დღემდე უპრებლემოდ მუშაობენ და ისეთი სიმძლავრით ანათებენ როგორიც უწერიათ.

Posted by: procesora 15 Oct 2019, 23:34
QUOTE
2 წელი და 5 თვეა რაც სახლი მთლიანად გავალედე ფილიფსის და ოპლეს ნათურებით

ფილიპსები მაქვს მეც მეხუთე წელია რაიონში საკუთარ ორსართულიან სახლში. .... ყველა ანთია და ჯერ არცეთი დამწვარა..... დენის მოვარდნის პრობლემაც არ მაქვს ძაბვის ამპლიტუდაზე დაცვა მიყენია, რამდენიმე ადგილას დავაყენე ცოტა იაფიანი და ზოგმა წელიც ვერ გაქაჩა და ზოგი წელიწად ნახევარში მაინც გადაიწვა, ფილიპსები მეხუთე წელია ანთია.
გარდა ამისა ფილიპსის 10.5 ვატიანი ნათურა რომ შევადარე დაახლოებით იგივე სიმძლავრის თუნდაც 15 ვატიან სხვა ფირმის ლედ ნათურას.... განათებაც უკეთესი აქვს და ფერიც....

Posted by: ЧАЭС 16 Oct 2019, 02:03
ჩემი აზრით ისეთი LED ნათურები რომელთაც მწარმოებელი მინიმუმ 1 წლიან გარანტიას აყოლებს თამამად შეიძლება მათი ყიდვა. 1 წელიც რომ იმუშაოს მაინც ღირს. თავის ფასსაც ამოიღებს და დიდ ეკონომიასაც მოგცემს. ვარვარების ნათურის ყიდვა მგონი აღარც ღირს დღევანდელ დროს. დენის ეკონომიას რომ თავი დავანებოთ, ძალიან მალ-მალე იწვებიან. 3 და 4 თვე კი არა ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ სულ ახალი ნათურა დამიყენებია და ეგრე გადამწვარა პირველივე ანთებაზე. მერე კიდე თვითონ პატრონებსაც(ნათურის ბუდე) აფუჭებენ, წვავენ შიგნეულობას. ზაფხულში როცა ცხელა ოთახში კიდევ უფრო უარესი ხდება მაგ ნათურას რომ აანთებ, ფეჩივითაა იმდენ სითბოს გამოყოფს smile.gif

procesora
QUOTE
პირადად მე თბილ ნათებას ვიყენებ ამ ცივ ნათებაზე თვალებს მტკენს ხოლმე


ცივ ნათურებსაც გააჩნია 6500K არის ძალიან ცუდი, თეთრიდან მოლურჯო ფერში გადადის უკვე და ძალიან არასასიამოვნო გარემოს აყენებს ოთახში. 4500K ნეიტრალური თეთრი ფერიაო ამბობენ თუმცა მე არ მიცდია ოთახში. ბოლო ჯამში 3000 K ფერზე შევაჩერე არჩევანი. ანათებს თითქმის ისეთივე განათებით როგორც ჩვეულებრივი ვარვარების ნათურა. მაინც ჩვეული ფერია smile.gif

kanian_U

QUOTE
2 წელი და 5 თვეა რაც სახლი მთლიანად გავალედე


გადასახადი რამდენად შეგიმცირდა ყოველთვიურად? მე ახლა რო დავთვალე რას რამდენი წვავს სახლში, დაახლოებით 50 % ვარვარების ნათურებზე მოდის. smile.gif

Posted by: kanian_U 16 Oct 2019, 05:18
procesora
ეხლა გამახსენდა რო 1 დამეწვა ოღონდ ახალი ნათების ბრენდის იყო, ანუ ჩინური, ზუსტად ორი წელი იმუშავა, არც მეტი არც ნაკლები მაგრამ არ ვარ უკმაყოფილი, საკმაოდ იაფი გადავიხადე, ისეთი სიმძლავრით და ტემპერატურით ანათებდა ბოლო დღემდე როგორც არეკლამებდნენ.
ახალ ნათებაში ვიყიდე ფილიფსები და სხვაგან არც მიძებნია, არის რამე უკეთესი მაღაზია სადმე? ფასს ვგულისხმობ პირველ რიგში და კარგი ბრენდებიც რომ იყოს, ფილიფსი, ოპლე, ოსრამი.
ЧАЭС
გამინახევრა ზუსტად


მოკლედ დროა ლედებზე გადავიდეს ყველა, თითოეული ოჯახი ხო მოიგებს ამით და ქვეყანა უზარმაზარ თანხებს დაზოგავს ელ ენერგიის იმპორტის შემცირებით, თან როცა მოთხოვნა გაჩნდება და გაცილებით დიდი რაოდენობით შეუკვეთავენ შემონტანები მწარმოებლებს, უფრო იაფად იყიდიან ადგილზე, ტრანსპორტირებაც შესაბამიშად ნაკლები დაუჯდებათ თითო ნათურაზე და საბოლოოდ ბევრად იაფი გახდება ლედ ნათურა ვიდრე დღეს არის, თორე აბა ეხლა რაც ხდება ტილაობაა.

Posted by: procesora 21 Oct 2019, 17:01
QUOTE
ეხლა გამახსენდა რო 1 დამეწვა ოღონდ ახალი ნათების ბრენდის იყო, ანუ ჩინური,

მე გამოვწერე ამაზონიდან ადრე, მომიწია გამბაჟება ცალკე წონა მაგრამ მაინც იაფი დამიჯდა ვიდრე აქ მაღაზიას ჰქონდა.
1$-იანი ფილიპსებიც კი ვნახე ამაზონზე მაგრამ არ ვენდე, ან ტუფტა იქნებოდა ან გადამაგდებდა სელერი.
ყუთით გამოვწერე, ცალი სადღაც დაჯდა თავის წონიან გამბაჟებიანა 16..17 ლარი, მაშინდელ ფასს გეუბნები, 5 წლის უკან კი არა მგონი ცოტა უფრო ადრე იყო, აქ კიდე ახალ ნათებაში ზუსტად მსგავსი ღირდა 30 თუ 32 ლარი აღარ მახსოვს ზუსტად..... ეხლა უფრო იაფადაც დაითრევ ფილიპსებს ეტყობა დროთა განმავლობაში მსოფლიო უფრო გადადის ამ ლედებზე ფასებიც უფრო ქვემოთ ჩამოდის, თუმცა ხარისხიანი ბრენებს მაინც ცოტა მაინც მაღალი ფასები აქვს....
ფილიპსების ნატურები რომ შევადარე ჩვეულებრივებს უფრო მძიმეც არის და ძირი ცოკოლიდან შუშის ძირამდე ალუმინია და არა პლასმასი... გაგრილებაც უფრო უკეთესია და განათების ხარისხზე აღარაფერს ვამბობ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)