SpringtimeOfYouthახლა ვნახე შენი პოსტი
მოტორჰედი მიჩნეულია როგორც მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი. ლემი ყოველთვის ამბობდა რომ მოტორჰედი როქ ენ როლს ასრულებდა, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მსმენელის ობიექტურ შეხედულებას ჯგუფის სტილთან დაკავშირებით. მოტორჰედმა დიდი როლი ითამაშა მეტალის განვითარებაში, განსაკუთრებით კი სპიდ და თრეშ მეტალის წარმოქმნაში. ჯგუფმა მეტალში პანკის ელემენტები შემოიტანა, რაც უფრო მეტ ენერგიას და უფრო სწრაფ მუსიკას ნიშნავდა - გიტარის სწრაფი სოლოებით და დრამის უწყვეტი, ენერგიული რითმით. ასევე აღსანიშნავია რომ მოტორჰედი ერთერთი ყველაზე ხმამაღლა შემსრულებელი ჯგუფი იყო და მიღწეული 130 დეციბელით რეკორდსაც ფლობდა, რომელსაც ახლა ჯგუფი მენოვარი ფლობს. მოტორჰედი ადრეულ წლებიდანვე გამორჩეული იყო მის ძველ მსმენელებში ლეგენდად ქცეული ლაივებით, მაგრამ მათი დეციბელის რაოდენობა ცნობილი არაა.
მოტორჰედი NWOBHM-ის ანუ ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის ნაწილი იყო. ეს იყო ერთერთი უდიდესი მუსიკალური ტალღა რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მეტალის სხვადასხვა ჟანრების ჩამოყალიბებაში. მას მიეკუთვნებიან ისეთი ბენდები, როგორიცაა აირონ მეიდენი, იუდას პრისტი, ვენომი, საქსონი, დეფ ლეპარდი, დაიმონდ ჰედი, ენჰელ ვიჩი, რეივენი, სქულგელი და ა.შ.
მიმაგრებული სურათი