Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დღეიდან ვიწყებთ გამკაცრებული წესებით ცხოვრებას


Posted by: ხორხე 19 Aug 2013, 08:01
ესეიგი დაახლოებით ერთი თვეა რაც მოდერი ვარ და აქამდე არცერთი ვორნი არ გამიცია

მაქსიმალურად ვცდილობდი უშინაარსო თემის დახურვას, ფლუდერების სიტყვიერი გაფრთხილებით გაჩერებას

მოკლედ, დღეიდან ნებისმიერი ფლუდინგი (ჩეთი) დაისჯება ვორნით, გაგრძელების შემთხვევაში იუზერი მიიღებს ბანს

ასევე დაიხურება თემა სადაც არ იქნება მითითებული

* თემას ხსნის დამსაქმებელი
1. დამსაქმებლის საქმიანობის სფერო
2. დამსაქმებლის მიერ განხორციელებული პროექტები
3. სამუშაო პოზიციის აღწერილობა
4. მოთხოვნები პოტენციური დასაქმებული მიმართ
5. შესაძლო შრომის ანაზღაურება
6. ყველა ის დამატებითი ინფორმაცია, რაც დაეხმარება სამსახურის მაძიებელს, იმაში რომ წარმოდგენა შეექმნას ამ კონკრეტული ვაკანსიის შესახებ

* თემას ხსნის დასაქმების მსურველი
1. დასაქმების მსურველის შესაძლებლობები
2. მისი განათლება
3. სად ისურვებს მუშაობას
4. სავარაუდო შრომის ანაზღაურება
5. ყველა ის დაატებითი ინფორმაცია, რაც დაეხმარება დამსაქმებელს წარმოდგენა შეექმნას დასაქმების მსურველზე

ამ თემას დავტოვებ აუპინავს უფრო რომ ნახოთ

იმედია გაგებით მოეკიდებით ჩემს წამოწყებას smile.gif

დასიჯება ასევე უშინაარსო თემის გამხსნელიც

მოკლედ ეცადეთ მაქსიმალურად ახლოს იყოთ საქმესთან, სხვა შემთხვევაში მოგიწევთ გაზრდილი ფლუდკონტროლით ცხოვრება

ასევე, დავამატებ რომ შემოტავაზებულ ვაკანსიებზე ხშირად არის ხოლმე კრიტიკის პოსტები, რაც ავტომატურად აფერხებს დასაქმების პროცესს, მსგავს კომენტარებზე გავცემ ვორნს

მარტივია - გაწყობს ვაკანსია, ეხმაურები. არ გაწყობს - ტოვებ თემას უკომენტაროდ

Posted by: laff 19 Aug 2013, 08:58
up.gif

Posted by: mettalmag 19 Aug 2013, 10:08
ხორხე
QUOTE
5. შესაძლო შრომის ანაზღაურება

ეს რომ აუცილებელი პირობა იყოს შეიძლება ?
დაახლოებით მითითება მაინც
ჩემი პერსონალური თხოვნა იქნება და დარწმუნებული ვარ ყველა ამ განყოფილების იუზერი დამეთანხმება
მადლობა ♥

Posted by: ხორხე 19 Aug 2013, 10:25
mettalmag
QUOTE
ეს რომ აუცილებელი პირობა იყოს შეიძლება ?
დაახლოებით მითითება მაინც
ჩემი პერსონალური თხოვნა იქნება და დარწმუნებული ვარ ყველა ამ განყოფილების იუზერი დამეთანხმება
მადლობა ♥


დაახლოებით მითითება აუცილებლად

მაგრამ ზუსტად არავინ არ მიუთითებს

ყველაფერი დამოკიდებულია დასასაქმებელის კვალიფიკაციაზე

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: mettalmag 19 Aug 2013, 10:58
ხორხე
QUOTE
დაახლოებით მითითება აუცილებლად

მაგრამ ზუსტად არავინ არ მიუთითებს

ყველაფერი დამოკიდებულია დასასაქმებელის კვალიფიკაციაზე

ეს რათქმაუნდა
ზუსტად მითითება სისულელეა

კიდევ ერთი შეკითხვა/შემოთავაზება, ბევრი ვაკანსია იდება განსახილველად, ის მაგალითად ბოლოს, რომ დახურე ჯობსგეს ბუღალტერი 150 ლარად : /
მსგავსი თემების გაერთიანება არ იქნება უფრო ეფექტური ?

Posted by: ხორხე 19 Aug 2013, 11:03
mettalmag
QUOTE
მსგავსი თემების გაერთიანება არ იქნება უფრო ეფექტური ?


იდეაა

up.gif

ერთი თემა გავხსნათ დასაქმების საიტების მარაზმების შესახებ და იქ ვწეროთ smile.gif

ავპინავ თან იმას

Posted by: Raycher 19 Aug 2013, 11:03
user.gif ტოლკო ზა!


Posted by: mettalmag 19 Aug 2013, 11:30
ხორხე
QUOTE
ერთი თემა გავხსნათ დასაქმების საიტების მარაზმების შესახებ და იქ ვწეროთ

მშვენიერი, გასუფთავდება აქაურობა ნელნელა ის ძველი თემებიც გაიფილტრება
და ადამიანს ვინც ინფორმაციისათვის შემოდის აქ სასურველ შედეგს მიაღწევს იქნება ის დამქირავებელი თუ პოტენციური დაქირავებული ვოტ

Posted by: stelss93 20 Aug 2013, 11:27
ხორხე
ცოტა დავიანებული, მაგრამ ძალზე სწორი გადაწყვეტილებაა,
არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლის განუსაზღვრელი კრიტიკა და გინება დასაშვები უნდა იყოს, რომ საერთოდ შემდეგში არ გაბედონ ვაკანსიების მაძიებელთა და სხვა დასაქმებულებისთვის შეურაცმყოფელი და დამამცირებელი ვაკანსიების და მოთხოვნების გამოქვეყნება.

Posted by: elenelene 20 Aug 2013, 14:16
ხორხე
QUOTE
* თემას ხსნის დამსაქმებელი
1. დამსაქმებლის საქმიანობის სფერო
2. დამსაქმებლის მიერ განხორციელებული პროექტები
3. სამუშაო პოზიციის აღწერილობა
4. მოთხოვნები პოტენციური დასაქმებული მიმართ
5. შესაძლო შრომის ანაზღაურება
6. ყველა ის დამატებითი ინფორმაცია, რაც დაეხმარება სამსახურის მაძიებელს, იმაში რომ წარმოდგენა შეექმნას ამ კონკრეტული ვაკანსიის შესახებ

კაია up.gif

Posted by: დიაბლო 21 Aug 2013, 22:52
up.gif

Posted by: ხორხე 23 Aug 2013, 11:53
ასევე, დავამატებ რომ შემოტავაზებულ ვაკანსიებზე ხშირად არის ხოლმე კრიტიკის პოსტები, რაც ავტომატურად აფერხებს დასაქმების პროცესს, მსგავს კომენტარებზე გავცემ ვორნს

მარტივია - გაწყობს ვაკანსია, ეხმაურები. არ გაწყობს - ტოვებ თემას უკომენტაროდ


Posted by: NewsAvatar 23 Aug 2013, 13:53
ხორხე
ვერ დაგეთანხმები რამოდენიმე პუნქტში, კონკრეტულად ჩემი განცხადებიდან გამომდინარე, რის გამოც http://forum.ge/?f=34&showtopic=34563562 წენით არ მწყენია და არც გული მტკენია biggrin.gif მაგრამ ვფიქრობ რომ არასწორად აწესებ ამ მოთხოვნებს.
QUOTE
* თემას ხსნის დამსაქმებელი
1. დამსაქმებლის საქმიანობის სფერო
2. დამსაქმებლის მიერ განხორციელებული პროექტები
3. სამუშაო პოზიციის აღწერილობა
4. მოთხოვნები პოტენციური დასაქმებული მიმართ
5. შესაძლო შრომის ანაზღაურება
6. ყველა ის დამატებითი ინფორმაცია, რაც დაეხმარება სამსახურის მაძიებელს, იმაში რომ წარმოდგენა შეექმნას ამ კონკრეტული ვაკანსიის შესახებ

ჩემს შემთხვევაში - დამსაქმებლის მიერ განხორციებული პროექტებში რა იგულისხმება? - როგორ გახსნა ჩემმა ძმამ მაღაზია და რამდენი ფული ჩადო? რამ მოგება მოუტანა მას და ქვეყნის ბიუჯეტს? რის შედეგადაც პენსიები დარიგდა... თუ რა პორექტი უნდა განეხორციელებინა მცირე ბიზნეს შემთხვევაში??
ჩემს შემთხვევაში - შესაძლო შრომის ანაზღაურება არ წერენ განცხადებებში, ყველამ იცის რომ სტანდარტულად სურსათი მაღაზიაში, გამყიდველს 10 ლარიდან 20 ლარამდე აქ დღიური ანაზღაურება. ხოდა კონკრეტულად განსაზღვრავს და მოილაპარაკებს ერთმანეთში დამსაქმებელი და დასაქმებული.
მემგონი კანონი არ ავალდებულებს მცირე ბიზნესის წარმომადგენელს ფიქსირებული ხელფასი გამოაქვეყნოს, ეს ხომ კანონით არაა განსაზღვრული? ეს ხომ საჯარო სამსახური არაა.
ჩემს შემთხვევაში - რა აუცილებელი აპლიკაცია შეავსოს სრულყოფილად?
წერია ნომერი და დაინტერესებული პირი ასედაც დარეკავს და ისედაც!
* * *
QUOTE
ასევე, დავამატებ რომ შემოტავაზებულ ვაკანსიებზე ხშირად არის ხოლმე კრიტიკის პოსტები,რაც ავტომატურად აფერხებს დასაქმების პროცესს, მსგავს კომენტარებზე გავცემ ვორნს

მარტივია - გაწყობს ვაკანსია, ეხმაურები. არ გაწყობს - ტოვებ თემას უკომენტაროდ


ჩემს შემთხვეაში - თქვენ შეაფერხეთ დასაქმების პროცესი, ნუთუ თემის დახურვა ღირდა დასაქმების სანაცვლოდ? givi.gif

Posted by: ხორხე 23 Aug 2013, 14:07
NewsAvatar
QUOTE
ჩემს შემთხვევაში - დამსაქმებლის მიერ განხორციებული პროექტებში რა იგულისხმება? - როგორ გახსნა ჩემმა ძმამ მაღაზია და რამდენი ფული ჩადო? რამ მოგება მოუტანა მას და ქვეყნის ბიუჯეტს? რის შედეგადაც პენსიები დარიგდა... თუ რა პორექტი უნდა განეხორციელებინა მცირე ბიზნეს შემთხვევაში??
ჩემს შემთხვევაში - შესაძლო შრომის ანაზღაურება არ წერენ განცხადებებში, ყველამ იცის რომ სტანდარტულად სურსათი მაღაზიაში, გამყიდველს 10 ლარიდან 20 ლარამდე აქ დღიური ანაზღაურება. ხოდა კონკრეტულად განსაზღვრავს და მოილაპარაკებს ერთმანეთში დამსაქმებელი და დასაქმებული.
მემგონი კანონი არ ავალდებულებს მცირე ბიზნესის წარმომადგენელს ფიქსირებული ხელფასი გამოაქვეყნოს, ეს ხომ კანონით არაა განსაზღვრული? ეს ხომ საჯარო სამსახური არაა.
ჩემს შემთხვევაში - რა აუცილებელი აპლიკაცია შეავსოს სრულყოფილად?
წერია ნომერი და დაინტერესებული პირი ასედაც დარეკავს და ისედაც!

ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევას განვიხილავთ ცალკე განყენებულად, განცხადება უნდა შეივსოს მაქსიმალურად სრულყოფილად

"აი ტელეფონის ნომერი და გაარკვიეთ" არის არასწორი, უნდა დაწეროთ სავარაუდო ანაზღაურება, სავარაუდო სამუშაო გრაფიკი და ა.შ

სასურსათო მაღაზია ეპოქალურ პროექტებს რომ არ განახორციელებდა ეგ ვიცით ბატონო smile.gif

Posted by: NewsAvatar 23 Aug 2013, 14:23
ხორხე
QUOTE
ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევას განვიხილავთ ცალკე განყენებულად, განცხადება უნდა შეივსოს მაქსიმალურად სრულყოფილად

"აი ტელეფონის ნომერი და გაარკვიეთ" არის არასწორი, უნდა დაწეროთ სავარაუდო ანაზღაურება, სავარაუდო სამუშაო გრაფიკი და ა.შ

სასურსათო მაღაზია ეპოქალურ პროექტებს რომ არ განახორციელებდა ეგ ვიცით ბატონო

ანაზღაურება და გრაფიკი ინდივიდუალურად განისაძრვრება, მე როგორც დამსაქმებელმა ვცდილობ პირობითად "იაფი მუშა-გლეხი" ავიყვანო. მე რომ აქ მინიმალური ანაზღაორება დავწერო, ჯერ ნეგატიური პოსტებით ამავსებენ, მერე ერთი კაციც არ მოისურვებს რომ ამ ვაკანსიაზე შემეხმიანოს.
მაქსიმალური ანაზღაურება რომ დავწერო, მერე ყველა ჩათვლის რომ მასზე მეტის გადახდა შემიძლია, და მასაც ეკუთნვით მეტი..
გრაფიკს რაც შეეხება, ყველამ იცის რომ დილის თორმეტზე არცერთი მაღაზია არ იღება და საშამოს ექვსე არ იკეტება.
ასე რომ ყველაფერს აქ ორი მხარე... ეს საქართველოა და ასეთ დროს, ასეთ ვაკანსიაზე არაა აუცილებელი ევროპული სტანდარტები.

პ.ს. ეხლა გადავხედე სხვა თემებს ამ განყოფილებაში, და თემების 90% არ აკმაყოფილებს იმ წესებს რომელსაც მოითხოვ. - რაღა მე მომიძულე? biggrin.gif

Posted by: ხორხე 23 Aug 2013, 14:49
NewsAvatar
QUOTE
ანაზღაურება და გრაფიკი ინდივიდუალურად განისაძრვრება, მე როგორც დამსაქმებელმა ვცდილობ პირობითად "იაფი მუშა-გლეხი" ავიყვანო. მე რომ აქ მინიმალური ანაზღაორება დავწერო, ჯერ ნეგატიური პოსტებით ამავსებენ, მერე ერთი კაციც არ მოისურვებს რომ ამ ვაკანსიაზე შემეხმიანოს.
მაქსიმალური ანაზღაურება რომ დავწერო, მერე ყველა ჩათვლის რომ მასზე მეტის გადახდა შემიძლია, და მასაც ეკუთნვით მეტი..
გრაფიკს რაც შეეხება, ყველამ იცის რომ დილის თორმეტზე არცერთი მაღაზია არ იღება და საშამოს ექვსე არ იკეტება.
ასე რომ ყველაფერს აქ ორი მხარე... ეს საქართველოა და ასეთ დროს, ასეთ ვაკანსიაზე არაა აუცილებელი ევროპული სტანდარტები.

გთხოვე მაქსიმალურად შეგევსო ინფორმაცია

შენ კიდე ტელეფონის ნომერი დაწერე მხოლოდ

smile.gif

აქტიურ თემებში მაქსიმალურად ვცდილობ წესები დავიცვა, თუ რამე ვერ ვნახე შეგიძლია მომწერო (მადლობას გადაგიხდი) და მივხედავ smile.gif


http://forum.ge/?showtopic=34563562&view=findpost&p=37720464

Posted by: konkretula 24 Jan 2015, 21:31
მაინტერესებს ჩემი გახსნილი თემა "დამსაქმებელთა შავი სია" რომელშიც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ვაგროვებდი ხალხი სად წავიდა ან რატომ წაიშალა.

Posted by: datovip 23 Dec 2015, 01:42
მეგობრებო ქიუ ნეტის შესახებ იცით რამე?

Posted by: assassin23 6 Jan 2017, 01:30
ხალხო ადვორდ ონლაინ ტესტი გაგიგიათ..? და მისი სერტიფიკატის მფლობელებო გამომეხმაურეთ გავიგე სულ სამ ადამინას ჰქონია ?

Posted by: Atmosphera 6 Jan 2017, 02:35
მოგლია რა მოდერup.gif
ამ მთავრობის რახარ?

Posted by: mobi_diki 13 Mar 2017, 05:29
რომ დავწერო სამრეცხაოში მჭირდება მანდილოსნები მხოლოდ თქო თემა დისკრიმინაციის ნიშნებს ატარებს და დაიხურება? drug.gif

Posted by: Mavro 16 Oct 2017, 14:10
ხორხე


QUOTE
1) შესაბამის განყოფილებაში არ არის


შესაბამის განყოფილებაში რატომ არ გადაიტანე ან არ მიმითითე რომელია შესაბამისი როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე?

QUOTE
2) კორექტულობისკენ მოგიწოდეთ ერთხელ, გააგრძელებთ ასე და მიიღებთ სამუდამო ბანს


გამოდის მე მადანაშაულებ, უბრალოდ თქვენობით მწერ, ყოჩაღ...








Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)