ექიმებს და ამ საქმეში ჩახედულებს მოგმართავთ თხოვნით და იქნება გაითვალისწინოთ. ისედაც არ მგონია უინტერესო თემა იყოს.
ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს დიდი ასაკი, დამეწყო მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. ძალიან მიჭირს კონცენტრაცია და წაკითხულის გააზრება-დამახსოვრება. ჯერ კიდევ თვეების წინ ჩემთვის არაფრის გააზრება და სწავლა არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას, ერთხელ წაკითხვა საკმარისი იყო რომ დამემახსოვრებინა ტექსტი, ეხლა კი უკვე აღარ ვიცი რა ვქნა შეიძლება სამჯერ წავიკითხო და მაინც ვერ დავიმახსოვრო.
1 თვეში მაქვს საკმაოდ რთული გამოცდა ჩასაბარებელი მე კი ამ პრობლემამ ამ 2 თვის მანძილზე უკვე ძალიან შემაწუხა.
ახდენს თუ არა გავლენას ნევროზი მეხსიერების დაქვეითებასთან და რითი ვუშველო თავს? თუ შეგიძლიათ იქნება დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე ამაზე უარესი ნევროზი დამემართა და მგონი ცოტახანში ნევროზის ნაცვალდ ხელში შემრჩება ფსიხოზი.
გლუტამი მირჩიეს დალიეო მაგრამ მე როგორც წავიკითხე ანოტაციაში არ არის კარგი მისი მიღება ნევროზის დროს, რამდენად მართალია და მიშველის თუ არა რამეს რომც დავლიო.
ძალიან გთხოვთ არ დაგეზაროთ და მირჩიეთ რამე
წინასწარ დიდი მადლობა!!!