გთხოვთ როგორც საკუთარ შვილებს, მოერიდეთ, ძაალიან საშიშია, ნუ დაიმახინჯებთ თავს!!!
ამაზე უამრავი იწერება მსოფლიოს პრესაში, ბევრი სახელწიფო კრძალავს კიდეც ამის შემოტანას, მაგრამ მაინც შემოდის არალეგალურად. ანუ, ფინაჩურად დამზადებული, ინსტრუქცია იხმარო არ იხმარო არც აქვს მნიშველობა, რადგან ისე მაინც ფეტქდება არასაჭირო დროს, ანუ, ხელებში. უამრავი მხსვერპლია მსოფლიოს მასშტაბით, საკმარისია დაგუგლოთ და ნახავთ რა ხდება.
იმედია იცით და გულით გთხოვთ ნუ გაიმეტებტ თავს დასაღუპად და დასასახიჩრებლად.
ვისაც არ გჯერავთ და მაინც ნაყიდი გაქვთ, აი ნახეთ, ამატაც თქვენსავით არ სჯეროდა(ჯვაარი გწერიათ) და რაც მოუვიდათ.
სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ, მე რაც ვნახე, ცუდად ვარ და აღარ მძინავს.
მართლა არ ნახოთ თორემ ცუდად გახდებით
საშინელი შედეგებითმე კი მაინც ვუდებ მათ ვისაც არ სჯერა და ნაყიდი აქვს ანდა ყიდვას ფიქრობს. ამით თქვენ გაფრთხილებული ხართ რა შეიძლება მოყვეს
პ.ს.ჩემმა ახლობელმა თვალი დაკარგა, მეორემ ხელი და ვინც ააფეთქა კი ის საერთოდ ....
თქვენ ყველას ჯვარი გწერიათ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას!!!
* * *
7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა, სტაბილურია
14:47 27-12-2017
7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა, სტაბილურია ბათუმში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მოზარდს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მარჯვენა ხელი დაუზიანდა და სამი თითი დაკარგა. კატასტროფის ბრიგადამ ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
"25 დეკემბერს, ბათუმიდან გადმოყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ 7 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ხელი დაზიანებული. იაშვილის კლინიკაში ოპერაციული ჩარევა მოხდა. პაციენტი აგრძელებს მკურნალობას",- აცხადებენ კლინიკაში.
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)