რუსეთის მთავარი იდეოლოგი, რომელიც არ აღიარებს ისტორიის ობიექტურობას და ამბობს რომ ის მხოლოდ ინტერპრეტაციაა. მემგონი მთელი სომეხი ერიც ერთსულოვნად ეთანხმება...
სტალინი ან იყო ჰიტლერის დონის ბოროტება, ან იყო გმირი და უდიდესი მმართველი, რომელმაც მსოფლიო იხსნა. - ეს ორივე ინტერპრეტაციაა.
ზურგს რომელ ვარიანტს უფრო უმაგრებს ფაქტები?
საერთოდ თუ აქვს ფაქტებს მნიშვნელობა?
იქნებ ისეთი მითი უფრო სასარგებლო იყოს, რომელიც ფაქტებისგან დიამეტრალურად განსხვავდება? იქნებ მითი უფრო ბედნიერად გვაცხოვრებს როგორც მთლიანად კაცობრიობას, ისევე ცალკეულ ერებს და სოციუმებს? იქნებ მითში ჩადებულ იდეებს უფრო მეტად შეუძლიათ პროგრესის საზრდოობა?
არ ვიცი ეს თემა ფილოსოფიის განყს უფრო ეკუთვნის, თუ ისტორიისას.
სხვადასხვა, თანამედროვე თუ გარდასულ დღეთა, ერების თვითაღქმაში, რა ნაწილი უკავია საკუთარი თავისა და ისტორიის სრულიად მშრალ, ობიექტურ ფაქტებად აღქმას და ამის საპირისპიროდ, რამდენია მათში ფანტაზიით დაშენებული, ხორცშესხმული მითები? ისტორიულ ფაქტებს შორის ხშირად სიცარიელეა, რაც შემდეგ საიდანღაც ივსება.
რა ხდება, როცა ერთი ქვეყნისა თუ სოციუმის მითოსი სხვა სოციუმის მითოსს უპირისპირდება? რამდენად უძლებს ისტორიის სურვილისამებრ ინტერპრეტაცია თანამედროვეობას, საყოველთაო განათლებას და მეცნიერულ მეთოდს?
ძალიან რთული შეკითხვები რომაა და არც პასუხებს ველი, ალბათ გასაგებია.