1801 წელს მოხდა სახელმწიფოებრიობის გაუქმება. საქართველო, ან ქართლი დედაქალაქით თბილისი აღარ არსებობდა როგორც სამართლებრივი ერთეული. იყო თბილისის და ქუთაისის მაზრები გაერთიანებული ამიერკავკასიის მაზრაში თუ რაღაც ერქვა ადმინისტრაციული ცენტრით თბილისში.
1918 წელს საქართველო როგორც სამართლებრივი ერთეული თავისი დედაქალაქით. საზღვრებით და დედაქალაქით შეიქმნა და აღიარებულ იქნა როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტად. 1921 წელს იქნა ოკუპირებული. თუმცა 1922 წელ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშI შევიდა როგორც დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპობლიკა საქართველო, როგორც სამართალმემკვიდრე ყოფილი ქვეყნის ,, საქართველო"
სსრკ კონსტიტუციით საქართველოს ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებს ქონდათ სსრკ დატოვების უფლება. (ფიქტიურად რა თქმა უნდა) საბჭოთ კავშირი კონსტიტუციურად იყო დმოუკიდებელ რესპუბლიკათა ნებაყოფლობითი გაერთიანება ანუ ,,ძმური კავშირი".
აქედან გამომდინარე საქართველოს როგორც სახელმწიფო ერთეულ არსებობა დღემდე არ შეუწყვეტია.
1991 წელს მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის ქართიის 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე!
დღეს გახდა ზუსტად ასი წელი რაც საქართველო როგორც თანამედროვე საერთაშორისო სუბიექტი (!) დაარსდა!
pekineliმე მგონი როგორც საერთაშორისო სამართლში დილეტანტმა რაღაც ავხსენი.
This post has been edited by gagnia on 26 May 2018, 00:45