forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (55) « პირველი ... 53 54 [55]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დღეს გავაკეთე, ნაწილი #46
Jack_Sparrow
Captain


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3493
წევრი No.: 71821
რეგისტრ.: 22-October 08

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 23:43  #50257277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სუშიზე გამახსენდა , ვინმემ ხომარ იცით ორაგული ცოცხლად როგორ კეთდება ? ანუ რაღაცნაირად ამარილებენ ფილეს და 2 დღეში თუარ ვცდები შეგიძლია მიირთვა და უგემრიელესიაო smile.gif არც გამისინჯავს და შესაბამისად სახწლიც არ ვიცი და ვინმეს თუ გაგიკეთებიათ გეცოდინებათ smile.gif

This post has been edited by Jack_Sparrow on 29 Mar 2017, 23:44


--------------------
“Если тебе плюют в спину,значит - ты впереди!”
(Конфуций)

თუ ვინმე უმიზეზოდ ვერ გიტანს , მაშინ მიეცი მაგ დ ე დ ა მ ო ტ ყ ნ უ ლ ს მიზეზი!!!
MasterJC
ცეცხლთაყვანისმცემელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20161
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 23:51  #50257336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Jack_Sparrow
http://www.perfectcook.org/index.php/recip...3a3e1839ae18398
გრავლაქსი ჰქვია ამგ კერძს
მიჭამია
ნუ მომზადებას გააჩნია და გემოვნებასაც. შეიძლება ისე რა იყოს, შეიძლება ძალაინ გემრიელიც.


--------------------
რადგან ქ & მ-ში ვპოსტავ, იმნაირი კი არა ვარ. ბედის უკუღმართობის გამო მოვხვდი.
ნეტა კატად მაინც დავბადებულიყავი, ოღონდ საქართველოში არა
საფულეში არ ჩამეტევი, თორემ თან გატარებდი
(c) Jeimsaant_mayvala

Choncxis mzera
MADLOBA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13552
წევრი No.: 136506
რეგისტრ.: 1-October 11

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 04:20  #50258273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (nia4u @ 28 Mar 2017, 14:52 )
Choncxis mzera
QUOTE
ანაკომის სუპი გავიკეთე ეხლა 12:38-ზე

ძალიან გულსატკენია ესე რო ხდება
ტელეფონს კამერა მაინც უმუშAვებდეს დავდებდი ფოტოს


უძიროა კაცის სევდა

ეტყობა, არ გაჭრა იმდღევანდელმა ნამცხვარმა wink.gif
biggrin.gif

1 000 ბოდიში ჩემო კარგო ეხლა ვნახე შენი გამოგზავნილი რეცეპტი user.gif
დიდი მადლობა





ხვალ (დღეს უკვე აწ) გავაკეთებ რამეს



--------------------

ყველანი ძალიან კარგ კერძებს , შეჭამანდებს აკეთებთ დიდი მადლობა


--------------------
წამოწიეთ ხოლმე ეს თემა რა
https://forum.ge/?f=29&showtopic=34800156

-----------------------
https://www.youtube.com/watch?v=kLCSVjHKQjk
aninia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 361
წევრი No.: 164539
რეგისტრ.: 29-March 13

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 10:20  #50258713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan_Lion
QUOTE
სარკისებრი კობრი თუ ჩვეულებრივი?


დღეს ხეოვნურ ტბებში ჰყავთ ორივე. უფრო ხშირად, სარკისებრი.
რა მნიშვნელობა აქვს, რომელია - მწარმოებლები წონის მატებაზე არიან ორიენტირებული და კომბინირებული საკვებს უმარჯვებენ. ორივე კობრი მიყიდია და ორივე ცარიელი ქონი იყო. ზემოთაც ვახსენე, რომ 3 კილოგრამიანზე ქვემოთ არ ვყიდულობ, 1/3 თავია.
წელს, თებერვალში სარკისებრი მქონდა. დავყავი ულუფებად და გავყინე. 2 წილი ისევ სყინულეშია, აზრი არ აქვს, ვერც მოხარშული ჭამეს ბავშვებმა, ვერც შემწვარი. ერთი გამოსავლი დამრჩა, სააღდგომოდ რომ ვესტუმრები კახეთს, წალამზე უნდა შევწვა, შამფურზე, ეგებ ცხიმიანობა ამ გზით განეიტრალდეს, თორემ გემრიელი თვეზია, უდავოდ.

თვეზის მაღაზიებში იმპორტირებული 20 წლის გაყინული თევზის ნაცვლად, რომ გალღვება და გარეცხვისას ხელებში ჩაგეშლება, ეს ვარჩიე და მაინც...
ახლა ე.წ "ტოლსტოლობი" ანუ სქელშუბლა უნდა ვცადო. თან უნდა გამოვიკითხო, მეთევზე ტბას როგორ უვლის (ტყუილისგან კი არც აქ ვართ დაზღვეული) ... თუ ტბა 10 წელია ფუნქციონირებს, არ დაუშრიათ და ფსკერი არ დაუხნავთ, თევზს სპეციფიური, შმორის სუნი აქვს. ეგეთიც შემხვედრია და რამდენიმე წელი მერე ვეღარ გავეკარე...
ხოოდა, ვფიქრობ, რა ვიყიდო რომ ტყუილად არ ვყარო ფული. არადა, ოჯახი გიჟდება თევზზე დიდპატარიანად...


* * *
Jack_Sparrow

ამ ფორუმს ერთი ძალიან თბილი წევრი ჰყავდა, auau, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ (ზეთიანი ვერსია):

გაყინული ორაგული (სიომგა ყველას ჯობია) გავალხვოთ, გავჭრათ ზურგზე და ამოვაცალოთ ხერხემალი ფხებიანად, ანუ ფილე ამოვიღოთ, ბასრი დანით გავაზალოთ კანი, დავჭრათ დაახლოებით 3X5სმ ტოლ ნაჭრებად და ჩავაწყოთ მინის, ამ მომინანქრებულ ჭურჭელში. გავაკეთოთ თბილი მარილწყალი - 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი + 1 ჩაის კოვზი შაქარი + 1 სავსე სუფრის კოვზი მარილი. დავასხათ თევზს და თავდახურული გავაჩეროთ 24 საათისიგრილეში . შემდეგ ტილოთი შევაშროთ თევზი, წითელი დაფქვილი წიწაკა და მარილი მოვაყაროთ, ჩავაწყოთ ჭურჭელში და დავასხათ ზეთი. 3 დლის შემდეგ მიირთვით.

Jack_Sparrow
Captain


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3493
წევრი No.: 71821
რეგისტრ.: 22-October 08

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 10:35  #50258786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MasterJC
aninia
nia4u
Levan_Lion



მადლობააა
2kiss.gif
* * *
aninia

ერთი ადგილი ვიცი სატევზაოთ დავდივართ ხოლმე მაგრამ შორია, ნაფარეულში, შინაურია და 6 ტბა აქვს აქედან 1 ში ვთევზაობთ, ალაზანი გადის გვერდზე და არხი აქვს გათხრილი ტბამდე და ალაზნის წყლით უცვლის ხოლმე, თევზს აჭმევს სიმინდს და სხვა ბურრულეულს ზოგჯერ ქატოს მაგრამ დარწმუნებული ვარ არანაირი დანამატი, შედარება არაა იქ დაჭერილი თევზის გემოს და ბაზარში ნაყიდის გემოს შორის... წელიწადში ორჯერ-ერთხელ ჩავდივართ სათევზაოთ წონა მერყეობს 2-3 კილოიანები... მსგავსი კობრი უნდა გაგიმართლოს სადმე რო იყიდო ამიტომაც რესტორნებს მიაქვთ ხოლმე და ადგილზე თვითონ როარ წუხდება ისე უხდიან იმ თანხას რაც ბაზარში ღირს...

მე იმის თქმა მინდა რომ გარდა საკვებისა დიდი მნიშვნელობა აქვს ტბის განახლებას, რამდენად ხშირად შეყავთ ახალის სუფთა წყალი... ზოგ თევზს ბაზარში ან მაღაზიაში რო ყიდულობ ისეთი შმორის გემო აქვს რომ ვერ შეჭამ...

სამწუხაროა რომ ამ ბიზნესშიც როგორც ქარტული ბიზნესის 99% ში ხარისხზე არ არიან ორიენტირებულები
aninia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 361
წევრი No.: 164539
რეგისტრ.: 29-March 13

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 14:12  #50260260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jack_Sparrow

QUOTE
მე იმის თქმა მინდა რომ გარდა საკვებისა დიდი მნიშვნელობა აქვს ტბის განახლებას, რამდენად ხშირად შეყავთ ახალის სუფთა წყალი... ზოგ თევზს ბაზარში ან მაღაზიაში რო ყიდულობ ისეთი შმორის გემო აქვს რომ ვერ შეჭამ...


გეთანხმები სრულიად, მაც მაგას ვამობოდი სწორედ - წონაზე რო არიან ორიენტირებული და ბევრი ფულის აღებაზე, ხარისხზეც რომ იფიქრონ, კლიენტს ვერ გამოლევენ.

შენც დამიდასტურე და თავადაც მქონდა გამოცდილი - მდინარის თევზი უნდა მოვიკითხო. მირჩევნია, ცოტა თანხა დავამატო და გამოვიყენო, ვიდრე შედარებით იაფად ნაყიდი სულ გადავყარო...
Jack_Sparrow
Captain


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3493
წევრი No.: 71821
რეგისტრ.: 22-October 08

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 15:21  #50260769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
aninia

მდინარეში თევზი აღარაა დარჩენილი ბრაკონიერების გამო, დენით რო დაუყვებიან და თევზიან ლიფსიტიანად რო კლავენ... შესაბამისად ადამიანი თუ რამეს დაიჭერს მდინარეში ის სახლში მიაქვს რადგან გაყიდვად არ უღირს ისეთი მცირე რაოდენობაა...

ასევე ერთგან წავაწყდი ღორჯოს )) სავსეა შავი ზღვა ამ ღორჯოთი, ასევე პატარა ღელეებშიც ბლომადაა მაგრამ გამყიდველმა ეს უკრაინულიაო smile.gif)) გაყინული თევზი იდეაში არაუშავს დაიჭირეს გაყინეს, მაგრამ მეორე საკითხია საქართველომდე დახლებამდე როგორ მოხვდა ეგ თევზი... რამდენჯერ გალღვა, რა ტეპმერატურაზე იყო, და ასე შემდეგ... ამის კონტროლი რომ არსებობდეს ნაკლებად ჯამრთელობისათვის საშიში პროდუქტი გაიყიდებოდა ჩვენს დახლებზე მაგრამ აქ უკვე ბევრი ბიზნესი დაზარალდებოდა და შესაბამისად ....
Levan_Lion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4683
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 16:47  #50261351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (aninia @ 30 Mar 2017, 10:20 )
Levan_Lion
QUOTE
სარკისებრი კობრი თუ ჩვეულებრივი?


დღეს ხეოვნურ ტბებში ჰყავთ ორივე. უფრო ხშირად, სარკისებრი.
რა მნიშვნელობა აქვს, რომელია - მწარმოებლები წონის მატებაზე არიან ორიენტირებული და კომბინირებული საკვებს უმარჯვებენ. ორივე კობრი მიყიდია და ორივე ცარიელი ქონი იყო. ზემოთაც ვახსენე, რომ 3 კილოგრამიანზე ქვემოთ არ ვყიდულობ, 1/3 თავია.
წელს, თებერვალში სარკისებრი მქონდა. დავყავი ულუფებად და გავყინე. 2 წილი ისევ სყინულეშია, აზრი არ აქვს, ვერც მოხარშული ჭამეს ბავშვებმა, ვერც შემწვარი. ერთი გამოსავლი დამრჩა, სააღდგომოდ რომ ვესტუმრები კახეთს, წალამზე უნდა შევწვა, შამფურზე, ეგებ ცხიმიანობა ამ გზით განეიტრალდეს, თორემ გემრიელი თვეზია, უდავოდ.

თვეზის მაღაზიებში იმპორტირებული 20 წლის გაყინული თევზის ნაცვლად, რომ გალღვება და გარეცხვისას ხელებში ჩაგეშლება, ეს ვარჩიე და მაინც...
ახლა ე.წ "ტოლსტოლობი" ანუ სქელშუბლა უნდა ვცადო. თან უნდა გამოვიკითხო, მეთევზე ტბას როგორ უვლის (ტყუილისგან კი არც აქ ვართ დაზღვეული) ... თუ ტბა 10 წელია ფუნქციონირებს, არ დაუშრიათ და ფსკერი არ დაუხნავთ, თევზს სპეციფიური, შმორის სუნი აქვს. ეგეთიც შემხვედრია და რამდენიმე წელი მერე ვეღარ გავეკარე...
ხოოდა, ვფიქრობ, რა ვიყიდო რომ ტყუილად არ ვყარო ფული. არადა, ოჯახი გიჟდება თევზზე დიდპატარიანად...



aninia
გასაგებია გმადლობ ინფოსთვის
Jack_Sparrow
Captain


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3493
წევრი No.: 71821
რეგისტრ.: 22-October 08

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 20:39  #50262825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხინკლის მომზადების სწავლა არავის გინდათ? smile.gif)

ბენდუქიძეში 32 ლარი ჯდება გადასახდელი თუ 10 კაცი შეიკრიბება
wishmaster_master
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 22:32  #50263635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Jack_Sparrow @ 30 Mar 2017, 15:21 )
aninia

მდინარეში თევზი აღარაა დარჩენილი ბრაკონიერების გამო, დენით რო დაუყვებიან და თევზიან ლიფსიტიანად რო კლავენ... შესაბამისად ადამიანი თუ რამეს დაიჭერს მდინარეში ის სახლში მიაქვს რადგან გაყიდვად არ უღირს ისეთი მცირე რაოდენობაა...

ასევე ერთგან წავაწყდი ღორჯოს )) სავსეა შავი ზღვა ამ ღორჯოთი, ასევე პატარა ღელეებშიც ბლომადაა მაგრამ გამყიდველმა ეს უკრაინულიაო smile.gif)) გაყინული თევზი იდეაში არაუშავს დაიჭირეს გაყინეს, მაგრამ მეორე საკითხია საქართველომდე დახლებამდე როგორ მოხვდა ეგ თევზი... რამდენჯერ გალღვა, რა ტეპმერატურაზე იყო, და ასე შემდეგ... ამის კონტროლი რომ არსებობდეს ნაკლებად ჯამრთელობისათვის საშიში პროდუქტი გაიყიდებოდა ჩვენს დახლებზე მაგრამ აქ უკვე ბევრი ბიზნესი დაზარალდებოდა და შესაბამისად ....

არადა რა გემრიელია მერე ეგ ზღვის ღორჯო, ტაფაზე შემწვარი ლუდზე ძალიან მაგრად მიდისsmile.gif ერთხელ ვიყიდე შემთხვევით გზაზე, იმის მერე მაგ ღორჯოს გემოს ვერ ვივიწყებ, ხომ არ გეგულება სადმე თბილისში იყიდებოდეს? გაუყინავი, ახალი დაჭერილი და ჩამოტანილი უნდა იყოს

ვა რა მეთევზე სასტავი შეკრებილა აქ, ბავშვობიდან ვთევზაობ, კარპ ფიშერი ვარ სულით ხორცამდეsmile.gif დაიჭირე გაუშვი.

ორაგულის/სიომგის დამარილება უმარტივესია, იღებ პროპორციულად, მარილს 4 სუფრის კოვზი + შაქარი 1 სუფრის კოვზი, გადაურევ ერთმანეთში და თევზის გასუფთავებულ ფილეებს კარგად ყველა მხრიდან ამ ნარევით დაამუშავებ, დამუშავებულ ნაჭრებს დაალაგებ კონტეინერში და მაცივარში შეინახავ 2-3 დღე, ეს ფილე სპეციალურ წვენს გამოუშვებს და ამ წვენით დაამუშავებ ნაჭრებს (წაუსმევ სხვადასხვა მხარეს). 48 საათის მერე შეგიძლია დაჭრა და მიირთვა, არის მეორე ვარიანტიც, დამარილებულ ფილეებს ფოლგაში ახვევ და საყინულეში ყინავ, 2 Dრის მერე იღებ ნაჭრებს და მიირთმევsmile.gif

სუფრის მარილი არ შეიძლება!!! უნდა იყოს ე.წ ქვამარილი

This post has been edited by wishmaster_master on 30 Mar 2017, 22:45
nia4u
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3659
წევრი No.: 111596
რეგისტრ.: 6-February 10

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 22:44  #50263732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Choncxis mzera
QUOTE
ეხლა ვნახე შენი გამოგზავნილი რეცეპტი

მე მეგონა, რომ ნახე, გამოუცხვე კიდეც, არ მოეწონა და
დარჩი შენი ანაკომის სუპის ანაბარა სევდიანი... tongue.gif biggrin.gif
Levan_Lion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4683
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 30 Mar 2017, 23:51  #50264137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (wishmaster_master @ 30 Mar 2017, 22:32 )
ვა რა მეთევზე სასტავი შეკრებილა აქ, ბავშვობიდან ვთევზაობ, კარპ ფიშერი ვარ სულით ხორცამდეsmile.gif დაიჭირე გაუშვი.


wishmaster_master
მე სპინინგისტობას ვაწვები
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (55) « პირველი ... 53 54 [55]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0391 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]