#38962067 · 4 Dec 2013, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (არწივი9 @ 2 Nov 2006, 15:07 ) | სადავო არაა რომ "სამხრეთ ოსეთი" მთლიანად ყალბი და მოგონილი სახელწოდებაა და მას ეს სახელი არ უნდა ერქვას. მაგრამ "სამაჩაბლოც" ზუსტად მგონი ვერ შეეფერება ამ მიწას. ვინმემ თუ იცის ტერმინ "სამაჩაბლოს" წარმოშობა? რას ნიშნავს იგი? მაჩაბლების მამულს? ანუ იგივე წარმოშობისაა რაც "სამურზაყანო"? რომელ ტერიტორიას მოიცავს სამაჩაბლო? დიდი ლიახვის ხეობას? პატარა ლიახვის ხეობას? დიდი ლიახვის ხეობის ზემო ნაწილს რომელსაც ადრე მაღრან-დვალეთი ერქვა? თუ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიას? რაც შეეხება "სამხრეთ ოსეთს", როგორც ბევრს ჰგონია რომ იგი ბოლშევიკების მიერ არის მოგონილი ძალიან ცდება. ამ ტერმინს ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილი იყენებდა თავის "ბუნების კარში", მაგრამ მაშინ ეს არაოფიციალური ტერმინი იყო. ოფიციალურად იგი ბოლშევიკებმა დაამკვიდრეს 1922 წელს როცა ოსებს ავტონომია მისცეს მაშინ როცა "ჩრდილოეთ ოსეთში" ოსებმა ავტონომია 1924 წელს მიიღეს................ |
საუბედურად ჩვენივე უცოდინრობის გამო ხშირად სამტრო საქმეს ვაკებთ (აქ ცალკეულ ხელისუფლებებს ვგულისხმობ). სამაჩაბლო 80–იანი წლების ბოლოს ავიტაცეთ აქტიურად, არადა სამხრეთ ოსეთი– ცხინვალის რეგიონი, როგორც მას დღეს პოლიტიკურ ტერიტორიულ ერთეულის აღმნიშვნელად იყენებენ, უფრო მეტად ქსნის საერისთავოს მოიცავს. ასევე სამაჩაბლო მე–19 საუკუნის ბოლოს ძირითადად დიდი ლიახვის ხეობის სოფლებს მოიცავდა( თუმცა ხმები ჰყავდათ დიასამიძეებსაც, ჩერქეზიშვილებსაც და სხვა. პატარა ლიახვის ხეობის, როგორც ქვემო, შუა და ზემო მხარე თავისი ახალგორის რაიონით ქსნის ერისთავების მამულებს წარმოადგენდა. ( აქ წინარე ისტორიაც გასათვალისწინებელია, რომ ერისთავებს ჩამორთმეული მამულები დაუბრუნდათ მე–19 ს–ის დასაწყისში)
რაც იაკობ გოგებაშვილს შეეხება, მას იდეალურად აქვს აღწერილი როგორც ოსეთი ასევე ქართლი. ამიტომ, ზეპირად საუბარი იმაზე რომ იაკობს სამხრეთ ოსეთის ტერმინი აქვს გამოყენებული არ შეიძლება. კარგად წავიკითხოთ და გავიაზროთ გეოგრაფიული მდებარეობა და მარტივად მივხვდებით, რომ იაკობი დღევანდელი ჯავის რაიონის ნაწილზე საუბრობს და არა ახლანდელ სამხ.ოსეთზე.
სამხ.ოსეთის აო. შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს, მაგრამ რის საფუძველზე? ეს იყო 1830 წლის გორის მაზრაში წარმოქნილი ოსეთის ოკრუგის( სამაზრო დაქვემდებარების ოკრუგი და არა საგუბერნიო) საფუძველი. ტერიტორია მოიცავდა დღევანდელ ჯავის რაიონს და საზღვარი გადიოდა სოფელ შუა ცხვირის და აწრისხევის ჩრდილოეთ ნაწილზე, (იხ. რუკა) სადაც კომპაქტურად სახლობდნენ ოსები. ამან იარსება 1860 წლამდე. ( ოსები უმცირესობას წარმოადგენდა ამ ხარეში და ამის შემდეგ მასიური მიგრაციები იწყება და ხელის შეყობაც ხდება საიმპერიო პოლიტიკით. ეს იყო ერთგვარი გეგმა, საქართველოზე კონტროლის მოსაპოვებლად და ნებისმიერ დროს სამხედრო მოქმედებისთვის უპირატესობის მოსაპოვებლად. ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ მოხდა რეგიონში და მივიღეთ სამხრეთ ოსეთი.
პ.ს. უდავოა, რომ სახელწოდება სამხ. ოსეთი არ გამოდგება. ალბათ ოდესმე ქართლი და დვალეთი დაერქმევა.
|