Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > რა ასაკიდან უნდა იხმაროს ბავშვმა კბილი ჯაგრისი


Posted by: xatushkebiii 13 Dec 2011, 20:37
ნუცა უკვე 2წლისაა და 16კბილი აქვს მაინტერესებს უკვე საჭიროა თუ არა რომ კბილის ჯაგრისი იხმაროს და რის მიხედვით უნდა შევარჩიო...
გამოცდილო დედიკოები მიპასუხეთ რა

Posted by: ნინიანა 13 Dec 2011, 20:41
xatushkebiii
აქამდე არ ხმარობს?
თუ არ ხმარობს არის დიდი შეცდომა.

Posted by: xatushkebiii 13 Dec 2011, 20:43
ნინიანა
ადრე ვკითხე სტომატოლოგს და მითხრა არ უნდა ჯერო, მაგრამ თითქმის ყველაფერს ჭამს უკვე ცოტ-ცოტა ტკბილეულსაც ეპარება და არ მინდა კბილები გაუპუჭდეს

Posted by: ნინიანა 13 Dec 2011, 20:45
xatushkebiii
როდის გითხრა არ უნდაო? რა ასაკის იყო ბავშვი, ან რამდენი კბილი ქონდა?

Posted by: nino_ninuciii 13 Dec 2011, 20:50
xatushkebiii
წლიდან უნდა ცარიელი ჩოთქით
მერე 2იდან უკვე პასტაც უნდა იხმაროს

Posted by: xatushkebiii 13 Dec 2011, 20:55
ნინიანა
წლინახევრის იყო...


nino_ninuciii
დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: Hektorinia 13 Dec 2011, 21:01
xatushkebiii
2 წლისაა ჩემი, კარგა ხანია "იხეხავს" კბილებს. თავიდან უბრალოდ წუწნიდა ჯაგრისს, ახლა ნელ-ნელა მოძრაობებსაც აკეთებს, მართალია არასწორად, მაგრამ მაინც ცდილობს smile.gif

რაც მთავარია, უკვე ჩამოუყალიბდა ჩვევა დილა-საღამოს გაიხეხოს კიჭები.

კბილის პასტას გუდვილში ვყიდულობ, რაღაც გერმანულია. ძალიან კარგი სუნი აქვს და ფერად ტუბშია.

Posted by: nikmaik 13 Dec 2011, 21:08
არამგონია ჩემმა წლინახევრის შვილმა კბილები გამახეხინოს
კალგელს ვერ ვუსვავ ღრძილებზე sad.gif

Posted by: xatushkebiii 13 Dec 2011, 21:14
და ჯაგრისი რის მიხედვით შევარჩიო?

Posted by: Hektorinia 13 Dec 2011, 21:23
xatushkebiii
ჯობია აფთიაქში იკითხო, ასაკი უთხარი და შეგირჩევენ

Posted by: Take Me To The Hospital 13 Dec 2011, 21:24
xatushkebiii
QUOTE
და ჯაგრისი რის მიხედვით შევარჩიო?



ჰო ეს საინტერესოა, ანუ უფრო რბილი და ბავშვისთვის შესაფერისი ჯაგრისების შეძენა საქართველოში შეიძლება ?

Posted by: DOLPHIN 13 Dec 2011, 22:29
ჯაგრისებს აწერია ასაკი, ასევე პასტებს და იმის მიხედვით შეიძინეთ.

Posted by: ნინიანა 13 Dec 2011, 22:52
ჯაგრისი ასაკის შესაბამისი უნდა და კბილის პასტა არის ისეთი, რომელიც შეიძლება ჩაეყლაპოს და არაა მავნებელი, ანუ საბავშვო.

Posted by: uma_thurman 13 Dec 2011, 23:09
სტომატოლოგმა მითხრა, ორი კბილი როცა აქვს ბავშვს მაშინაც კი უნდა გაიხეხოს რბილი კბილის ჯაგრისიტ, რომ შეეჩვიოსო smile.gif 16 კვილზე როგორ გითხრა არ უნდა გახეხვაო smile.gif)))

Posted by: xatushkebiii 13 Dec 2011, 23:11
uma_thurman
მაშინ მაგდენი არ ქონდა, მაგრამ მითხრა ჯერ პატარაა აუცილებელი არააო და მაგიტო ვიკითხე აქ, მეც ეჭვი შემეპარა

Posted by: anakatrin 14 Dec 2011, 00:07
QUOTE
ორი კბილი როცა აქვს ბავშვს მაშინაც კი უნდა გაიხეხოს რბილი კბილის ჯაგრისიტ

+1
არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი რა ასაკისაა,კბილები როცა ამოსდის უკვე საჭიროა გახეხვა.ძირითადად წლის ბავშვს უკვე კი აქვს კბილები.

ბავშვებისთვის ყოველთვის გუდვილ-ჯიმარტში ვყიდულობ კბილის პასტებს და ჩოტკებს.გერმანულია და აფთიაქში რაც იყიდება მე პირადად იმასაც მირჩევნია.ადრე ვიყიდე პსპ-ში ვითომ იტალიურიაო რაღაც საბავშვო კბილის პასტა,მაგრამ აშკარად გერმანული სჯობს.

Posted by: Hektorinia 14 Dec 2011, 15:34
QUOTE
მაგრამ აშკარად გერმანული სჯობს.

ჩვენც გერმანულს ვხმარობთ

Signal ქვია, ძალიან მოსწონს კესოს, წუწნის გამალებით smile.gif

Posted by: nina1992 15 Dec 2011, 13:41
QUOTE
რა ასაკიდან უნდა იხმაროს ბავშვმა კბილი ჯაგრისი

უდაოდ იმ დროიდან როცა ამოუვა კბილებიმ არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა ყველა ამოსული.

არ ვიცი საიდან, მაგრამ ხშირად გამიგია დედაჩემის თაობიდან, პატარა ბავშვებისთვის არ შეიძლება კბილის გახეხვა.

ხშირად ვუცვლი კბილის ჯაგრისს, თან სხვადასხვა ფორმისას ვყიდულობ და უხარია მასაც, ანუ ეს კიდევ ერთი მიზეზია რო არ იჯუჯღუნოს
მაგ პროცესის დროს.


Posted by: anakatrin 15 Dec 2011, 14:22
niana
QUOTE
არ ვიცი საიდან, მაგრამ ხშირად გამიგია დედაჩემის თაობიდან, პატარა ბავშვებისთვის არ შეიძლება კბილის გახეხვა.

+1
უფროსს რომ ვუხეხავდი კბილებს ძალიან პატარა იყო და იყო ერთი პანიკა,როგორ შეიძლება ასე პატარასთვის კბილების გახეხვა,კბილის პასტა ხომ გადაეყლაპებაოgivi.gif
ამის გამოა რომ სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი კარგი ხარისხის კბილის პასტა უნდა გამოვიყენოთ და არანაირი პრობლემა არ იქნება

Posted by: narkozeli 15 Dec 2011, 23:31
QUOTE
ხშირად გამიგია დედაჩემის თაობიდან, პატარა ბავშვებისთვის არ შეიძლება კბილის გახეხვა.


როგორ არ შეიძლება?!

ე.ი. როგორც სტომატოლოგი,თავს უფლებას მივცემ გირჩიოთ:
1.როგორც კი ამოუვა ბავშვს კბილები უნდა დავიწყოთ მისი წმენდა რბილი ნაჭრით(ძილის წინ აუცილებლად)>ამას აკეთებს მშობელი
2. 3-4კბილზე მეტი როცა ამოუვა,გადავდივართ ჯაგრისზე(რომელიც უნდა იყოს soft ანუ რბილ ჯაგრისი,6-7წლამდე soft-ზე უნდა იყოს,შემდეგ გადავიყვანოთ medium-ზე)
3.კბილის პასტა შეგიძლიათ დაიწყოთ ჯაგრისის გამოყენებასთან ერთად,ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით(დაახლოებით პატარა მუხუდოს მარცვლის სიდიდის)
4.კბილის პასტა უნდა იყოს საბავშვო და ჰქონდეს კარგი არომატი(რომ სასიამოვნო იყოს გახეხვის პროცესი)
5.კბილები უნდა გაიხეხოს დღეში მაქს.3-ჯერ:დილას(ჭამამდე და ჭამის მერე)და საღამოს ძილის წინ,3-ზე მეტი არ შეიძლება
6.აუცილებელია ყოველი ჭამის მერე წყლის გამოვლება პირის ღრუში
7. ბავშვს ავუხსნათ გამოხეხვის წესები: (ჯაგრის ვუსვამთ ზევით-ქვევით ანუ ე.წ. "გამოგვითი" მოძრაობები + წრიული მოძრაობები ვესტიბულური (ტუჩის და ლოყისკენა მხრიდან) და ორალური (ანუ ენის მხრიდან) და საღეჭი ზედაპირებზე

ზოგადად ბავშვის კბილები ძალიან სათუთი და მიდრეკილია კარიესის,პულპიტის და პერიოდონტიტის განვითარებისკენ,ამიტომ დიდი ყურადღება მართებს მშობელს yes.gif

Posted by: nina1992 15 Dec 2011, 23:43
narkozeli

მადლობა საინტერესო ინფოს გაზიარებისთვის და ერთი შეკითხვა
ტკბილეული მართლა საშიშია კარიესის წარმოქმნის თვალსაზრისით?

Posted by: narkozeli 16 Dec 2011, 00:00
niana
QUOTE
ტკბილეული მართლა საშიშია კარიესის წარმოქმნის თვალსაზრისით?


კარიესის შიშით ბავშვს ტკბილეულს ვერ აუკრძალავ და არც არის საჭირო თუ სწორად დაიცავთ ჰიგიენის წესებს,ღამე ძილის წინ რომ ბავშვს ტკბილეულს აჭმევ და ისე დააძინებ(გამოხეხვის გარეშე) აუცილებლად ექნება კარიესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები,მაგრამ თუ ჰიგიენის წესები დაცულია,პრობლემა არ არის(ნუ ზომიერების ფარგლებს თუ არ გადააჭარბებს ტკბილეულში,უკეთესი)

ზოგადად,ბავშვის კბილების შემდგომი მდგომარეობა(ზრდასრულ ასაკში) ძალიან დიდად არის დამოკიდებული ბავშვობის ასაკში მისი სარძევე კბილების მდგომარეობაზე,ასე რომ არანაკლებ მოვლა და გაფრთხილება სჭირდება პაწაწუნების კიჭებს))

Posted by: memevar 16 Dec 2011, 12:01
nikmaik
თუ კბილები ამოსდის უფრო მოეწონება მოიფიფხანს ღრძილებს ჩოთქით smile.gif ძალით არ გამოუხეხო სათამაშოდ მიეცი ჯაგრისი და თვითომნ მიეჩვევა ჩემსას ძალიან უყვარს თან აყურებიბნე შენ როგორ იხეხავ და მოგთხოვს თვითონაც smile.gif)

Posted by: nina1992 16 Dec 2011, 12:05
ჩემსასაც ძალიან მოწონს, მაგრამ ერთხელ მარტო დავტოვე აბაზანაში წუთით და მივედი და კედლებს ხეხავდა ჯაგრისით biggrin.gif

მერე ეგონა რო ეს სათამაშოთაც გამოადგებოდა და ვძლივს გავაგებიე რომ ეს მხოლოდ კბილებისთვისაა და არა კედლების და იატაკის სახეხად. biggrin.gif


Posted by: memevar 16 Dec 2011, 12:06
narkozeli
იქნებ კბილის პასტაც გვირჩიო ბავშვებისთვის რომელია უკეთესი? და რომ ყლაპავს პრობლემა არაა ხოო? ჯერ ბოდიშით და გადმოფურთხება არ იცის

Posted by: მაწაკი 16 Dec 2011, 19:46
ჩემი შვილი "დრაკოშას" პასტით იხეხავს და ბედნიერია! მოწონს, სხვადსხვა გემოთია. 3,6 წლისაა.

Posted by: 8TQ8 16 Dec 2011, 19:52
QUOTE (memevar @ 16 Dec 2011, 12:06 )
narkozeli
და რომ ყლაპავს პრობლემა არაა ხოო?  ჯერ ბოდიშით და გადმოფურთხება არ იცის

თუ საბავშვოა და რამე ფალსიფიცირებული ნაგავი არაა, არ უნდა იყოს პრობლემა. მე ახლაც მახსოვს ჩემი საბავშვო კბილის პასტა, ისეთი გემრიელი იყო, ყველა კანფეტს და საღეჭ რეზინს ჯობდა, ზოგჯერ "სრულიად შემთხვევით" გადამეყლაპებოდა ხოლმე. ის კი არა, ბიძაშვილები მპარავდნენ და მიჭამდნენ biggrin.gif ჯერჯერობით ყველანი ცოცხლები და უვნებლები ვართ yes.gif

Posted by: niin_nii 16 Dec 2011, 20:15
ესეიგი ჩემი პატარას 5 კიჭუკა უკვე უნდა გავხეხო ხოლმე. მე მეგონა 3-4 წლამდე არ შეიძლებოდა

Posted by: _SisterofNight_ 16 Dec 2011, 20:54
narkozeli

ჩვენ დავიწყეთ 2 წლიდან ხეხვა, საღAმოობით ვიხეხავთ ძირითადად ძილის წინ, დილით ხან ვერ ვასწრებთ ხან გვავიწყდება, ძალიან მოწონს კბილის პასტაზეც გიჟდება საბავშვო ვუყიდე შესაბამისი ასაკისთვის

Posted by: narkozeli 16 Dec 2011, 22:18
memevar
გუდვილში ან აფთიაქში შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი და ცვალოთ ხოლმე (ანუ ერთ წუბიკს რომ ჩაცლის პატარა,მეორე სხვა შეურჩიეთ,მერე ამას რომ დაამთავრებს,შეგიძლიათ ისევ ძველი შეიძინოთ ან რამე კიდევ სხვა და ა.შ.
ასევე 2თვეში ერთხელ ცვალეთ ჯაგრისი (და ჯაგრულები უნდა იყოს ხელოვნური და არა ნატურალური,ნატურალურში ადვილად მრავლდება ბაქტერია და არ არის სასურველი) და ფტორს არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით
8TQ8
საბავშვო კბილის პასტის გადაყლაპვა უსაფრთხოა თუ იგი არ შეიცავს: (არ უნდა შეიცავდეს!)
საღებავებს, არომატიზატორები და აბრაზივებს,ასევე არ არის სასურველი შეიცავდეს:ქლორჰექსიდინს,ტრიკლოზანს,ნატრიუმის ლაურეალ სულფატს და საქარინს

და ზოგადად საბავშვო კბილის პასტები გათვლილია იმაზე რომ 4წლამდე ბავშვები პასტის 50%-ს ყლაპავენ


_SisterofNight_
QUOTE

ჩვენ დავიწყეთ 2 წლიდან ხეხვა, საღAმოობით ვიხეხავთ ძირითადად ძილის წინ, დილით ხან ვერ ვასწრებთ ხან გვავიწყდება, ძალიან მოწონს კბილის პასტაზეც გიჟდება საბავშვო ვუყიდე შესაბამისი ასაკისთვის

ძალიან კარგი,მთავარია ღამე ნუ დააძინებთ კბილების გამოხეხვის გარეშე თორემ პირის ღრუში მთელი ღამის განმავლობაში სითბო,ტენიანობა და საკვების ნარჩენები -იდეალური პირობაა მიკრობების გამრავლებისთვის(

Posted by: niin_nii 5 Mar 2012, 16:52
ჩვენ ლაკალუტს ვხმარობთ და ძალიან კარგია, მეც გავსინჯე და გემრიელი იყო biggrin.gif ვატოსაც ძალიან მოწონს smile.gif მარწვის გემო აქვს smile.gif და ზედ აწერია 0-4 წლამე

Posted by: tamuska27 5 Mar 2012, 20:05
UK ში: როგორც კი კბილები ამოუვაო ასე მეუბნებიან, ჯერ უნდა გაუწმინდო და 2 კიჭო ბოლომდე რომ ამოვა ჯაგრისით დღეში 2 ჯერ უნდა გაუხეხოვო, ის კი არა კბილის პასტაც უნდა ახმაროვო. საბავშვო რა თქმა უნდა. ძალიან ცოტა რაოდენობითო.

Posted by: sun_waiting 5 Mar 2012, 20:41
როგორც კი საკვების დამატებაზე გადახვალთ ანუ ბოსტნეული და რამე... უკვე უნდა დაიწყოთ ღრძილების გაწმენდა ჭამის შემდეგ ან ძილის წინ... მე ასე ვიცი , თუმცა არ ვიცი პრაქტიკაში როგორ გამომივა პატარა ბაოსთვის ამ პროცედურის ჩატარება smile.gif

Posted by: tikako6 6 Mar 2012, 02:12
ჩვენც ასე გვითხრეს როცა დასრულდება პირველი ორი კბილის ამოსვლა დაიწყეთო,ნეტავ განახათ რა ბედნიერია ამ დროს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ,უკვე 12 კბილი გვაქვს და 2 რიც ახლა ჩამოსდის.

Posted by: Ni-L 6 Mar 2012, 10:28
2 წლის ასაკში დავიწყეთ,იქამდე მხოლოდ ჯაგრისით ვუხეხავდიbiggrin.gif
ველედას კბილის პასტას ვახმარ smile.gif

Posted by: Darlunia 30 Mar 2012, 12:30
ჩემი გოგო 1 წლის და 7 თვისაა, დიდი ხანია გამოხატავს სურვილს რომ გაიხეხოს კბილები smile.gif
შევუძინე ჯაგრისი და პასტა (რაგაც ფრეშია, სამფერი და გემრიელი) და ეხლა დილა-საგამოს ერტად ვიხეხავთ ხოლმე კბილებს smile.gif
ოღონდ ეს პასტა მგონი საჭმელი ჰგონია, ცოცხალი თავით უკან არ აფურთხებს და ჯაგრისით დამდევს ხოლმე - კიდე-კიდეო smile.gif

Posted by: agr_bak 30 Mar 2012, 12:42
Darlunia
QUOTE
პასტა მგონი საჭმელი ჰგონია, ცოცხალი თავით უკან არ აფურთხებს

არაუშავს პატარების პასტის გადაყლაპვა შეიძლება, არაფერი მოუვა
რა თქმა უნდა სჯობს რომ გადმოაფურხოს, მაგრამ თუ გადაეყლაპა არაფერია

Posted by: ქინქლა 30 Mar 2012, 14:03
agr_bak
მე მაინც თავს ვიკავებ და აშკარად ცუდად ვიქცევი ვგრძნობ, მგონია ვერ გამოიხეხავს, დამაწყვეტავს ნერვებს და გადაყლაპავს ამ პასტას N-რაოდენობით. ბარემ 2 წლამდე მოვიცდითო 1.8 წლის ვართ sleep.gif baby.gif baby.gif
არადა დილით პირში სუნი აქვს ხოლმე... არა უნდა ვიყიდო, მცხვენია ცუდი დედა ვარ

Posted by: ketketket 30 Mar 2012, 15:38
2,5 წლიდან ხმარობს.. და თვითონ მახსენებს ხოლმე დროზე გამომახეხინეო.. wink.gif პატარა ჯაგრისი აქვს და თავისი კბილის პასთა აუცილებლად პროინცესა უნდა ეხატოს და ვარდისფერ იყოს ისე არ გამოიხეხავს

Posted by: Nanuka444 30 Mar 2012, 16:59
ტასომ დღეს პირველად გაიხეხა კბილები smile.gif

1 წლის და 3 თვის არის.
ბოლო პერიოდში დაიწყო შოკოლადის ჭამა (პაწაწინა ბარამბინოები რომ არის მაგის ნახევარს ვაძლევ დღეში) და დილაობით შევამჩნიე რომ პირში სუნი აქვს ხოლმე უსიამოვნო.
ვიყიდეთ ბეიბიონოს ასეთი ჯაგრისი.
1. უკბილო ბავშვისთვის. 2. პატარა კიჭებისთვის. 3. უკვე კარგად ამოსული და ბევრი კბილებისთვის.
http://www.radikal.ru


მეორეთი გავუხეხე დღეს. კბილის პასტა Mentadent გამოგვიგზავნეს ავსტრიიდან. რომ გადაყლაპოს, არა უშავსო.
რა თქმა უნდა გადმოფურთხება არ იცის, და რა თქმა უნდა მთლიანად გადაყლაპა, თან წყალიც მიაყოლა biggrin.gif

მარა, მაინც კმაყოფილი ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ ნელ-ნელა შეეჩვევა.
უშუალოდ კბილების ჯაგრისით წმენდის პროცესი ძალიან ეხალისა და მოეწონა smile.gif

Posted by: natia2203 30 Mar 2012, 17:41
კბილების გამოხეხვა იმ დღიდან დავიწყეთ როცა კბილები ამოუვიდა. თავიდან რა თქმა უნდა ყლაპავდა კბილის პასტას, მაგრამ საბავშვო კბილის პასტების ჭამა შეიძლება smile.gif
2 წლის არ იყო რომ უკვე ივლებდა თავისით პირში წყალს და აღარ ყლაპავდა.

Posted by: Nanuka444 31 Mar 2012, 00:53
natia2203
QUOTE
2 წლის არ იყო რომ უკვე ივლებდა თავისით პირში წყალს და აღარ ყლაპავდა. 

2 წლამდე თუ ჩემმა შვილმა ეს კბილის პასტები ჭამა.... smile.gif))))

ისე, რაღაც საღეჭი რეზინასავით კბილის პასტებიც ყოფილა, რომელიც უნდა დაღეჭოს თურმე ბავშვმა და მერე შეუძლია გადაყლაპოს.
არ ვიცი ჯერ წესიერად რა არის, გამომიგზავნიან და დავწერ მერე.

Posted by: snowflake 31 Mar 2012, 01:07
ჩემსას 2 კბილი აქვს და დღეში ერთხელ მაინც ვუწმინდავ ჯაგრისით, ოღონდ რეზინის ჯაგრისია, აფთიაქში ვიყიდე. 3 ცალია 2 რეზინის და ერთი რბილი.

Posted by: Nanuka444 31 Mar 2012, 10:57
snowflake
QUOTE
აფთიაქში ვიყიდე. 3 ცალია 2 რეზინის და ერთი რბილი. 

ბეიბიონოსი, ხო?
რაც ზემოთ ფოტო დავდე, ეგ არის?

მეც რეზინის ჯაგრისით ვუწმენდ ჯერ-ჯერობით, ჩვეულებრივზე როდის უნდა გადავიყვანო ნეტა?

Posted by: snowflake 31 Mar 2012, 15:29
ხო ხო ეხლა დავინახე, ზუსტად ეგეთია, კარგია მოსახმარად რავი, მეც კმაყოფილი ვარ.

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:36
აფ---------------------------------

Posted by: Ia-forumze 11 Sep 2012, 17:17
2 წლის ბავშვისთვის რომელ კბილის პასტას მირჩევთ?

აქამდე მარტო ჩოთქით ვიხეხავდით, ახლა უკვე პასტას
ვიწყებთ და არ ვიცი რომელი ჯობია

Posted by: natia2203 11 Sep 2012, 17:23
Ia-forumze
მარტო ჩოთქით რატომ? კბილის პასტები 2 წლამდე ბავშვისთვისაცაა და პასტით რომ უხეხავ გამოვლებასაც სწავლობს. ჩემი წლის და 8 თვისაა და უკვე აღარ ყლაპავს კბილის პასტას.

Posted by: Ia-forumze 11 Sep 2012, 17:26
natia2203
QUOTE
მარტო ჩოთქით რატომ? კბილის პასტები 2 წლამდე ბავშვისთვისაცაა და პასტით რომ უხეხავ გამოვლებასაც სწავლობს. ჩემი წლის და 8 თვისაა და უკვე აღარ ყლაპავს კბილის პასტას.

ჩემმა პედიატრმა რეკომენდაცია არ გაუწია არცერთ პასტას
2 წლამდე.

მხოლოდ 2 წლის მერეო.

რომ არ ვნებს და შეუძლია ჩაყლაპოს კარგია, მაგრამ ეს იმას მაინც არ ნიშნავს რომ სასურველია
ყლაპოს ასე თუ ისე "ქიმია"

Posted by: Dido 11 Sep 2012, 17:28
Ia-forumze
ჩვენ ვხმარობთ ROCSS ჯიპისიში აქვთ და ძალიან კარგია, სპეციალურად პატარებისთვისაა და რემინერალიზაციას უწყობს ხელს ანუ ფტორს არ შეიცავს რაც შავ ნალექს აჩენს. ცოტა ძვირია მაგრამ მართლა ძალიან კარგია yes.gif

Posted by: natia2203 11 Sep 2012, 17:34
Ia-forumze
0-დან 2 წლამდე კბილის პასტები ისეთივე "ქიმიაა" როგორიც კანფეტებია. თან რამდენი უნდა ყლაპოს განა. ბევრი კი არ უნდა წაუსვა ჩოთქს.
კბილის პასტა კი ჯობია აფთიაქში ან გუდვილში იყიდო. აწერია ასაკი ყველას და გემოს მიხედვით შეურჩიე. ბევრი სხვადასხვა ფირმისები მაქვს ნაყიდი და ერთი და იგივეა ძირითადად.

ისე ზოგს პედიატრი ეუბნება რომ 2-3 წლამდე კბილების ხეხვა საჭირო არააო, რას გაუგებ. ერთმა ისიც მითხრა სანამ კბილებს დაიცვლის არ არის საჭირო გამოხეხვაო.

Posted by: nino_ninuciii 11 Sep 2012, 17:37
natia2203
QUOTE
2-3 წლამდე

უიმე მერე რატო უფუჭდებათ კბილებიოbiggrin.gif
მარტო ჩოთქით დავუწყე ვითომ მარა არ მომონდა რაღაც ნადებებივიტ გაუჩნდა
დავაწყებინე პსპში ვიყიდე კბილის პასტა და გადაფურთხებაც ისწავლა ბავშვმა მშვენივრად და ისეკარგად მოაცილა ნადებიც

Posted by: Ia-forumze 11 Sep 2012, 17:44
natia2203
QUOTE
0-დან 2 წლამდე კბილის პასტები ისეთივე "ქიმიაა" როგორიც კანფეტებია.

მე კანფეტებს არ ვაჭმევ ჩემ შვილს ჯერ. მხოლოდ და მხოლოდ ბარნი, წახალისების მიზნით



Dido
QUOTE
ცოტა ძვირია მაგრამ მართლა ძალიან კარგია yes.gif

მირჩევნია ცოტა ძვირი მივცე და მშვიდად მეძინოს smile.gif))


Posted by: nikmaik 11 Sep 2012, 17:57
Dido
QUOTE
ჩვენ ვხმარობთ ROCSS ჯიპისიში აქვთ და ძალიან კარგია, სპეციალურად პატარებისთვისაა და რემინერალიზაციას უწყობს ხელს ანუ ფტორს არ შეიცავს რაც შავ ნალექს აჩენს. ცოტა ძვირია მაგრამ მართლა ძალიან კარგია

რა ღირს?
მე psp-შI ვიყიდე 4 ლარად და უხარისხო იქნებააა???2 წლიდანაა, ბანანის გემო აქ , იტალიურიაო და პტორს არ შეიცავს

Posted by: nino_ninuciii 11 Sep 2012, 18:03
nikmaik
QUOTE
იტალიურიაო და პტორს არ შეიცავს

ეს გვაქვს ჩვენც მომწონს რავიცი

Posted by: Dido 12 Sep 2012, 09:19
nikmaik
QUOTE
რა ღირს?

უF ეს 13 ლარი ღირს პატარა ტუბიკია. კარგი იქნება ისიც yes.gif

Posted by: მანიაჩკა 12 Sep 2012, 09:23
და ფტორი ცუდია? საბავშვო კბილის პასტების რეკლამებში ყოველთვის იმას რომ უსვამდნენ ხაზს, რომ ფტორს შეიცავს, მე კარგი მეგონა... user.gif

Posted by: Dido 12 Sep 2012, 10:06
მანიაჩკა
QUOTE
ფტორი ცუდია

პატარას კბილებისთვის არ არის კარგი იმიტომ რომ ასეთ ასაკში მინერალიზაცია არ არის რეგულირებული და შეიძლება ფტორმა შავი ფერის ნალექი გააჩინოს. ჩემსას გაუჩნდა და მერე იმ კბილის პასტამ გვიშველა. შეიძლება სწორად ვერ ავხსენი მაგრამ დაახლოებით მასე მითხრა სტომატოლოგმა.

Posted by: tamusinka 12 Sep 2012, 11:05
ფტორის ამბავი არ ვიცოდი. მეც კარგი მეგონა. აკვაფრეშის საბავშვი პასტას ვიყენებთ, არც დავკვირვებივარ ფტორითაა თუ მის გარეშე. წინა კიჭუნებზე კი აქვს მუქი ლაქები, მაგრამ სტომატოლოგმა თქვა ეგ პიგმენტური ლაქებიაო,

Posted by: NiaNia007 12 Sep 2012, 14:43
ჩვენ 1 წლის და 10 თვის ვართ,უკვე 4 თვე იქნება რაც კბილებს ვიხეხავთ,ჯიპისი-ში მირჩიეს ველედას კბილის პასტა და ის ვიყიდეთ.

Posted by: kozet 12 Sep 2012, 14:49
უტა იხეხავს მარტო ჯაგრისით. ყველანაირი კბილის პასტა ვცადეთ ყველანაირი არომატით. ყველაზე გულს ირევს, იფურთხება. იმედია ცოტა რომ გაიზრდება მიეჩვევა. ახლა 2 წლის და 4 თვისაა

Posted by: nikmaik 12 Sep 2012, 15:16
kozet
მე ძალით ვუხეხავ,
ინჰალატორიც არ მოწონდა მაგრამ რომ მიხვდა არაფერს ავნებს მიეჩვია მერე. იმედი მაქ ამასაც მიეჩვევა

Posted by: Ia-forumze 12 Sep 2012, 16:43
kozet
არც სანდრომ არ მიიკარა გუშინ smile.gif
არ დავაძალე.

პირამდე არც მიუტანია, ჩოთქი რო დაინახა გაუხარდა და
დაიწყო ხეხვა, მაგრამ პასტა რო დავუდე ალაო მეუბნებოდა,

რამოდენიმე დღეში ისევ ვცდი. არ მინდა შევაძულო


Posted by: nino_ninuciii 12 Sep 2012, 17:29
kozet
Ia-forumze
ძალიან ძალიან თხლად წასვუსვი ბარბარეს
რო ჩაიდო დაიჭყანა მეთქი მოდი გავრეცხოთ თქო შეუშვირა წყალს და რა ისე გასცილდებოდა რო ჩაიდო ისევ დაიხეხა biggrin.gifგაუგო გემო მერე რამოდენიმე დღე და თვითონ იხეხავს არც ყლაპავს შეეჩვია გემოს
თავიდან ალბათ არავის არ მოსწონს მაინც რაღაც ისეთი გემო აქვს

Posted by: narkozeli 14 Sep 2012, 01:27
natia2203
QUOTE
ერთმა ისიც მითხრა სანამ კბილებს დაიცვლის არ არის საჭირო გამოხეხვაო.


ამას სტომატოლოგი არ გეტყოდა,გამორიცხულია.
თუ პედიატრმა გითხრათ,აშკარად სტომატოლოგთან სჭირდება კონსულტაცია თვითონ ექიმს yes.gif biggrin.gif

Dido
QUOTE
პატარას კბილებისთვის არ არის კარგი


ნუ ეგრეც არ არის.ფტორი აუცილებელია კარიესრეზისტენტულობის ასამაღლებლად,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,საქართველოში წყალი თითქმის არაფტორირებულია,შესაბამისად ფლუოროზი ნაკლებად ემუქრება ჩვენს პატარებს,მე გირჩევდით მაინც გამოიყენოთ ფტორირებული კბილის პასტები,მაგრამ ერთ წუბიკს რომ დაამთავრებს,სხვა კბილის პასტა უყიდეთ,იმას რომ მორჩება,მერე კიდევ სხვა ან ისევ იმ პირველს დაუბრუნდით და ა.შ.
* * *
p.s. თუ რამე კითხვა გაქვთ ბავშვთა სტომატოლოგიაზე,მზად ვარ გიპასუხოთ smile.gif))

Posted by: Dido 14 Sep 2012, 10:45
narkozeli
სტომატოლოგმა მირჩია რომ ფტორის შემცველი პასტა არაო იმიტომ რომ ამას შავი ნალექი ჰქონდა კბილებზე და მინერალიზაცია აქვსო დარღვეული, ხოდა რაც იმ როქსის ხმარება დავიწყეთ გაეწმინდა. ტკბილეულის მოყვარული არ არის და რატომ გაუჩნდა ის ნალექი არ ვიცი user.gif

Posted by: narkozeli 14 Sep 2012, 12:15
Dido
QUOTE
სტომატოლოგმა მირჩია რომ ფტორის შემცველი პასტა არაო იმიტომ რომ ამას შავი ნალექი ჰქონდა კბილებზე და მინერალიზაცია აქვსო დარღვეული,


აჰა,გასაგებია ეხლა რატომაც დაგინიშნათ,თუ 1 წელზე მეტია გასული ამ ვიზიტიდან,დიდი შანსია რომ მოწესრიგებული ჰქონდეს უკვე მინერალიზაცია

QUOTE
ტკბილეულის მოყვარული არ არის და რატომ გაუჩნდა ის ნალექი არ ვიცი


ნადები ტკბილეულზე არ არის დამოკიდებული,რბილი საკვები უყვარს ალბათ ან ნახშირწყლები
აუცილებელია ცოტა უხეში საკვებიც (სტაფილო,ვაშლი) და გახეხილი, ფაფის ან წვენის სახით ნუ მისცემ,თვითონ დაღეჭოს,საერთოდ მაგარი საკვები დიდ როლს თამაშობს ნადების არ ჩამოყალიბებაში.რაც შეეხება მუქ ფერს,ეს მინერალიზციის ბრალი იყო და როგრც კი ცოტა წამოიზრდება და დაურეგულირდება მინერალიზაციის პროცესი,მერე ჰიგიენის წესებს თუ დაიცავს,აღარ შეაწუხებს ეს პრობლემა ))

Posted by: tamusinka 14 Sep 2012, 14:33
narkozeli
QUOTE
p.s. თუ რამე კითხვა გაქვთ ბავშვთა სტომატოლოგიაზე,მზად ვარ გიპასუხოთ


კბილებზე პიგმენტური ლაქები რას ნიშნავს? წინა 2 კიჭუნაზე აქვს ყავისფერი ლაქები. ეს კბილები მალე გაუფუჭდება თუ არაა მაგაზე დამოკიდებული?

Posted by: narkozeli 14 Sep 2012, 14:59
tamusinka
QUOTE
კბილებზე პიგმენტური ლაქები რას ნიშნავს? წინა 2 კიჭუნაზე აქვს ყავისფერი ლაქები. ეს კბილები მალე გაუფუჭდება თუ არაა მაგაზე დამოკიდებული?


გააჩნია პიგმენტაციის გამომწვევ მიზეზს..ეს შეიძლება იყოს ნადები,რომელსაც საკვებმა,სასმელმა ან მედიკამენტმა შეუცვალა ფერი,შეიძლება იყოს სხვა მიზეზებით გამოწვეული ან შეიძლება იყოს ზედაპირული კარიესი (ეს ცოტა საეჭვოა)
პიგმენტური ლაქა არ არის იმის აუცილებელი პირობა რომ კიჭები მალე გაუფუჭება )))

Posted by: ninitini 14 Sep 2012, 15:01
narkozeli
3წლის ბავშვს კბილი რომ დავუპლომბო შეიძლებაა? და თან ნადები აქვს ძლიან წინა 4 კბილზე და რას მირჩევთ?

Posted by: tamusinka 14 Sep 2012, 17:23
narkozeli
თავიდანვე ქონდა თეთრი ლაქები, როგორც კი ამოუვიდა კბილები. მერე გამუქდა. 5ის ხდება და იპრანჭება უკვე. ყოველ გამოხეხვაზე ათვალიერებს, არ მომშორდა ეს ლაქებიო? smile.gif რამის გაკეთება შემიძლია თუ კბილების მოცვლას უნდა დაველოდოთ?

Posted by: narkozeli 14 Sep 2012, 19:41
ninitini

როგორ არ შეიძლება,თუ გაუჩერდება ექიმს yes.gif ნადებსაც მოაშორებს აბრაზიული პასტით და სპეციალური ჯაგრისით რომელიც მაგრდება მიკრომოტორზე

tamusinka
QUOTE
თავიდანვე ქონდა თეთრი ლაქები, როგორც კი ამოუვიდა კბილები. მერე გამუქდა. 5ის ხდება და იპრანჭება უკვე. ყოველ გამოხეხვაზე ათვალიერებს, არ მომშორდა ეს ლაქებიო? smile.gif რამის გაკეთება შემიძლია თუ კბილების მოცვლას უნდა დაველოდოთ?


რომ დაწერე თავიდან თეთრი იყო ლაქები და მერე გაშავდაო ეხლა უფრო საეჭვოა რომ კარიესია ლაქის სტადიაში,
რემინერალიზაციური თერაპიაა (რემ.თერაპია) უნდა ჩაუტაროთ, მარტივი პროცედურაა,კალციუმის გლუკონატს წაუსმევენ ბამბით smile.gifბავშვთა სტომატოლოგთან მიიყვანეთ პლეხანოვზე აპ.ურუშაძის კლინიკაში,მაია ფხალაძესთან ან ნანა ყიფინათან


Posted by: tamusinka 16 Sep 2012, 13:34
narkozeli

ძალიან დიდი მადლობა smile.gif

და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ნიკაპის გამოწევა თანკბილვასთან არის კავშირში თუ ეს სულ სხვა რაღაცაა? ბიძამისს აქვს ტარანტინოს ნიკაპი და პირის აპარატი biggrin.gif ეხლაც საყვედურობს დედამისს, რატომ არ მომხედეთ თავის დროზეო. ყველა მეუბნება ბიძამისს გავსო და გული მისკდება, ჩემ დახატულ გოგოს (ენაცვალოს დედა smile.gif ) ნიკაპი არ გამოეწიოს და არ ვიცი ეს ორთოდონტიაში შედის თუ არა.

Posted by: narkozeli 16 Sep 2012, 20:53
tamusinka
QUOTE
და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ნიკაპის გამოწევა თანკბილვასთან არის კავშირში თუ ეს სულ სხვა რაღაცაა? ბიძამისს აქვს ტარანტინოს ნიკაპი და პირის აპარატი biggrin.gif ეხლაც საყვედურობს დედამისს, რატომ არ მომხედეთ თავის დროზეო. ყველა მეუბნება ბიძამისს გავსო და გული მისკდება, ჩემ დახატულ გოგოს (ენაცვალოს დედა smile.gif ) ნიკაპი არ გამოეწიოს და არ ვიცი ეს ორთოდონტიაში შედის თუ არა.


ყბაც და ნიკაბიც ორთოდონტიის ერთერთი მთავარი ამოცანაა,რაც შეეხება გამოწეულ ნიკაპს ანუ პროგენიას,ეს არის ანომალია რომელიც შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ ხშირი პრობლემაა ქართველებში და როცა ზრდასრულ ადამიანს პროგენია აქვს და არ გამოისწორა,ეს ნამდვილად მშობლის ბრალია yes.gif არსებობს ორთოდონტიული აპარატი,ე.წ. "ნიკაპის კაპა" რომელიც უნდა ეკეთოს ღამ-ღამობით,სხვათაშორის თუ დროულად მიხედავთ საკმაოდ ადვილი გამოსასწორებელია,აი 18 წლიდან ამის ასე მარტივად გამოსწორება უკვე შეუძლებელია,ამიტომ დააკვირდით ბავშვს,შენ რადგან დედა ხარ და თვალი შეჩვეული გაქვს შეიძლება ვერ შეამჩნიო,ამიტომ დააყენე სარკის წინ ან დააკვირდი ფოტოში(ეს უფრო ობიექტურია),თუ შეამჩნიე რომ აშკარად წინ აქვს,მიიყვანე კარგ ორთოდონტთან და გამოასწორებს ყველაფერს...ეს რადგან კოსმეტიკური დეფექტია და თან გოგოა,შეიძლება მერე შენ მოგთხოვოს პასუხი,რატომ არ გამომისწორე ბავშვთა ასაკშიო (მერეც შეიძლება მაგრამ ოპერაციული გზით,რაც საკმაოდ რთულია)

Posted by: NiaNia007 17 Sep 2012, 12:34
გოგოებო,2 წლის ბავშვს შეკრულობა აქვს და რამე გამოსავალს ხომ ვერ მეტყვით? ყოველ მესამე დღეს გადის კუჭში,არა და წვნიანს ყოველ დღე ჩამს.

Posted by: tamusinka 17 Sep 2012, 15:24
narkozeli

ძალიან დიდი მადლობა ამმომწურავი პასუხისთვის. კაი ხანია ნიკაპს ვაკვირდები. გამოწეული არ აქვს თითქოს, მაგრამ მეჩვენება, რომ აპირებს. ვანახებ მაინც ორთოდონტს. მადლობა.

Posted by: Splash 17 Sep 2012, 16:26
მე როგორც კი პირველი კბილები ამოუვიდა, მაშინვე ვუყიდე კბილის ჯაგრისი. ახლა უკვე ამოსული აქვს კბილების უმრავლესობა, მაგრამ მე არ მახეხინებს კბილებს (ჯერ პასტა არ მიყიდია, წყლით ვუსველებ მარტო), თავისით თამაშობს (თითქოს იხეხავს, პირში იყოფს ჯაგრისს) და როგორ მოვიქცე? რაიმე ეფექტი ექნება თავისით რომ ,,იხეხავს"?

Posted by: narkozeli 17 Sep 2012, 17:12
tamusinka
არაფრის )) ყურადღებით თუ იქნებით ნამდვილად არ შეექმნება არანაირი პრობლემა


Splash

2 წლამდე ჯაგრისით წმენდა სავალდებულო არ არის,2წლამდე უნდა გაუწმინდოთ ბავშვს თქვენს თითზე დახვეული ნაჭრით ან მარლით,რომ ნადები არ დაუგროვდეს კბილებზე..2 წლიდან უნდა იხმაროთ ჯაგრისი და საბავშვო კბლის პასტა,ნელნელა თამაშ-თამაშით უნდა შეაჩვიოთ კბილის პასტის და ჯაგრისის გამოყენებას,კარგია რომ თავისით ცდილობს,თანდათან კარგი გემოს მქონდე პასტაც დაუდეთ სულ ცოტა და მერე გაზარდეთ ზომა მუხუდოს მარცვლის ზომამდე (მეტი არ არის საჭირო)

Posted by: Dido 17 Sep 2012, 18:26
narkozeli
QUOTE
ნადები ტკბილეულზე არ არის დამოკიდებული,რბილი საკვები უყვარს ალბათ ან ნახშირწყლები აუცილებელია ცოტა უხეში საკვებიც (სტაფილო,ვაშლი) და გახეხილი, ფაფის ან წვენის სახით ნუ მისცემ,თვითონ დაღეჭოს,საერთოდ მაგარი საკვები დიდ როლს თამაშობს ნადების არ ჩამოყალიბებაში.რაც შეეხება მუქ ფერს,ეს მინერალიზციის ბრალი იყო და როგრც კი ცოტა წამოიზრდება და დაურეგულირდება მინერალიზაციის პროცესი,მერე ჰიგიენის წესებს თუ დაიცავს,აღარ შეაწუხებს ეს პრობლემა ))

მართალი ხართ, ძირითადად დაბლენდერებულ და გახეხილ საჭმელს ჭამდა კაი ხანი, ძლივს შევაჩვიე მაგარ საკვებს. ნადები აღარ აქვს, როგორც ჩანს აწი უკვე ჯობია ფტორის შემცველი კბილის პასტა ვუყიდო. რომელს მირჩევდით 6 წლის ბავშვისთვის?

Posted by: narkozeli 17 Sep 2012, 18:56
Dido
QUOTE
მართალი ხართ, ძირითადად დაბლენდერებულ და გახეხილ საჭმელს ჭამდა კაი ხანი, ძლივს შევაჩვიე მაგარ საკვებს. ნადები აღარ აქვს, როგორც ჩანს აწი უკვე ჯობია ფტორის შემცველი კბილის პასტა ვუყიდო. რომელს მირჩევდით 6 წლის ბავშვისთვის?


ძალიან კარგია თუ ბავშვი ზომერად მაგარ საკვებს მიიღებს yes.gif

კბილის პასტა მთავარია იყოს საბავშვო,არის ლაკალუტის,ქოლგეითის და ა.შ. ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა,ბავშვის გემოვნებაზეა დამოკიდებული,რომელს უფრო კარგად შეეგუება,თუმცა როგორც ზევით დავწერე,აუცილებლად უცვალეთ კბილის პასტა,ერთ "წუბიკს" რომ დაამთავრებს,მერე სხვა უყიდეთ,მერე ისევ პირველს დაუბრუნდით და ა.შ. და ასევე არ დაგავიწყდეთ რომ ჯაგრისის შეცვლა 2-3 თვეში ერთხელ აუცილებელია.

Posted by: Dido 18 Sep 2012, 12:37
narkozeli
დიდი მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ.
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს user.gif უკვე 6 წლისაა და მხოლოდ ქვედა ორი კბილი მოერყა და ამოიღო და უკვე თითქმის ამოუვიდა ახლები, მაგრამ ზედა ორი კბილი თითქმის არ იძვრის sad.gif როგორ მოვიქცე დაველოდო კიდევ თუ მივუყვანო ექიმს?

Posted by: narkozeli 18 Sep 2012, 14:48
Dido
QUOTE
უკვე 6 წლისაა და მხოლოდ ქვედა ორი კბილი მოერყა და ამოიღო და უკვე თითქმის ამოუვიდა ახლები, მაგრამ ზედა ორი კბილი თითქმის არ იძვრის sad.gif როგორ მოვიქცე დაველოდო კიდევ თუ მივუყვანო ექიმს?


6-8 წლის ფარგლებში უნდა ამოიჭრას ზედა მუდმივი საჭრელი,შესაბამისად კიდევ 2წელი შეიძლება არ ამოიღოს,ნორმაა yes.gif ასე რომ,ჯერჯერობთ ექიმთან წასვლა არ არის საჭირო ))

Posted by: Splash 18 Sep 2012, 15:12
narkozeli
გაიხარეთ რჩევისთვის. დიდი მადლობა!

Posted by: narkozeli 18 Sep 2012, 15:19
Splash

არაფრის.მიხარია თუ რამით დაგეხმარეთ smile.gif

Posted by: Dido 18 Sep 2012, 16:43
narkozeli
QUOTE
ასე რომ,ჯერჯერობთ ექიმთან წასვლა არ არის საჭირო ))

2kiss.gif დიდი მადლობა.

Posted by: KaTeRiN 18 Sep 2012, 17:14
narkozeli
ჩემს შვილს ეშვები ამოსდის, წლის და 5 თვისაა და მოკლედ ორ კვირაზე მეტია დავიტანჯეთ, პერიოდულად სიცხესაც აძლევს. საშინელ ხასიათზეა, ღამე ტირილით იღვიძებს მილიონჯერ.
კალგელი არ შველის, რა ეგ წამისვია და რა წყალი, ვალერიანის წვეთებს ვუსმევ ღრძილზე თითით და დაახლოებით 15 წუთი შველის, მერე ისევ იგივე.სოდიან წყალსაც, მონაცვლეობით, აღარ შემიძია უკვე , დაიტანჯა ბავშვი.
რა შეიძება კიდევ წავუსვა?

და რა მაინტერესებს, შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ როცა ესე უჭირს კბილს ღრძილის გაჭრა არ შეიძლება სტომატოლოგთან მივიყვანო და გაუჭრას?
მე კარგად არ მახსოვს მაგრამ, ბავშვობაში, მე-6 კბილი არ ჭრიდა ორ თვეზე მეტი და მაგრად მტკიოდა, დედამ სტომატოლოგთან მიმიყვანა , მომიყინეს და ისე გამიჭრეს, ნუ ეგ გაჭრა მე არ მითხრეს რათქმაუნდა, გავყინეთო და ვსო, მაგრამ კარგად მახსოვს სარკეში ვნახე ჯვარედინად იყო გაჭრილი.

კიდევ მითხრეს სამსახურის გოგონებმა რომ კალცი უნდა მიგეცა სანამ ამოჭრას დაიწყებდა ეშვებიო, უადვილესად ამოუვიდოდაო, ჩემებს მივეცითო და სულ არ გაგვიგია ისე ამოუვიდაო, ესე ჩემით როგორ მიმეცა? თანაც დროზე ადრე მოვიდა ეს ეშვები და წინასწარ რა ვიცი როდის ამოსდის? თან კალცის ნაკლებობა არ აქვს

Posted by: narkozeli 18 Sep 2012, 17:24
KaTeRiN

თუ ასე ძალიან უჭირს და აწუხებს ბავშვს,აჯობებს მიიყვანოთ სტომატოლოგთან და ჩაუჭრის,კი როგორ არ შეიძლება აკეთებენ ჩაჭრას როცა ასე გართულებულია ამოჭრა.
თქვენ რაც შეგიძლიათ აკეთებთ მაქსიმუმს,თუ არ შველის მიიყვანეთ სტომატოლოგთან და ჩაუჭრის yes.gif

რაც შეეხება კალცის მიღებას,ასე თვითნებურად დანიშვნა ნამდვვილად არ შეიძლება,აშკარად თქვენ უფრო სწორად იქცევით ვიდრე თქვენი თანამშრომელი გოგონები,მითუმეტეს როცა ბავშვს არააქვს კალცის ნაკლებობა,არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

Posted by: KaTeRiN 18 Sep 2012, 17:40
narkozeli
დიდი მადლობა პასუხისთვის.
ბავშვთა სტომატოლოგზე ხომ ვერ დამაკვალიანებდით. ვისთან შეიძლება ესეთი პატარა მივიყვანო?

Posted by: narkozeli 18 Sep 2012, 19:23
KaTeRiN
კი,რათქმაუნდა შემიძლია
დიღომში ჟვანიას კლინიკაში,(ყავისფერ შენობაში,ნახატებიანი კედლებია ირგვლივ),იკითხეთ ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი ნინო (ფისო) ხვედელიანი.

Posted by: Unico 5 Sep 2017, 01:49
საჭირო თემაა ^^

ფითქინა ერთი კიჭი აქვს, ანუ ჯერ ჯაგრისი არ უნდა, როგორც გავიგე.

მარლით ყოველღამე, ძილის წინ (ანუ ერთხელ) რომ რბილად "ვუხეხო" მეორე კიჭის ამოსვლამდე, ეს საკმარისი იქნება? დილასაც ხომ არ უნდა? spy.gif

Posted by: anabanaankabanka 5 Sep 2017, 09:35
Unico
დილას და საღამოს smile.gif ძალიან ნაზად

Posted by: pearlgirl 5 Sep 2017, 09:43
anabanaankabanka
აუ რა კაია რო გამოჩნდი. შენი აზრი მაინტერესებს ყველაზე მხიარული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა რომელია გეცოდინება? აი სუპერ გართობით რო ემსახურებიან ბავშვებს და თან კარგი სპეციალისტებიც რო არიან? ჰეფი სმაილის გარდა.

Posted by: Unico 5 Sep 2017, 14:00
anabanaankabanka
მადლობა, ესე იგი ორჯერ sa.gif

Posted by: anabanaankabanka 5 Sep 2017, 22:09
pearlgirl
ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი smile.gif

Posted by: happy-go-lucky 5 Sep 2017, 22:27
anabanaankabanka
მეც გამიხარდა შEნი დანახვა.
რამე მითXარი შEნი მოსაზრებაsad.gif

სდრეც ვწერდი ჩEმს შვილს აქვს შავი ნადები კბილებზე. ემატება უფრო და უფრო.
თეთღEბი ამოუბიდა და 1.4 თვიდან დაეწყო.
გავაკეთEტ ანალიზები: კალცი, ფოსფორი, დ ვიტამინი. ყველაფერი ნორმა იყო, დიყო დეფიციტი,2 თვის მერე გადავაკონტროლე და მომატებული აქვს (მეტ დოაზს ვაევდით დ ვიტამინის)
ახლაველოდები ფტორზე პასუხს, შვეიცსრიაშI გავაგზავნე.

გუშინ ან შეილება გუშინწინ ამოუვიდა ეშვი (ზუსტად არ ვიცი როდის, 5 დღIს წინ ჯერ კიდევ არ იყო ამოსული). ახლა ვნახე იმ პაწაწიბა ეშვზეც არის ნემსის წვერის ოდენა შავი წერტილი უკვე. ამან მთლად გადამრია.


რა შეიძლება იწვევდეს? რა არის შანსი რომ დაეშალოს კბილები?

ახლა 1.6 ისაა

მადლობაა

(არ მახეხინებს, ბჟირდება, ერვერ ვუხეხავ კერ ჯერობით)

Posted by: pearlgirl 5 Sep 2017, 22:55
anabanaankabanka
აჰა, კი.ვიცოდი ეს და გამიმყარე ეხლა ნდობა :* მადლობა.

happy-go-lucky
რა შუაშია ეს ანალიზები კბილის ნადებზე? შენით ამოწმებ თუ ექიმის რჩევით? ანუ ეს შავი ნადები ხშირია ბავშვებში, კარიესი არ არის ეგ. თუ გაწუხებს გაუწმენდს ექიმი ისევ შეიძლება გაუჩნდეს.

Posted by: happy-go-lucky 5 Sep 2017, 23:09
pearlgirl
ექიმების რჩევით.
პედიატრებიც და საკმაოდ კომპეტენტური სტომატოლოგების რჩევით.
ფტორის მეტობა ან ნაკლებობა რომ იწვევს არ გაგიგია? ან კალცი?
ხომ უნდა დავრწმუნდე რომ რაიმე არ აკლია ორგანიზმს, რა ვიცი, ეგრე ვერ მივუსვებ, რომ გაუშავდეს და დასცვივდეს (როგორც უამრავი ,ნაცნობი მამშვიდებს)რადგან ბუნებრივი მდგომარეობა ნამდვილად არაა.

Posted by: anabanaankabanka 6 Sep 2017, 01:01
happy-go-lucky
ძალიან კარგია ასეთი ყურადღებიანი რომ ხარ smile.gif მაგრამ ამდენი ანალიზი არ იყო საჭირო. ეგ შავი ყაეთანი (ნადები) ახასიათბს სარძევე კბილებს და განპირობებულია ნერწყვის შემადგენლობით. ფტორის მეტობა და ნაკლებობა სულ სხვა დაავადებებსსიწვევს smile.gif ასე რომ ნუ ღელავ

Posted by: pearlgirl 6 Sep 2017, 08:38
happy-go-lucky
ფტორის ნაკლებობა იწვევს კარიესს და მეტობა თეთრ ლაქას კბილზე. smile.gif
ეგ.სიშავე არ არის კარიესიanabanaankabanka მ რაც დაწერა ეგაა. ჩემ შვილსაც აქვს.
რა გაუშავდეს და დასცვივდეს? smile.gif
ნორმალურ სტომატოლოგს აჩვენე და გეტყვის. დაცვივდევა თაცის დროზე სარძევე კბილებია.
* * *
anabanaankabanka
QUOTE
შავი ყაეთანი (ნადები) ახასიათბს სარძევე კბილებს და განპირობებულია ნერწყვის შემადგენლობით.

ეს მესმის კარგად, რცხილაძემაც ეს მითხრა, მე არ მაწუხებს ეგ ნადები ელენეს კბილებზე, არც ელენეს, მაგრამ ვიღაცეები უკვე ეკითხებიან ეს რა გაქვს კბილებზეო და რო რამე წავიყვანდი გასაწმენდად ამ ნინო ბერიძის კლინიკაში. უბრალოდ მერე ისევ გაუჩნდება ხო?

Posted by: Batuka 6 Sep 2017, 15:50
QUOTE
ფტორის ნაკლებობა იწვევს კარიესს და მეტობა თეთრ ლაქას კბილზე. smile.gif


როგორ უნდა გაიგო მეტი აქვს თუ ნაკლები ანალიზი უნდა გაუკეთო ესეიგი?

Posted by: pearlgirl 6 Sep 2017, 16:04
Batuka
ფტორის ნაკლებობა ყველა ვარიანტში აქვს საქართველოში ადამიანს, თან კარიესში გამოვლინდება. და მეტი თუ აქვს კბილზე თეთრი ნადებები უჩნდება.

Posted by: mashusha 6 Sep 2017, 16:14
pearlgirl


ისე, კარიესი ვინმეს არ ჰქონდეს, გაგიგია? რომელიმე ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს. ადრეც ვთქვი, თითქოს ჩრდილოეთელებს უფრო აქვთ ვიდრ სამხრეთელებს 9შეიძება მცდარი დასკვნა მაქვს). ანუ, მხოლოდ ფტორზე არის დამოკიდებული კარიესი, ეტთ-ერთი გამომწვევია?

ელენე არ მახეხინებს კბილებს.... არ სიამოვნებს ღრძილებზე რომ ედება. მარტო კარიესი ხომ არაა, უსაფტაო კბილს ხომ ტავისი ნადები უჩნდება. რა წესით გამოვხეხო, აღარ ვიცი. ერთი პერიოდი ზალიან ერთობოდა კბილის ხეხვით, მერე რატომღაც შეიძულა...

აი, ბავშვს რატომ უნდა კითხო რა აქვს კბილზე!!! რატომ უნდა კიტხო!
ეტყობა არ უნახიათ არასოდეს და ელენეს კბილზე დაინახეს.. გაოცდნენ : )))

ოღჩ facepalm.gif

Posted by: pearlgirl 6 Sep 2017, 16:19
mashusha
QUOTE
ისე, კარიესი ვინმეს არ ჰქონდეს, გაგიგია? რომელიმე ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს.

აქ არის ლაპარაკი მუდმივად ფუჭებად კბილებზე. როცა ძალიან სუსტი გაქვს ემალი და ხშირად გიჩნდება კარიესი. ამის პრევენცია შეიძლება პირველ რიგში ფტორის ნაკლებობის შევსებით, მე კი არ გამოვიგონე კაცო smile.gif არც ესაა გარანტია იქ კვებასაც აქვს მნიშნვლეობა და ასე შემდეგ.

QUOTE
ელენე არ მახეხინებს კბილებს.... არ სიამოვნებს ღრძილებზე რომ ედება. მარტო კარიესი ხომ არაა, უსაფტაო კბილს ხომ ტავისი ნადები უჩნდება. რა წესით გამოვხეხო, აღარ ვიცი. ერთი პერიოდი ზალიან ერთობოდა კბილის ხეხვით, მერე რატომღაც შეიძულა...

ელენე იხეხავს მისით და მაგას არ ქვია გამოხეხვა. smile.gif)))

QUOTE
აი, ბავშვს რატომ უნდა კითხო რა აქვს კბილზე!!! რატომ უნდა კიტხო!
ეტყობა არ უნახიათ არასოდეს და ელენეს კბილზე დაინახეს.. გაოცდნენ : )))

ძირითადად უფროსი ბავშვები ეკითხებიან და ელენეც უყურებს რას მეკითხებაო. ხოდა ერთი ორი უფროსმაც იკითხა. განა რამე. მე ის უფრო მაინტერესებს კბილის ექიმთან როგორ მოიქცევა ვიდრე მაგ ნადების მოშორება. ეხლა თვითონ გაიძახის მინდა კბილის ექიმთანო და მაგიტო biggrin.gif

Posted by: mashusha 6 Sep 2017, 16:46
pearlgirl
QUOTE
ელენე იხეხავს მისით და მაგას არ ქვია გამოხეხვა. )))



ხანდახან ვფიქრობ, ბავშვის ხასიათიდან გამომდინარე, ბუნება ცდებდა რაღაცას ადამიანში ისეთს რომ 3 წლამდე კბილების გამოხეხვის გარეშეც არ გაუფუჭდეთ კბილები ტქო : )) მარა, ნაჭამი საჭმელი კბილებზე მაინც რა სასიამოვნოა.
შავი წერტილები ჩემს ძმისშვილს გაუჩნდა კუჭ-ნაწლავის რაღაც ინფექცია აიკიდა კურორტზე და მას მერე. ბავშვი ასხავდა წყალივით 3-4 თვე. ვერაფერი მოვუხერხეთ. ამის ბრალიაო ექიმმა. ყველა კბილზე სვი წერტილი ჰქონდა, არადა, ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში ერთი ამბავი იყო ამის დანახვაზე. გაიცინებდა ბავშვი და ეს შავი კბილები... მერე როგორც მახსოვს ცამოეფშვნა... ახლა აქვს თეთრი და ჯანსაღი კბილები ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დიდი უკე, სკოლა დაა,მტავრა.

Posted by: anabanaankabanka 7 Sep 2017, 12:50
mashusha
კი, არისსრეგიონები,სადაც კარიესი იშვიათია, მაგალითად უკრაინა. სამაგიეროდ იქ ფლუოროზია გახშირებული, ჭარბი ფტორის გამო. თუმცა კარიესის გამვითარებაში წამყვანი ფაქტორი მაინც ნახშირწყლები და ჰიგიენაა- თუ ბავშვი (და დიდიც) იღებს ბევრ ტკბილეულს და არ იცავს ჰიგიენას, ფტორი ვერაფერს უშველის.
ხოდა რაც შეეხება ბუნების მიერ ”ზრუნვას ” და 3 წლამდე კარიესისგან დაზღვევას, სამწუხაროდ ცდები... ისეთი გართულებული კარიესებით მოუყვანიათ 2-3 წლის ბავშვები, რომ ამოვუღეთ კბილი sad.gif
ხატოვნად თუ ვიტყვით biggrin.gif დედა ბუნება იცი როდის ზრუნავდა ჩვენზე? აი როცა ადამიანებიც ემორჩილებოდნენ და არაჯანსაღ, გენმოდიფიცირებულ, ნახშირწყლებით გაძეძგილ, დაბლენდერებულ საჭმელს არ ვჭამდით

pearlgirl
კიი, გაწმენდის მერე ისევ შეიძლება გაუჩნდეს

Posted by: Iron Butterfly 13 Sep 2017, 06:13
რა საოცარ რამეებს ვკითხულობ smile.gif))
ღრძილებსაც ვუწმენდდი სანამ კბილი ამოუვიდოდა, შემდეგ რეზინის რბილი სათითე რომაა იმით ვუწმენნდი ახალ ამოსულ კბილს,
ახლა 20 თვისაა და თვითონ იხეხავს კბილებს, რბილი ჯაგრისით და კბილის პასტით.
3 წლამდე რატომ არ უხეხავთ? : )) ვააჰ , არ უნდა შემოვიდე ხოლმე აქ გული მისკდება ისეთები წერია :'(

Posted by: Female User 13 Sep 2017, 07:15
დავწერ როგორია თანამედროვე გაიდლაინი, რომელსაც მე ვეთანხმები.

პირის ღრუს მოვლა თვეებიდან იწყება. ჯერ სანამ კბილი ამოუვა მანამდეც აუცილებელია თითზე დახვეული სველი მარლით ან მსგავსი ნაჭრით ღრძილებზე ნაზად გადავუსვათ თითი. კბილის ამოსვლამდე ბაქტერიები დიდად არ აზიანებენ პირის ღრუს, მაგრამ ეს რიტუალი კარგია რომ პატარა მიეჩვიოს პირში უცხო სხეულის შეხებას.
როცა უკვე პირველი კიჭი ამოდის, დღეში ორჯერ უნდა გაუხეხოთ. მთავარია კბილის პასტა არ იყოს ზედმეტი რაოდენობის და იყოს ბავშვისთვის სპეციალური, რადგან მაგ ასაკში გადმოფურთხება არ იციან. ბრინჯის მარცვლის ხელა საკმარისია სრულიად.

Posted by: mashusha 18 Sep 2017, 21:04
anabanaankabanka


ალბათ რაღაც არასწორად ვთქვი. ტავს ვიმშვიდებ არ გაუფუჭდება კბილები თქო.
ზუსტად იმას ვდარდო რომ არ იხეხავს. შეიძულა გახეხვა , ან უბრალოდ თამაშობს. ანუ, თვითონ აიღებს ხელსი და ტავისით რაღაცას იხახუნებს კბილებზე. კბილის პასტის გემო არ მოეწონა და თუ შემაჩია რომ რამე უსვია ზემოდან, მაგასაც აღარ აკეთებს.

ახლა რამოდენიმეჯერ ბინტი დავიხვიე ხელზე და ისე გამოვწმინდე, ნადებს მაინც მოაცლის ტქო.
შოკოლადი ამან ახლა დაიწყო და ისიც ზალიან მოზომილად. უფრო საწუწნებს ვაძლევთ და არც იმას ხშირად, მარა, საჭმელს ხომ ჭამს და ის ნადები ხომ რცება. ის თუ არ გამოიწმინდა ხომ გაუფუჭებს კბილებს.
მე 25 -ის ზემოთ ვიყავი პირველად რომ კბილის ექიმს ვეწვიე, მაგრამ, ბიძაშვილი მახსოვს ბაღიდან იკეტებდა კბილებს და მახსოვს რომ ვერ უყუჩებდნენ და საშინელი ტკივილები ჰქონდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)