#35849407 · 2 Apr 2013, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
VisualBB
QUOTE | საერთოდ სიტყვა: "გნოსტიკოს" ბერძნულია თU არ ვცდები და იდუმალებასთან აქვს კავშირი, ისინი (გნოსტიკოსები) ვითOმ "საიდუმლო" ცოდნას ფლობდნენ და მხოლოდ გამორჩეულებისთვის იყო ეს "სახარებები" მათ მიერ დაწერილი, |
სიტყვა "გნოსტიკოს" მართლა ბერძნულია, მაგრამ იდუმალებას კი არა, ცოდნას, შემეცნებას ნიშნავს. მე რამდენედაც მახსოვს გნოსტიკოსები თვლიდნენ, რომ ქრისტე მოვიდა არა იმიტომ, რომ კაცობრიობა ცოდვებისგან გამოეხსნა, არამედ იმიტომ, რომ ცოდნა მიეცა მათთვის, რადგან ყოველი ცოდვის დასაბამი უმეცრებაა. ცოდნაში ბუნებრივია წერა-კითხვის სწავლას არ ვგულისხმობ.
QUOTE | ვითომ "იდუმალ" რაღაცეებს ფლობდნენ და ვითომ საიდუმლო რაღაცეები ეწერა ამ სახარებებშI, რითაც ხალხს ხიბლავდნენ |
ისე რა ვიცი, რაც მე მაქვს წაკითხული, იდუმალი და საოცარი და გაუგებარი არაფერი წერია.
|