EDSONAგამარჯობა. მგონი საერთოდ არა მაქვს სიმპტომები. ის პატარა "ჩხვლეტებიც" გაქრა და ისედაც ძალიან მცირე დოზით იყო.
საერთოდ ვერ ვერკვევი მაგ ანალიზებში. თვითონ იმ გოგომ მითხრა სისხლის ანალიზს მაინც უნდა იჯეთებდე პერიოდულადო. რაც დავგუგლე, ძან დიდი სხვაობები იყო ფასებში. ერთი იყო 22 ლარი სისხლის საერთო ანალიზი, მეორე იყო 220 ლარი სრული პაკეტიო: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები max
ქლამიდია , გონორეა, ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი, ურეაპლაზმა პარვუმი, მიკოპლაზმა გენიტალიუმი, მიკოპლაზმა ჰომინისი, ტრიქომონა, გარდნერელა - ს გამოვლენა უროგენეტალურ ნაცხში PCR- მეთოდით
ფულის გადაყრა არ დამენანება, თუ საჭიროა ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ გარტყმაში არა ვარ მჭირდება თუ არა საერთოდ სრული გამოკვლევა. და როგორ გავიგო?
რაც წავიკითხე რისკ ჯგუფში არ ვარ.
და მეგალაბი რომაა, ეგ კარგი ვარიანტია თუ არის უკეთესიც?