Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > აკაკი წერეთელი -სულიკო


Posted by: Willyfog_22 19 Nov 2016, 03:33
აკაკი ბაქრაძე - "ჩემი აზრით კი, ''სულიკო'' დაკარგული ღმერთის ძებნაა.
... სულ უბრალო კითხვა დავსვათ: რა შეიძლება იყოს, გარდა ღმერთისა, დამარხული, შენახული ვარდში, ბულბულში და ვარსკვლავში? ცხადია,არაფერი ... .“ დანარჩენი იგივე აზრს ამყარებს.

აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაწეროთ კონტრარგუმენტები.

Posted by: The13thFloor 19 Nov 2016, 03:40
მკლავს რა ეს ზეინტელექტუალური ახსნები და არსში ჩაღრმავება biggrin.gif
დაწერა კაცმა რაღაცა ლექსი, გარითმა-გამორითმა, ამბიციები დაიკმაყოფილა, შეიძლება ერთი ორჯერ დააჩუკენა კიდეც
ხზ რა იგულისხმა ან საერთოდ თუ იგულისხმა რამე
არ გკიდიათ? biggrin.gif

Posted by: Willyfog_22 19 Nov 2016, 04:02
აკაკი ბაქრაძე - "ჩემი აზრით კი, ''სულიკო'' დაკარგული ღმერთის ძებნაა.
... სულ უბრალო კითხვა დავსვათ: რა შეიძლება იყოს, გარდა ღმერთისა, დამარხული, შენახული ვარდში, ბულბულში და ვარსკვლავში? ცხადია,არაფერი ... .“ დანარჩენი იგივე აზრს ამყარებს.

აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაწეროთ კონტრარგუმენტები.

Posted by: kukuruzi003 29 Nov 2016, 18:26
Willyfog_22
საინტერესო მოსაზრებააა.

არაა გამორიცხული ეს მოსაზრება ჩაედო აკაკის.

ნუ ახლა მისი დონის პოეტები უბრალოდ არაფერს რომ არ წერდნენ და ჰარი-ჰარალეზე რომ არ წერდნენ იმიტომაც არიან დღემდე სათაყვანებელნი.

ზოგიერთი რითმის გარდა ვერაფერს იპოვის

Posted by: მამაო ენუქი 29 Nov 2016, 18:38
აღმოაჩინა მაგანაც ახალი რამე biggrin.gif ვარდი და ბულბული სუფიზმში ერთი ნოდარმელაძეა, ღმერთი, რწმენა, თან ლექსის ბოლოს სამებაზე ნამიოკი აშკარაა pop.gif

Posted by: Willyfog_22 2 Dec 2016, 17:24
მამაო ენუქი
ბავშვებს ასწავლიან რომ აუციებლად ღმერთზე არისო, ხოდა მე ვფიქრობ რომ ეს არის მხოლოდ ბაქრაძის აზრი და არა აუცილებლად ის რასაც ამბობს თვითონ. ხოდა მაინტერესებს სხვების აზრი ვინ რასთან აიგივებს ამ ლექსს ))))

Posted by: HurricaneKat. 2 Dec 2016, 17:26
მე რატომღაც მახსოვს რომ საქართველოს დაკარგულ დიდებაზე არის ეს ლექსი
მგონი ასე ჩაგვიბეჭდეს სკოლაში spy.gif

Posted by: Willyfog_22 2 Dec 2016, 17:31
ხოდა დღევანდელ 6-ე კლასელ ბავშვებს ასწავლიან რომ მაინცდამაინც ღმერთის ძიებაზე არისო. მინდოდა ამეხსნა რომ ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების აზრითთქო რომელიც ამ შემთხვევაში აკაკი ბაქრაძეა ხოდა სკოლიდან რომ მოვიდა მასწავლებელმა იმის საპირისპირო უპასუხა რაც მე ვუთხარი. ანუ ეგ მაინტერესებდა )))

Posted by: HurricaneKat. 2 Dec 2016, 17:38
სულიკოს ღმერთის იდეასთან დაკავშირებას ასწავლიან როგორც მოსაზრებას თუ როგორც აუცილებელ პირობას? smile.gif

ინტერპრეტირების და ფანტაზიის საშუალებას რომ აძლევდნენ უკეთესი იქნება
მახსოვს სკოლაში ბარათაშვილის მერანი ჩემებურად ავხსენი და მასწავლებელმა პირი დააღო
იმასაც ასწავლეს თავის დროზე რომ მერანი მაინცდამაინც "ისე" უნდა გაეგო და იმანაც ისე დაიმახსოვრა

Posted by: Willyfog_22 2 Dec 2016, 17:47
მეც ეგ მინდოდა რომ როგორც მოსაზრება ისე ესწავლებინათ. და როგორც აუცილებელ პირობას ეგრეც არ ასწავლიან თუმცა სხვა აზრი რომ მივაწოდე დაუპირისპირდნენ ამ აზრს და გამოდის რომ თვითონ ესმით როგორც აუცილებელი პირობა.

ვასილ ბარნოვი ფიქრობდა რომ სულიკოში გამოხატულია სატრფო-სამშობლოს ძებნის ტკივლი
რობაქიძე ფიქრობდა რომ სატრფო-მშვენიერების ძიების ტკვილია.
ბაქრაძე და მასწავლებლები )))) ფიქრობენ რომ ღმერთის ძიებაა.
მე კი არ ვამბობ რომ ეგრე არ არის, შეიძლება ესეცაა მაგრამ სწორად თქვი რომ ფანტაზიის და ინტერპრეტირების საშუალება უნდა მისცენ.

Posted by: HurricaneKat. 2 Dec 2016, 17:51
Willyfog_22
ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება
მეექვსე კლასელი ბავშვი მასწავლებელს მოუგებს კამათში?! biggrin.gif
მასწავლებელი საკუთარ აზრს რომ ბავშვს ახვევს თავს იქ რამეს კი არ ასწავლის , საკუთარ თვითშეფასებას იმაღ₾ებს იმით რომ ბავშვები სათანადო კონტრარგუმენტებს ვერ აწვდიან მის მოსაზრებას
საკუთარ თავს წვრთნის თუ ბავშვებს


Posted by: Willyfog_22 4 Dec 2016, 02:50

HurricaneKat.

მართალი ხარ.

Posted by: Levanchuk 9 Jan 2017, 13:31
QUOTE
დაწერა კაცმა რაღაცა ლექსი, გარითმა-გამორითმა, ამბიციები დაიკმაყოფილა, შეიძლება ერთი ორჯერ დააჩუკენა კიდეც


ან პირიქით

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)