forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (43) « პირველი ... 41 42 [43]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა, კრიტიკული ისტორიოგრაფიის არ არსებობა
Precursor
ერის მამა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6579
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2017, 15:55  #49745835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ilelagi
QUOTE
რა დამტკიცებულ სტატუსზეა საუბარი?    მაინტერესებს, არ ვიცი.


დავით აღმაშენებელმა ხევსურეთი სამეფო დომენად დაამტკიცა და ამ შეთანხმების თანახმად, ხვესურეთი პირდაპირ მეფის დაქვემდებარებაში იყო ყოველგვარი ფეოდალური იერარქიების გარეშე და საზოგადოების თემური მოწყობა იქ ერთადერთ ფორმად დამტკიცდა - გადასახადების სანაცვლოდ ხევსურეთი კისრულობდა მუდმივ საბრძოლო მზაობაში ყოფნას. გარდა ფეოდალური მმართველობისა, ხევსურეთი ასევე თავისუფალი იყო ეკლესიისაგანაც, რადგანაც ეკლესიაში მოქმედი იერარქიული მართვის ფორმა მიუღებელი და შეუთავსებელი იყო თემური საზოგადოებისთვის. ნებისმიერი ხევსური ითვლებოდა თავისუფალ მიწათმოქმედად და ვალდებული იყო სრული საბრძოლო შეჭურვილობითა და ხარჯით თავად უზრუნველეყო ლაშქარში საკუთარი მონაწილეობა , რაც საკმაოდ მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსს მოითხოვდა, რადგანაც იგივე დონის შეჭურვილობით აზნაურის უზრუნველყოფას რამოდენიმე ათეულ ჰექტარზე დასაქმებული გლეხების შრომა სჭირდებოდა.

თამარის დროს ხევსურეთში ზაქარია მხარგძელის ჯარით შესვლას შეიძლებოდა ჰქონოდა ერთადერთი მიზანი - მოესპოთ თემთა თავისუფლება და ძალით დაემკვიდრებინათ ფეოდალური მოწყობა, რაც თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური აქტი და რითაც საფრთხე შეექმნა ქვეყნის უსაფრთხოებას!

ფეოდალურმა ეგზეკუციამ დიდებულთათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო მოგვიანებით, თამარის სიკვდილის შემდეგ, როცა ხევსურეთი კვლავ გამოთიშული იყო თავისი სფეროდან, საქართველომ ზედიზედ განიცადა მარცხი,როგორც ხორეზმელებთან, ასევე მონღოლებთანაც, რადგანაც მხოლოდ ფეოდალური მოწყობის ჯარი, სპეციალურად გაწვრთვნილი მუდმივმოქმედი შენაერთის გარეშე, ვეღარ ახერხებდა ბრძოლის ველზე საჭირო ტაქტიკური მანევრების განხორციელებას.

არა მხოლოდ ხევსურთა, ასევე სხვა მთიელთა მხრიდანაც იმდენად ღრმად იყო წასული ფეოდალური ეგზეკუციის შედეგად გამოწვეული სახელმწიფოსადმი გაუცხოების პროცესი, რომ გიორგი ბრწყინვალის მიერ ახალი შეთანხმების დადებამდე ქვეყანა სრულ ქაოსში იყო გახვეული.

ასე რომ, ერთის მხრივ, ფეოდალთა გაუმაძღრობა-სიხარბემ და მეორეს მხრივ, მეფის მხრიდან თავისუფალ მიწათმოქმედთა მიმართ ჩადენილმა მუხანათობამ, ქვეყანა გაწირა შავბნელი პერიოდისათვის, რომლის განმავლობაშიც საქართველო მუდმივად საფრთხეში იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა დემოგრაფიული კოლაფსი, ეკონომიკური გაჩანაგება და კულტურული დაცემა.

მადლობა ვის? - მეფე თამარს! bis.gif

შეგვიძლია თანამედვროვე ანალოგიაც დავუშვათ - სახელმწიფომ რომ გააუქმოს თავდაცვის სამინისტრო და ჯარი, ხოლო ომის დროს დაეყრდნოს ბიზნესმენთა მიერ დაქირავებულ მებრძოლებსა და დაცვის თანამშრომლებს, ის ომის მომგებია?


--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი

"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი მიშააო!"

“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
Eric
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3767
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 20 Jan 2017, 18:30  #49746911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Precursor
QUOTE
თამარის დროს ხევსურეთში ზაქარია მხარგძელის ჯარით შესვლას შეიძლებოდა ჰქონოდა ერთადერთი მიზანი - მოესპოთ თემთა თავისუფლება და ძალით დაემკვიდრებინათ ფეოდალური მოწყობა, რაც თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური აქტი და რითაც საფრთხე შეექმნა ქვეყნის უსაფრთხოებას!


სრულიად გეთანხმები.

მეორე მხრივ ქართული სახელმწიფოს ზენიტში მთიელებს არ ჰქონდათ ისეთი დიდი სამხედრო დატვირთვა როგორც სახელმწიფოს დაცემის პერიოდში.
მთიელების პერმანენტული გამოძახება საომრად ბარში ეს სახელმწიფოს უკიდურესი გაჭირვების ნიშანი იყო
მანამდე მათი ფუნქცია საზღვრის პერიმეტრის დაცვა იყო ჩრდილოეთით და არა ველზე ბრძოლა მწყობრში
datunia93
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10230
წევრი No.: 163227
რეგისტრ.: 9-March 13

გამოგზავნილია: 20 Jan 2017, 19:20  #49747182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Eric
Precursor
პირველად წავიკითხე და ძალიან დამაინტერესა. თამარი რომ.სუსტი მმართველი იყო სხვა ფაქტებითაც დასტურდება... თუმცა თამარის სახელს რატომ უკავშირებდნენ ყველაფერს დადებითს ხევსურები?
Kobalty
არაგველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 40840
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 20 Jan 2017, 21:18  #49748061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
datunia93
QUOTE
თუმცა თამარის სახელს რატომ უკავშირებდნენ ყველაფერს დადებითს ხევსურები?

როდის უკავშირებენ აბა? რის დასახელება შეგიძლია?


--------------------
არავინ იფიქროს ვახტანგა შალითურს სიკვდილისა სრცხვენიაო!!!
ronald_wesley
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2501
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14

გამოგზავნილია: 20 Jan 2017, 21:45  #49748277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ასიათასი ადამიანი1 500 კაცით როგი
ორ უნდა დაამარცხო???

თან მოულოდნელად??? ზღაპარია.

This post has been edited by ronald_wesley on 20 Jan 2017, 21:46
samuraisxmali
მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1573
წევრი No.: 77512
რეგისტრ.: 7-December 08

გამოგზავნილია: 20 Jan 2017, 22:21  #49748569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ronald_wesley
ისისმა რო პალმირაში სამთავრობოები და რუსები დაამარცხა ეგრე biggrin.gif შეაჭრეს და 40 კილომეტრზე არბენინეს.
silver_ranger
ყვარლელი ემიგრანტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24434
წევრი No.: 61803
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 20 Jan 2017, 22:23  #49748593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Precursor
თამარმა მოინდომა ფხოვის და დიდოეთის დამორჩილება და ძალით გაქრისტიანება. ავიდა მხარგრძელიო და დაამარცხაო, იმაზე დუმან რამდენჯერ ავიდა, 5 წელი ომი ჰქონდათ დიდოელებს და ფხოველებს(თუშ-ფშავ-ხევსურები)თამართან, ყვარლელებიც(ოღონდ ფშავლები)მაგ დროიდან არიან ჩამოსახლებულები.


--------------------
Аурыскуа, шэани, шэаби, шэчи, зеги искусааит!!
-
В стае волков щенок вырастает волком, и не важно какая сука родила!!

"Гуьржишц гергарло ма хаде делаш, шун хало тъе йеач цара бен накъостал дира дац шун"
Precursor
ერის მამა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6579
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06

გამოგზავნილია: 21 Jan 2017, 12:03  #49751272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Eric
QUOTE
მეორე მხრივ ქართული სახელმწიფოს ზენიტში მთიელებს არ ჰქონდათ ისეთი დიდი სამხედრო დატვირთვა როგორც სახელმწიფოს დაცემის პერიოდში.მთიელების პერმანენტული გამოძახება საომრად ბარში ეს სახელმწიფოს უკიდურესი გაჭირვების ნიშანი იყო


yes.gif საქმეც მაგაშია, რომ ამპარტავნებით შეპყრობილ დიდებულებს სიხარბემ სიფრთხილის გრძნობა დააკარგინა და უკვე ვეღარ წარმოედგინათ, რომ ოდესმე ისევ დასჭირდებოდათ მთიელთა სამხედრო ძალა... ამიტომაც, ფეხებზე დაიკიდეს დავით აღმაშენებელის მეფური სიტყვა - თავი უმეტესი ეგონათ?

QUOTE
მანამდე მათი ფუნქცია საზღვრის პერიმეტრის დაცვა იყო ჩრდილოეთით და არა ველზე ბრძოლა მწყობრში


საზღვრის დაცვა ეს ყოველდღიური საქმიანობა იყო და არის ნებისმიერი "ვაენნი გარადოკის", მაგრამ შეთანხმებას, რომ მაქსიმალურად გაწვრთვნილი რაზმით მუდმივად მეფის სამსახურში ყოფილიყვნენ, ისინი მაშინაც კი იცავედნენ, როცა მეფეები უკვე აღარც იყვნენ... biggrin.gif

ronald_wesley
QUOTE
აი ასიათასი ადამიანი1 500 კაცით როგი  ორ უნდა დაამარცხო???თან მოულოდნელად??? ზღაპარია.


როცა ველზე ერთმანეთის პირისპირ დგას თანაბარი შეიარაღებისა და საბრძოლო უნარების მქონე 100 000 და 1 500, რა თქმა უნდა, ამ 1 500 კაცს ვერანაირი მაკედონელი ვერ გაამარჯვებინებს (გაიხსენეთ კრწანისის ბრძოლა, როცა აღა-მაჰმად ხანმა, გაიგო თუ არა არაგველების რაზმის თბილისში შესვლის შესახებ, ეგრევე უკან, ქალაქიდან გაიხმო თავისი ჯარი და საბრძოლველად დააწყო, რადგანაც ჩათვალა, რომ არაგველებს უკან სხვა ჯარიც მოჰყვებოდა და ქალაქის ვიწრო ქუჩებში აუცილებლად დამარცხდებოდა, მაგრამ როცა საბრძოლველად კვლავ დაწყობილი ირანელების წინაშე მხოლოდ 300 მეომარი დადგა, უკვე ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ამ რაზმს სურდა მხოლოდ დრო მოეგო, რათა თბილისის მოსახლეობას ქალაქიდან გასვლის მეტი შანსი ჰქონოდა), მაგრამ როცა ამ 100 000 კაციდან უმეტესობა მასოვკაა და მოულოდნელი თავდასხმის დროს დაწყებულ პანიკაში ვერ ახერხებენ საბრძოლო მწყობრის მიღებასა და ტაკტიკური სვლების ორგანიზებულად განხორციელებას, ეს 1 500 კაცი სრულიად საკმარისია, რადგანაც მტერს კი არა ჰკლავენ, არამედ ჰხოცავენ, სანამ მაჯა არ დაეღლებათ... დაახლოებით იგივე მოხდა ბახტრიონის აჯანყების დროსაც, როცა ფეოდალური ჯარი მოშლილი იყო, ხოლო მოსახლეობა მასობრივად გახიზნული - ირანის გარნიზონები მაშინ მხოლოდ პოლიციურ და წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებდნენ და პოტენციურ ბუნტისთავებს დასდევდნენ - არანაირად აღარ მოელოდნენ ქართველებისგან რაიმე სახის სამხედრო ქმედებას... შედეგი კი ისეთი დაიდო, რომ დღესაც კი რცხვენია ქართულ ისტორიოგრაფიას მასზე საუბარი აჯანყებისთანავე მომხდარი გადამეტებული სისასტკისა და გენოციდის გამო, როცა 60 000 ირანელის გაწყვეტის მერე 240 000 ე.წ. "მშვიდობიანი" თურქმენი დედაწულიანად გაიჟლიტა...

გარდა ამისა, ისტორიაში შემორჩენილია უამრავი ფაქტი იმისა, თუ როგორ ახერხებდა ძალზედ მცირერიცხოვანი რაზმი დიდძალი მტრის მოგერიებას, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ თანაბარ ბრძოლაშAი 1 კაცი ერთბაშად 10 კაცს ერეოდა, ზღაპარიც კი არ არის - ბოდვაა...

ალბათ გეხსომებათ მოგვიანებით ფაქტი, როცა იაპონია-რუსეთის ომში კატორღელმა ლიქოკელმა 20 იაპონელი დივერსანტი მოკლა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ დივერსიული რაზმი დაკომპლექტებული იყო სამურაების შთამომავლებით და არც ერთმა მათგანმა არ იკადრა მარტოკაცი მტრის წინააღმდეგ ხმალდახმალ ურიგოდ მისვლა და არც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არ იკადრეს... ხოლო, შემდგომი რაზმი როცა შეიჭრა რატუშის ჰოლში და მიმოყრილი 20 დივერსანტის შორის მდგარი ხმლიანი კაცი დაინახა, იმ რაზმში უკვე ჩვეულებრივი ჯარისკაცები იყვნენ და ერთიანად დაახალეს შაშხანები, თუმცა მათმა ოფიცერმა იქვე შეადგინა პატაკი მომხდარის შესახებ და სწორედ ამის შედეგად გაიგო რუსეთის მხარემ მომხდარის შესახებ...

silver_ranger
QUOTE
თამარმა მოინდომა ფხოვის და დიდოეთის დამორჩილება და ძალით გაქრისტიანება. ავიდა მხარგრძელიო და დაამარცხაო, იმაზე დუმან რამდენჯერ ავიდა, 5 წელი ომი ჰქონდათ დიდოელებს და ფხოველებს(თუშ-ფშავ-ხევსურები)თამართან, ყვარლელებიც(ოღონდ ფშავლები)მაგ დროიდან არიან ჩამოსახლებულები.


თამარმა მოინდომა

მოინდომა

ამაშია საქმე, რომ როცა ადამიანმა არ იცის, რა მოინდომოს, ამითი საკუთარ თავს აუბედურებს, ხოლო როცა მმართველმა არ იცის, მაშინ უკვე ხალხი უბედურდება...

დავითს ხომ სულაც არ უნდოდა ყივჩაყის ქალი მოეყვანა ცოლად, მაგრამ მიაჩნდა, რომ მეფემ ის კი არ უნდა გააკეთოს, რაც მას მოუნდება, არამედ ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო!

This post has been edited by Precursor on 21 Jan 2017, 12:05
ჩაჭრილი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 384
წევრი No.: 149217
რეგისტრ.: 19-May 12

გამოგზავნილია: 21 Jan 2017, 13:26  #49751729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამაშია საქმე, რომ როცა ადამიანმა არ იცის, რა მოინდომოს, ამითი საკუთარ თავს აუბედურებს, ხოლო როცა მმართველმა არ იცის, მაშინ უკვე ხალხი უბედურდება...

დავითს ხომ სულაც არ უნდოდა ყივჩაყის ქალი მოეყვანა ცოლად, მაგრამ მიაჩნდა, რომ მეფემ ის კი არ უნდა გააკეთოს, რაც მას მოუნდება, არამედ ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო!



ძლივს რაღაც კარგი წავიკითხე. მართალი ხარ, აუტკიებელ თავს რო აიტკიებ ადამიანი მერე უფრო ძვირი დაგიჯდება მკურნალობა.

ისტორია შეცდომებს არ პატიობს. არანაირ შეცდომებს.
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7777
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 22 Jan 2017, 18:39  #49761025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
http://samxedro-istoria.blogspot.com/2017/...og-post_22.html

აი ჯარების რიცხოვნობაზე ძალიან კარგი სტატია

ეჭვი მეპარება რომ ვინმე წაიკითხავთ,მაგრამ მაინც


--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
SpringtimeOfYouth
Roar, My Youth!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2898
წევრი No.: 203786
რეგისტრ.: 17-June 15

გამოგზავნილია: 23 Mar 2017, 00:24  #50207377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ყველა პოსტი წავიკითხე
vis.gif


--------------------
When We Do Right, Nobody Remembers. When We Do Wrong, Nobody Forgets <<<<<< Hells Angels >>>>>> Choose: Unrememberable or Unforgettable

Non-Stop Guitars
Non-Stop Drums

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის გამარჯვებული: ლესთერ ტყვნაჩო-ფუჩურიკ-დეზლე სითი
aqvsenti777
ფორუმი ითრევს მემბერს :)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1387
წევრი No.: 133426
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 23 Mar 2017, 01:09  #50207694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მდაააა ...


--------------------
„ილოცე, გაირუჯე და დაისვენე ერთ სივრცეში“ – ურეკის სასტუმრო „ელეგანტი“ :facepalm:


http://infotrans.info/index.php/japauto/671-japcarnames.html

o===[]::::::::::::::::::>
▬▬ι═══════ﺤ
-═══════ι▬▬
nick_el_son
Fake Hero


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15718
წევრი No.: 19911
რეგისტრ.: 25-May 06

გამოგზავნილია: 23 Mar 2017, 01:36  #50207869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (rockforever @ 22 Jan 2017, 18:39 )
http://samxedro-istoria.blogspot.com/2017/...og-post_22.html

აი ჯარების რიცხოვნობაზე ძალიან კარგი სტატია

up.gif


--------------------
Paint it Black!

**
Forgive me father, for I know what I do but I want to hear the last poem of the last poet.
J.M
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
2 წევრი: LuxAeterna, Asmeta1084
Topic Options Pages: (43) « პირველი ... 41 42 [43]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0298 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]