ბატონო თორნიკე, თქვენს მითითებულ ვებ-გვერდს ბევრი ვარიანტი აქვს პერიოდული სისტემის გამოსახვის, მათ შორის თქვენი:
https://www.meta-synthesis.com/webbook/35_p...3D+Formulationsჩემთვის როგორც ქიმიკოსისთვის ერთი შეხედვით არ აქვს უპირატესობა კლასიკურ გრაფიკულ მოდელთან შედარებით. როდესაც პერიოდული სისტემა შეიქმნა მაშინ ელემენტები მენდელეევმა და მისმა წინამორბედებმა მასის ზრდის მიხედვით დაალაგეს და იმ დროს არაფერი არ იცოდნენ ატომის აღნაგობის და ბირთვში პროტონების რიცხვის შესახებ.
ელემენტების ქიმიური თვისებების მსგავსება მათი აღნაგობით განისაზღვრება, ელემენტის ატომის ზომით, გარე ელექტრონული შრეზე ელექრონების რიცხვით და ამათიდან გამომდინარე ელექტრონების გაცემა/შეძენის სიმარტივე-სირთულით განისაზღვრება.
წყალბადის ატომშიც განსაკუთრებული მისტიკური არაფერია, ერთი ელექტრონი აქვს და შეძენაც შეუძლია და გაცემაც, თუმცა რეალურად არც პირველი ჯგუფილ ელემენტებს ჰგავს ძალიან და არ მეშვიდეს თავისი ქიმიური თვისებებით, რადგან გაცილებით პარატაა თავისი ზომით.
ლითიუმი კიდევ მაგალითად მეორე ჯგუფის ელემენტებს უფრო ჰგავს თავისი თვისებებით (მაგნიუმი, კალციუმი) ვიდრე თავისი ჯგუფის ელემენტებს (ნატრიუმი, კალიუმი) და ეს ყველაფერი ლითიუმის ატომის აღნაგობის სპეციფიკიდან აიხსნება ანუ ატომის ფიზიკის ცოდნიდან და ჩემი მოკრძალებული აზრით სივრცულ მოდელებში ახალი კანონზომიერებების ძებნას სჯობია ელემენტის ატომის აღნაგობიდან შევაფასოთ ელემენტების ქიმიური თვისებები.
სამკურნალოდ მარტივ ნივთიერებებს ხმარობთ? ნაერთებში ელემენტების თვისებები დრამატულად იცვლება და პერიოდული სისტემა სამკურნალო თვისებების ცვლილებების შესწავლაში როგორ გეხმარებათ?
წამლები როგორ წესი რთული ორგანული მოლეკულებია, რომლებიც ორგანიზმში სამიზნე ცილას/ენზიმს უკავშირდებიან გასაღები/ბოქლონის პინციპით და არასასურველი პროცესის მიმდინარეობას ცვლიან, რისი საბოლოო შედეგიც არის გამოჯანმრთელება ან დაავადების სიმპტომების შესუსტება. აქ წამლის მოლეკულის თვისებების ცოდნაა საჭირო, რასაც მისი გეომეტრია და ასევე ფუნქციანალური ჯგუფების თვისებებია ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენად ფუძე ან მჟავური თვისებები აქვთ, რამდენად წყალში ხსნადნ/ უხსნადნი არიან და როგორ შეუძლიათ სამიზნე უჯრედის გარსში შეღწევა, სისხლის ცილას ხომ არ უკავშირდებიან ძალიან კარგად და სამიზნე უჯრედში ვერ აღწევენ, მეტაბოლიზმის პროცესში რაიმე ტოქსიკურ ნაერთებს ხომ არ იძლევიან. კლასიკურ სამედიცინო ქიმიაზე მაქვს საუბარი აქ და არ ვიცი თქვენ ჰომეოპათი ამ ყველაფერს როგორ უყურებთ.
This post has been edited by Red_Scorpion on 28 Oct 2021, 07:56
Be humble for you are made of earth. Be noble for you are made of stars.