პატარა სერიები ჩავხატე იმ გოგოსი )
არ ვიცი საიდან მოდის...
უფალო.
და მახსოვს დაჩა. სამხრეთ კავკასიონისკენ. ალგეთში.
მამა მაღვიძებდა. დილით.
სახლის უკან დიდი ბლის ხე იდგა.
სულ მახსენდება ეს.
და მთა რომლის მწვერვალიც არ ჩანდა ზაფხულშიც მზიან ამინდშიც კი.
და ერთხელ დილით მამამ გამაღვიძა.
მთელი სიზარმაცე მაკავებდა საწოლში.
მაგრამ როგორხ კი გავიგე ის რომ მთის მწვერვალი მოჩანდა...
წამოვხტი... სუსხიან ბალახზე და დილით სველ მიწაზე გავირბინე, ხეზე ავცოცდი სახურავზე ავესი და დავინახეეეე.......
სარკეეეე. სალიიიი.... მზის შუქი ისე ირეკლავდა პირდაპირ თვალს მჭირდაააა...
სულმა დაიწყო კანკალი... შეხედეე მეუბნებოდა.... შეხედე...
და ვერც დავხატე. ვცადე დახატვა მგარამ ვიკარგებოდიიი....
ეს იყო ყველაზე დიდებული რაც ოდესმე მინახავს ცზოვრებაში.
და თუ უფალი მომცემს ნებას მე მინდა ვნახო ეს კიდე.
ორჯერ ვიყავი ჩასული... მამამ დაშალა ის სახლი და მიწაც მოკვდა.. ბოლოს მამის გარდაცვალების მერმე.
რომ მივედი გული გამიჩერდა...
ბავშვობამ ჩაირა და დავინახე ზუსტად ნარჩენი ისტორიიის..
მახსოვს სახურავზე როდესაც „ბეტონი“ დაასხე მე მითხრა მამ დადე ხელის გული და .... ამდენი ხნის მერე ვნახე ეს... ჩემი პატარა ხელები...
ანაბეჭდდ.... ნანგრევებზე....
უფალმა დაგლოცოს ... ხატე გემუდარები !
ეს დილაც ცრემლით გათენდა მაგრამ ვიცი ეს არაფერია... გიხაროდეს!
This post has been edited by XDLabadze on 9 Oct 2018, 16:59