Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > უეკონომიურესი იაპონური სახლები


Posted by: kodeqsi 30 Apr 2017, 02:31
იაპონელებს დაუწყიათ ასეთი სახლების მშენებლობა და იქნებ სუბარასაც ეცეს თვალში აგი თემაი... რამდენი მთლად უსახლ-კარო დევნილი, იპოთეკადაზარალებული და უბრალოდ სოცღატაკი ოჯახები ჰყავს ქვეყანას მისახედი...

http://vrutmilife.com/?p=34545

http://radikal.ru


Posted by: wolfchant 30 Apr 2017, 02:34
სადღაც ჩატეხილფანჯრიან საბჭოთა კავშირის სტილში გადაწყვეტილ საზარელ ჩაბნელებულ ნანგრევებს როგორ არ აჯობებს, მშვენივრად გამოიყურება.

Posted by: Pacific 30 Apr 2017, 02:37
ჩვენთან ეგეთი სახლები ჯერ კიდევ მტკვარ-არაქსის კულტურის დროს იყო, 5 ათასი წლის წინ

Posted by: Shurige 30 Apr 2017, 02:38
kodeqsi
დაუწყიათ რას ნიშნავს?
4 წლის წინ გვქონდა შემოთავაზება რაღაც პროექტისა, რომელიც ეგეთი სახლებს ითვალისწინებდა, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან სანამ ქართველი მაგას მოიწონებს და დაჰყვება, გაკოტრდები biggrin.gif
ამიტომ, ასე ვთქვით: დაიწყოს ყვირილი სსხვამ და ვიღრიალებთ ჩვენც-თქო biggrin.gif

პ.ს. იაპონელების გამოგონებაა თუ ვისია, ეგ არ ვიცი

ნაკლოვანებები აქვს მაგას. გეგმარებაში შეზღურუდლი ხარ, კონსტრუქციულადაც შეზღუდული ხარ

სტილისტურადაც, მომთაბარე ტომის ბანაკს ჰგავს და არ არის ქართველისთვის მოსაწონი.
ყაზახეთში, ტაჯიკეთში, კი ბოტონო smile.gif

Posted by: bigmaster 30 Apr 2017, 02:41
სხვა ანსვერი ბობოქრობს ჩემ და ჩემ მსოფლიო დემოკრატიულ გონსა შიდა old.gif

Posted by: მელკერი 30 Apr 2017, 02:45
kodeqsi


შემ ბენდუქიძის სახლები გინახავს?

უიაფესია...

ნუ ქუჩაში, მუყაოს ყუთში ცხოვრებას სჯობს... user.gif

Posted by: Perpendikulari 30 Apr 2017, 02:47
იყო ოდესღაც ასეთი პროექტები მოდაში 50იანებში და 60იანებში მაგრამ ვერ გაამართლა

საბჭოთაკავშირში ხრუშოვკები სხვა განვითარებულ ქვეყნებში სხვა პროექტები მაგრამ მსგავსი

მოკლედ არ ამართლებს ასეთი იაფფასიანი საცხოვრებლები
კარგი პირობებია საჭირო იმისთვის რომ ადამიანმა შრომისუნარიანობა წლების განმავლობაში შეინარჩუნოს


რამოდენიმე წლის მერე ტენდენციები შეიცვლება, მაგ დასახლებიდან ახალგაზრდობა დაიწყებს გასვლას, მერე მხოლოდ მოხუცები დარჩებიან და ფაქტიურად დარჩება უსარგებლო რაიონად

ეგრე არ ხდება ქალაქგეგმარება mad.gif


QUOTE
შემ ბენდუქიძის სახლები გინახავს?

ხო იცით ბენდუქიძე რის გამო მოკვდა?
ბრიუს ლის სინდრომი...
ტვინი გადაექცა ქონად


მაგიტომაა ბოლო წლებში ამდენი ###ობა რო გააკეთა
თორე ადრე ბიოლოგი იყო, მერე ბიზნესმენი
ყოველთვის ბანძი ნეოლიბერალი ეკონომისტი კი არ ყოფილა

Posted by: Shurige 30 Apr 2017, 02:50
მელკერი
"ბენდუქიძის" რატომაა ეგ და უიაფესიც საიდან გამოვიდა? smile.gif
ხის ჩარჩოზე ფანერა, ДСП, MDF ან რამე ეგეთი ქინება მიკრული აქეთ-იქიდან. მათ სორის კი თბოლიზოლატორი

ნახევარი აშშ ეგეთი კონსტრუქციის და მასალის სახლები დგას smile.gif

Posted by: ჯარჯი 30 Apr 2017, 05:34
მე მგონი ეგ პენოპლასტიკიარა მსგავსი მასალა პოლიურეთანი. საკმაოდ მყარი და გამძლეა. ავეჯიც ძალიან კარგი გამოდის. მსუბუქია, თბო და ხმოვანი იზოლაციაც კარგი აქვს. ნესტგამძლეა და წყალსაც არ ატარებს smile.gif
მზის სხივებისგან დასაცავად შეღებვა დაჭირდება და სულ ეს არის.

მხეცებში და ცხოველებში თუ არ ცხოვრობ ძალიან მაგარი მიგნებაა biggrin.gif

Posted by: kodeqsi 30 Apr 2017, 18:25
Shurige
QUOTE
დაიწყოს ყვირილი სსხვამ და ვიღრიალებთ ჩვენც-თქო 
lol.gif კაი იყო... up.gif
QUOTE
არ არის ქართველისთვის მოსაწონი.

აბა ის უფრო მოსწონთ უსახლ-კაროებს, რომ ღია ცის ქვეშ იყვნენ?... და სანამ პენთ-ჰაუსური ოცნებები აუსრულდებათ, იკმარონ ის, რასაც ჩვენებურ საწყალ-ეკონომიკურ მდგომარეობიანი სახელმწიფო სოცსაცხოვრებელი ფონდიდან მისცემს მანამდე დროებით საცხოვრებლად...


bigmaster
QUOTE
სხვა ანსვერი ბობოქრობს ჩემ და ჩემ მსოფლიო დემოკრატიულ გონსა შიდა

ესაც კაი იყო!... up.gif


მელკერი
QUOTE
შემ ბენდუქიძის სახლები გინახავს?

უიაფესია...

ამათზე იაფია? თანაც ესენი თბოეფექტურები არიან მეტადრეო, ზამთრისთვის მისწრებაა სოცგაჭირვებულთათვის, მითუმეტეს მერიამ კომუნალურები რამდენს მოუხსნაო, ხომ იძახდნენ და წერდნენ...yes.gif


Perpendikulari
QUOTE
ეგრე არ ხდება ქალაქგეგმარება

ყველანაირ პრაქტიკულ ასპექტში ეს დროებითი საცხოვრებელია, ქალაქის გენგანვითარების სტრატეგიულ გეგმა, ცხადია, ასეთ შენობა-ნაგებობებს ვერც ვერასდროს დაეყრდნობა... ეს დროებითი ზომაა, სხვადასხვა ცხოვრებისეული ან პოლიტიკური მიზეზებით ათასობით ხალხი მართლაც ღია ცის ქვეშ რომ არ რჩებოდეს ხოლმე...

Posted by: ML320_Blue 30 Apr 2017, 18:30
QUOTE (მელკერი @ 30 Apr 2017, 02:45 )
kodeqsi


შემ ბენდუქიძის სახლები გინახავს?

უიაფესია...

ნუ ქუჩაში, მუყაოს ყუთში ცხოვრებას სჯობს... user.gif

ძაან საზიზღრობაა ეგ ბენდუქიძის სახლები...

Posted by: dega 30 Apr 2017, 18:31
რა ადვილი გასაქურდი იქნება
გაბურღავ და შეძვრები
smile.gif

Posted by: PANTALONE 30 Apr 2017, 18:36
პენოპლასტი ძალიან ტოქსიკურია როცა ხურდება/
არც პოლიურეთანია სოფლის ნობათი/



პროექტი საინტერესოა /


ისე როიალი რომელი ფანჯრიდან უნდა შეათრიო ამაში? ან სტენკა?

Posted by: ჯარჯი 30 Apr 2017, 18:36
dega
QUOTE
რა ადვილი გასაქურდი იქნება
გაბურღავ და შეძვრები


და წამოიღებ წითელ ათმანეთიანებს givi.gif

აბა რას გავს ეს ? დეგა არ გეპატიება, დადო პარტბილეთი მაგიდაზე და მოსუვა ეხლა აქედან lol.gif 2kiss.gif

Posted by: BUFFALOBILL 30 Apr 2017, 18:40
QUOTE

შემ ბენდუქიძის სახლები გინახავს?

უიაფესია...

ნუ ქუჩაში, მუყაოს ყუთში ცხოვრებას სჯობს..

QUOTE
ძაან საზიზღრობაა ეგ ბენდუქიძის სახლები...


რა არ მოგწონთ ერთი ვოცოდე

რომელი საბჭოური ხრუშჩოვკა ჯობია სილამაზით

გამძლეობაზე არ გვინდა რაა რომელი იაპონია ჩვენ ვართ ახლა მიწისძვრები ხდებოდეს წარამარა

იდეაში ასეთია (ოღონდ ქართულად)

user posted image

Posted by: kodeqsi 30 Apr 2017, 18:40
dega
QUOTE
რა ადვილი გასაქურდი იქნება

არ იქნება ადვილი... no.gif სიდედრი სულ შიგ იჯდება ცერბერ-სიგნალიზაციასავით...yes.gif gigi.gif

Posted by: miki 30 Apr 2017, 18:48
QUOTE (BUFFALOBILL @ 30 Apr 2017, 17:40 )
QUOTE

შემ ბენდუქიძის სახლები გინახავს?

უიაფესია...

ნუ ქუჩაში, მუყაოს ყუთში ცხოვრებას სჯობს..

QUOTE
ძაან საზიზღრობაა ეგ ბენდუქიძის სახლები...


რა არ მოგწონთ ერთი ვოცოდე

რომელი საბჭოური ხრუშჩოვკა ჯობია სილამაზით

გამძლეობაზე არ გვინდა რაა რომელი იაპონია ჩვენ ვართ ახლა მიწისძვრები ხდებოდეს წარამარა

იდეაში ასეთია (ოღონდ ქართულად)

user posted image

ის პენოპლასტერი აი რა მოსაწონია. თან არაჯანსაღი



აი აქ კი ნამდვილად ვიცხოვრებდი

Posted by: Shurige 30 Apr 2017, 18:48
kodeqsi
QUOTE
აბა ის უფრო მოსწონთ უსახლ-კაროებს, რომ ღია ცის ქვეშ იყვნენ?... და სანამ პენთ-ჰაუსური ოცნებები აუსრულდებათ, იკმარონ ის, რასაც ჩვენებურ საწყალ-ეკონომიკურ მდგომარეობიანი სახელმწიფო სოცსაცხოვრებელი ფონდიდან მისცემს მანამდე დროებით საცხოვრებლად...


ზოგადად, სტილისტურად არაა მოსაწონი ჩვენთვის. იურტაა, რა, თანამედროვე მასალებით.
https://www.google.ge/search?biw=1777&bih=827&tbm=isch&sa=1&q=%D1%8E%D1%80%D1%82%D0%B0&oq=%D1%8E%D1%80%D1%82%D0%B0&gs_l=img.3...0.0.0.42014.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c..64.img..0.0.0.7fuS1uf9Gm8
ნუ, ერთი და ორი წავა და შეიძლება ორიგინალურადაც წარმოჩინდეს, მაგრამ თუ ჩააჭიკსწიკებ ეგეთებს, გამოვა მონღოლეთი იალაღზე smile.gif smile.gif

ჩემი აზრით, მაგით შეილძება გააშენო ტურბაზა, ბანაკი, კემპინგი, თავშესაფარი, თუნდაც, სააგარაკე საბინადრო, ანუ დროებითი საცხოვრისი, მაგრამ არა მუდმივსაცხოვრებელი.

* * *
და მაგეებს ეს არ ჯობია? smile.gif
https://www.google.ge/search?biw=1777&bih=827&tbm=isch&sa=1&q=A-frame+houses&oq=A-frame+houses&gs_l=img.3...45436.48558.0.49151.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.64.img..0.0.0.-e6xdJEpwlg

Posted by: gia1970 30 Apr 2017, 18:57
Shurige
QUOTE
და მაგეებს ეს არ ჯობია? smile.gif
https://www.google.ge/search?biw=1777&bih=8...0.0.-e6xdJEpwlg


თან ეგ დაცერებული სახურავები სულ მზის პანელები რო იყოს

Posted by: kodeqsi 30 Apr 2017, 18:59
Shurige
სტილისტურად არც მე მომწონს, იურტას, კიშლაკს და აულს, ერთად აღებულს, ყველაფერს მაგონებს, მარა... გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას, ასეთ სახლში შევარდნას მერე გაჩვენებო... მთავარია, უეკონომიურესია მშენებლობითაც და კომუნალური ხარჯებითაც... მუდმივად კი ნაღდად არავის ვუსურვებდი მასეთში ცხოვრებას, უბრალოდ, დროებითი თავშესაფარისთვის იდეალურია ჩვენნაირი ღარიბული ქვეყნისთვის...

პ.ს. ტურიზმისთვისაც აქვს პოტენციალიო თავის ორიგინალობითო და სადაც ფიქრობ, ევროტურისტი გაგიჩერდება იქ რაღაც ხანი, მითუმეტეს უნდა გაგიჩერდეს სოცღატაკი...

***
არა, ამ მახვილ სამკუთხა სახურავებს ვერ ვიტან, ღრუსულ ტერემოკს მაგონებს ვეჩნად... givi.gif თანაც სივრცული მოწყობით ძაან არაკომპაქტური და გამოუსადეგარია...

Posted by: dongabo 30 Apr 2017, 19:02
QUOTE
და მაგეებს ეს არ ჯობია?
https://www.google.ge/search?biw=1777&bih=8...0.0.-e6xdJEpwlg

მაგრად მომწონს ასეთი სახლი

Posted by: FLEA_ 30 Apr 2017, 20:29
რიყის ქვით პირველი სართული და მეორე სართული ფიცრით. იაფიც დაჯდება და ქართულიცაა. ცოტა წაათანამედროვეთ და ეგაა ,ყველაფერი მე გასწავლოთ ?
))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)