საწყენად არ მითქვამს, იმხელა თანხა ჯდება რეალური სეო სერვისი რომ 1000 ან 5000 ლარიც რომ გქონდეს გათვლილი დამიჯერე არ გეყოფა
აი ესაა სიმართლე და მაგიტომ, 6 თვეზე ადრე შედეგს ვინც შეგპირდებათ ან თაღლითია ან უცოდინარი, გარანტირებულ შედეგს ვინც დაგპირდებათ ან თაღლითია ან უცოდინარი. ძალიან დაიხვეწა გუგლის ალგორითმი, პლუს მონოპოლიზირებული ხდება სერპი, თითქმის ყველა კივორდზე გიგანტი საიტები არიან და ასე შემდეგ.
გამოცდილმა სეოშნიკმა მარტო ბიუჯეტი რომ დაგითვალოთ თავისი ანაზღაურების გარეშე ის აცდება 10-15 ათასს საშუალო დონის პროექტზე, პლუს მისი დაინტერესება და ყველაზე ცუდი ისაა რომ 100% შედეგს ვერც ის დაგპირდება.
გრანდიოზულ პროექტს რომ არ აკეთებთ და ასობით ათასი რომ არ გაქვთ ბიუჯეტი მხოლოდ იმაზე დაყრდნობით ვივარაუდე რომ ფორუმზე ეძებთ კადრს
რაც შეეხება PPC რეკლამას, თუ ბეთინგ ნიშაა გუგლი არ არეკლამებს ზოგადად გამბლინგს, კლოაკინგით ახერხებენ დროებით მაგრამ ეს დროში გაწერილ ბიზნესზე არ იმუშავებს 5-7 დღეში ბლოკავენ ექაუნთებს.
ყველაზე ნაღდია ადნაუ ან ეგეთი დაბალხარისხიან ნეტვორკებში შეაგდოთ რეკლამა და პლუს რომელიმე CPA ნეტვორკში შეაგდოთ კამპანია და ყოველ მოყვანილ რეალურ კლიენტზე გადაიხადოთ. ბევრი მეთოდია ინტერნეტში მიზნობრივი ტრაფიკის მოსაპოვებლად, კარგი კონტენტი, მიზნობრივი ვიზიტორები, სოციალურ ქსელებში აქტივობა და დროის მერე გუგლშიც დაიკავებს პოზიციებს ბუნებრივად.
პმ მომწერეთ კონკრეტულად რა პროექტს აკეთებთ და გირჩევთ კიდევ რამეს