ქვეყანა - აშშ
ქალაქი - ბაფალო, ნიუ იორკის შტატი
დაარსების წელი - 1970
სახელწოდება -
Buffalo Sabres დაარსებიდან დღემდე
საშინაო არენა - HSBC arena იტევს 18 690 მაყურებელს
ფორმის ფერები - მუქი ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი
კონფერენცია - აღმოსავლეთი
დივიზიონი - ჩრდილო-აღმოსავლეთი, სადაც ბაფალოსთან ერთად თამაშობენ
Montreal Canadiens,
Boston Bruins,
Ottawa Senators და
Toronto Maple Leafsმფლობელი - ტერი პეგულა
გენერალური მენეჯერი - დარსი რეგიე
მწვრთნელი - ლინდი რაფი
კაპიტანი - ჯეისონ პომინვილი
კლუბის საიტი -
http://sabres.nhl.com/index.htmlფარმ-კლუბი -
http://www.portlandpirates.com/ სტენლის თასის ორგზის ფინალისტი - 1974-1975, 1998-1999
რეგულარული სეზონის გამარჯვებული - 2006-2007
კონფერენციის გამარჯვებული - 1974-1975, 1979-1980, 2006-2007
დივიზიონის გამარჯვებული - 1974-1975, 1979-1980, 1980-1981, 19996-1997, 2006-2007
უკვდავყოფილი ნომრები
2 - ტიმ ჰორტონი, მცველი (1972-1974)
7 - რიკ მარტენი, თავდამსხმელი (1971-1981)
11 - ჟილ პერო, თავდამსხმელი (1970-1986)
14 - რენე რობენი, თავდამსხმელი (1972-1979)
16 - პეტ ლაფონტენი, თავდამსხმელი (1991-1997)
18 - დენი გეირი, თავდამსხმელი (1974-1981)
სხვადასხვა საკლუბო რეკორდები http://forty.sabres.nhl.com/records.asp მიმდინარე შემადგენლობა http://espn.go.com/nhl/team/roster/_/name/buf/buffalo-sabresკლუბის ლოგომ რამოდენიმეჯერ განიცადა ცვლილება
საბოლოოდ კი ასეთი სახით ჩამოყალიბდა
ნიუ იორკთან მდებარე პატარა ქალაქ ბაფალოს ჰოკეის გუნდის დაარსების ოფიციალურ თარიღად 1970 წელი ითვლება, თუმცა თავად გუნდის ქომაგები სხვა თარიღს მიიჩნევენ დაბადების დღედ - 1969 წლის 2 დეკემბერს, როდესაც ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ ორ ძმას - სეიმურ და ნორსრუპ ნოქსებს საკუთარი კლუბის ყოლის ოფიციალური ნება დართო. საინტერესოა კლუბის სახელის წარმოშობის ისტორია. როგორც ეს აშშ-შია მიღებული ახლადშექმნილი კლუბის სახელწოდებაზე კონკურსი გამოხცადდა ბაფალოს მაცხოვრებელთა შორის. 13 000 -ზე მეტი ვარიანტი იქნა წარმოდგენილი მათ შორის "მფრინავი დირიჟაბლები", "mugvumps" (გავლენიანი პირები), "comets" და თქვენ წარმოიდგინეთ "Buzzing Bees" ანუ ჩვენებურად "მოზუზუნე" ან "მობზუილე ფუტკრები"
საბოლოოდ შეირჩა ვარიანტი
Sabres. არჩევანი თავისებურად, კოხტად და ლამაზად იქნა დასაბუთებული -
"ხმლები სუფთა, მბრწყინავი და გამანადგურებელი იარაღია თავდასხმისას და შესანიშნავი მოსაგერიებელი იარაღი დაცვისას".
პირველი რაც კლუბის დაარსების შემდეგ ძმებმა მოიმოქმედეს, ის გახლდათ, რომ გენერალური მენეჯერის და მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული პიროვნება ჯორჯ "პანჩ" იმლახი მოიწვიეს, რომლის ხელმძღვანელობითაც თავის დროზე "ტორონტო მეიფლ ლიფსმა" ოთხჯერ მოიპოვა სტენლის თასი და ორჯერ ფინლისტი იყო.
ახალშექმნილმა გუნდმა დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება მიიღო და მონრეალის ახალგაზრდული სკოლის აღზრდილი ჟილ (ჟილბერ) პერო აირჩია, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში 38 შაიბა შეაგდო და საუკეთესო რუქის პრიზი ე.წ. "ქალდერ ტროფი" მოიპოვა.
იმლახმა პეროს გარშემო დაიწყო გუნდის მშენებლობა და შემდგომ სეზონში მას პიტსბურგიდან გადმოყვანილი რენე რობენი და ასევე მონრეალის სკოლის აღზრდილი რიკ მარტენი შეუამხანაგა. ასე ჩამოყალიბდა ხმლების და ზოგადად ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტრიო პერო-რობენ-მარტენის შემადგენლობით, რომელსაც ქომაგებმა ზედმეტსახელად "French Conection" შეარქვეს. კარებს როჟე კროზიე იცავდა, დაცვაში გამოირჩეოდა ჯიმ სკოფილდ-ბილი ჰაიტის წყვილი.
1974-1975 წლების სეზონში ჯერ კიდევ სრულიად ნორჩმა გუნდმა ფურორი მოახდინა, მოიგო რა რეგულარული ჩემპიონატის 49 მატჩი, 15 ფრის და 16 მარცხის წილ. პლეი ოფში ბაფალომ ჯერ ჩიკაგო დაიფრინა, შემდეგ მონრეალი, ფინალში კი მოქმედ ჩემპიონთან - ფილადელფია ფლაიერსთან დამარცხდა.
1979 წელს ბაფალოს სათავეშო ლეგენდარული სკოტი ბოუმენი ჩაუდგა და სადებიუტო წელსვე გუნდი კონფერენციის ფინალში გაიყვანა, სადაც ხმლები მომავალ ჩემპიონთან, აილენდერსთან დამარცხდნენ (სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომებათ მაშინდელი მართლაც ლეგენდარული აილენდერსი, ტავის დამრტყმელი პირველი სამეულით ბოსი-ტროტიე-ჟილი). ბოუმენის ეპოქაში გუნდმა ჩატარებული 404 მატჩიდან 210 მოიგო, 60 ფრედ ითამაშა და 134-ში დამარცხდა. ამის შემდეგ გუნდს არ ქონია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაიმე წარმატება.შედარებით მოკრძალებული ფინანსების მქონე სეიბრზი ძირითადად პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდით და შემდგომ მათი მდიდარ კლუბებში გაყიდვით იყო დაკავებული.
1991 წელს გუნდის ჰოკეის ოპერაციების დირექტორად დაინიშნა ჯონ მაკლერი, რომელმაც აილენერსიდან ტრეიდით კლუბის და მთლიანად ლიგის ერთ-ერთი მომავალი სუპერვარსკვლავი პეტ ლაფონტენი გადმოიყვანა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან სკანდალურად გაქცეულ უნიჭიერეს ალექსანდრ მოგილნისთან NHL-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, მრისხანე დუეტი შექმნა, რომელსაც "დინამიური დუეტი" დაერქვა სახელად. უკვე მომდევნო, 1992-1993 წლების სეზონში, ლაფონტენ-მოგილნის გენიალური თამაშის წყალობით (ლაფონტენი 53+95, მოგილნი 76-51 რეგულარულში), 4 მატჩში გაანადგურა რა ბოსტონელი დათვები, ბაფალომ პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში დაძლია პლეიოფის I წრე და სტენლის თასის მომავალ გამარჯვებულზე მონრეალზე გავიდა. რომ არა მოგილნის ტრავმა (სერიის მესამე მატჩში ფეხი მოიტეხა), ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა სერია, რადგან ბაფალომ რუსის გარეშეც, რომ იტყვიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომა - ოთხივე მატჩი ერთი შაიბით დათმო და თან ამ ოთხიდან სამი მატჩი ოვერტაიმში დამთავრდა.
მომდევნო წელს ხმლებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს და კონფერენციის ნახევარფინალში 3-4 წააგეს სერია ნიუ ჯერსისთან. ეს სერია იმით არის საყურადღებო, რომ მეექვსე მატჩი 1-0 დამთავრდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი ძირითადი სამი პერიოდის გარდა კიდევ დამატებითი 4 სრული პერიოდი ითამაშეს გუნდებმა და მხოლოდ მეოთხე ოვერტაიმის დამტავრებამდე 41 წამით ადრე გაიტანა ეშმაკების დეივ ჰენენმა გამარჯვების გოლი მაშინ ახალგაზრდა, შემდგომ კი ლეგენდარული "დომინატორის" - დომინიკ ჰაშეკის კარში, რომელმაც ამ შეხვედრაში 70 სეივი განახორციელა.
მომდევნო წარმატებას ბაფალომ 1998-1999 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც მეორედ გავიდა სტენლის თასის ფინალში, თუმცა კვლავ დამარცხდა სერიაში 2-4.
ამის შემდეგ ხმლებს რაიმე სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა დღემდე გამოირჩევიან თავიანთი ხელწერით და რაღაცნაირი ჯიგრიანი, გულ-სულ-ძარღვის ამაფორიაქებელი (ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ასეა
) თამაშით.
ეხლა ერთი ჩემი პირადი მოგონება მინდა გაგიზიაროთ, რომლის გამოც გავხდი ალბათ და დღემდე ვარ (მონრეალის შემდეგ რა თქმა უნდა) ბაფალოსა და ფილადელფიელი მფრინავების ქომაგი.
ავადსახსენებელი, დედამიღერძილი კომუნისტური წყობის დროს, ერთადერთი გასართობი პირადად ჩემთვის სპორტი იყო, აქტიურიც და პასიურიც. როგორც მოგეხსენებათ, ახალი წლის წინ, რამოდენიმე დღით ადრე საბჭოთა კავშირის ნაკრები მიემგზავრებოდა ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში ე.წ. სააახალწლო ტურნეზე. სპეციალურად აღვნიშნავ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ
საბჭოთა კავშირის ნაკრები. ეხლავე განვმარტავ რას ვგულისხმობ - სტატისტიკას რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომ ხან ნაკრები ჩადიოდა, ხან ცსკა, ხან მოსკოვის დინამო და ხან კრილია სოვეტოვი. მაგრამ ყველა ეს გუნდი იყო საბჭოთა ნაკრები. კომუნისტური პროპაგანდისთვის წარმოუდგენელ რამედ იყო მიჩნეული რუსების ჰოკეიში მარცხი, ამიტომ ვითომ კლუბებს აგზავნიდნენ, რომელთა შესახებაც წერდნენ - ჩრდილო ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა რამოდენიმე ჰოკეისტით გაძლიერებული კრილია სოვეტოვი ან მსოკოვის დინამო და ა.შ. ერთ მაგალითს გეტყვით - ცსკა ისედაც ფაქტიურად ნაკრები იყო და წარმოიდგინეთ ერთ-ერთ ტურნეში მათი შემადგენლობა, სამეულები - 1) კრუტოვ-მაკაროვ-ლარიონოვ (ცსკას და სსრკს 1 დამრტყმელი სამეული), 2) (კამენსკი-ბიკოვ-ხომუტოვ ცსკა-ს და სსრკს მეორე სამეული), 3) კოვინ-ვარნაკოვ-სკვორცოვ (გორკის ტორპედოს 1 და სსრკს 3 სამეული), და 4) ძმები გოლიკოვები-კოჟევნიკოვი (მოსკოვის დინამოს 1 სამეული და სსრკს 4, ხანდახან 3 სამეული). ესაა კლუბი ბლიად ????? ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ კარგ რამეს ვიხსენებ.. ხოდა წარმოიდგინეთ, გათენდა 1980 წლის 2 იანვარი, ვარ არასრული 11 წლის და მოუთმენლად ველი დილის 11 საათს, ჩანაწერში უნდა აჩვენონ ბაფალო სეიბრზ- ცსკა ..... ყველა გაფრთხილებული მყავს (დედა-ბებია-და, მამაჩემს არ ჭირდებოდა გაფრთხილება, ისიც ჩემსავით ელოდებოდა
), რომ ამ დრომდე არ ჩართონ ტელევიზორი იმიტომ, რომ ეს პროჭები დილის საინფორმაციოში ანგარიშს ამბობდნენ. როგორც იქნა მოვიდა 11 საათი და დაიწყო მარა რა დაიწყო - საბჭოელების არამარტო დედის ხახის, არამედ ყველა შესაძლო შესაყოფ-შესაძვრენი ნახვრეტის ხერხვა-ღერძვა, არადა ტრეტიაკის და მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვით დაწყებული ბალდერის-ჟლუქტოვ-მაკაროვით დამთავრებული მთელი ნაკრები ყავდათ ამ გაფუჭებულებს ჩაყვანილი. ბევრი რომ არ გავახურო (ისედაც ნამეტანი გავახურე უკვე მგონი
) 6-1 გადაჯეგეს ნაქები საბჭოთა ნაკრები. თავიდან 2-0 წაიყვანა ბაფალომ, 2 პერიოდი 0-0 მორჩა, მესამეში 48-ზე თუ 49-ზე ბალდერისმა შეამცირა სხვაობა (უნდა გენახათ რას აკივლდა ოზეროვი, იმედი მიეცა
), მარა ოც წამში 3-1 გახდა, საბოლოოდ კი 6-1 გააპარტახ-გააბახეს საბჭოელები. სხვათა შორის მაგ მატჩის ჩანაწერი მაქვს და დღემდე დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე მოცალეობის ჟამს
ხო კინაღამ დამავიწყდა - სხვათა შორის ამ მატჩში ვნახე პირველად ცხოვრებაში ე.წ. მაყურებელთა ტალღა, რომელსაც ბატონმა ოზეროვმა რატომრაც კაპიტალისტური პროვოკაცია უწოდა
"вот опять известная капиталистическая провокация" - ო ამოიღნავლებდა ხოლმე
არნახული ქომაგობა იყო ღრიალით დაწყებული ანტისაბჭოთა პლაკატებით დამთავრებული (მაშინ ავღანეთში ახალი მომხდარი იყო სახელმწიფო გადატრიალება, რასაც რუსებმა ძმური დახმარება დაარქვეს, როგორც იციან ხოლმე
)
ასე რომ ერთად ვუქომაგოთ მუდამ ალესილ, უქარქაშო ხმლებს
პ.ს. ახალ თემას ჩვენმა ბიჭებმა მეტად საჭირო გამარჯვება მიუძღვნეს 2-1 დაამარცხეს აილენდერსი, 60 თამაშიდან 59 ქულა დააგროვეს და საპლეიოფო 8 ადგილზე მყოფ ტორონტოს 6 ქულით ჩამორჩებიან, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთ დეფიციტს, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია დარჩენილ 22 მატჩში. მით უმეტეს, რომ ტორონტოს (60 მატჩი) სეზონის ბოლომდე კიდევ ორჯერ შეხვდებიან.
რაც შეეხება აილენდერსთან მატჩს გოლები მცველმა ტაილერ მაიერსმა (მე-6 შაიბა სეზონში) და ტომაშ ვანეკმა
(22-ე სეზონში) შეაგდეს, ხოლო რაიან მილერმა 32-დან 31 დარტყმა მოიგერია. ოთხი მიყოლებული მარცხის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება აღმავლობის და წინსვლის იმედს მისახავს
შემდეგი მატჩი ბოსტონელ დათვებთანაა 24 თებერვალს
let's go Sabres This post has been edited by BOBO on 22 Feb 2012, 11:07