#38603672 · 3 Nov 2013, 14:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, კეთილო ხალხო,
მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: მეცამეტე სართულზე უძრავი ქონების ყიდვის ვარიანტია, ოღონდ წყალი არ არის აყვანილი და ჩემი ამოსაყვანი იქნება, ოღონდ არა მეთორმეტედან, არამედ - პირველიდან.
მე რომ მარტო მივიდე ადგილზე სანახავად, თავსა და ბოლოს ვერ გავუგებ ვერაფერს. ვინ შეიძლება გავიყოლო, ვის უნდა მივმართო, რომ წამომყვეს და ნახოს სიტუაცია ადგილზე - წყალი საერთოდ ავა თუ არ ავა, როგრ ავა, რამდენად გააკეთებს, რა არის საჭირო, რა რისკებია და ა. შ.? ან იქნებ პირველიდან მეცამეტეზე - ცამეტ სართულზე აყვანა სისულელეა, თუ შუამდე მაინც არ არის აყვანილი? ესეც არ ვიცი.
ვის მივმართო?
|