ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი დაავადების სიმპტომებზე ამოწმებენ.
უშუალოდ ვუჰანში დაფიქსირდა 136 ახალი შემთხვევა, პეკინში- 2, ხოლო შენჟენში- 1 შემთხვევა. საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს აღწევს, 3 ადამიანი კი გარდაცვლილია.
რა ვიცით ვირუსის შესახებ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2019-nCov სახელწოდების ვირუსი აქამდე არ გამოვლენილა ადამიანებში.
აღნიშნული ვირუსი არის კონორავირუსების ოჯახის მეშვიდე წარმომადგენელი;
მანამდე მსოფლიოში გავრცელებული იყო მხოლოდ 6 სახეობა, რომლითაც ადამიანები ავადდებოდნენ;
მეცნიერების აზრით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია, თუმცა დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებიც;
ინფექცია ვლინდება რესპირატორული სიმპტომების სახით, ცხლებით, ხველით, ქოშინით და სუნთქვის გაძნელებით;
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის პრევენციის მიზნით უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან “დაუცველ” კონტაქტს, ხორცისა და კვერცხის მომზადებისას ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იყოს მომზადებული და მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც გაციების ან გრიპის სიმპტომები აღენიშნება.
https://netgazeti.ge/news/420932/ეს ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადადის. თბილისის ქუჩები სავსეა უპატრონო ძაღლებით...