Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > კრაზანა


Posted by: datiko 8 Oct 2008, 09:58
მოკლედ, ფანჯარასთან ახლოს დასახლდა კრაზანების ბანდა.
ღამე როცა მძინავს, ფანჯარას ღიას ვტოვებ, ხოდა ამასწინად 7 ცალი შემოფრინდა. რათქმაუნდა შვიდივე მოვკალი smile.gif

მეზობელსა და ჩემს შორის ,ხვრელში დასახლდნენ, სადაც ხელით ვერ ვწვდები.
ვიპოვე გრძელი რკინა, ბოლოში მოვახვიე ნაჭერი და მოვუკიდე ცეცხლი.
გაგდებით ვერ ვაგდებ, დაფრთხობით დავაფრთხე.

ხოდა რა ვქნა რო საბოლოოდ განვდევნო?
ბავშვები მყავს ოჯახში და მეშინია

Posted by: Lamer_07 8 Oct 2008, 10:01
დიხლაფოსი შეასხი და მგონი უნდა ამოუხოცონ მე ეგრე დავხოცე სოფელში თუ ბუდეს ვერ წვდები თუ არადა თუ ხვრელია რამე ძველმანებით ამოტენე smile.gif

Posted by: datiko 8 Oct 2008, 10:07
Lamer_07
ამოტენვით ვერ ამოვტენი, ნამეტანი დაბლაა

ეხლა ვფიქრობ, ელიავაზე რო ჩავიდე, რამე საწამლავი იქნება?

Posted by: Lamer_07 8 Oct 2008, 10:38
ადრე რო იყო ბუზების და ეგეთი მწერების წამალი დეზოდორის სახით ზუსტად არ მახსოვს რა ერქვა ეგ დაჟე ერთი რო მიასხურო მფრინავ კრაზანას ეგრევე ჩამოვარდება მომენტალურად კლავს იკითხე სახელი ეცოდინებათ ძაან ცნობილი იყო ეგ საწამლავი და დაცალე იმ ბუდეს მგონი უშველის

Posted by: Mr-President 8 Oct 2008, 10:51
datiko

ბენზინი მიასხი და ასანთი... ფაფუ...

თუ ვერ წვდები, შპრიცი და მისი ჯანი. biggrin.gif

Posted by: datiko 8 Oct 2008, 18:16
Mr-President
ხო მარა, მეობლის ფანჯარაა ახლოს
Lamer_07
რაიდის შხაპუნა ვიყიდე მარა არ შველის

Posted by: Mr-President 8 Oct 2008, 19:34
datiko
QUOTE
ხო მარა, მეობლის ფანჯარაა ახლოს


დაიკიდე მეზობელი, სულ მეზობელს შევეკითხები ეხლა რა. biggrin.gif მიდი, მიუშვი კაცო. ატვეჩაი ვარ. biggrin.gif

Posted by: datiko 8 Oct 2008, 22:50
Mr-President
პლასტმასის კარ-ფანჯარა აქვთ smile.gif

Posted by: Mr-President 8 Oct 2008, 23:13
datiko
QUOTE
პლასტმასის კარ-ფანჯარა აქვთ


კორპუსში ცხოვრობ? smile.gif რამე გამოსავალი იქნება ეხლა. smile.gif

Posted by: Jaguar paw 8 Oct 2008, 23:19
ადუღებული წყალი გადაასხი biggrin.gif მე მასე მოვსპე ეს საზიზღრები ჩემს ბალკონიდან yes.gif
..................................................................

Posted by: datiko 9 Oct 2008, 08:38
Jaguar paw
Mr-President
კორპუსია
ადუხებულს ვერ მიასხავ ტექნიკურად
პირში ჭაჭას ვიგუბებდი და შლანგით ვასხავდი (ცოტა დავთვერი biggrin.gif )

5 ადგილას დამკბინეს უკვე
თვალი ჩასიებული მაქ

ერთი იდეა გამიჩნდა, ელიავაზე საგანგებო ქაფი ვიყიდო და ამოვქოლო

Posted by: Mr-President 9 Oct 2008, 10:54
datiko
QUOTE
კორპუსია ადუხებულს ვერ მიასხავ ტექნიკურად


QUOTE
5 ადგილას დამკბინეს უკვე


აუუ, გაგიჟდი? biggrin.gif დაასხი ბენზინი კაცო, მეზობელს აუხსენი ვითარება.... smile.gif

ანუ მდუღარე წყალი ჩაუშვი დაბლა...... კედელს ჩაყვება წყალი და ორმომდეც მივა.

Posted by: NAVARA 9 Oct 2008, 11:02
datiko
QUOTE
პირში ჭაჭას ვიგუბებდი და შლანგით ვასხავდი (ცოტა დავთვერი  )
საღოლ gigi.gif

QUOTE
ბენზინი
ნავთი.
ბენზინი აპასნია მაინც.

Posted by: blblbl 9 Oct 2008, 12:53
QUOTE
5 ადგილას დამკბინეს უკვე

ბევრი ნაკბენი საშიშია ერთროულად რომ დაგესივნენ ასე რომ დროზე მოაგვარე,ნახე სადმე აუცილებლად იქნება მაგათდასახოცი რამე.

Posted by: Mako Subladze 10 Mar 2009, 22:44
შარშან აღმოვაჩინეთ აივნის კარადაში კრაზანები (ბზიკები).
...და დავტოვეთ, რადგან გვითხრეს, ზამთარში დაიხოცებიანო .
მაგრამ ნურას უკაცრავად.
დღეს ვნახე: გაუღვიძიათ ზამთრის ძილისგან და საქმიანად ფუთფუთებენ თავიანთი ბუდის გარშემო.
ხომ არ იცით რამე ნივთიერება, რაც არ უყვართ. დავუდებდი და წავიდოდნენ.

Posted by: kila 10 Mar 2009, 22:54
Mako Subladze
ცხელი წყალი ჩაუსხი ბუდეში



ანდა რამე მჟავასპონტში დაითრიე და ის ჩაუსხი givi.gif


Posted by: Jgenti` 10 Mar 2009, 22:57
იყოს გაანებე არ გიკბენენ როცა იციან რომ სხვასთან არიან სტუმრად. თან მითუმეტეს აივანზე, თავისთვის

Posted by: Mako Subladze 10 Mar 2009, 23:00
ღამით იმ თავისი ბუდის გარშემო ისე ძინავთ, როგორც საბავშვო ბაღის დამწკრივებულ საწოლებში ბავშვებს.
მებრალებიან.
მინდა თავისით წავიდნენ.

Posted by: Nok 10 Mar 2009, 23:04
QUOTE
შარშან აღმოვაჩინეთ აივნის კარადაში კრაზანები (ბზიკები). ...და დავტოვეთ, რადგან გვითხრეს, ზამთარში დაიხოცებიანო . მაგრამ ნურას უკაცრავად. დღეს ვნახე: გაუღვიძიათ ზამთრის ძილისგან და საქმიანად ფუთფუთებენ თავიანთი ბუდის გარშემო. ხომ არ იცით რამე ნივთიერება, რაც არ უყვართ. დავუდებდი და წავიდოდნენ


მეც მყავდა ზუსტად აივნის კარადაში, ხოდა ჯერ ბოლით გავყარე და მერე ბუდეები მოვამტვრიე და გადავყარე user.gif იმის მერე აღარ გამოჩენილან. 3 წელი გავიდა. : )

Posted by: Mako Subladze 10 Mar 2009, 23:07
Nok
ბოლი რისგან დავაყენო?

Posted by: marikuna479 10 Mar 2009, 23:12
მე ბუზის საკლავით დავდევდი ერთ დროს biggrin.gif თან ერთხელაც ვერ მიკბინეს, რანაირად ვახერხებდი, არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Nok 10 Mar 2009, 23:14
Mako Subladze
რამე დაწვი, ისეთი, რომ რაც შეიძლება სქელი ბოლი ქონდეს და დიდხანს ბოლავდეს yes.gif

Posted by: kila 10 Mar 2009, 23:29
ბოლით ხომ დაეძინებათ? biggrin.gif

Posted by: Feel_For_You 10 Mar 2009, 23:35
ესეიგი biggrin.gif

მაგ ოთახში შეიტანე კომპიუტერი გახსენი ფორუმ.გე და დატოვე ჩართული gigi.gif



100% გარანტია 1 საათში ოთახში არავინ იქნება biggrin.gif თუ უფრო მალე გინდა მაშინ ფორუმ.გე გახსენი და ქალი და მამაკაცის განყოფილება ან პოლიტიკა yes.gif

Posted by: bachi24 10 Mar 2009, 23:35
kila
QUOTE
ბოლით ხომ დაეძინებათ?

დაბოლდებიან და კაიფში გაიპარებიან:uazroxumroba:

Posted by: Mako Subladze 10 Mar 2009, 23:44
Feel_For_You
QUOTE
გახსენი ფორუმ.გე და დატოვე ჩართული

კი.
და მერე კეისში ჩასახლდებიან.
გმადლობთ.
ვერ ვიქმთ მაგას.

Posted by: Feel_For_You 10 Mar 2009, 23:47
Mako Subladze
QUOTE
კი. და მერე კეისში ჩასახლდებიან. გმადლობთ. ვერ ვიქმთ მაგას.

მერე მონიტორზე დაინახავ როგორ ცხოვრობენ bis.gif


ჰო დამავიწყდა
user.gif


მერე კეისში რომ ჩასახლდებიან
ჩაწერე რამე კარგი ანტივირუსი და გაწმენდს სულ bis.gif

biggrin.gif

Posted by: Raycher 10 Mar 2009, 23:50
Mako Subladze
იყიდება სპეციალური სპრეიები, მწერების საწინააღმდეგო...

მიასხურე ბლომად.. yes.gif

მეტი ეფექტისთვის შეგიძლია სპრეის წინ ანთებული ზაჟიგალკა დაიჭირო... yes.gif

Posted by: tsvrkaua 10 Mar 2009, 23:52
Raycher
QUOTE
მიასხურე ბლომად..

არ უნდა რო მოკლას user.gif

Posted by: Mako Subladze 10 Mar 2009, 23:53
Feel_For_You
QUOTE
მერე მონიტორზე დაინახავ როგორ ცხოვრობენ

კი.
ისე კი მინდა ჩემს შვილიშვილს გადავაღებინო სურათები დღისით როგორ ფუსფუსებენ და ღამით როგორ ძინავთ.
საოცარი სანახავია, ისეთი მოწესრიგებულები არიან.
* * *
Raycher
QUOTE
მიასხურე ბლომად

გაბრაზდებიან, დაგვკბენენ.
ერთი მთავარსარდალი ყავთ, ყველაზე დიდი კრაზანა, ორი სანტიმეტრის სიგრძის იქნება, როცა ვხმაურობთ, ის გამოვარდება ხოლმე და მრისხანედ დაგვბზუის თავზე.
მისხურებაზე სულ გაგიჟდება.

Posted by: Feel_For_You 11 Mar 2009, 00:02
Mako Subladze
მასე ვერ წაიყვან მაშინ შანსი არ არის mo.gif



უნდა შეეგუო, ლტოლვილებს mo.gif

Posted by: Raycher 12 Mar 2009, 00:30
Mako Subladze
QUOTE
გაბრაზდებიან, დაგვკბენენ. ერთი მთავარსარდალი ყავთ, ყველაზე დიდი კრაზანა, ორი სანტიმეტრის სიგრძის იქნება, როცა ვხმაურობთ, ის გამოვარდება ხოლმე და მრისხანედ დაგვბზუის თავზე. მისხურებაზე სულ გაგიჟდება.

როგორც კი სითხე მოხვდება სხეულზე ეგრევე იბრიდებიან... ვაფშე შეგიძლია გარედან ჩაასხურო ეგ სითხე და დაიხოცებიან..

მე მყავდნენ ტარაკანები აბაზანაში biggrin.gif და მოვასხურე იატაკზე საღამოს, არცერთი ტარაკანა არ იყო მაშინ და მეორე დილით რო შევედი, გული კინაღამ გამისკდა ერთი 20 ტარაკანა ეგდო მკვდარი.. yes.gif
* * *
tsurkava
QUOTE
არ უნდა რო მოკლას

აბა იცხოვრონ მაშინ პარალელურ რეჟიმში, მშვიდობიანად და სათნოდ..

სოლიდარობა, სტაბილურობა.. :რამიშვილისმაილიკი:

Posted by: cannabis 12 Mar 2009, 00:37
ძალიან არ უყვართ ფეხს რომ აბიჯებენ. შემჩნეული მაქვს.
-----------------------

Posted by: Mako Subladze 16 Aug 2009, 19:05
ჩემი კრაზანები ისე გადიდგულდნენ, აივანზე სარეცხის დასაფენად აღარ მიშვებენ. რამდენჯერმე დამკბინეს კიდეც.
უნდა გავიტანო თავის კარადიანად ღია მინდორში.

Posted by: Kakha 16 Aug 2009, 19:37
Для отпугивания ос можно использовать масло из плодов аниса. Им натирают открытые части тела. У входа в помещение для отпугивания ос можно поставить раствор хвойного концентрата: 5 г концентрата на 10 л воды.

средств для стопроцентного уничтожения ос нет. В борьбе с ними можно использовать как механические, так и химические способы. Но учтите, что они не всегда дают положительный результат. Действовать надо осторожно, так как осы очень злопамятные насекомые, их нельзя обижать. У них очень хорошее зрение, и своего обидчика они с легкостью вычисляют среди всех.


Posted by: Mako Subladze 19 Aug 2009, 12:58
კარადა მოვაშორე იქაურობას, ჯართად გავატანე. თვითონ კრაზანები კი არსადაც არ მიდიან. არ შორდებიან აივანს, მოაჯირზე სხედან და ერთმანეთს თავზე ხელს უსვამენ.

Posted by: WOO 19 Aug 2009, 13:07
user posted image

user.gif




თუ მოკვლა არგინდა რავი. რამე ვაშლები დაუყარე და გაიყვანე რა ისა ტომიდაჯერში როა ყველებს რო უყრის და რო გამოყავს ნელნელა drug.gif gigi.gif user.gif

Posted by: Internet_Contraband 19 Aug 2009, 13:11
Mako Subladze
ბოლი ან ხმაური

ბოლის დასაყენებელს იყიდი ჩვეულებრივ ბაზრობაზე და ხმაური შეგიძლია ტაშტზე აბრახუნო კოვზი ან რამე

ორივე სახლაფორთოა

Posted by: ჩარლი 19 Aug 2009, 17:30
ფუტკარი არ ევასებათ მაგათ ..........................

Posted by: Mako Subladze 20 Aug 2009, 20:12
Kakha
Internet_Contraband
მოკლედ, მოაჯირზე ბევრი ბრახაბრუხით რომ დავიღალე, ავიღე დიდი სურნელოვანი თაიგული და შევჩურთე მოაჯირში.
ამ თაიგულში იყო აყვავებული ქინძი, საშკვლავი, რეჰანი, ქონდარი.
მის შემდეგ იმ მოაჯირს არ გაკარებიან.
გუშინს აქეთ აღარ გამოჩენილან.
მხოლოდ ერთი გზააბნეული კრაზანა დღეს შუშაბანდში შემომიფრინდა და ფარდით მივაბრძანე გარეთ.
მოკლედ, ჯერ არ ვიცი, ჩემი ომი კრაზანებთან დამთავრდა თუ გაგრძელდება.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დღეს ჩემი კარის მეზობელმა შემომჩივლა, ხვლიკი ვიპოვე ჩემს ოთახშიო. რა შემოსევაა....
* * *
Kakha
თქვენ მომაფიქრებინეთ სურნელოვანი თაიგულის გამოყენება.
გაგახარებს ღმერთი.

Posted by: Kavkasia 22 Aug 2009, 01:01
Mako Subladze
QUOTE
ავიღე დიდი სურნელოვანი თაიგული


ძალიან კეთილშობილური ჟესტით გაგიბრძანებიათ თქვენი დაუპატიჟებელი ,,სტუმრები"
biggrin.gif bis.gif

ბრავო!

Posted by: lashmena 22 Aug 2009, 02:10
Feel_For_You
QUOTE
ფორუმ.გე გახსენი და ქალი და მამაკაცის განყოფილება ან პოლიტიკა

რა სადისტი ყოფილხარ რა არი biggrin.gif

Raycher
QUOTE
მეტი ეფექტისთვის შეგიძლია სპრეის წინ ანთებული ზაჟიგალკა დაიჭირო...

შენ ცოტა ნაკლებად მაგრამ სენც სადისტი ხარ biggrin.gif

ჩარლი
QUOTE
უტკარი არ ევასებათ მაგათ ..........................

ფუტკარს მოკლავს კრაზანა wink.gif


Posted by: mind_auger 22 Aug 2009, 04:59
QUOTE
Mako Subladze იყიდება სპეციალური სპრეიები, მწერების საწინააღმდეგო...

მიასხურე ბლომად..


ხალხო თქვენ კაიფობთ თუუ მართლა გაინტერესებთ?სოფელში არ ყოფილხართ არასოდეს?? სპრეი არა ბურთულიანი დეოდორანტი.
აიღე რა ჯიგრულად კაცურად გაზეთი,გადაახვიე,შეუნთე ჯიგრიანი ცეცხლი და 6ის მერე როცა დაიძინებენ,ანუ მიასხდებიან თავიანთ ბუდეს შეუნთე რა და ეგრევე დაიბრიდება ნახევარი.ნახევარს კიდე ფრტები მოეწვება და დაჭყლიტავ ხოშიანად smile.gif მერე ის ბუდეც მოაძრე და ისიც გაჭყლიტე,თორემ ჭუპრებით იქნება სავსე და ერთ თვეში 2მაგი გახდებიან,ან იქვე აივნის მეორე მხარეს გაიკეთებენ ბუდეს.
რა გეცოდებათ,თქვენ ბოდიში და ალაოდ ხო არა ხართ?

Posted by: Mako Subladze 22 Aug 2009, 06:29
mind_auger
QUOTE
რა გეცოდებათ,თქვენ ბოდიში და ალაოდ ხო არა ხართ?

yes.gif yes.gif კი, ცოტა ვერა ვარ.

Posted by: gurigordi 7 Sep 2009, 21:54
ამოვწიოთ ეს თემა. იმდენი ვიცინე რომ ეხლა ცუდად ვარ. ყოჩაღ ყველა მონაწილეს.

Posted by: sallli1 5 Aug 2011, 21:40
მოკლედ აივანზე კრაზანებმა ბუდე გაიკეთეს თან აი ძაან ძაან ბევრნი არიაან sad.gif sad.gif sad.gif
google-შიც ჩავწერე და ვერაფერი ვერ ვნახე. ძალიან გთხოვთ ვინმმემ მითხარით რა როგორ მოვიშორო sad.gif( sad.gif(

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: PuTKiiI 6 Aug 2011, 00:17
sallli1
თავი შეყავი---------

Posted by: dzvelo 6 Aug 2011, 00:19
QUOTE
თავი შეყავი---------

ენა ჯობს











































არა?კაი chups.gif chups.gif

Posted by: ბურზო 6 Aug 2011, 01:06
QUOTE (PuTKiiI @ 6 Aug 2011, 00:17 )
sallli1
თავი შეყავი---------

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Jaguar paw 6 Aug 2011, 08:06
sallli1, გვიან ღამეს, როცა სძინავთ, სიბნელეში მიდი და ბანკა/პარკი წააცვი, მერე დახურე და გაიტანე სადაც გინდა. smile.gif


Posted by: the undertaker 10 Aug 2011, 19:56
მე ღამით ბენზინის საქშენით ვაგვარებ მაგ პრობლემას biggrin.gif მიუშვირე ერთი ორი წამი და მერე მოხვეტე და მოისროლე.

Posted by: MegaBit 29 Aug 2011, 00:13
sallli1
მისმინე, ესეიგი ღამე აიღე ფურცელი, წაუკიდე ცეცხლი და ბუდეს მიადე. წამში აალდება და ჩაიბუგება smile.gif რავი სოფელში მასე მოვაშორეთ რამდენჯერმე tongue.gif bis.gif chest.gif givi.gif

Posted by: weasel 30 Aug 2011, 19:19
მწერები ვერ იტანენ კვამლს ასე რომ
QUOTE
მისმინე, ესეიგი ღამე აიღე ფურცელი, წაუკიდე ცეცხლი და ბუდეს მიადე. წამში აალდება და ჩაიბუგებარავი სოფელში მასე მოვაშორეთ რამდენჯერმე

ასე მოიქეცი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Aug 2011, 19:31
Jaguar paw
QUOTE
გვიან ღამეს, როცა სძინავთ, სიბნელეში მიდი და ბანკა/პარკი წააცვი, მერე დახურე და გაიტანე სადაც გინდა.

ჰო მერე წაიღებს სადმე ქალაგგარეთ უსაფრთხო ადგილზე და დატოვებს რომ არ დაიხოცნონ lol.gif lol.gif




sad.gif

Posted by: Jaguar paw 30 Aug 2011, 19:33
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ჰო მერე წაიღებს სადმე ქალაგგარეთ უსაფრთხო ადგილზე და დატოვებს რომ არ დაიხოცნონ

ილუზიებით ვცხოვრობ user.gif

Posted by: gogla1977 25 Jul 2017, 18:35
რჩევა მჭირდება, რაიონში სახლის აივანზე აქვთ ბუდეები, რაც მთავარია ბუდე არ ჩანს, შიგნით აქვთ და ხის არის მთელი აივანი, ვეცხლს ვერ მოვუკიდებ. დიდი კრაზანები როა, ბაზი თუ რაღაცა ქვია, როგორ მოვსპო სადაც არ დავრეკე რაიონში ვერ წამოვალთო, არ იცით რამე კომპანია, კარგად გადავუხდი.ლიჟბი მოსპონ, თან ძაან საშიშია, ჩვეულებრივ კრაზანაზე ორჯერ დიდია ტო, ალერგია ვისაც აქვს კლავს კიდევაც.

Posted by: INKOINKO 23 Sep 2018, 14:01
gogla1977
რა მოიმოქმედეთ, როგორ მოიშორეთ კრაზანები ?

Posted by: gogla1977 24 Sep 2018, 21:34
INKOINKO
ყოველ წელიწადს ვუნგრევთ ბუდეებს, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ სამწუხაროდ sad.gif

Posted by: kshaneli 24 Sep 2018, 21:35
კრაზანას ვერმე მოვუღე ბოლო. ჭერში იკეთებს ბუდეს

Posted by: totenkopf 25 Sep 2018, 19:40
user posted image მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ
* * *
მსგავსი გინახავთ რამე???? კრაზანების ბუდე ბევრი მინახავს მაგრამ ასეთი არასდროს... რა უნდა მოვუხერხო... დაწვით ვერ დავწვავ..... აგრესიულები არ არიან მაგრამ რავიცი...

Posted by: Comp_E X P E R T I 30 Nov 2020, 19:25
კი, სოფელში მაგის მეტი რა მინახავს. კიდევ კარგი გერმანიაში არ ცხოვრობთ თორემ თითო კრაზანის მოკვლაში 5 და ბუდის მოსპობაში 50000 ევრო "აირტყავდით". იქ კრაზანები სასარგებლო მწერებად მიიჩნევიან და არიან კიდევაც. ეკო ბალანსს უწყობენ ხელს, ანადგურებენ რა სხვადასხვა მავნებლებს.
ზოგადად, კრაზანა არ არის აგრესიული მწერი და იკბინება მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან თუ ბუდეს ემუქრება რამე.
შედარებისთვის, ბზიკს და ფუტკარს უფრო ძლიერი შხამი აქვს, ვიდრე კრაზანას.
აქვე ვიტყვი, რომ ბუდის ახლოს კრაზანის მოკვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან თავდასხმისას ან მისი მოკვლისას ის გამოყოფს "განგაშის ფერომონს", რაზეც რეაგირებენ ბუდეში მყოფი სხვა კრაზანები.
ვინაიდან ჩვენთან გერმანული კანონმდებლობა ჯერ არ არის, შეგვიძლია მოვიშოროთ, ოღონდ აუცილებლობის შემთხვევაში.
და თუ მაინცდამაინც ეს აუცილებელი მომენტი დადგა, არსებობს მრავალი სახის ინსექტიციდი: სითხე, ჟელე, ფხვნილი, გასაზავებელი, უკვე გაზავებული და მბოლავი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)