Nartsonაჰა შენ "სამკუთხედები"
ასპექტები
განხილვა პლანეტების მიხედვით
პლანეტა-მზე
ასპექტი- ტრინიტრინი მიუთითებს ჰარმონიას და ურთიერთგაგებას ურთიერთობაში. ადვილად იღებთ ერთამანეთისგან ემოციებს და ენერგიას. ეს ასპექტი არის მაჩვენებელი ურთიერთობის დინამიურობის, ზრდადობის და ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთით აღტაცების.
მზე-მზეეს არის უმაღლესი ხარისხის კომბინაცია - ზოგადი თავსებადობისათვის. გაქვთ ბევრი მსგავსი ღირებულება და მეგობრობა გამოგდით ბუნებრივად. დამხმარე ასპექტია რომანტიკული ურთიერთობებისთვის და ქორწინებისთვის. გაქვთ საკმარისი მსგავსება თვით-გამოხატვაში, რომ მან მოიტანოს ჰარმონია ურთიერთობაში. მაგრამ ეს მსგავსება არც იმდენად დიდია რომ აღმოფხვრას ყველა პრობლემა. ზოგადად ურთიერთობის ფორმა და დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტიქიაში ხვდებიან მზეები.
მზე-მთვარეეს ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია წარმატებული რომანტიკული ურთიერთობებისთვის და ქორწინებისთვის. განსაკუთრებით სასურველია ეს ასპექტი თუ მზე არის მამაკცის, ხოლო მთვარე ქალის, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაშიც ამ ასპექტს მოაქვს პოზიტიური ურთიერთობა და ჰარმონია. ეს ტრინი, მზის პატრონისთვის წარმოქნის ენერგიას და კრეატიული თვითგამოხატულების უნარს. ამ ურთიერთობის ინიციატორი და ლიდერი იქნება მზე (რადგან მიჩნეულია რომ "მზე" ეს არის მამაკაცური ენერგია, ხოლო "მთვარე" ქალური). პარტნიორების ურთიერთგავლენას მოაქვს დადებითი და სასიამოვნო შედეგები. ურთიერთობის ფორმა დამოკიდებულია სტიქიაზე.
მზე-მერკურიეს ასპექტი კარგია, რადგან საშუალებას იძლევა გადაიჭრას ერთი შეხედვით დაუძლეველი პრობლემები ურთიერთობაში და ეს ხდება კომუნიკაციის მხრივ. ეს ასპექტი სასურველია ნებისმიერი ურთიერთობის დროს, რადგან მყარდება შესანიშნავი ურთიერთგაგება ორ ადამიანს შორის. თქვენ ერთმანეთს აძლევთ სტიმულს რომ განვითარდეთ ინტელექტუალურად და იზიარებთ ბევრ კულტურულ თუ საგანმანათლებლო ინტერესს. შეგიძლიათ გამართოთ დისკუსია და მისი შედეგით აღმოფხვრათ პრობლემები.
მზე-ვენერაშესანიშნავი ასპექტია რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობისთვის, ასევე ქორწინებისთვის. თქვენ გსიამოვნებთ ერთმანეთის საზოგადოება და ერთობით ერთად. არის კარგი ემოციური ურთიერთგაგება, ზოგადი მგრძნობელობა და ურთიერთგაგება. თქვენ აამაღლებთ ერთმანეთს კულტურულად და სოციალურად.
მზე-მარსიამ ასპექტს ურთიერთობაში შემოაქვს შედარებით მაღალი ხარისხის ენერგია, რომელიც მიმართულია ერთმანეთის დახმარებისკენ, განვითარებისკენ და წახალისებისკენ. ორივე ხართ ამბიციურები და ცდილობთ გაიუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრება. ურთიერთობაში შესაძლოა იყოს მეგობრული შეჯიბრის გაძლიერებული გრძნობა. ეს ასპექტი რომანტიკულ ურთიერთობებს უმატებს სექსუალურ მიზიდულობას.
მზე-იუპიტერიმზისა და იუპიტერის ტრინი ურთიერთობას უზრუნველყოფს ჰარმონიულობით და ფერების სიმრავლით. იუპიტერი მზის მიმართ იჩენს სულგრძეობას, ხელგაშლილობას და ოპტიმიზმს, სამაგიეროდ მზისგან იღებს სიცოცხლისუნარიანობას და უფრო მეტ ინდივიდუალობას. რომანტიკულ სიტუაციებში, ეს ასპექტი წარმოქმნის საერთო სულიერ და კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც ხასიათდებიან გამძლეობით და ხანგრძლივობით. თქვენ ერთმანეთისთვის კარგი პარტნიორები იქნებოდით მოგზაურობის დროს.
მზე-სატურნიამ ასპექტს ურთიერთობაში შემოაქვს სტაბილურობის განცდა. ამყარებს დისციპლინას, ორგანიზებულობას და ბალანსს ურთიერთობაში. თავად მზე-სატურნის ტრინი არ მიუთითებს რომანტიკულ ურთიერთობებზე, მაგრამ ხელს უწყობს მათ გამყარებას და გახანგრძლივებას. ეს ორი ადამიანი აფასებს ერთმანეთის პიროვნებას და მზად არიან ერთად გადალახონ სიძნელეები.
მზე-ურანიეს ასპექტი წარმოქმნის გასაოცარ მეგობრობას ან რომანტიზმს. წყვილს შორის წარმოიქმნება ძლიერი მაგნიტური მიზიდულობა. ეს კომბინაცია გვიჩვენებს საერთო ინტერესებს უჩვეულო, ეზოთერული, სამეცნიერო კუთხით ან საერთო ორგანიზაციულ აქტიურობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ურანის ასპექტები რომანტიკაში ნეიტრალურია, ეს ასპექტი წარმოქმნის მაგნიტურ სწრაფვებს და შეიძლება გამოიწვიოს შექსუალური მიზიდულობაც. ამ ურთიერთობაში არის წრფელი მეგობრული კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის პიროვნულ პატივისცემაზე, თავისუფლების და დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
მზე-ასცენდენტიმზის და ასც.-ის ტრინი მიუთითებს ურთიერთობაში საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურ რეალიზაციაზე. ეს ასპექტი ხელს უწყობს ერთად მუშაობას, შეუძლიათ გააუმჯობესონ ერთამანეთზე შექმნილი წარმოდგენა და ერთად მიაღწიონ წარმატებას. არის სექსუალური მიზიდულობის ერთ-ერთი მაჩვენებელი.
This post has been edited by Selfish_kid on 9 May 2011, 23:50