ავსტრიის რესპუბლიკა ავსტრია - სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში;
სიდიდე - 83,879 კვადრატული კილომეტრი;
დედაქალაქი - ვენა;
მოსახლეობა - 8,662,588 ადამიანი;
მშპ (ნომინალური) - 372.606 მილიარდი დოლარი;
მშპ (ერთ სულ მოსახლეზე) - 43,546 დოლარი;
რელიგია - ქრისტიანობა - კათოლიციზმი;
ავსტრიის პირველი რესპუბლიკაავსტრიის პირველი რესპუბლიკა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდგომ, 1919 წელს წარმოიქმნა. მას წინ უძღვოდა 1918 წელს ფაქტობრივად უკვე დაშლილი იმპერიის ნანგრევებზე გერმანული ავსტრიის წარმოშობა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ გერმანულენოვან მიწას, რომელიც ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მოიცავდა ისეთ ტერტორიებს, რომლებიც შემდგომ ჩეხეთის, იუგოსლავიისა და იტალიის შემადგენლობაში შევიდა. პირველი რესპუბლიკა საკმაოდ სუსტი იყო და მუდმივი დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა მემარჯვენეთა და მემარცხენეებს შორის, რასაც თან ერთვოდა ძალიან ძლიერი პანგერმანული განწყობებიც. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს გერმანელად მიიჩნევდა, რაც სახელმწიფოს სრულად ჩამოყალიბებას უშლიდა ხელს.
სახელმწიფო მთლიანად დემორალიზებული იყო, რასაც შიდა დაპირისპირებები კიდევ უფრო ამძაფრებდა. 1932 წელს ავსტრიის დიქტატორი ხდება პატრიოტთა ფრონტის ლიდერი ენგელბერტ დოლფუსი ქვეყნის დიქტატორი. მისსავე პერიოდში, 1934 წელს მოხდა სამოქალაქო ომი, რაც სოციალისტების მარცხით დამთავრდა. დოლფუსი ებრძოდა გერმანელ ნაცისტებსაც, თუმცა საკმაოდ დაახლოებული იყო ბენიტო მუსოლინისთან, რომელმაც ავსტრიის სახელმწიფოს ერთგვარი გარანტორის როლი მოირგო. დოლფუსმა აკრძალა ნაცისტური პარტია ავსტრიაში. სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი 1934 წლის 25 ივლისს.
დოლფუსის მკვლელობის შემდეგ იტალიას კიდევ უფრო გაუფუჭდა ურთიერთობა გერმანიასთან. ავსტრიის კანცლერი გახდა კურტ შუშნიგი, რომელმაც ვერ შეძლო და ხელი ვერ შეუშალა გერმანულ ანშლუსსა და ვერც იტალიისაგან მიიღო რაიმე მხარდაჭერა. 1938 წელს ავსტრია ოსტმარკის სახელით გერმანიის შემადგენლობაში შევიდა.
ავსტრია ომის შემდგომომის შემდგომ ავსტრია საოკუპაციო ზონებად დაიყო. თუმცა ავსტრია განხილული იყო, როგორც გათავისუფლებული სახელმწიფო და არა როგორც ომში დამარცხებული, როგორც გერმანია. გათავისუფლებული ავსტრია არ იყო პრო-კომუნისტურად განწყობილი, თუმცა მისი სტატუსის შესახებ საკმაოდ მრავალმხირივ კამათი წარიმართა. საბჭოთა კავშირს ავსტრიის დათმობა არ სურდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობისა და აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლის გამო 1955 წელს ყველა საოკუპაციო ძალამ ხელი მოაწერა ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენისა და მისი ნეიტრალიტეტის შესახებ, რის შემდეგაც საბჭოთა ძალება ავსტრია დატოვეს.
თუ გერმანიაში დენაციფიკაცია (ნაცისტებისაგან მთავრობის სტრუქტურების გათავისუფლება) აქტიურად მიმდინარებდა და პრაქტიკულად წარმატებითაც დასრულდა, ავსტრიაში ეს პროცესი იმდენად ეფექტურად არ წარმართულა. მიუხედავად ამისა, საზოგადოება პრონაცისტურად ნამდვილად არ იყო განწყობილი და დამოუკიდებელმა ავსტრიულმა იდენტობამ ძალიან გაიმყარა ფესვები.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია ნეიტრალურია სამხედრო ალიანსის თვალსაზრისით, იგი არ არის ნეიტრალური ეკონომიკური გაერთიანებების მიმართ, შესაბამისად ავსტრია 1995 წელს ევროკავშირის მნიშვნელოვან წევრად იქცა და დინამიური განვითარება დაიწყო. ავსტრიის ეკონომიკა მუდმივად მზარდია და ერთდროულად განვითარებულია ისეთი სფეროები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მძიმე მრეწველობა, ტექსტილი და სხვა. საშუალოდ ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა 1%-3%-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ავსტრიის პოლიტიკური პარტიებიავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიაყველაზე ძველი პარტია ავსტრიაში. ის 1888 წელს დაარსდა და თავიდანვე მოიპოვა აქტიური მხარდამჭერები. პარტიამ განსაკუთრებული აქტიურობა დაიწყო 1920-ნი წლებიდან, თუმცა სამოქალაქო ომში დამარცხებისა და მუდმივი დევნის შემდეგ საკმაოდ დასუსტდა მანამ, სანამ ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად დიდი პოპულარობა არ მოიპოვა. სოციალ-დემოკრატიული პარტია 1945-2016 წლებში მხოლოდ ოთხჯერ იყო ოპოზიციაში, დანარჩენ შემთხვევაში მარტო ან კოალიციურად ქმნიდა მთავრობას. პარტიას განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს დედაქალაქ ვენაში. მემარცხენე-ცენტრისტულ და პრო-ევროპულ პოზიციას იკავებს ხოლმე.
ამჯერად პარლამენტში 183-დან 52 ადგილი სოციალ-დემოკრატებს უკავიათ.
ფერი - წითელი;
ავსტრიის სახალხო პარტიაპარტია დაარსდა 1945 წელს და მოიპოვა კიდეც პირველი ადგილი იმავე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ითვლება ქრისტიან-სოციალური პარტიის მემკვიდრედ, რომელიც არსებობდა 1893-1933 წლებში. იგი მემარჯვენე-ცენტრისტულ და კონსერვატორულ პოზიციას იკავებს. პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერალურია და დერეგულაციებისაკენაა მიმართული. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ევროინტეგრაციის მომხრე პარტიაა. მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგირი თანხმობა მთელ რიგ საკითხებში სოციალ-დემოკრატებთან არ აქვს, ამ ორ პარტიას შორის კოალიცია არ არის უცხო.
ამჯერად პარლამენტში 183-დან 47 ავსტრიის სახალხო პარტიას უკავია.
ფერი - შავი;
ავსტრიის თავისუფლების პარტიაომის შემდგომ, 1949 წელს წარმოიშვა თავისუფლების ფედერაციის პარტია. მიუხედავად მისი 12%-იანი წარმომადგენლობისა ავსტრიის პარლამენტში და ყველანაირი წარსულის მქონე ადამიანების დაშვებისა წევრთა რიგებში, პარტიამ მაინც ვერ შეძლო განვითარება და 1955 წლისათვის დაიწყო გარდაქნა, რითაც 1956 წლის 7 აპრილს ახალი, ავსტრიის თავისუფლების პარტიის დაბადება მოჰყვაა.
პარტია იდეოლოგიურად რადიკალურად-მემარჯვენე ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა აქვს მემარცხენე იდეოლოგიურ ელემენტებიც. ასევე პარტიის იდეოლოგია დაკავშირებულია ნაციოანალ-კონსერვატიზმთან, ანტი-მიგრანტულ პოლიტიკასა და ევროსკეპტიციზმთან. ნაციონალისტური რიტორიკისა და მიგრაციის ფონზე მისი მხარდაჭერა ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია, თუმცა იმის გამო, რომ ხშირად გარეშე პორობებზე მკვეთრადაა დამოკიდებული მხარდაჭერის მყარი ზრდისა ან ვარდნის შედეგებს ვერ აჩვენებს.
კოალიციურად პარტია ოთხჯერ იყო ხელისუფლებაში.
ამჯერად პარლამენტში 183-დან 40 ადგილი თავისუფლების პარტიისაა.
ფერი - ლურჯი
მწვანეთა პარტიაპარტია 1986 წელს დაარსდა როგორც "მწვანე ალტერნატივა", ხოლო 1993 წელს მიიღო უბრალოდ მწვანეთა პარტიის სახელი. პარტია და მისი იდეოლოგია საკმაოდ პოპულარულია ავსტრიულ საზოგადოებაში, მიუხედავად არჩევნებზე მაღალ შედეგს ვერ აჩვენებს. მისი იდეოლოგიაა ეკოლოგია, თვით-გამორკვევა, ფემინიზმი, სოლიდარობა, პირდაპირი დემოკრატია და სხვა. პარტია პროევროპულია.
ამჯერად პარლამენტში 183-დან 24 ადგილი მწვანეთა პარტიისა.
ფერი - ლურჯი
რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei.
მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.