მაქსიმალურად ვცდილობ პირატული საიტების მოხმარებისგან თავი შევიკავო და ტელევიზორში დავიწყე სერიალების ყურება.
პირველ არხზე პირველი ეპიზოდიდან დიდი ინტერესით ვუყურებ ამ არაჩვეულებრივ სერიალს, მეორე სეზონი მთავრდება ხვალ და ყველას გირჩევთ ნახოთ ეს სერიალი. დღეს იყო ეპიზოდი Breakdown და ფრედის პერფორმანსმა უბრალოდ აღფრთოვანებაში მომიყვანა