Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სელფი მობაილი FAQ > "ნაგავია, მაგრამ იაფი..." ეს უნდა იყოს სლოგანი


Posted by: HiStorian 9 May 2017, 12:19
ამ თემის მიზანი არაა ამ კომპანიის დისკრედიტაცია, რადგან მან ამ ბაზარზე ახალი თამაშის წესები შემოიტანა, რითაც მაგთი-ჯეოსელს უძვირესი ტარიფების შემცირება აიძულა.

მაგრამ წლების მერე ბილანის აბონენტებისთვის რა სიტუაცია შეიქმნა.

მოდი სიმართლე ვთქვათ:

4გ - ნაგავი
3გ - არ აქვს
2გ - ჯობია არაფერი ვთქვა.

და ყველაზე მთავარი:

დაჭერის ხარისხი.

იგოეთთან ვარ რამოდენიმე დღეა.
ცენტრალური ტრასა,
კასპის ჩამოსახვევთან დიდი აბრაა გამოფენილი: "ბილაინის დაფარვის ზონა".
ამ აბრიდან 1 კმ მანძილზე, გზის გაყოლებაზე საერთოდ არ იჭერს.

როგორც 15 წლის წინ უნდა გეპოვა "ტოჩკა" და დაგერეკა, იგივეა ახლაც.

არც თბილისშია დაჭერის მხრივ დიდად უკეთესი მდგომარეობა.

მაგრამ ეგაა:

ნაგავია - მაგრამ იაფი.

სამწუხაროდ

Posted by: dato9916 4 Jun 2017, 11:33
იმედია გამოსწორდება ბილაინი და გახდება ხარისხიანი, მოსმა გამოჩენამ მართლაც ბოლო მოუღო მაგთის და ჯეოსელის გულავს

Posted by: frajock 10 Aug 2017, 19:42
მოკლედ ინტერნეტი ხან H* ია ხან ნუ უმეტესად E და ბილაინს #####ან ჩამომთრევი

Posted by: MARIMARI123 13 Aug 2017, 00:05
ყაბარდო-ბალყარეთის საზღვართან ვარ,4G იჭერს ძაან მაგრად,ამაზე მივარდნილი ადგილი არ მეგულება საქართველოში,რას ერჩით ამ ბილაინს 5gb იტი ნაყიდი მქონდა 5 ლარად და დღეს ბილაინმა მაჩუქა 1 კვირიანი ულიმიტო ინტერნეტი...
ნუ ლანძღავთ ტყუილად!

Posted by: SauronMag 14 Aug 2017, 23:03
ამ "ნაგავია მაგრამ - იაფი" სლოგანსაც დაენძრა.... აძვირებენ ეს ღორლანდიის შვილები ტარიფებს!!!!

ულიმიტოს 25 ლარი დაადეს ფასი და ინტერნეტი 3-დან 2 GB-მდე შეამცირეს.....

როგორც კი 20 ლარიანი პაკეტი გქრება... ეგრევე - სკუპს გავაკეთებ მაგთიზე

Posted by: severuss 5 Oct 2017, 12:38
ვიყიდო ბილაინის ნომერი?

ულიმიტო სასაუბრო და უკიმიტო ინტერნეტი 20 ლარად ,ძაან იაფია

მაგრამ, როგორ მუშაობს?

Posted by: keandra 5 Oct 2017, 12:58
severuss
QUOTE
ვიყიდო ბილაინის ნომერი?

ბევრად გააუმჯობესეს ხარისხი. მე კარგად გამომადგა და ვიყენებ. ქალაქგარეთ თუ ხშირად არ გიწევს სიარული იყიდე.

Posted by: severuss 5 Oct 2017, 13:13
keandra
მადლო.
ადრე მქონდა და ძაან ცუდი მიღება ქონდა, ლაპარაკის დროსაც პამეხებით ისმოდა.

Posted by: BVB-Fan 24 Jul 2018, 14:56
===========================უპ============================

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)