"ამ ქვეყანაში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი არის სახელმწიფოს ხელში".
ამაში გადასახადებს გულისხმობს თუ ტყეპარკებს? გადასახადებში შეიძლება დავეთანხმო, მაგრამ ტყეპარკები ხალხს რომ მიყიდონ (სინამდვილეში ერთ ბიზნესმენს), რამე მნიშვნელოვნად შეიცვლება? წარადგინოს ვინმემ გეგმა და კიბატონო, მიყიდონ მაგრამ ესე ლიჟბი სახელმწიფოს "ქონება" გაასხვისო, უკეთეს შემთხვევაში სისულელეა და უარესში მავნებლობა.
განათლების სისტემა დავანგრიოთო.
ბლიად. რაღაცას როცა ანგრევ უკეთესის შექმნა უნდა შეგეძლოს. უკეთესს რას გვთავაზობენ?
სკოლების ავტორიზაციის ეს პუნქტები არ გვინდაო. კაი დავუშვათ გირჩმა მოახერხა ამ პუნქტების გარეშე ნორმალური სკოლის შექმნა. რამდენი ამბიციური პიროვნებაა ვინც ვერ მოახერხებს? სტანდარტი ამითი აიწევს თუ დაიწევს? მე მეორე მგონია. იმ ჩარჩოებში რაც ვახოს გამოსვლის პირველ სლაიდზე ჩანს, არის ვარიაციის საშუალება, მაგრამ ჩარჩოს გარეშე მივიღებთ სრულიად გაურკვეველ სიტუაციას და უმეტესობას იმაზე უარესი განათლება ექნება, ვიდრე დღეს აქვს.
"ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება რომ უნდა ბავშვს და ამისთვის ნებართვა უნდა აიღოს, შეიძლება თუ არა ეს ურთიერთობა ბავშვსა და მასწავლებელს შორის იყოს თანაბარი?"
თანაბარი ურთიერთობით დისციპლინას დააყენებ ან ბავშვს რამეს ასწავლი?
მერე ეს საბჭოთა კი არა მსოფლიო (დასავლეთის ჩათვლით) პრაქტიკაა. საბჭოთა განათლებას ვებრძვითო და ნეტა მართლა საბჭოთა დონე გვქონდეს დღეს.
მონტესორის სისტემაო. შეჯიბრება არაო. 6 წლის ბავშვს მივცეთ არჩევანი რა უნდაო.
ფუ ბლიად, ჯაფარ იმენა არ გეკადრება რა.
ეს ჯერ მესამედს მოვუსმინე... თავიდან ვიფიქრე კაი, გარეგნობას და ჰაბიტუსს არ მივაქცევ ყურადღებას, იქნება ვახოს რამე ჭკვიანურის თქმა შეეძლოსმეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჭკუაც გარეგნობის შესაფერისია.