ამ 5 საათიანი ორიგინალი ვიდეოს ყურება დავიწყე. 43-ე წუთზე ვარ და ვხვდები უკვე საით მიდის ამ ვიდეოს ავტორის ლოგიკა და რა დასკვნის გაკეთება უნდა. საინტერესოა, ჩემი პროგნოზი თუ გამართლდება. უკვე საკმაო წინამძღვრებზე ისაუბრა, რომ, ვივარაუდო, იმ დასკვნისაკენ მიდის:
1) მონუმენტური შენობების არსებობა მე-19 საუკუნეში ხშირად წააგავს სტილით უძველეს ნაგებობეს.
2) ასეთი ნაგებობების აშენება იმ პერიოდში, როცა ადამიანური რესურსი მცირე იყო და იმდროინდელი მეცნიერულ ტექნიკური პროგრესი ამის საშუალება არ იძლეოდა (ავტორის აზრით), ძალიან საეჭვოა.
3) არსებობს ბუნებრივი პროცესები, რომელიც ნიადაგის ლიქვიფიკაციას (გათხევადებას) იწვევს და მთელი რიგი ნაგებობები და ქალაქებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს მიწის ქვეშ.
4) მე-19 საუკუნის დროინდელი დიდი ქალაქების სურათებზე ხშირად (1840-იან წლებში და 1850-წლებამდე) გამოსახულია დაცარიელებული ქალაქები დღის საათებში (რომელსაც განსაზღვრავს ობეიქტების მიერ წარმოქნილი ჩრდილის სიგრძის მიხედვით).
5) ამ ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნატიფი არქიტექტურით არის ნაგები, ქუჩები არ არის მოლამაზებული (ქვაფენილით იქნება თუ სხვა ტექნოლოგიებით) და სავსეა ტალახით.
აი ამ წინაპირობებზე საუბრობს. ამ წინაპირობებზე მე პირადად ვისაუბრებდი, თუ უნდა გავაკეთო დასკვნა, რომ სინამდვილეში ეს დიდი ქალაქები ახალი აშენებულები არ არის, არამედ, უძველესი ნაგებობებია, რომელიც დაიფლა იმ ბუნებრივი პროცესებით, რაზეც ვიდეოს ავტორი საუბრობს და შემდეგ იქნა "ამოთხრილი" და გასუფთავებული. ამას უნდა მოყვეს ახსნა, თუ როგორ იყოს შესაძლებელი უძველესი და პრიმიტიული საზოგადოების მიერ ასეთი ნაგებობების აშენება. თუ ამ დასკვნას აკეთებს, მაშინ ძალიან ცდება და უამრავი ფაქტი არსებობს, რომელიც ასეთ დასკვნას შეეწინააღმდეგება, ყოველ შემთხვევაში, მოითხოვს ასეთი ფაქტების ახსნას. თავისთავად, საინტერესო ფაქტებზე საუბრობს, მაგრამ, შესაძლებელია ამ ფაქტების სხვანაირად ახსნაც. მოკლედ, გავაგრძელებ ნელ-ნელა ყურებას. საინტერესო ვიდეო კი ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს უკვე ბევრ რამეში არ ვეთანხმები.
თუ არა გაქვს ამაზე რაიმე მოსმენილი ადრე, მაშინ ძალიან დაგაინტერესებთ:
მარჯნის ციხესიმაგრე და მისი ამშენებელი
ედუარდ ლიდსკალნინი.
P.S. თუ ბრტყელ დედამიწაზე საუბარს გააგრძელებს, განწირულია ეს ყველაფერი. თუ ვინმე არსებობს მსოფლიოში, რომელიც ყველანაირ აზრს მოისმენს (ერთი შეხედვით ყველაზე "სულელურსაც") და ამ აზრის გასამაგრებელ ლოგიკას და ფაქტებსაც გამოიკვლევს, მე ამ კატეგორიაში შევდივარ. ბრტყელ დედამიწაზეც მაქვს ასე ინტერნეტ-კვლევები გაკეთებული, young earth-ზეც და ა.შ.; ბრტყელი დედამიწა აბსურდია და არანაირი ფაქტი ამას არ ამაგრებს. უფრო მეტიც, დედამიწის ბურთისებური ფორმის შესახებ ძველმა ბერძნებმაც კი იცოდნენ და ერასტოთენემ (ბერძენმა სწავლულმა) ჩ.წ. აღრიცხვამდე გამოიანგარიშა დედამიწის რადიუსი საკმაოდ დიდი სიზუსტით. პირიქით, ზღაპარი ის არის, რასაც სკოლებში ასწავლიან, თითქოს კოპერნიკამდე არავინ იცოდა ამის შესახებ. ეს არის დიდი სისულელე და საერთოდ, კოპერნიკი კათოლიკებმა სულ სხვა რამისათვის დასაჯეს: ის სხვადასხვაგვარ ერესს ასწავლიდა (მაგალითად რეინკარნაციის თეორიას). რაც შეეხება young earth-ისა და flood geology-ის თეორიებს, ამათ აქვთ საკმაო საფუძველი და მათ მიერ შემოთავაზებული არგუმენტები სამყაროს "ახალგაზრდობის" შესახებ და იმის თაობაზე, რომ დედამიწაზე ერთ დროს დიდი კატაკლიზმური მასშტაბის წყალდიდობა მოხდა.