ბუდიზმი ჯერ ფილოსოფიური მოძღვრებად ჩამოყალიბდა, ვიდრე რელიგიად გადაიქცეოდა.
ძვ. წ. VI ს-ში, სიდჰარტი გაუტამა (ბუდას თავდაპირველი სახელია) , ჰიმალაის მთებთან მდებარე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შიკიების სახელმწიფოს მეფის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მის დაბადებას დედის სიცოცხლე შეეწირა და წინასწარმეტყველმა მეფე გაუტამა დაარიგა, რომ მის შვილს არ უნდა ენახა ადამიანთა ტანჯვის სამი ფენომენი: ავადმყოფი, მოხუცებული და მიცვალებული. მეფეც ისე ზრდიდა შვილს, რომ ეს ყველაფერი მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყო. მაგრამ უკვე ცოლ-შვილიანმა სიდჰარტმა ნახა ეს სამივე მოვლენა და როგორც ნაწინასწარმეტველები იყო, მიატოვა სამეფო კარი და განდეგილობაში ეძებდა ადამიანთა ტანჯვის ამ სამი ფნომენის მიზეზთა დადგენას.
მან ამისათვის მიმართა ბრძენ ადამიანებს, გაეცნო ვედებს („ვედა“ სანსკრიტის ენაზე ცოდნას ნიშნავს, მაგრამ ეს არაა ცოდნა თანამედროვე გაგებით, ეს არის ცოდნა, გარემოსთან ურთიერთობის საფუძველზე მოპოვებული, რასაც პრიმიტიულ შემეცნებასაც უწოდებენ. ) დიდხანს იარა და პასუხს ვერ მიაგნოპასუხს კითხვაზე – რატომ არის ცხორება ტანჯვა.
დაღლილს და გულგატეხილს ერთი ხის ქვეშ ჩაეძინა. ეს იყო ხანგრძლივი ძილი და მეოთხე დღეს მოხდა მისი გონების სასწაულებრივი „განათება“, იგი გახდა ცნობიერებით „განათებული“, სხივმოსილი, ანუ „ბუდდჰა“. ამიერიდან ბუდა შაკიამუნს შეეძლო ამოეხსნა ცხოვრების დიდი საიდუმლო: რატომ არის ადამიანის ცხოვრება ტანჯვა, რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება ამ ტანჯვისაგან ადამიანის ხსნა.
ბუდამ დაიწყო თავისი მოძღვრების ზეპირი გავრცელება, სეიზინა მრავალი მომხრე, უარყო ვედების ავტორიტეტი და დააფუძნა სრულიად ახალი მოძღვრება, რომელიც აზროვნების სულ სხვა საფეხურს ითხოვდა. ბუდა ქადაგებებში იყენებდა ალეგორიებს. მაგ. იმის ასახსნელად, გავრცელდებოდა თუ არა მისი მოძღვრება და მოუტანდა თუ არა იგი ადამიანებს სარგებლობას, ალეგორიულად სვამდა კითხვას – აღმოცენდება თუ არა ხორბლის დათესვით ახალი მოსავალი.
ბუდამ სიცოცხლის განმავლობაში მოიპოვა არჰატის მდგომარეობა, გახდა სულიერად თავისუფალი, ეზიარა ნირვანას. იცოცხლა 80 წელი. 40 წლის განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა, მოგზაურობდა და აარსებდა ბუდისტთა საძმო კავშირებს.
ბუდას გარდაცვალების შემდეგ, ბუდზმის არსებობს პირველ საუკუნეში თავი იჩინა ამ მოძღვრების ინტერპრეტაციებში სხვადასხვაობამ, ურთიერთთან შეუთანხმებლობამ და ამის გამო გაჩნდა 18 სექტა. დადგა საკითხი, ბუდსტთა კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ და პირველი ბუდისტური კრება შედგა ძვ. წ. 477 წელს, რაჯაგრიჰმის მახლობლად გამოქვაბულში ჯაშიაპას მეთაურობით. ბუდას გამონათქვამებს ზეპირად კითხულობდა ანანდა და ამ ერთობლივ ზეპირსიტყვიერ ტექსტს „სუტრანიტჰანა“ ეწოდა. მისი შემადგენელი ნაწილი „სუტრაპიტაკა“ ხუთ თავად იყოფა. ამათგან მეხუთე – „ქშკუდარა-ნიკაია“ 15 დამოუკიდებელი ნაწარმოებისაგან, ანუ „გრანტჰებისაგან“ შედგება. ამათგან გამორჩეულია ყველაზე ძველი ბუდისტური თემის წიაღში ბუდას გამოთქმების ტექსტი – „ვინაიაპტაკა“, რომელიც სამ განყოფილებად იყოფა. მასში ბუდას განაზრებანი დალაგებულია თანმიმდევრობით კაშიაპას მიერ, რომელიც თავის მხრივ შვიდი თავისგანაა შედგენილი. მთელი ამ ზეპირგადმოცემათა სსიტემიდან – „სუტრაპიტაკა“,„ვინაიაპტაკა“ და „აბჰიდჰამაპიტაკა“ – შედგენილაი ბუდიზმის კლასიკური თხზულება, რომელსაც ეწოდა „სამი კალათა მოძღვრება“, ანუ „ტრიპიტაკა“.
„ტრიპიტაკა“ ისევე როგორც სხვა ბუდისტური კრებულები, ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა. ასე ზეპირისტყვიერად მოუსმენი და აუთვისებია მეფე აშოკას უფლისწულ მაჰენდრას და ამ წესითვე ასწავლიდა მას ცეილონზე. სწორედ იქ ჩაიწერა „ტრიპიტაკა“ ძვ. წ. 80-იან წლებში და ითვლება ბუდას ქადაგებების აუტენტიკური გადმოცემების ჩანაწერებად, პალმის ფოთლებზე, პალის ენაზე. სამ კალათაში ჩალაგებული ჩანაწერები შემდეგი წესით დაიყო: „ვინაპიატიკაში“ – ყოფაქცევის წესები და დარიგებანი, „სუტრაპიტაკაში“ – ბუდას ქადაგებები და იგავები, „აბჰიდმატიკაში“ – ბუდისტური ფილოსფია. ამ ნაწილმა ბუდისტთა პირველ შეკრებაზე ვერ ჰპოვა დიდი ყურადღება, სავარაუდოდ, მისი სირთულის გამო. სამაგიეროდ, მესამე შეკრებაზე მიაქცია ყურადღება მეფე აშოკამ, რომელმაც ბუდიზმი ახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ბუდიზმში ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მიმართულება – ჰინაიანა და მაჰაიანა. ბუდიზმის ამ მიმართულებების სახით დაყოფის შემდეგ დამთავრდა ადრეული ბუდიზმის პერიოდი და დაიწყო რელიგიურ მსოფლმხედველობად გაფორმება I ს-დან V ს-მდე. ისტორიულად, ბუდიზმის წარმოსობას წინ უძღოდა ბრაჰმანიზმი, რომელიც ქურუმთა ვიწრო წრეში იყო დამკვიდრებული. მისი გავლენა ადვილად დაძლია ბუდიზმმა და დაუპირისპირდა მას ზოგადად ადამიანისათვიზ ზრუნვის, ინდივიდის დაფასების და მისი ტანჯვისაგან განთავისუფლების ჰუმანური იდეებით. ბრაჰმანიზმი საპირისპირო მოძღვრებაა, მისი თეორიული საფუძველია ვედები და მათი კომენტარები. მართალია, ბრაჰმანიზმიც ცხოვრებას განიხილავს როგორც ტანჯვას, მაგრამ ეს ახსნილია ადამიანებისთვის წარსული ცოდვების სამაგიეროდ და ტანჯვისგან გათავისუფლების შესაძლებლობად მიჩნეულია ადამიანის ზნეობრივი, კეთილშობილი მოქმედება. ამად ითვლება „დჰარმის“, ანუ კანონის, ღვთაბრივი ჭეშმარიტების დაცვა, ასევე ქურუმების და მეფეთა უსიტყვო მორჩილება.
ბრაჰმანიზმის განვითარებას, როგორც უკვე ვთქვით, საკმაოდ შეუშალა ხელი ბუდიზმმა, რადგან თუკი ბრაჰმანიზმი ტანჯვისაგან გათავისუფლებას ხედავდა ბრმა მორჩილებაში, მსხვრპლშეწირვასა და სხვა რიტუალების მკაცრ დაცვაში, ბუდიზმი ადამიანების ტანჯვისაგან ხნას ისახავდა მიზნად. ოღონდაც, ბუდიზმისათვის ტანჯვად ითვლება ადამიანის მთელი მიწიერი ცხოვრება და ამ ტანჯვისაგან დახსნის გზად – მიწიერი ცხოვრებისაგან განთავისუფლება. აქ არ არის საუბარი ცოდვილბსა და უცოდველებზე, არ ენიჭება არავითარ მნიშვნელობა მსხვერპლშეწირვასა და სხვა რიტუალებს.
ბუდიზმში უარყოფილია საკითხები მეტაფიზიკური პრობლემების შესახებ, ანუ, უფრო მარტივად, საწყისისა და დასასრულის საკითხები. ბუდიზმში წინა პლანზეა მიზეზობრივი კავშირები, „დჰარმა“ ბუდიზმში ბრაჰმანიზმისაგან განსხვავებით არის კანინი, წესი, მიზეზობრივი რიგი, რომელიც ემსგავსება კიბეს და ვინც ამ მიზეზობრივ კავშირთა კიბეს აუყვება და უმაღლეს საფეხურზე ავა, ის მთელ სამყაროს ბუდას თვალით დაინახავს. ვინაიდან, ადამიანებს უჭირთ ამ თვალსზრისის გაზიარება და ამ კიბეზე ასვლა, ბუდას თქმით, ამაშია გაგების სიძნელე, ვისაც ეს არ ესმის, ვერ გაარკვევს, რატომ არსებობს ტანჯვა და მით უმეტეს, ვერ იპოვის პასუხეს კიტხვაზე – სადაა ტანჯვისაგან ხსნა?
ბუდიზმში მთავარი ცნებაა კარმა. საერთოდ, ინდურ ფილოსფიაში გავრცელებული იყო კარმის ცნება, მაგრამ მას მუდამ სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებდნენ, მისი ყველა თვალსაზრისით განხილვა ორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ბუდიზმისეულ კარმაზე ვისაუბროთ.
ბუდიზმსი კარმა ნიშნავს მისწრაფებას, რაც ადამიანს მუდმივი ტანჯვის მდგომარეობაში აყენებს და ამ შემთხვევაში კარმას უარყოფითი დატვირთვა აქვს, იგი აღნიშნავს ბედს, საზღაურს სულისათვის განვილილი ცხოვრების გამო (მსგავსი დატვირთვა აქვს კარმას თანამედროვე ასტროლოგიაში).
კარმა დრაჰმისაგან განსხვავებით არ ეხება საგანთა მიზეზობრივ რიგს, არამედ შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდის ცხოვრების წარსულის, აწმყოსა და მომავლის თანმიმდვრობას, მიზეზობრივი რიგით და სწორედ კარმის ამგვარი გაგებით არის ბუდიზმში ახსნილი, თუ რატომაა ცხოვრება ტანჯვა.
ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი წარმოიშობა და შემდეგ კვდება, არაფერი რჩება მუდმივად, ბუდას სიტყვებით, რასაც აქვს საწყისი, მაქს ბოლოც აქვს. ყოველივეს ცვალებადობის ეს პრინციპი ბუდიზმისათვის არის წამიერი, ყველაფერი არსებობს დროის რაღაც გარკვეულ მომენტში, ერთ გაელვებაში, მერე კი გაივლის, მოკვდება და იმავე სახით აღარ განმეორდება, რადგან მისი დრო გასულია და ახალ დროში ის აღარ იარსებებს.
თავად ადამიანი ერთი მტლიანი მე-ა, რომელიც არის სწორედ სული და აძლევს ერთიანობას გონებას („მანას“), ცნობიერებას და სხეულს. სული ამ ერთიანობის გაცნობიერებაა, ბუდიზმისათვის წარმოუდგენელია, სულის სხეულისაგან სრულ დამოუკიდებელობად განხილვა.
ამის გამო, შეიზლება ითქვას, რომ ადრეულ ბუდიზმში ბუნდოვნად ჩანს საკითხი სულის რაობაზე, მის უკვდავებაზე, ღმერთის არსებობაზე. მიუხედავად, ამისა ბუდიზმი ითავიტვე იქცა რელიგიად, მისი დამახასიათებელი ყველა ნიშნით. ამიტომ აუცილებელია გავარჩიოტ საკითხი ადრეული ბუდზმის შესახებ, როგორც ფილოსფიური მოძღვრება ადამიანის შესახებ, ადრეული „სიცოცხლის ფილოსოფია“ აგებული ადამიანის ტანჯვის მიზეზთა ახსნაზე და მისგან ხსნის პრინციპებზე.
ბუდას მოძღვრების მიხედვით უარყოფილია სამყაროს უსასრულობის თუ სასრულობის საკითხებზე პასუხების ძიება, ან განსხვავება სულსა და სხეულს შორის (ერთი სიტყვით, ინტოლოგიისა და გნოსეოლოგიის საკითხები), უფრო მეტიც – ბუდიზმისათვის ასეთი კვლევა-ძიება დრიოს ფუჭი კარგვაა, მისი მთავარი მიზანია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადამიანის ტანჯვისაგან განთავისუფლების გზების ძიება.
ბუდას მიერ ჩამოყალიბებულია 10 მეტაფიზიკური კითხვა, რომელზეც პასუხი უსარგებლოდ და შეუზლებლადაც არის მიცნეული:
1. მარადიულია სამყარო;
2. ის არ არის მარადიული;
3. სამყაროს აქვს დასასრული;
4. სამყარო უსასრულოა;
5. სული და სხეული იგივეობრივია;
6. სული და სხეული განსხვავებულია;
7. ჭეშმარიტების შემმეცნებელი უკვდავია;
8. ჭეშმარიტების შემმეცნებელი მოკვდავია;
9. ჭეშმარიტების შემმეცნებელი ერთდროულად მოკვდავიცაა და უკვდავიც;
10. ჭეშმარიტების შემმეცნებელი ან მოკვდავია, ან უკვდავი.
ასეთ გადაუჭრელ საკითხებზე მსჯელობას ბუდიზმი ფაქტიურად კრძალავს და მოითხოვს ყურადღების მთელ კონცენტრაციას თავის ძირეულ საკითხზე, რაც ადამიანს ასე ძლიერ აწუხებს: რატომ არის ცხოვრება, სიცოცხლე ტანჯვა, საიდან არის იგი წარმოშობილი, როგორია მისგან სხნის გზა, სად არის ადამიანის არჰატად გარდაქმნის, ტანჯვისაგან განთავისუფლების შესაძლებლობა.
ბუდამ თავისი მოძღვრება ააგო ოთხ კეთილშობილ ჭეშმარიტებაზე, რომელიც მან მოიპოვა გასხისოვსნების შემდეგ და სანამ წინ წავიდოდეთ, შევაჯამოთ, ბუდიზმის იდეა: ბუდას ქადაგებების მიხედვით, ადამიანთა ხსნა ნირვანას მიღწევაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტას, ამის მიღწევა ნიშნავს, ბუდასებური ცხოვრების ზიარებას, ტანჯვისაგან გათავისუფლებას მისი მიზეზის მოსპობით და ახალი ცხოვრების დაწყებას „ახალი დაბადებით“ და სულიერად წმინდა არსებად ჩამოყალიბებას.
მაშ ასე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩამოყალბიდა სამი კითხვა: 1) სად არის ტანჯვის მიზეზი; 2) საით მიდის ტანჯვსგან განთავისუფლების გზა; 3) როგორ მიიღწევა ნირვანაში უმაღლესი სიბრძნე, რამაც გამოწივია შაკიამუნის ბუდად გარდაქმნა.
ბუდამ ქადაგებებში განავრცო და ღრმად გააცნობიერა პირველი კეთილშობილი ჭეშმარიტების დედაარსი, რომ ტანჯვაა არა მხოლოდ ის ცნებები (ავადმყოფობა, სიბერე), რამაც მას ადამიანური ტანჯვის მიზეზებზე კითხვის დასმისა და მასზე პასუხის ძიების საფუძველი მისცა, არამედ, მისთვის ტანჯვაა ყველაფერი, რამაც რაც კი ადამიანს მიწიერთან აკავშირებს: ტანჯვაა სურვილები და მათი განუხორციელებლობის გამო გულგატეხილობა, ტანჯვაა დაბადებაც, მოთხოვნილებებიც, მათი დაკმაყოფილებაც და დაუკმაყოფილებლობაც. ის, რასაც ადამიანები სიამოვნებად, კმაყოფილებად მიიჩნევენ, ჩვენი ცხოვრების ხანმოკლე, წამიერი მომენტებია და მათი დაკარგვის, აღკვეთის საფრთხის განცდაც ტანჯვაა. ერთი სიტყვით, ადამიანი თავიდან ბოლომდე, დაბადებიდან სიკვდილამდე მხოლოდ იტანჯება და მას ვერ გაუცნობიერებია თავისი ასეთი ყოფა.
ბუდამ მეორე კეთილშობილი ჭეშმარიტება აღმოაჩინა, რომ ჩვენი ცხოვრების მოვლენათა მიზეზობრივი კავშირით მივდივართ საბოლოო მიზეზამდე. ტანჯვას თავისი მიზეზი აქვს, ეს ჭეშმარიტი მიეზეზია და იგი არის სიცოცხლის წყურვილი, დაბადების სურვილი, სიცოცხლის გაგრძელებისა და განახლებისაკენ ლტოლვა. ეს მოვლენები არსებობენ იმის გამო, რომ ადამიანებმა არ იციან, ტანჯვის წარმომქნელი მიზეზი თავად სიცოცხლეა. ადამიანებმა მთლიანობაში რომ შეისწავლონ მათი მიწიერი ცხოვრების მთელი განცდები, ტანჯვაში გამოხატული, არ ექნებოდათ სწრაფვასიცოცხის განახლებისაკენ, დაბადებისაკენ, ხანგრძლვი სიცოცხილასკენ და თვით უკვდავებისაკენ. ამრიგად, მიზეზობრივი რიგის თანამიმდევრობა, ანუ კარმა, საფუძველია მეორე კეთილშობილი ჭეშმარუტების დადგენისათვის. ეს ჭეშმარიტება 12 საფეხუროვან თანმიმდევრობაშია გამოთქმული:
1. დაბადებაა მიზეზი ტანჯვის სიცოცხლის სახით არსებობისა;
2. დაბადება შედეგია სიცოცხლისაკენ სწრაფვისა;
3. მისწრაფება გრძნობად ყოფიერებისაკენ განსაზღვრულია ჩვენი ცნობიერების შემეცნებითი დამოკიდებულებით რეალურ საგნებთან;
4. დამოკიდებულება გარესამყაროსთან, საგანთა ფლობის სურვილი – განსაზღვრულია ჩვენი მიჯაჭვულობით, გრძნობად სინამდვილესტან;
5. ჩვენი სულის კავშირი გრძნობად ყოფიერთან განსაზღვრულია გრძნობადი აღქმებით;
6. აღქმა განსაზღვრულია საგნებთან ჩვენი შეხებით;
7. ჩვენი მგრძნობელობა გრძნობის ექვსი ორგანოთია განსაზღვრული;
8. შეგრძნების ორგანოების განსაზღვრულია ჩვენი ორგანიზმის ჩამოყალიბებით;
9. ემბრიონიდან მისი განვითარება ვერ მოხდება, იმთავითვე მასში არსებული ცნობიერის გარეშე;
10. პირველადი ცნობიერება არის ჩვენი წარსული ცხოვრების შთაბეჭდილებებით განსაზღვრული;
11. ეს შთაბეჭდილებანი განპირობებულნი არიან 12 საფეხურიანი მიზეზობრივი კავშირებით;
12. ტანჯვა განსაზღვრულია ჭეშმარიტების უცოდინარობით.
ამ 12 საფეხუროვან რიგში ყოველი მომენტი არის ტანჯვა, მასში ჩანს ადამიანის მთელი სიცოცხლე, დაბადებიდან ახალ დაბადებდამდე. 12 რიცხვში გამოხატული ეს რიგი გამოხატავს ცხოვრების მოძრავ ბორბალს, რომელშიც ჩართულია წარსული, აწმყო და მომავალი. ახლანდელი დრო, როგორც წარსულის შედეგი და მომავალი ცხოვრების მიზეზი. თუმცა ეს 12 მიზეზიბრივ კავშირში წარმოდგენილი რიგი სასიცოცხლო პროცესების მექანიკური მიმდევრობითი რიგი კი არ არის, არამედ იგი ორგანიზმის, სიცოცხლის შინაგანი ძალების ცნობიერებისეული მოტივაციებითაა გსნსაზღვრული. იგი შინაგანი, სულიერი ძალების დაძაბულობის გამოხატვაა, სულ უფრო სრული სულიერი პოტენციების განხორციელებით. ტანჯვის მიზეზთა მაქსიმალური გამოვლენით, ჩნდება ლტოლვა, მისგან განთავისუფლებისაგანაც.
მესამე კეთილშობილური ჭეშმარიტება ბუდას ქადაგებებში ფორმულირებულია გზის დადგენით, რომლის მიღწევითაც მოხდება ადამიანის სიცოცხლის ტანჯვისაგან ხსნა. ეს ხდება მიწიერი ცხოვრების პირობებში გრძნობადი მოთხოვნილებებისაგან გათავისუფლებით, ყოველგვარ გრძნობად და ყოფიერთან კონტაქტის შეწყვეტით. ეს არის სანსარიდან არჰატად გადაქცევის გზა, ანუ გრძნობად ყოფიერისაგან გათავისუფლება.
მეოთხე კეთილშობილი ჭეშმარიტება იმ გზის ჩვენებაა, რომელიც გრძნობად ყოფიერიდან, სნსარადან ნირვანაში გადადის. ნირვანა გონების განათების იმ მომენტიდან იწყება, რითაც შაკიამუნი გახდა ბუდჰა, მიაღწია სრულ სიმშვიდეს, აუღელვებლობას, თავისუფლებას ყოველგვარი ტანჯვისაგან, თვითფლობას, განთავისუფლდა მოთხოვნილებებისაგან, რითაც მისი სული დამოუკიდებელი გახდა გრძნობად ყოფიერისაგან.
ბუდას განმარტებით, ნირვანაში ადასვლა ის აქტია, როცა „საპყრობილედან“ თავსისუფალი ხარ, აღარ ხარ ტყვე, მონა, მოვალე ვინმეს წინაშე, გაჯანსაღებული სულითა და ხორცით. ბუდამ მეფე აჯაშატრას ნირვანა ასე განუმარტა: ეს არის სულიერი სიწმინდე, კეთილმოსურნეობა, თავისთავის ფლობა, სიმამაცე, არუშფოთებელი გონიერება და სრული სიმშვიდე, მოპოვებული ვნებებსა და უმეცრებაზე გამარჯვებით. ამ მდგომარეობის მოპოვებით აღფრთოვანებული სულიერი ძალები და სული ნირვანას სრული მიღწევისაკენ მიისრაფვის. „ნირვანა ღრმაა, როგორც ოკეანე, ამაღლებულია, როგორც მთის მწვერვალი, ტკბილია, ვითარცა თაფლი“.
განთავისუფლება და ნირვანასკენ მიმავალ გზაზე დადგომა რვა საფეხურის ავლას მოითხოვს, ანუ რვა წესის შესრულებას. ეს გზა არა მხოლოდ რჩეულთათვის, არამედ ყველასთვის მისაწვდომია, ვინც დაძაბავს თავის სულიერ ძალებს. ეს წესებია:
1. მტკიცედ დადგომა ჭეშმარიტების გზაზე „ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტების“ ცოდნით;
2. ცხოვრების არსებითი გარდაქმნის ურყევი განზრახვა. კოკნრეტულად ეს გულისხმობს სამი გადაწყვეტილების განხორციელებას: საგნობრივი სამყაროსაგან განდგომას, – ცუდი ზრახვებისაგან განწმენდასა და მოყვასისადმი მტრობის დაგმობას;
3. სწორი მეტყველება, – კონკრეტული აზრების გამოხატვისას თავიდან რომ ავიცილოთ ტყუილი, ცილისწამება, ლანძღვა, ავსიტყვაობა;
4. სწორი მოქმედება – არა ჰკლა ცოცხალი არსება, არ იქურდო, ნუ აჰყვები ვნებათა ღელვას;
5. ცხოვრების სწორი წესი – მოქმედება და შრომა მხოლოდ კეთილი გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. სწორი მცდელობა უარესად მორალური მოქმედებისა და გამარჯვებისათვის;
7. აზრის სწორი მიმართულება, ყველაფრის სწორად შეფაება და გამოთქმა. ამ დარიგებაში იგულისხმება, ბუნების აგნების შეფასება,როგორც ცვალებადისა და ამიტომ არ უნდა ვცნოთ თავი მათზე დამოკიდებულად;
8. ყურადღების სწორი მიპყრობა, ძალისა და აზების შემოკრება, გულისყურით მოქცევა, რაც გულისხმობს: ა). ყურადღების მიპყრობას გონების სიწმინდისა და სულის მშვიდი მდგომარეობისაკენ, რათა სწორად იყოს გააზრებული კეთილშობილი ჭეშმარიტებანი, რითაც მიიღწევა გრძნობადისაგან გამიჯვნით მიღწეული სიმშვიდით, წმინდა აზრით ტკბობა, ბ). ჭეშმარიტებაზე სწორი ყურადღებით მიიღწევა ეჭვებისაგან განთავისუფლება, სიმშვიდისა და შინაგანი აუღელვებლობის მიღწევის სიხარულით გაცნობიერდება ამ სიხარულისა და სიმშვიდის მდგომარეობა, გ). მიიღწევა სიხარულის დაძლევაც და სულიერი კონცენტრირება გულგრილობაზე – სრული გულგრილობა საგნებისა და თვით ყურადღების გამახვილებისადმი, ე.ი. იხსნება ყურადღების დძაბულობა; დ). სრული განთავისუფლება ფიქრისაგანაც, რომ მიღწეულია თავისუფლების გაცნობიერება მოპოვებულია აღუშფოთლობის მდგომარეობა – სულიერად იმ სიმაღლეზე ასვლა, როცა აღარ განიცდება არც ტანჯვა და არც მისგან განთავისუფლება, აღარც თვითფლობა. ეს არის უმაღლესი მიზნის მიღწევის მდგომარობა. სული იქცევა არჰატად, ეზიარება ნირვანას, მიიღწევა სრული სიბრძნე და სრული წმინდანობა, უმაღლესი ზნეობრიობა.
ბუდას ქადაგებებში პირდაპირ არის მინიშნებული სიბრძნისა და სათნოების ურთიერთკავშირის შესახებ და რომ ამის რეალიზაციისათვის აუცილებელია ძალების სწორი მოკრება, გულისყურით დამოკიდებულება. ამ რვა საფეხურიან სულიერ ამაღლებაში არსებითია სწორედ ეს წესები, დანარცენი – მისი შესრულებისათვის ხელშემწყობი პირობები, სულიერი აქტივობის თანამდევი მომენტებია. თავად სიბრძნე და სიკეთე ერთმანეთთან კათარზისის დამოკიდებულებაში არიან. ადამიანი თავისი ადრინდელი შეხედულებებით, აზრებით, ტრადიციებით, მისწრაფებებით, მოთხოვნილებებით, იწყებს სულიერი სრულყოფის გზაზე დგომას და მან საფეხურეობრივად უნდა ჩამოიცილოს ძველი, მისი გავლენის კვალი სრულიად უნდა წაიშალოს, ახალმა უნდა გაიმარჯვოს ძველზე და ეს შინაგანი ბრძოლა ინდივიდში, თავიდან სწორი გადაწყვეტილებით დაწყებული, საბოლოოდ ახალი ინდივიდის დაბადების პროცესია. განხორციელებულია უდიდესი შინაგანი გარდაქმნითი აქტები: გონების დაყენება შემეცნების სწორ გზაზე, ჭეშმარიტებისა და სათნოების ამორჩევა, ნების თავისუფლებისა და გრძნობების წარმართვა მხოლოდ ერთი მიზნისაკენ. ამ აქტებში სრულყოფის დონეზე განვითარებული გონება, ნება და გრძნობა, განწმენდილი სახით ზიარებულნი უმაღლესი ჭეშმარიტებას, ქმნიან პიროვნულ ჰარმონიას. ყოველივე ამისადმი ყურისმიგდებით ნათელი გახდება ჭეშმარიტი არსი, გაიხსნება არსებობის მთელი საიდუმლოება. ნირვანაში განხორციელებულია სიბრძნე, ანუ ჭეშმარიტება, სრული ზნეობრიობა, ანუ სათნოება და სიმშვიდე, აბსოლუტური სრულყოფილება, ბუნებრივია, მოხსნილია ყოველგვარი ტანჯვა და ამის გამომწვევი მიზეზები, შესრულებულია ადამიანური არსებობის უმაღლესი იდეალები.
https://barcelonismo.wordpress.com/2012/02/...83%A6%E1%83%95/
Deus caeli, Deus terrae, Deus Angelorum, Deus Archangelorum, Deus Prophetarum, Deus Apostolorum, Deus Martyrum, Deus Virginum, Deus, qui potestatem habes donare vitam post mortem Asmodeus.