სლოვაკეთი (სლოვაკ. Slovensko), ოფიციალურად სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) — სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. მისი მოსახლეობა 5 მილიონს აღემატება, ფართობი კი დაახლოებით 49,000 კვადრატული კილომეტრია. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა. სლოვაკეთი არის გაერო-ს, ევროკავშირის, შენგენის ზონის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ნატო-ს და სხვა ორგანიზაციების წევრი. ოფიციალური ენაა სლოვაკური, რომელიც სლავურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.
სლოვაკების წინაპარი სლავური ტომები დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე V-VI საუკუნეებში გამოჩდნენ, ხალხთა დიდი გადასახლების დროს. VII საუკუნეში, აქ მცხოვრებმა სლავებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამოს მიერ ჩამოყალიბებურ იმპერიაში, რომელიც ისტორიულად პირველი სლავური სახელმწიფო იყო. სამოს იმპერიის ცენტრი დასავლეთ სლოვაკეთში იყო. IX საუკუნეში, სლოვაკთა სლავმა წინაპრებმა დააარსეს ნიტრის სამთავრო, რომელმაც მოგვიანებით მორავიის სამთავროსთან ერთად გახდა დიდი მორავიის ფორმირების საფუძველი.X საუკუნის შემდეგ სლოვაკეთის ტერიტორია თანდათანობით უნგრეთის სამეფოს შეუერთდა, რომელიც XIX საუკუნეში თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. პირველი მსოფლიო ომის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სლოვაკებმა და ჩეხებმა შექმნეს ერთობლივი სახელმწიფო, — ჩეხოსლოვაკია. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, შეიქმნა ნაცისტური გერმანიის სატელიტური სლოვაკეთის რესპუბლიკა, რომელიც ომის დასრულებისას გაუქმდა. სლოვაკეთი დამოუკიდებელი გახდა 1993 წლის 1 იანვარს, ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანი დაშლის შემდეგ.
დემოგრაფია
მოსახლეობა - 5.380.000 (2003), მათ შორის 85,7% სლოვაკები, 10,6% უნგრელები, 1,6% ბოშები.
სახელმწიფო ენა : სლოვაკური. გავრცელებული ენები : უნგრული.
რელიგია - კათოლიციზმი.
დედაქალაქი - ბრატისლავა (428 ათასი).
ქალაქები - კოშიცე (234), ნიტრა (87), ჟილინა (85), პრეშოვი (92).
ღირსშესანიშნაობები
მაღალი ტატრის მთიანეთი
ბანსკა-შტიავნიცა
ვლკოლინეცი - ხალხური არქიტექტურის სოფელი რუჟომბეროკის ახლოს.
მოკლედ ვინმე ხართ სლოვაკეთში ნამყოფი? ბრატისლავაში ან სხვა ქალაქში/ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? როგორი ქვეყანაა? რა აქვთ საინტერესო? ტურიზმის მხრივ და ა.შ
ფილმ ჰოსტელიდან დამამახსოვრდა ბრატისლავა:დ მარა არც ისეთი ცუდი ქალაქი არ უნდა იყოს მგონი ხო?:დ
ავწიოთ თემა