თვითონაც იცის ვისაც ეძღვნება
ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭივით ხარ ჩემთვის
დასუსხული ხელები ხარ ჭინჭრისგან რომ მეწვის
ხალადეცში ჩაყინული ბუზის ფეხები ხარ
ხახვის დიდი ნაჭერი ხარ, ბრინჯის სუპში გდიხარ
იდაყვზე რომ დენი გირტყამს აი ეგ ხარ ჩემთვის
შენ მატლი ხარ ჭიაყელა ძროხის ნეხვს რომ ეტრფის
შენ ხელოსნის დრელის ხმა ხარ დილა უთენია
რუსეთი ხარ სამაჩაბლო რომ დაუთრევია
შუბლზე დიდი მუწუკი ხარ პირადობის სურათში
პრუჟინა ხარ გაწყვეტილი ასიან ნათურაში
ჯარიმა ხარ არასწორი პარკირების გამო
ის კატა ხარ მერცხლის ბარტყის შესანსვლას რომ ლამობს
შეტენილი საგანი ხარ უნივერსიტეტში
მტკივნეული სიცივე ხარ რომ შემოდის ძვლებში
კარგი ფილმის ყურების დროს გათიშვა ხარ დენის
ცხელი ჩაის დალევის დროს დაფუფქვა ხარ ენის
ეკალი ხარ შერჭობილი შავი თვალის გუგაში
გაფუჭებული ყველი ხარ მენახირის გუდაში
შარვლის უკანა ჯიბეში გაჟონილი მელანი
გულის ოპერაციის დროს ექიმი ხარ ელამი
დაღმართში ველოსიპედზე გადამძვრალი ცეპი ხარ
მელოტ თავზე დახურული თოვლიანი კეპი ხარ
საყვარელთან ალერსის დროს კაკუნი ხარ კარზე
ბეწვები ხარ ჩაკუზული მუშის ტრაკის ღარზე