....ზოგიერთი სულით ავადმყოფის, გიჟის დანახვაზე, ხშირად დამბადებია გრძნობა, რომ ისინი სრულებით არ არიან არანორმალურები...თითქოს თავადვე არიან საკუთარი არანორმალურობის სტილის და შინაარსის ავტორები და რაღაცის გამო ურჩევნიათ ამ მდგომარეობაში ყოფნა.....
,,,,, შეიძლება ყოფიერების სიმძიმით მიყენებულმა სტრესს ვერ მოერიოს ფსიქიკა, და ადამიანი( ყოფით ენაზე რომ ვთქვათ) შეიშალოს და შეშლილად დარჩეს მთელი სიცოცხლე ან...ცხოვრების დიდი ნაწილი...მაგრამ, ლაპარაკი მაქვს ისეთ შემთხვევაზე, როცა ადამიანს გაცნობიერებულად ნორმალურ ყოფის სიმძიმეს არანორმალურობა ურჩევნია....ყველა ფსიქოტიპს ხომ ვერ მოვთხოვთ "გმირობას"... მაგ.: ზოგი ხომ შეიძლება ბუნებით არ იყოს რევანშისტი, ნიშნისმომგები, დამყვედრებელი, წამომძახებელი, წუწუნა და მერკანტილური.....ანუ მოცემულ სოციუმში, მისივე ბუნებითი კეთილშობილება და მოკრძალება დადაიქცეს მისთვის პერმანენტულ ყოველდღიურ სასჯელად........
არა და სოციუმი, ნათესაოსოფიურ-საზოგადოებრივი გარემოცვა, ყოველთვის აგრესიულია.....მას მუდმივად შენგან ეკუთვნის! ხშირედ ხომ ეს გარემოცვა ამა თუ იმ ფორმით ადამიანს აგდებს აბსურდის სიტუაციებში და აიძულებს ეძებოს თავის მართლების უჩინარი ინსტანცია, რომელთანაც იგი პირნათელი იქნება ...
ა) ერთან პირნათელი
ბ) მამა-პაპასთან პირნათელი ...
გ) საძმოსთან პირნათელი ...
დ) ოჯახთან პირნათელი ....
ე) მამაოსთან პირნათელი ..
...................................................
ხომ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლაბთაც არ უნდათ ყოველთვის, ყველასთან და ყველაფერში იყვნენ მართლები და პირნათლები, გამრჯენი და მუყაითნი ?!... რა ქნან ამ ერისწინაშე და ბერისწინაშე ცოდვებითდამძიმებულმა ადამიანებმა?!...მათ ხომ ყოველდღიურად მორალის დღგ-ს პროცენტები ერიცხებათ...?! რით დადაიხადონ ის, რაც მადგან მუდმივად სხვას ეკუთვნის?!....იქნებ არ აქვთ იმის გამბედაობა თავი მოიკლან ან შეიძინონ სტინგერი?!, ...იქნებ ვერ მამაძაღლობენ და ვერ მათხოვრობენ ?!
....ჩემის აზრით, ასეთ ადამიანებს ყოფიერების აუტანელი სიმძიმისგან თავდასაღწევად ერთი გამოსავალი გააჩნიათ ...თავის მოგიჟიანება...ანუ კონტროლირებადი სიბრიყვე. ზუსტად ეს აზრი დამებადა ამ სცენის ნახვისას !
..ძაან გთხოვთ ყოველგვარი ირონიის და მასხარჩიკობის გარეშე ...
P.S. ვერ გავიგე, ნეტა რაზეა ეს თემა .... .............თქვა მან .