გამარჯობათ ვარ 16 წლის ბიჭი მოკლედ ეხლა მთელ ჩემს ისტორიას მოვყვები :დ შეიძლება არეულ დარეულად მოგეჩვენოთ მაგრამ აუცილებლად გაიგებთ აზრს ... და ვიმედოვნებ ვინმე ჩემნაირი გამოჩნდება და რამე ისეთს მეტყვის რაც იმედს მომცემს XD
მაშ ასე 11 წლის ვიყავი როცა ფეხბურთის თამაშის დროს :მომჩეხეს: ჰოდა ძირს დავეცი რამოდენიმე წამით ვერ წამოვდექი კიდურებს ვერ ვგრძნობდი ვერც სუნთქვას და მეგონა ვიხრჩობოდი სასწაულებივრმა პესიმიზმის და ცხოვრებისადმი იმედის დაკარგვის გრძნობამ გამიელვა თავში 11 წლის :გლაპს: ნუ რამოდენიმე წამის შემდეგ არაფერი ... წამოვდექი და ჩვეულებისამებრ განვაგრძე ცხოვრება სადღაც ამ შემთხვევიდან 2 კვირის შემდეგ გავხდი ძალიან ცუდად ანუ როცა საწოლში ვიწექი და ლამის უნდა ჩამძინებოდა უეცრად ზუსტად იგივე გრძნობამ გამიელვა რაც წეღან ვახსენე გული ამიჩქარდა სასწაულად სულ გავცივდი ვსუნთქავდი მაგრამ ჰაერს ვერ ვგრძნობდი და ისე ჩანდა თითქოს ვიხრჩობოდი ნუუ მშობლებმა დამალევინეს დამამშვიდებელი ე.წ კატაბალახა და შემდეგ ჩამეძინა მეორე დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აქამდე დალაგებული ყველაფერი აირია და ცხოვრება სულ სხვანაირად გამოიყურებოდა (ეს არაფერ შუაშია მაგრამ
მინდა ყველაფერი დავწერო რო არაფერი გამომრჩეს) გამიჩნდა შიშები საჭმლის გადაყლაპვისაც კი მეშინოდა არ დამახრჩოს თქო ტელევიზორში რაიმე ვირუსის შესახებ თუ მოვისმენდი აუცილებლად მეგონა რომ მე დამემართებოდა თითქმის ყოველღამით იგივენაირად ვხდებოდი კომპიუტერთან ძალიან დიდ დროს ვატარებდი დილიდან რო დავჯდებოდი შუაღამემდე დაახლოებით 4 საათამდე არ ვდგებოდი და ასე ვაგრძელებდი დიდი ხნის განმავლობაში ... გავიდა წლები ნელ ნელა დავძლიე ეს და აღარც მაწუხებდა მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ თითქოს ისევ დაბრუნდა აქამდე უკვე ნაცნობი და უცნობი სიმპტომებით თანაც გაორმაგებულად სადღაც 1 წლის და 6 თვის წინ სახლში ვიჩხუბე და წამოვედი სახლიდან 1 კვირით ჩემს ნათესავებთან გავჩერდი (მერიდება მაგრამ ჯანდაბა უნდა ვთქვა
) ალბათ სადღაც 3-4 დღე არ ვყოფილვარ მაშინ საპირფარეშოში ჰოდა იქ სულ მაძალებდნენ ჭამე ჭამეო მეც ვჭამდი და ვჭამდი
უფრო მეტიც დღეში 3 ჭიქა ყავას ვსვამდი ნუ მოკლედ გამოდის 2 კვირა გავატარე საპირფარეშოში გაუსვლელად თანაც ისე რომ ვჭამდი ძაან ბევრს ... შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი ძაან ცუდად გავხდი გული ამიჩქარდა თავში თითქოს რაღაც დამაწვა არარეულურობის შეგრძნება მქონდა ვერაფრით ვერ ვაკავებდი სწრაფ პულსს და რადგანაც ეს მოვლენა ასე უჩვეულოდ და უცნობი ჩემთვის პირველი იყო ძაან შემეშინდა მეგონა გული გამისკდებოდა მოვკვდებოდი ... წნევა გამიზომეს და 140-110 მქონდა 1-2 საათში გამიარა მრავალი წამლის მიღების შემდეგ (ისეთი წამლების როგორიცაა კორსიზი ვალოკორდინი ვალიდოლი ექსტრავალერიანი კაპტოპრილი) ამ დღის შემდეგ ყავას ვეღარ ვსვამდი ეგრევე ცუდად ვხვდებოდი გული მიჩქარდებოდა და ა.შ ეს ყველაფერი ნევროზს მივაწერე თუმცა იმისიც მეშინოდა რომ გულზე რაიმე პრობლემა არ მქონოდა ამიტომაც კარდიოლოგთან მივედი ნუ გადამიღეს იქ კარდიოგრამა არაფერი გაქვსო (4 ჯერ მაქვს კარდიოგრამა გადაღებული სხვადასხვა ექიმთან) ნოვარესტი კიდევ რაღაც წამლები და რეჟიმი დამინიშნა ამით არ დავკმაყოფილდი მაინც ცუდად ვიყავი და შემდეგ უკვე ექოკარდიოსკოპია გადავიღე იქაც არაფერი აღმომაჩნა დიაბეტზეც გავიკეტე ანალიზი არც ეგ აღმომაჩნდა სისხლის ყველანაირი ანალიზი გავიკეთე არაფერი მაქვს და საერთოდ ჰემოგლობინიც ძაან კარგი მაქვს ფარისებრი ჯირკვალიც ყველანაირად წესრიგშია ჰოლტერის ეკგ გამოკვლევას აზრი არ აქვსო მითხრეს ...
ნუ შემდეგ უკვე თავის ამბავი მეგონა რადგან ქალას შიდა წნევა მქონდა პატარაობიდან მიმკურნალეს მაგრამ რავიცი ... რავიცი :დ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ ძგიდის გამრუდება მქონდა და ჰაერი ორგანიზმს წესიერად 15 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა რაც რათქმაუნდა რაღაც პრობლემებს გამოიწვევდა 2016 წლის ოქტომბერში გავიკეთე ოპერაცია და ეხლა კარგად ვსუნთქავ თუმცა იმის შეგრძნება რომ ჰაერი არ მყოფნის მაინც მაქვს
ყველაზე ძლიერი შეტევა მქონდა ფიზიკური დატვირთვის დროს სადღაც 9 თვის წინ მძიმე ტვირთი გადავიტანე გული რო ამიჩქარდა ... ისე ძლიერად მირტყავდა და ისე სწრაფად რო ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი მახტუნებდა ვიფიქრე აი აქ უკვე ვსოო :დ ვკვდები თქო მაგრამ ჯანდაბა მაშინაც არ მოვკვდი ხდ ამ შემთხვევის შემდეგ საერთოდ ვეღარ ვიტვირთები ფიზიკურად შემდეგ ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია პანიკურ აშლილობაზე რაც სავსებით ემთხვეოდა ჩემს მიერ აღწერილ მოვლენებს და ვიფიქრე ეგარის თქო თუმცა ბევრი ისეთი ფაქტორი იყო რომ ... ზოგჯერ მაცხელებდა შემდეგ პირიქით ვიყინებოდი თუმცა ამ პრობლემების საწყისიდანვე ვგრძნობდი მუცელში უჩვეულო შეგრძნებებს და თითქოს მეჩვენებოდა რომ შეიძლებოდა მუცლის ბრალი ყოფილიყო
ნუ ამ შეტევებს დროდადრო მაძლევდა მაგრამ პლიუსი ის იყო რომ უმეტესად 1-2 საათში გამივლიდა ხოლმე თუმცა ერთხელ ისე ცუდად ვიყავი რომ მთელი დღე და ღამე ტაქიკარდია თითქოსდა სუნთქვითი სპაზმები და საშინელი შეგრძნებები მკლავდა ვერც წამლებმა მიშველეს და ვერც დამამშვიდებლებმა გული ყელში მიცემდა თავშიც ვგრძნობდი ... წნევაც თავისთავად მქონდა 140-110
ამის შემდეგ მივმართე რატომღაც გასტროენტოროლოგს (ირაკლი ხმალაძესთან ვიყავი) ჰოდა მითხრა რომ ანთება გაქვს კუჭ-ნაწლავისო და გამგზავნა რენტგენოსკოპიის გადასაღებად ბარიუმი დამალევინეს თავისთავად და პასუხები ასეთია
Cor-საზღვრები ნორმის ფარგლებში.
Pulmones-კეროვანი და ინფლიტრაციული დაზიანების გარეშე. სინუსები თავისუფალი.
Venter-აღინიშნება კუჭ-საყლაპავის რეფლუქსი, რეფლუქს-იზოფაგიტის ნიშნები. კუჭი კაუჭის ფორმის, კასკადური, გადახრილია უკან, სწორდება მარჯვენა გვერდზე წოლით. ღრუში უზმოდ ისახება ჭარბი რაოდენობით ლორწო და სეკრეტი. ლორწოვანი გარსი ტლანქი, დაკლაკნილი, გასქელებული, შეშუპებული, ელასტიურობა შენარჩუნებული. კუჭი ჰიპოტონური. პერისტალტიკა ღრმა, სიმტერიული. ევაკუაცია ნორმის ფარგლებში. აღინიშნება პილორუსის არხის პირღიაობა. ისახება მუდმივი დუოდენო-გაასტრალური რეფლუქსი. თორმეტგოჯა ბოლქვი ფიქსირებული. როტირებული საგიტარულად. ბოლქვისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი შეშუპებული, შეინიშნება საკონტრასტო ნივთიერების სტაზი, რაც მიუთითებს პერიდუოდენიტის არსებობაზე. წვრილი ნაწლავი თავისუფლად გამტარი.
რენტგენოსკოპია 24სთ-ის შემდეგ
ასწვრივი და განივი კოლინჯი ავსებული. ჰაუსტრაცია შენარჩუნებული. დასწვრივი ივსება მკვრივად. ჰაუსრაცია დარღვეული. სიგმა და ამპულარული ნაწილი არ არის ავსებული.
ნუ ეხლა ძაან მკაცრი 2 კვირიანი დიეტა მაქვს დანიშნულიდა მრავალი წამალი ექიმმა მითხრა ორ თვე ნახევარში კარგად იქნებიო
მაგრამ ეხლა გამახსენდა ერთი რამ რატომღაც ადრე ყურადღება არ მივაქციე
როცა რენტგენოსკოპია გადამიღეს და ბარიუმი დამალევინეს იქ ექიმის დამხმარეს ვკითხე ტაქიკარდია მაწუხებს და ეს ხომარ იმოქმედეს უარყოფითად თქო და მითხრა რომ შეგაწუხებს აბა რა იქნება შვილო თიაქარი გაქვსო ...
ჩემს ექიმს ეს არ უთქვამს საერთოდაც დიაგნოზი ასეთია
ქრ.გასტროდუოდენიტი (გამწვავების ფაზა), გასტროეზოფაგური და დუოდენოგასტრალური რეფლუქსი, დისბიოზით მიმდინარე ქრ. კოლიტი (გამწვავების ფაზა).
თიაქარზე აქამდე არაფერი ვიცოდი ეხლა ინფორმაცია მოვიძიე და სხვადასხვანაირი არსებობს ...
ასევე ვიცი რომ ზუსტად დადგენა შესაძლებელია გადაღებით რომლის დროსაც ნათურას კუჭში უშვებენ თუმცა მაგის გამკეთებელი არანაირად არ ვარ რადგან ჩემს ნათესავს რომელიც 7 წლის იყო ნუ 50 წლის წინ ალბათ
:D:D ეგ გაუკეთეს და გული გაუსკდა ... ისედაც ტაქიკარდია მაწუხებს და ეგ რომ გავიკეთო და მაგ დროს შემაწუხოს ვერ გადავრჩები ალბათ...
კიდევ მგონია რომ ამ კუჭის პრობლემებს ნევროზიც ემატება რადგან გარდა იმისა რომ ფიზიკური დატვირთვისას ცუდად ვხვდები და ჭამის დროს დისკომფორტი მექმნებოდა ემოციური კუთხითაც ვხვდებოდი ცუდად ანუუ ემოციური დატვირთვის დროს
ზოგადად ძაან მგრძნობიარე და ემპათი ვარ სტრესის ქვეშ დიდხანს ვიყავი
მინდა და ვიმედოვნებ რომ ამ ყველაფრის საერთოდ გაქრობა შეიძლება ვგულისხმობ არა ხანგრძლივ მკურნალობას და ცხოვრების წესის შეცვლას არამედ უბრალოდ ამ დაავადების გაქრობას
ისე რომ ყველანაირი საჭმლის ჭამა შემეძლოს :DDDD
შესაძლებელია?
უბრალოდ ვინმემ თუ რამე იცით მითხარით ყველაფერი
* * *
კიდევ გამომრჩა რაღაცეები
გულძმარვა ძაან იშვიათად მაქვს და ტკივილი გულის არეში არცისე ხშირად თუმცა 16 წლის ვარ და ... ნუ საერთოდ არ უნდა მტკიოდეს გული ხო :/