nnn_lllოჯახურ დანაშაულზე როდესაც მუშაობდით რა დაადგინეთ? დამცავი და შემაკავებელი ორდერი სისხლის სამართლის წესით საქმის წარმოების სემთხვევაში გამოიცემა? და ყველა ოჯახურ ძალადობაზე მიგაჩნია რომ სსკ-ის 126 პრიმა მუხლით იწყება გამოძიება? თუ შემაკავებელი და დამცავი ორდერი არ გამოიყევება საერთოდ და ყველა უაპელაციოდ ციხეში?
"ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი -- არასოდეს გამოგიყენებიათ?
მეცხრე მუხლი ასაბუთებს რომ ყველა ოჯახური დანაშაული, სისხლის სამართლებრივ კატეგორიას არ მიეკუთვნება. (ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.)
-- ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით
-- სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემა ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით ხორციელდება,
--- დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები
--- შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები
ვფიქრობ თავადაც ნახეთ, რომ ოჯახურ დანაშაულზე ყოველთვის სისხლის სამართლებრივი დასჯის მექანიზმი არ გამოიყენება და ხშირად ადმინისტრაციულსამართლებრივი მეგანიზმით, ადმინისტრაციული სამართალწარმიების წესით ხორციელდება მოძალადისაგან მსხვერპლის დაცვა.
რაც შეეხება ჩემს ნათქვამ სიტყვას "ადმინისტრაციული წარმოება" ეს იყო არასამართლებრივი, იურიდიული ტერმონოლოგიით, არაიურისტი ადამიანისათვის გაკეთებული განმარტება რათა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობები ერთმანეთისაგან მარტივად გაემიჯნა, ამის გამო დავუსვი მარტივად კითხვა ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყოთქო.
პ.ს. ამ შემთხვევაში ქმედებას ეგრევე სისხლის სამართლებრივ დანაშაულად რომ ნათლავ ზოგადი ინფორმაციის საფუძველზედ ეგ იურისტისათვის შეუფერებელი ნაბიჯია.