მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ ამ მუხლს აქვს სამი ნაწილი.
ყოველი მომდევნო უფრო მძიმე.
მოკლედ რამოდენიმე კაცმა იჩხუბა სპონტანურად (შელაპარაკების ნიადაგზე, მანამდე არ ჰყავდათ ნანახიც კი ერთმანეთი არასდროს)
მიუყენეს მეორე ნაწილი (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ)
სრულიად უვიცი ვარ რა, თითქოს ასე შორიდან გამორიცხული უნდა იყოს რომ პროკურატურამ შეძლოს "წინასწარი შეთანხმების" დამტკიცება,
მაგრამ აი, რახან ყველა ჩაერთო ჩხუბში - წინასწარი შეთანხმება გამოდის მაინც? ან უსიტყვო შეთანხმება არსებობს?
დაუწერელი კანონის თუ თვალებით მეტყველების მსგავსი
მადლობა წინასწარ