აპრობირებული პრაქტიკაა.
ნაცნობი მუშაობდა,ბინა ჩაადებინეს უზრუნველყოფაში.
რამდენიმე თვე ხელფასი 1500-მდე გამოსდიოდა,
მაგრამ ბოლოს ერთი მაღაზიის მფლობელმა დაკეტა მაღაზია და 700ლარიან ზარალში გადააგდო.
ამ ჩემ ნაცნობს მოუწია დანაკრგის ანაზღაურება. კომპანიაში უთხრეს, უნდა დაკვირვებოდი რამდენად სანდო მაღაზიაში შეგქონდა პროდუქციაო. არადა, სანდო მარკეტებამდე ან ჰიპერმარკეტებამდე არც არავინ უშვებდა.
ამის შემდეგ მალევე წამოვიდა იმ სამსახურიდან.
საქართველოში იმდენი თაღლითია, სქემაც კი აქვთ, პატარა მაღაზიებს ხსნიან, რამდენიმე თვე ამუშავებენ, სხვის პროდუქციას ყიდიან, ფულს იჯიბავენ და მერე იკეტებიან. ეძებე სადაც გინდა, რომც მოძენო, გეუბნება, რავქნა გავბანკროტდი, შენზე დიდი დანაკარგი მაქვსო.
შეიძლება დისტრიბიუტორი არ იპარავდეს საქონელს, მაგრამ ასეთი, არაკეთილსინდისიერი, მაღაზიის მეპატრონე შეხვდეს და იქით გადაგაგდოს ვალში.
ჩემი აზრით, ასეთ პირობებზე არ ღირს დათანხმება.