giat
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5551
წევრი No.: 201423
რეგისტრ.: 23-April 15
|
#44481220 · 2 May 2015, 16:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1000$ აქ ტიპები საქმეებს ხსნიან ბაზრობებზე და წლობით ცხოვრობენ ნუ კაი რამოდენიმე და მე კი ამდენი მაქვს ხელფასი ერთ თვეში ისრაელსში ხელფასი სათობრივად გვეძლევა საათში 30 შეკელი = 8.55$ დღეში 8 ს აგრეთვე არის დამატებითი სამუშაო საათები პირველი 2 საათი =25% დანამატი * * *
Pin It მულტიმედია
აუდიო საგანგაშოა თუ არა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა მოისმინეთ პლეილისტი ავტორი ნინო ხარაძე 01.05.2015
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლიდან 14,7%-ითაა შემცირებული. ასეთ დასკვნამდე მივყავართ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებს - აღწერისა, რომელიც 2014 წლის 4-19 ნოემბერს ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდება. მანამდე კი მოსახლეობის რაოდენობის თითქმის 700 ათასით შემცირებას დემოგრაფთა ნაწილი საგანგაშოს უწოდებს, ნაწილისთვის კი წინასაწარი შედეგები ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა.
საქსტატის მონაცემებით, რაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებს ეყრდნობა, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის, აღწერის (4 371 535 კაცი) შედეგთან შედარებით, 14,7%-ით (641 900 კაცი) ნაკლებია. 2002 წლის აღწერის მაჩვენებლებთან შედარებით, შეცვლილია ქალაქსა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობა 2 140 126-ს, ხოლო სოფლის 1 589 509-ს შეადგენს, რაც თორმეტი წლისწინანდელ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 6.3%-ით და 23.8%-ით ნაკლებია.
საქართველოს მოსახლეობა სამ-ნახევარი მილიონი იქნება, ანუ, დღევანდელთან შედარებით, იდეალურადაც რომ მივიჩნიოთ ის, რაც აღწერამ აჩვენა, 2050 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასით მაინც დაიკლებს... გიორგი წულაძე საქსტატის ამ მონაცემებს თავის ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მონაცემებს „საგანგაშო“ უწოდა:
„პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა დემოგრაფიული ინიციატივების შემუშავებაზე და დღემდე ამ მიმართულებით რამდენიმე ინიციატივა უკვე განვახორციელეთ, რაშიც სახელმწიფომ 70 მილიონზე მეტი დახარჯა“. თუმცა „ქვეყანაში განხორციელებული ყველა პროექტი ფუჭია, თუ არ გვეყოლება ჩვენი მოსახლეობა. ამ საკითხის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდანაც“.
საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა და ეს კიდევ ერთხელ ცხადყო გასული წლის ნოემბერში ჩატარებულმა მოსახლეობის აღწერამ, ამბობს დემოგრაფი ანზორ თოთაძე. ის მოსახლეობის კლებას მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოსავლის რაოდენობის კლებასთანაც აკავშირებს. მისი თქმით, 2003-დან 2007 წლამდე ხორბლის და სხვა კულტურის მოსავალი განახევრდა. მოსახლეობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიგრაციულმა პროცესებმა, ეკონომიკური პირობების გაუარესებამ და უმუშევრობამ. ანზორ თოთაძის თქმით, ესაა ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები:
„განსაკუთრებით შემცირდა გურიაში. რაჭაში 23-24%-მდეა თითქმის შემცირება, ანუ მეოთხედით, და ეს რომ ასე გაგრძელდეს და ჩვენ არ მივიღეთ განსაკუთრებული ღონისძიებები... სულ რაღაც 2002-დან 2014 წლამდე მეოთხედით შემცირდა მოსახლეობა და კიდევ ერთი ამდენი ხანი და საერთოდ გაუკაცრიელდება ჩვენი მხარეები. რაც უფრო ცოტა რჩება მოსახლეობა, მისი დაცლა მით უფრო ჩქარდება“.
ანზორ თოთაძის თქმით, პროცესი მხოლოდ ხელოვნურად თუ შეჩერდება. მისივე სიტვებით, 90-იანი წლებიდან საქართველოს მოსახლეობის შემცირებაზე იმოქმედა ასევე იმან, რომ საქართველო დატოვეს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმაც. 400 ათასი ეთნიკურად რუსი გავიდა საქართველოდან, 85 ათასამდე ბერძენი და 200 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი.
დემოგრაფ გიორგი წულაძის თქმით, 2002 წლის აღწერის შედეგებისა და 2014 წლის აღწერის წინასწარი შედეგების შედარებითი ანალიზის გაკეთება გაჭირდება ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ მაშინ ქვეყნიდან გასულებსა და შემოსულებს შორის თანაფარდობა არასწორ საფუძველზე ითვლებიდა, ამჟამინდელი მეთოდოლოგია კი უკეთესია. ამასთან, საბოლოო შედეგები შეფასებით მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება, რაც წინასწარი მონაცემების კორექტირებას მოახდენს. თუმცა, გიორგი წულაძის სიტყვებით, ზოგადად მსოფლიოში მოსახლეობის კლების ტენდენცია აღინიშნება და ამას მოწმობს გაეროს კვლევებიც. მათ შორის, კვლევები მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციასაც:
„საქართველოს მოსახლეობა სამ-ნახევარი მილიონი იქნება, ანუ, დღევანდელთან შედარებით, იდეალურადაც რომ მივიჩნიოთ ის, რაც აღწერამ აჩვენა, 2050 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასით მაინც დაიკლებს“.
2010 წლიდან მოყოლებული, საქართველოში შობადობის მატება აღინიშნება. ამ ტენდენციაზე საუბრისას სპეციალისტები სხვადასხვა მიზეზებს ჩამოთვლიან, მათ შორის: ეკონომიკურ სტაბილურობას, საქართველოს პატრიარქის ინიციატივას, სახელმწიფო პროგრამებს და სხვ.
ლელა ბაქრაძე ლელა ბაქრაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე იმ რეკომენდაციებზეც საუბრობს, რომელთა გათვალისწინების შედეგად შობადობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა:
„სახელმწიფომ გაითვალისწინოს ოჯახის წახალისებაზე მიმართული პოლიტიკა, მოქნილი სამუშაო საათები დედებისა და ქალებისათვის, დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობა როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის, ბავშვის მოვლის საშუალებების ფართო სოციალური ქსელი, როგორიც არის საბავშვო ბაღები, მეტი საბავშვო ბაღი უკეთესი ხარისხის და ა.შ. მთავარია ასევე ახალგაზრდა ოჯახების წახალისება, მათთვის სუბსიდირებული საცხოვრებლის მიცემა და ა.შ.“
საქსტატი მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგებს 2016 წელს გამოაქვეყნებს.
ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება. * * * საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის პირველ 3 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 74 მლნ ლარით, ანუ 29,4%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტებისა კი - 44,4%-ით. `მართალია, სოციალურ დეფოლტამდე ჯერ კიდევ გვიკლია, თუმცა, სამწუხაროდ, ვექტორი სწორედ აქეთკენაა მიმართული. თუ ხელისუფლებას რამეზე აქვს პრეტენზია, ეს ვექტორი აუცილებლად და თანაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოს~, - განუცხადა `ბიზნეს-რეზონანსს~ ეკონომისტმა და სოციოლოგმა ნოდარ კაპანაძემ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარიდან მარტის ჩათვლით საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 29,4%-ითაა გაზრდილი და 325,6 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 251 654 000 ლარს შეადგენდა, პირველი აპრილს ეს რაოდენობა 325 631 000-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას ახლა დაახლოებით 1_3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს. აქედან გამომდინარე, მან, შესაძლოა, ბანკის დავალიანება დროულად ვერ დაფაროს. იანვართან შედარებით აპრილში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცლებული სესხების მოცულობა 44,4%-ით არის გაზრდილი, მარტთან შედარებით კი ზრდა 8,8%-ია. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელიც, იანვართან შედარებით, 15,7%-ით არის გაზრდილი, ხოლო მარტთან შედარებით ზრდა 4%-ს შეადგენს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, მოსახლეობას სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება. `ლარის დევალვაციის გამო ვადაგადაცილებული სესხებისრაოდენობა რომ გაიზრდებოდა, აშკარა იყო. იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს, დევალვაციის შედეგად, კრედიტის მომსახურება 30-32%-ით გაეზარდა. ეს აუცილებლად ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, რადგან კრედიტების დიდი ნაწილი იყო და არის სამომხმარებლო, რომელსაც ბიზნეს-სესხისგან განსხვავებით, ფული არ მოაქვს. მსესხებელმა ის ფული აიღო და უბრალოდ, დახარჯა. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ანუ მათ, ვისაც საშუალო ფენა ჰქვია, სერიოზული დარტყმა მიადგა, გაიზრდება პოლარიზაციაც. იმისათვის, რომ წნეხი შემსუბუქდეს, აუცილებელია, სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, მაგალითად, შეიმუშავოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტრატეგია და ა.შ. ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობას, ის, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან დევალვაციამ დააზარალა არა მარტო დოლარში, არამედ ლარში კრედიტაღებული მსესხებლებიც. მათზე სერიოზული უარყოფითი გავლენა გაზრდილმა ხარჯმა და ინფლაციამ მოახდინა. მიუხედავად ამისა, სოციალურ დეფოლტამდე ჯერ კიდევ გვიკლია, თუმცა, სამწუხაროდ, ვექტორი სწორედ აქეთკენაა~, - განუცხადა `ბიზნეს-რეზონანსს~ ნოდარ კაპანაძემ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს, რომ სავალუტო კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება, ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის ცნოვრების დონეზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს. `ბოლო პერიოდში მოსახლეობის დეპოზიტები მკვეთრად, 28%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოხმარება შემცირებულია. მოხმარების შემცირება კი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა. გაუარესებულია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან დევალვაციის შედეგად მათ გაეზარდა ხარჯი, შემოსავალი კი უცვლელი დარჩა. მომატებული ხარჯის გამო კი მათ სასესხო დავალიანების გასტუმრება ძალიან უჭირთ~, - განაცხადა ელიავამ. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია მძიმედ არა მარტო ქვეყნის ეკონომიკასა და რიგით მოქალაქეებზე, არამედ საბანკო სექტორზეც უარყოფით გავლენას მოახდენს. `პირველ რიგში, პრობლემური სესხების ზრდასთან ერთად, ბანკებს გაფუჭებული სესხისთვის უფრო მეტი ფულის დარეზერვება მოუწევთ, ეს კი კომერციული ბანკების მოგებას შეამცირებს. მეორე - ბანკების მიმართ არსებობს მკაცრი საზედამხედველო მოთხოვნები და ნორმა, რაც მათ საქმიანობაში პრობლემებს შექმნის. მესამე - კომერციული ბანკები იძულებული იქნებიან პრობლემური სესხები გირაოს მეშვეობით ამოიღონ, ანუ დაისაკუთრონ ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება, შემდგომ კი სწრაფად გაყიდონ. იმის გამო, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი პრაქტიკულად, ჩამკვდარია, ბანკებს ქონების რეალიზაცია გაუჭირდებათ და შერჩებათ ამოღებული უძრავი ქონება, რაზეც დამატებით მოუწევთ თანხის დარეზერვება. მეოთხე - არ არის გამორიცხული, რომ ასეთ მძიმე ეკონომიკური და ჯაჭვური მოვლენების ფონზე, საქართველოში საბანკო კრიზისი განვითარდეს. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე არის სავალურტო კრიზისის შედეგი. მსოფლიოში სავალუტო კრიზისი ცალკე აღებული ძალიან იშვიათად ხდება, მას თითქმის ყოველთვის მოჰყვება საბაკო კრიზისი და ალბათ, ასე მოხდება საქართველოშიც. ამ ყველაფერის ფონზე კი ხელისუფლება თითს არ ანძრევს, რომ ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს და მიიღოს ადეკვატური ზომები. თუ მთავრობა არ მიიღებს გონივრულ გადაწვეტილებას და საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ მისცემს გონივრულ რეკომენდაციას ეროვნულ ბანკს, მაშინ ქვეყანაში სავსებით შესაძლებელია განვითარდეს არა მარტო ფინანსური კრიზისი, არამედ ზოგადად ეკონომიკური კრიზისი. ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკური ვარდნა გვაქვს და თუ პროცესები არ შეჩერდა, აუცილებლად გვექნება დიდი სოციალური პრობლემა~, - განაცხადა ელიავამ. ეკონომისტების თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქმნება, ლარის კურსი ეცემა, ეკონომიკა არ იზრდება, საფრთხე იმისა, რომ ვადაგადაცილებული სესხები კიდევ გაიზარდოს და ქვეყანაში სოციალური ფონი უფრო გაუარესდეს, რეალურად არსებობს. შედეგად კი ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე სოციალური ფონი, კიდევ უფრო გაუარესდება და მოსახლეობაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება. ვალუტის კურსის მკვეთრმა ცვლილებამ მეზობელ რუსეთში მოსახლეობა გადახდისუუნარობამდე უკვე მიიყვანა. ქვეყნის საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, აპრილში ყოველი მეხუთე კრედიტის მომსახურება არ ხდება, ყოველი მეათე მსესხებლის კრედიტი კი უიმედოა. გაზეთი ბიზნეს რეზონანსი ავტორ(ებ)ი :
* * * “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა 1 607 000 ადამიანს აღწევს. IDFI-ს ინფორმაციით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიწოდებული არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საზღვარგარეთ საქართველოდან 1 607 744 ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ორგანიზაცია განმარტავს, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც მათ განმარტებს, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. რუსეთს საბერძნეთი მოსდევს – 250 ათასიანი დიასპორით, მესამე ადგილას უკრაინაა – 150 ათასი ადამიანით. თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი). მოწოდებული 43 ქვეყნის მონაცემებიდან დიასპორის სიმცირით გამოირჩევა ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300).
This post has been edited by giat on 2 May 2015, 17:24
--------------------
Yvelaferi warmavalia am cxovrebashi mxolod ertiuia is rom movedit araferi mogvitania da wavalt da araferuia wasagebui carielu moveduit da caruieli wavalt da imas ityvian rom rogori kacurui kacuc aq viuavit albat iMac asetebui wavalt
|